თავდამსხმელმა მძევლად სამხარეო პოლიციის უფროსიც აიყვანა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელიც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიჭრა, თან 3 მძევალი წაიყვანა, მოგვიანებით კი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაც აიყვანა. მასთან ერთადაა ზუგდიდის მერის ნათესავი.     ერთ-ერთი ინფორმაციით, გალდავა  შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს  აწარმოებდა და მას თანხა სწორედ პოლიციის უფროსმა გადასცა. ამ ეტაპისთვის, ოფიციალური განცხადება არ კეთდება, თუ სად იმყოფება შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეკავა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის მიემართება კონკრეტული ადგილისკენ სადაც მას ვერტმფრენი ელოდება.  

მეტი...

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს“ – მძევალი დაკითხვაზე გადაიყვანეს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილი მძევლების დიდი ნაწილი თავისუფალია. ერთ-ერთი მძევალი, რომელიც ტერორისტმა აიყვანა და მისი მოთხოვნები მედიასთან გააჟღერებინა, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ირაკლი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, ყველაფერი კარგად დასრულდა. „სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ“, – წერს კვარაცხელია. რაც შეეხება  სამ მძევალს, თავმდასხმელმა ისინი თან წაიყვანა. ამ ეტაპისთვის უცნობია მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ცნობილია ის, რომ მას ინკასაციის მანქანით მოთხოვნილი 500 000 დოლარი მიუტანეს.  

მეტი...

თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი აიფარა და ბანკის შენობა დატოვა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. 3 მძევალი კი ხელებით ერთმანეთზე თოკით გადააბა, ფარად აიფარა და ასე დატოვა ბანკის შენობა. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მას მოთხოვნილი თანხა 500 000 დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს.  თავდამსხმელს ხელი ზევით ჰქონდა აწეული და ხელყუმბარა ეკავა. სად წავიდა თავდამსხმელი ან სად წაიყვანა მძევლები, ამ ეტაპისთვის უცნობია.   მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

მეტი...

“ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკი“ მძევლად აყვანილმა კიდევ ერთმა პირმა დატოვა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკიდან“ კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. ცოტა ხნის წინ, ორი მძევალი გათავისუფლდა. შსს-ში არ აკონკრეტებენ, სულ რამდენი მძევალია გათავისუფლებული და რამდენი რჩება ბანკის შენობაში. თუმცა, არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს ახლა 16 მძევალი ჰყავს. სამართალდამცველების დახმარებით, ბანკის ფილიალი რამდენიმე საათის წინ კიდევ დაახლოებით ხუთმა ადამიანმა დატოვა.

მეტი...

“მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში” – ნინო ლომჯარია

“მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც ომბუდსმენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მძევლის დისკრედიტაცია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება სახიფათოა. „მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი „ინტერესი“ აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცის, ამიტომ ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია…

მეტი...

დმანისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. იყო გასროლაც. არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც. სავარაუდოდ, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

მეტი...

“მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალია გათავისუფლებული, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა” – ვლადიმერ ბორცვაძე

„მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია, ინტენსიურად მიმდინარეობს კვლავ მოლაპარაკებები” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს. „მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია, ინტენსიურად მიმდინარეობს კვლავ მოლაპარაკებები. შსს და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ თავიანთ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე ახლა მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ“, – განაცხადა ბორცვაძემ. ასევე, შს მინისტრის წარმომადგენელმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, შემთხვევის ადგილის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ განხორციელდეს. „მედიის წარმომადგენლებთან კი ერთი თხოვნა მაქვს, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი მოლაპარაკებების პროცესს ხელს…

მეტი...

„საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი კიდევ ორი პირი გაათავისუფლეს

ზუგდიდში თავდამსხმელმა, რომელიც უკვე რამდენიმე საათია, “საქართველოს ბანკის” შენობაში მძევლები ჰყავს აყვანილი, კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა – ინფორმაციას შსს ადასტურებს.  შეიარაღებულ პირს ბოლოს 19 მძევალი ჰყავდა. ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ბანკთან ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული ღონისძიებები. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

მეტი...

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ინციდენტი მოხდა, ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. „ქართული მარშის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი გაბედავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც ის მედიასთან აღნიშნავდა, რომ თავდამსხმელს მძევლად მისი ბიძაშვილი ჰყავს აყვანილი. მედიასთან კომენტირებისას გაბედავამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პიარის უფლებას არავის მისცემს. „მთელი დღეა აქ ვდგავარ, ჩემი ბიძაშვილია ბანკში მძევალი. არანაირი პიარის უფლებას მე აქ არავის მივცემ. ეს არ არის საპიარო. თქვენთვის ჯობია, ეს პროვოკატორი გაიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.

მეტი...

“საქართველოს ბანკის” შენობა, სავარაუდოდ, კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში, სადაც უკვე რამდენიმე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ კიდევ ერთმა მძევალმა, შუახნის ქალმა შეძლო შენობის დატოვება. ქალი სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. ზუგდიდში იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

მეტი...

“სირცხვილია, როდესაც გასათავისუფლებელია 19 ადამიანი, „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი კი პრემიერ-მინისტრს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება” – ირაკლი კობახიძე

“სირცხვილია, როდესაც გასათავისუფლებელია 19 ადამიანი, „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი კი პრემიერ-მინისტრს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებში პრობლემა მხოლოდ მედიასაშუალებების ქმედებებშია თუ არა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები. „საზოგადოებამ დაინახა, რაში გამოიხატებოდა პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. დღეს ეს არ არის მთავარი. მთავარია, მძევლების სწრაფი გათავისუფლება. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები. პოლიტიკოსების მხრიდან ათზე მეტი განცხადება იყო. ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა,…

მეტი...

“ინტერვიუს დადგმის მცდელობა „მთავარ არხზე“ ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას” – მედიაჩეკერი

ინტერვიუს დადგმის მცდელობა „მთავარ არხზე“ ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას, – აღნიშნული სათაურით „მედიაჩეკერი“ განცხადებას ავრცელებს ზუგდიდში მიმდინარე სპეციალური ღონისძიების გაშუქების შესახებ. „სამეგრელოში, ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის გაშუქებისას, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, რესპონდენტის ინტერვიუს დაგეგმვა სცადა და შეეცადა მისთვის ეკარნახა, როგორ დაეწყო ინტერვიუ. საუბარია სპეციალურ გამოშვებაზე, რომელშიც არხი მაყურებელს „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის გამო დაწყებული საპოლიციო ოპერაციის დეტალებს აცნობს. შემთხვევის ადგილზე მისული ჟურნალისტი ემა გოგოხია ცდილობდა პირდაპირ ეთერსი ჩაერთო თვითმხილველები და მათგან მიეღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ერთ-ერთ რესპონდენტს მან სთხოვა მოეყოლა რა მდგომარეობა იყო და რა ნახა საკუთარი თვალით. რესპონდენტმა ამბის…

მეტი...

თამარ გაბუნია ქუთაისის ონლაინკლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში, ონლაინკლინიკების ოჯახის ექიმებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. „ამ ცენტრს პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახის ექიმების მომზადების კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. შეხვედრა კოვიდის მართვაში ოჯახის ექიმების მონაწილეობას ეხებოდა. ექიმების მზადყოფნა მაღალია. ისინი ონლაინკლინიკების მართვაში მონაწილეობას პირველივე დღიდან იღებენ. მათი მონაწილეობა, როგორც ცხელებიანი პაციენტების, ასევე კოვიდდადებითი პაციენტების მართვაში მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბინაზე მყოფი ყველა მსუბუქი…

მეტი...

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების გაშუქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების გაშუქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს, საპოლიციო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ. „მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა. კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით: არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს; არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს; არ მიეწოდოს…

მეტი...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო ღონისძიება ტარდება. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

მეტი...

„კაცი ელოდება, მოიტანონ თავისი თანხა და შეუსრულონ ყველაფერი“ – მძევალი

ტერორისტმა, რომელიც შეჭრილია „საქართველოს ბანკში“,  კიდევ ერთ მძევალს მისცა საშუალება პირდაპირ ეთერში დაერეკა და მისი მოთხოვნები გაეჟღერებინა.    „ბევრი დრო არ გვრჩება, მთავრობამ ცოტა ხალხისკენ გამოიხედოს და შეასრულონ თავისი მოვალეობა. გთხოვთ, ძალიან ამას, ყველა ამას ითხოვს. თავის დროს ელოდება, კაცს ელოდება მოიტანონ თავისი თანხა და შეასრულონ ის ყველაფერი, როგორც ამბობს. გთხოვთ ძალიან. ყველა აქ შოკში ვართ, მოთხოვნა არის ფული! რამე ღონისძიებას არ მიმართონ. როგორც ამბობ ეს პიროვნება ისე ჩაატარონ ყველაფერი, თორემ ყველა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ყუმბარა უჭირავს ხელში ხელს გაუშვებს და დავიხოცებით ყველა მიმართეთ იმ ზომებს, რაც საჭიროა“ – განაცხადა…

მეტი...

შსს-მ პირდაპირი ეთერის სიგნალის გათიშვა მოითხოვა

ზუგდიდში, ტერორისტის მხრიდან აყვანილ მძევლებსა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილებ განცხადება გააკეთა და პირდაპირი ეთერის შეწყვეტა მოითხოვა.    “ზუგდიდში მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შსს-მ შეტყობინებისთანავე დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამაცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე…

მეტი...

ზუგდიდში სნაიპერები და ვერტმფრენი გამოჩნდა

შეიარაღებულმა ტერორისტმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ვადა 18:00 საათამდე მისცა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილიდან მედიის წარმომადგენლები გაჰყავთ. ადგილზე სნაიპერებიც გამოჩდნენ და ვერტმფრენიც დაეშვა. ტერორისტის ბოლო გზავნილი, რომელიც ერთ-ერთმა მძევალმა გააჟღერა, ასეთია:   „უმთავრესი ის არის, რომ სპეცრაზმი პერიმეტრს მოშორდეს. ყველანაირი მცდელობა შემოჭრის, დასრულდება ფატალურად ყველა ჩვენგანისთვის, ვინც აქ არის. უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ცხადია, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის არ სჭირდება. სამართალდამცველები კონტაქტზე არ გამოდიან, რის საქმის კურსშიც არიან, ალბათ, ის არის, რასაც თქვენ გადასცემთ. სატელეფონო კავშირზე არავინ არ გამოდის“, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

მეტი...

” ბანკი სრულ კოორდინაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან” – „საქართველოს ბანკი“

ზუგდიდში ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბანკი სრულ კოორდინაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. „ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

მეტი...

ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი, ხელყუმბარა გახსნილია

საქართველოს ბანკის შენობაში დაახლოებით 18 მძევალი რჩება. შეიარაღებული კრიმინალი მათ იარაღით აკონტროლებს და პერიოდულად, ჟურნალისტებთან დაკავშირების საშუალებას აძლევს და მოთხოვნებს აჟღერებს. „ნულოვანი რეაგირებაა სამართალდამცველების მხრიდან რაც აღიზიანებს როგორც მძარცველს ისე მძევლებს. ის მოთხოვნების  შესასრულებლად ვადას 18:00 საათამდე იძლევა. მნიშვნელოვანია რომ ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელიც ხელიდან ხელშ გადააქვს.  18 მძევალი დარჩა, რამდენიმე შეუძლოდ იყოს და გაუშვა“ – ეს არის ერთ-ერთი მძევლის სიტყვები, რომელიც ბანკის შენობაში იმყოფება და იმას აჟღერებს, რასაც შეიარაღებული თავდამსხმელი კარნახობს. შეგახსენებთ, რომ  შეიარაღებული კრიმინალი   ხუთასი ათას დოლარს, უსაფრთხოების გარანტიას და აქედან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს. „იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი…

მეტი...

“შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს – 144-ზე” – ნათია მეზვრიშვილი

“112-ზე ადამიანებმა უნდა დარეკონ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები, შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე – 144-ზე”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ზარები განხორციელდება მიზნობრივად, პრობლემები აღმოიფხვრება და რესურსები მოხმარდება იმ ადამიანებს, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. „112-ზე ადამიანებმა უნდა დარეკონ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვთ შეკითხვები, მაგალითად, აქვთ კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები. ნებისმიერი სხვა შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად რა ტიპის შეზღუდვები აქვს მთავრობას დაწესებული, რა ტიპის შეზღუდვებია მოხსნილი და მსგავსი საკითხები, ამ საკითხებთან…

მეტი...

“მარტივ რჩევას მოგცემთ, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა აიღეთ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რა ხდება” – გიორგი გახარია

“არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ კრიმინალის სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც 3-4 წლის წინ, როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კრიმინალთან დაკავშირებით დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას განუცხადა. „არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ კრიმინალის სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც 3-4 წლის წინ, როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ციფრების ზრდა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა აიღეთ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და ნახეთ, რა ხდება. შეადარეთ,…

მეტი...

თავდამსხმელს ხელყუმბარა უჭირავს, რომელსაც დამცავი მოხსნილი აქვს

საქართველოს ბანკის შენობიდან, სადაც თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა, ერთ-ერთ მძევალს „ტვ პირველში“ დაარეკინეს და თანხა მოითხოვეს.    როგოც ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, ლიმონკას დამცავი მოხსნილი აქვს. „შემიძლია ის გავაკეთო, რის უფლებასაც მაძლევენ. ადამიანი შეიარაღებულია „კბილებამდე“, ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელსაც დამცველი მოხსნილი აქვს და ხელის გაშვების შემთხვევაში ამოქმედდება, ყველანაირი ძალადობრივი მოგვარების მცდელობა გამოიწვევს მსხვერპლს ეს ადამიანი ითხოვს 500 000 დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს“ – განაცხადა მძევალმა. მას თავდამსხმელმა საშუალება მისცა სხვა მძევლებიც ენახებინა ტელეფონით. ბანკის შენობაში, მძევლები იატაკზე სხედან და თავი ძირს აქვთ დახრილი.   

მეტი...

“მჯერა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან, რაც ამ ორ ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება” – სალომე ზურაბიშვილი

“მჯერა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ერთად ისწავლიან და ამ ორ, ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, კეთილმეზობლობა კავკასიის რეგიონის ბედისწერაა, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს გაწვდილი ხელია აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. „დღეს ქუთაისს ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში ახალი მისია ევალება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. მათ აქ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი…

მეტი...

“ეს არის საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, რომელმაც სერიოზული პროგრესი უნდა აჩვენოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში” – გიორგი გახარია

“ეს ქველმოქმედების აქტი არის ყველაზე ღირსეული ნაბიჯი. ეს არის საქართველოს მომავალში ჩადებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ უნივერსიტეტს როდესაც უყურებს, მადლიერების გრძნობით ივსება”, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან პროექტის განხორციელებისთვის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ის ინოვაცია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომელმაც ფუნდამენტური როლი უნდა შეასრულოს. განსაკუთრებით, ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რომ ქუთაისის​საერთაშორისო უნივერსიტეტში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ფუნდამენტურ მეცნიერებაზე, რაშიც ჩვენ ბოლო…

მეტი...

ბანკიდან მძევლების ნაწილი გამოიყვანეს

ზუგდიდში, ბანკში შეჭრასა და მძევლების აყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“ უწყების პოზიციას უცვლელად გთავაზობთ.   „ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული…

მეტი...

“როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის” – გიორგი გახარია

“ზუგდიდში მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში მიმდინარე სპეციალურ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის. „ზოგადად, როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის, თუმცა თუ კითხვას მისვამთ, გიპასუხებთ, რომ ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, დარწმუნებული ვარ,…

მეტი...

“წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი” – გიორგი გახარია

წინა ხელისუფლების დროს სისტემურად საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „წინა ხელისუფლების დროს სისტემურად საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი. ამასთან ბრძოლა 2012 წლის შემდეგ წლების განმავლობაში მოგვიწია. ცალკეული შემთხვევები კი არ ყოფილა, არამედ სისტემა იყო მთლიანად კორუმპირებული და ძალადობრივი“, – განაცხადა გახარიამ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „სერგო თეთრაძის საქმე“ და „ფოტოგრაფების საქმე“ სისტემურ დანაშაულს არ წარმოადგენდა.

მეტი...

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, შემთხვევა ზუგდიდში მოხდა

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატით, ხელყუმბარით და მძევლებად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები. ამ დროისთვის უცნობია, თუ რას ითხოვს ის. ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია, სპეცრაზმი.

მეტი...

” ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქველმოქმედება” – მიხეილ ჩხენკელი

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტის იდეისა და მისი განვითარების კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს”, – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა და მინდა პირველ რიგში ეს დღე სტუდენტებს მივულოცო. დღეს დილით ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც პირველკურსელებმა უნივერსიტეტის ფიცი დადეს. მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ასეთი ბრწყინვალე უნივერსიტეტის გახსნის დღე. ქუთაისის…

მეტი...

„ეს ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტია, რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა” – გიორგი გახარია

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლებაა ყველაზე კარგი საფუძველი, რათა ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვოთ. ასევე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა, ეს არ იქნება ჩვენი თაობის მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. გახარია მიესალმა სტუდენტებს და განაცხადა, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში არაორდინალურია, რადგან მათ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება უწევთ. მისივე თქმით, მსგავსი რამ…

მეტი...

„მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო“ – სალომე ზურაბიშვილი

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა, ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა. „მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო. დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აქვთ საშუალება მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას გახდნენ სრულფასოვანი წევრი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების და მისი ავანგარდის. პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის. „მათ აქვთ შესაძლებლობა შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ…

მეტი...

“საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან” – იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ეს ორი ქვეყანა ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რადგან ისინი ალიანსის მისიებში მონაწილეობენ, ხოლო შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. „ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და უკრაინა ალიანსის ღირებული პარტნიორები არიან. მათთან თანამშრომლობა ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ორივე სახელმწიფო მონაწილეობს ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში. ამავე დროს ნატო-სთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა გაზრდილია. ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან დისკუსიის გამართვა და…

მეტი...

სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა. კორონავირუსის შემთხვევების გამო მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა დაიხურა. ამასთან, აღნიშნულ ფაქტს განათლების სამინისტროში ადასტურებენ. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა 30 ოქომბრამდე სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადავა. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად, თვითიზოლაციაში იქნებიან. ასევე, სკოლაში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მეტი...

“პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები” – მარინა ენდელაძე

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები” – ამის შესახებ,  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ და ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს. „პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ – ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ექიმების მიერ რისკჯგუფებს, თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ეს ინფექცია თითქმის არ რთულდება“, – აღნიშნა…

მეტი...