ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს, რომელმაც მძევლები აიყვანა, ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს

პირმა, რომელმაც გუშინ ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის“ ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა განუცხადა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლატიპოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად, სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში მიღებული იქნება ყველა აუცილებლი ზომა, რათა არ დაუშვან დამნაშავის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა. დღესვე, „რესპუბლიკის“ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ თქვა, რომ არარეალურად მიიჩნევს დამნაშავის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობას. მისივე თქმით, დაკავების შემთხვევაში, დამნაშავეს ქართულ მხარეს გადასცემენ

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 445 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 123 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 62 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1289 გახდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

მეტი...

“შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის” – ლევან დავითაშვილი

ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსთაველებთან, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებთან. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავს ექნებოდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ისეთივე კომპლექსური გეგმა, როგორიც გააჩნია ქალაქ თბილისს, რომელიც 40 პუნქტისგან შედგება, კომპლექსურია, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და 2017 წლიდან ხორციელდება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, 2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, ასევე კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის…

მეტი...

“გილოცავთ დასახლება აღბენდზე სრულ კონტროლს” – ილჰამ ალიევის მიმართვა

ილჰამ ალიევი “ტვიტერზე” აღნიშნავს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან, ყარაბაღის სამხრეთით. „გილოცავთ დასახლება აღბენდზე (ზენგილანის რაიონი) სრულ კონტროლს აზერბაიჯანისა და ირანის ისლამური სახელმწიფოს სახელმწიფო საზღვართან. ამასთან დაკავშირებით ვულოცავ აზერბაიჯანსა და ირანს. გაუმარჯოს აზერბაიჯანის მამაც არმიას“ , – წერს ალიევი „ტვიტერის“ პირად გვერდზე. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტრი იტყობინება, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ზანგელანის რაიონის კიდევ 13 სოფელი და ერთი დასახლებული პუნქტი -აგბენდი დაიკავეს.

მეტი...

„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის“ თანხაა” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა. „ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს…. ყველამ იცის და მეკითხებით – „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული?“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გომელაურმა. კითხვაზე, ჰყავდა თუ არა, ბანკზე თავდამსხმელს თანამზრახველები, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. „ვინ თქვა, რომ მარტო იყო ან ვინ თქვა, რომ მარტო არ იყო? გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს…

მეტი...

ხობში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

ხობში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მას სასტიკად მისივე ნათესავი მამაკაცი შვილებთან ერთად გაუსწორდა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირებული მხარეები ნათესავები და ამავდროულად მეზობლები არიან.  ინციდენტში მონაწილე 2 პირი უკვე იდენტიფიცირებულია, ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117 მუხლით დაიწყო. გვამი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

მეტი...

“როდესაც აყვანილია მძევალი, არსებობს მსოფლიო სტანდარტი, ამ გეგმით ვიმოქმედეთ – ახალი არ მოუგონია არც გომელაურს, არც საქართველოს” – ვახტანგ გომელაური

ესაა მსოფლიო სტანდარტი, კეთდება „A“, „B“, „C“ ოპერაცია. ვთქვათ – დაწყება, შესვლა, არ შესვლა, ესაა ჩვეულებრივი და ჩვენც ამ გეგმით ვიმოქმედეთ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მძევალი, როდესაც აყვანილია, ოპერაციას აქვს წესები და სტანდარტი, რომელიც საქართველოს და ვახტანგ გომელაურის მოგონილი არ არის. „ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ექსპერტი გამოდის და ამბობს: ეს ასე არ შეიძლება. მძევალი, როდესაც აყვანილია, მას აქვს წესები, ესაა მსოფლიო დადგენილი წესები, სტანდარტი, ეს არც საქართველოსი და არც ვახტანგ გომელაურის მოგონილია. ესაა მსოფლიო სტანდარტი, კეთდება „A“, „B“, „C“ ოპერაცია, ვთქვათ – დაწყება, შესვლა, არ შესვლა,…

მეტი...

“ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტან გომელაური გუშინდელი სპეცოპერაცია სრულად იყო შეთანხმებული ხელისუფლების ლიდერებთან. გომელაურის თქმით, მიზანი იყო სპეცოპერაცია მაქსიმალური დანაკარგის გარეშე დასრულებულიყო. “გუშინ, ძალიან მძიმე დღე იყო, დღეს და დღევანდელი ღამეც ძალიან მძიმე იყო ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, მძევლებისთვის, ვინც იყვნენ შიგნით დარჩენილები, იმ 43 ადამიანისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო. პირველი იყო ჩვენი ამოცანა, რაც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ პრემიერთანაც, მაქსიმალურად იყო დავალება, რომ არავინ არ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთ ადამიანსაც არაფერი არ დაუშავდეს. პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად…

მეტი...

„დღიურმა ნორმამ შესაძლოა, 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს“ – ამირან გამყრელიძე  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება და შემთხვევების რაოდენობაც რამდენიმე ათასს მიაღწევს. „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ, ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება…. როცა სექტემბრის ბოლოსთვის თავიდან დავიწყეთ ამ ინსტრუმენტებით მუშაობა, სამივე ინსტრუმენტი გვეუბნებოდა, რომ ზრდა გექნებოდა. გარკვეულად მივყვებით ამ პროგნოზსს, მაგრამ ცოტა მეტი შემთხვევა გვაქვს.…

მეტი...

“სპეცოპერაციის მთავარი მიზანი – 43-ე მძევლის უვნებლად გათავისუფლება შესრულებულია” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სამართალდამცელებს გაწეული საპოლიციო მოქმედებებისთვის მადლობას უხდის. “მინდა დავიწყო მადლობით გმირი პოლიციელების მიმართ, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა. გამორჩეული სამხარეო პოლიციის უფროსის ავთანდილ გალდავას გმირული ქმედება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაენაცვლა მძევლებს და უზრუნველყო მათი უვნებლად გათავისუფლება, მადლობა სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო სპეცოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებაში. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრს.  გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია. სპეცოპერაციის მთავარი მიზანი – 43-ე მძევლის…

მეტი...

“ქობულეთში დაყაჩაღებული ინკასაციის მანქანა სხვა კომპანიას ეკუთვნის” – საქართველოს ბანკი

ქობულეთში, ინკასაციის მანქანის დაყაჩაღების ფაქტზე “საქართველოს ბანკში” განაცხადეს, რომ ინკასაციის მანქანა სხვა კომპანიას ეკუთვნის და “საქართველის ბანკთან” კავშირი არა აქვს. ბანკის ინფორმაციით, მანქანა კომპანია DDG -ს ეკუთვნის. საქმესთან დაკავშირებით შსს-ში გამოძიება 178-ე ძარცვის მუხლითაა დაწყებული.​ შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთში, ერთ-ერთი კომპანიის ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს, საიდანაც დაახლოებით 50 000 ლარზე მეტია გატაცებული.

მეტი...

საქართველო გრიპის ვაქცინის დამატებით 77 000 დოზას 25 ოქტომბერს მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო გრიპის ვაქცინის 77 000 დოზას კვირას მიიღებს და ის რისკ ჯგუფებზე იქნება გათვლილი. ვაქცინა ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება. „ვიცი, რომ მოთხოვნილება დიდია, ამიტომ მინდა, გაუწყოთ, რომ უკვე გვაქვს დადასტურება თვითმფრინავის რეისის და კვირას გვიან ჩამოვა კიდევ დამატებით 77 000 დოზა გრიპის ვაქცინისა, 4 კომპონენტიანი, რომელიც ორშაბათიდან განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დიდი რისკ ჯგუფები იქნებიან აცრილი. ესენია – 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტით ადამიანები ასაკის განურჩევლად, სამედიცინო პერსონალი, ჩამონათვალი დიდია. დაიწყება ამ კონტიგენტის…

მეტი...

“ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება. მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს. „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ვითარებას. ჩვენ, ჩვენს მოდელირებაში ვიყენებთ სამ ძირითად ინსტრუმენტს. ეს არის გარკვეული მათემატიკური მოდელირების ინსტრუმენტები, სადაც შეგვყავს ბევრი სხვადასხვა ციფრი, მოცემულობები და ამის მიხედვით ეს ინსტრუმენტები ითვლიან, როგორი შეიძლება იყოს გავრცელება. ზუსტად არ გიჩვენებს, მაგრამ ტენდენციებს გიჩვენებს.…

მეტი...

“სულ მცირე წელიწადნახევარი კოვიდთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს” – ამირან გამყრელიძე

უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სულ მცირე წელიწადნახევარი საზოგადოებას კოვიდთან ერთად ცხოვრება მოუწევს. „ჩვენ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ხშირად მეკითხებიან რამდენია ეს კარგა ხანს? და ჩემი პასუხია: სულ მცირე წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში და დიახ, პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე. ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი მედიცინამ ვერ გამოიგონა. ეფექტურობა ცნობილია, ამ პირბადის – ჩვენ, როდესაც…

მეტი...

მარტყოფში 19 წლის ბიჭი მოკლეს

ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება მარტყოფში მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით 19 წლის ახალგაზრდა სასაფლაოზე მოკლეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად მარტყოფის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი მათ ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაინაცვლეს, სადაც მკვლელობა მოხდა.  “საღამოს 10 საათისთვის დაწყებულა ამ ადგილას ორ ახალგაზრდას შორის დაპირისპირება. სავარაუდოდ, მერე აქ იჩხუბეს. აქ ბევრი საფლავია და ერთ-ერთ საფლავზე წაიყვანაო არასრულწლოვანმა ბიჭმა და იქ მოუკლავს ცივი იარაღით. 3 თუ 4 ჭრილობა აქვსო მიყენებული 19 წლის ბიჭს. ის, ვინც მოკლა, არის სკოლის მოსწავლე, მე-10-მე-11 კლასის 15 წლის ბიჭი და ის მოკლული 19 წლის ბიჭი,”-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი…

მეტი...

თავდამსხმელმა სავარაუდოდ, სოფელ კირცხის ტყიდან დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია

დღემდე სამართალდამცავები არ საუბრობენ იდენთიფიცირებულია თუ არა პირი, რომელმაც საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები აიყვანა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ვერსიებზე საუბრობენ ექსპერტები. თავდამსხმელის აღჭურვილობისა და ქცევის მიხედვით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელს გავლილი აქვს კარგი სამხედრო მომზადება, ერთ – ერთი ვერსიით პირი მოქმედი სამხედროა. რაც შეეხება, თავდამსხმელის ადგილსამყოფელს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მან ბოლო მძევლები სოფელ კირცხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაათავისუფლა და სწორედ ამ სოფელში მდებარე ტყით, მან სავარაუდოდ, დატოვა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია და ის, ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. 

მეტი...

შამბას განცხადებით, თუ მძარცველი აფხაზეთშია, მას თბილისს გადასცემენ

აფხაზური მხარე გამორიცხავს, რომ მძარცველი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა აფხაზეთში გადავიდეს. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, ეს არარეალურია. „თუ დამნაშავემ,  „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს… რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“ – განაცხადა სამბა, გამოცემა „სოვა“-სთან. შეგახსენებთ, რომ მძარცველი, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მიმალულია. მისი ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.  

მეტი...

“რა თქმა უნდა, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს” – გიორგი შაქარაშვილის ოჯახი

“ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ ორივე შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. გარდაცვლილის ბიძა ასევე საქმეში ბრალდებულების მიერ ნაფიც მსაჯულების არჩევასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნულს დაცვის მხარის მიერ საქმის გაჭიანურების მცდელობად აღიქვამს. “რა თქმა უნდა, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს” – გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, რაც შეეხება პირველად კონფლიქტს, რომელშიც გიორგი საერთოდ არ მონაწილეობდა, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, პოზიცია მას შემდეგ გვექნება, რაც პროკურატურა ჩვენს წინაშე დააყენებს ამ პირებისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხს. რა თქმა უნდა, ეს მათი ტაქტიკის ნაწილია, რომ სწორედ იმ ეპიზოდში,…

მეტი...

“უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ნიღბის, სოციალური დისტანციის და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობას. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა იზრუნონ ერთმანეთზე, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებზე, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.  “ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ნიღბის ტარება. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 90% ატარებს ნიღაბს, ინფექციის გავრცელების რისკი 70%-ით მცირდება. გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური მეთოდი ვერ აღმოაჩინა, ვიდრე არის ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები,…

მეტი...

ქობულეთში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

ქობულეთში ყაჩაღობა მოხდა. მძარცველები თავს დაესხნენ ინკასაციის მანქანას, საიდანაც, სავარაუდოდ, 75 000 ლარი გაიტაცეს. ძარცვა „საქართველოს ბანკთან“ მაშინ მოხდა, როცა ინკასატორმა ბანკიდან თანხა გაიტანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძარცველი მარტო მოქმედებდა. მან ინკასატორს თანხა წაართვა და მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებებეი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს “სისხლის სამართლის კოდექსის” 178 -ე მუხლით.

მეტი...

“შსს – ს აქვს ამოცანა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდში, გუშინ, “საქართველოს ბანკზე” მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის გარეშე დასრულება, პირველი რიგის ამოცანა იყო, თუმცა მიღწეული შედეგი არაა საბოლოო. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, მძევლების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ეს პირველი რიგის ამოცანაა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სტრუქტურას სრულად აქვს ამოცანა დღეს, ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ -სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შსს-მ უნდა…

მეტი...

„გამტაცებელი მორალურად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეს მთავრობა“ – გათავისუფლებული მძევალი

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა, აცხადებს, რომ ის განცხადებები, რაც მასთან დაკავშირებით გავრცელდა, ამორალური და ამაზრზენია.  „თავიდან, მძარცველმა საინფორმაციოთი რომ მოისმინა  მერიის თანამშრომელი ვიყავი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მქონდა კავშირი, მკითხა მართლა ვიყავი თუ არა მერიის თანამშრომელი. როცა დავუდასტურე, მითხრა: „მაგარ შარში ხარ ძმაო, ამათ როგორ დაუძვრები არ ვიციო. მაგრად დაგერხაო“ – ამბობს გათავისუფლებული მძევალი. მან პოლიტიკოსების განცხადებებზეც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ ისინი გამტაცებელზე უარესები არიან. „უკიდურესად ამორალურია ის შეფასებები. ეს გამტაცებელი მორალურად გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს მთავრობა, რადგან, ერთია როცა ერთი „პოსტს“ დებს…

მეტი...

“განზრახ მკვლელობის საქმეში პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს” – მირიან ნიკოლაძე “მედიაცენტრ მთავარში”

„ჩვენებებით დავრწმუნდებით, რომ ყველას უნდა, მანქანაში იჯდეს, ბოლოს ლამის მახარაძე ჩამოსვეს იმის გამო, რომ მანქანაში მჯდარიყო და ალიბი ჰქონოდა. ამ ხალხის რამე დაიჯერება?“, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. რაც შეეხება ბრალდებულთა ნაწილის განცხადებას, რომ მათ ამირხანაშვილის გიორგი შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა, ამის საპასუხოდ მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ მათ არაფერი დაეჯერებათ. „ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას დღესაც სერიოზულად უმტკიცებენ, რომ ბავშვებს იმის გამო გაეკიდნენ, რომ მათთვის მანქანას არ დაერტყა, მათი რამე დაიჯერება? გარდა ამისა, ციხის კადრებით ნათელი გახდა, რომ ეს ადამიანები წინასწარ შეიკრიბნენ, ვიდრე…

მეტი...

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე…

მეტი...

„ოქრიაშვილის მომხრეებს თავს გოგი მეშველიანის შტაბის წევრები დაესხნენ – აქ იყო განზრახ მკვლელობის ნიშნები“ – ადვოკატი

„კახა ოქრიაშვილის შეხვედრის შემდეგ მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 8 – 10 პირი,“ – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავრში“, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე განხორციელებული, შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. თოდუას ინფორმაციით ავტომანქანებს, რომლითაც თავდასხმა განხორციელდა „ქართული ოცნების“ წევრები მართავდნენ. ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაზარალებულად ცნობას ითხოვს:  „ერთ მანქანას მართავდა ბოლნისის საკრებულოს წევრი ბექა წაქაძე, მეორეს კი მეშველიანის შტაბის წევრი, მინდიაშვილი არჩილი, თავდამსხმელებმა განახორციელეს შეჯახება იმ მანქანაზე, რომელშიც იმყოფებოდნენ ოქრიაშვილის მხარდამჭერები, ლევან მიქელაძემ მოახერხა გაქცევა, მის მიმართ განხორციელდა 5 – 6 გასროლა და…

მეტი...

ახალციხეში “კრედო ბანკის” ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში ინფიცირებულია 1595 ადამიანი, გარდაიცვალა 6. ერთი მათგანი, 65 წლის მამაკაცი მკურნალობას თერჯოლის კლინიკაში გადიოდა, პაციენტი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კორონავირუსით ასევე დაინფიცირდა ქუთაისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ინფექცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს დაუდასტურდა.  “რამდენიმე დეპუტატია ინფიცირებული, მიღებულია ზომები და ისინი მკურნალობას შესაბამის დაწესებულებებში განაგრძობენ. რაც შეეხება კონტაქტებს, ამ დროისთვის ყველა მათგანის კონტაქტი უკვე დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. საკრებულო აგრძელებს ფუნქციონირებას, გვაქვს საშუალება, რომ დისტანციურად წარვმართოთ სხვადასხვა კომისიური საქმიანობა,” – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენელმა.  კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე, ახალციხეში “კრედო ბანკის” ერთ-ერთ თანამშრომელს. ამ შემთხვევაში, ინფიცირების წყარო…

მეტი...

კორონავირუსის 1595 შემთხვევიდან, 563 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335

კორონავირუსის 1595 შემთხვევიდან, 563 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს 9 401…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 178-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...