არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში იმყოფებოდა, სადაც ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტს პრესსამსახური ავრცელებს. „დავპირდით საზოგადოებას და ახლა უკვე გურიაში შენდება ინტერნეტის თანამედროვეინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის სწრაფ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, დღეს ვიმყოფებით სოფელ ლიხაურში. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჩამობრძანდა, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ საზოგადოებას, დავათვალიერეთ სამუშაოები, რომელიც დაგეგმილ ვადებში საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, ეს პროექტი გაგრძელდება და ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ჰქონდეთ სწრაფი წვდომა ინფორმაციაზე და ინფორმირებულებმა დაგეგმონ თავისი მომავალი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე…

მეტი...

გაუპატიურების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ი.ზ. გაუპატიურებისა და ძალადობით ჩადენილი თვითნებობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1995 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, მის საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც, მსხვერპლის ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა“, – აცხადებენ შსს-ში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გაუპატიურებასა და ძალადობით ჩადენილ თვითნებობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა

ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროტოკოლებს, რომელთა მუდმივი განახლება მნიშვნელოვანია, პაციენტების მართვის პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით. როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მართვის პროცესში პრიორიტეტია, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო დღემდე ინარჩუნებს ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს 1 მლნ მოსახლეზე ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.…

მეტი...

“პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება“ – ლევან რატიანი

“ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება, ვინაიდან, რაც სამყარო გაჩნდა სულ არსებობდა მაკრო და მიკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა, ამ ორგანიზმებს შორის ბრძოლაში ყოველთვის ადამიანი იმარჯვებდა. პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ“ – ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. მისი თქმით, ყველა შემთხვევაზე ჰოსპიტლიზაცია საჭირო არ არის და საწოლები იმას უნდა დავუტოვოთ, ვისაც ის ნამდვილად სჭირდება. „ძალიან კარგად ვიცით, რა გააკეთეს სახელმწიფოებმა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ვამბობდით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გადადება…

მეტი...

“საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება, რადგან იქ დაცვის ყველა ზომაა მიღებული, რისკებს წინასაარჩევნო კამპანია შეიცავს” – თენგიზ ცერცვაძე

“საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება, რადგან იქ დაცვის ყველა ზომაა მიღებული, რისკებს წინასაარჩევნო კამპანია შეიცავს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე განაცხადა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ის მინიმალური შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველამ უნდა დაიცვას „არჩევნები რისკს ზრდის ერთი მიზეზის გამო, რომ საარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია და ის, მათ შორის მოიცავს ხალხმრავალ შეკრებებს, ამის მაგალითი იყო ბათუმში, სადაც არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. თუ იმ რეგულაციებს, რაც მიღებულია ყველა აღასრულებს საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რისკი დაბალია. თვითონ არჩევნები კი არ ქმნის რისკს, არამედ საარჩევნო პერიოდი, რადგან საარჩევნო…

მეტი...

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს” – ნათია თურნავა

“რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ნათია თურნავასთან ერთად რეგიონში იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე. „ვასრულებთ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მოსახლეობას – დავიწყეთ „ოუფენ ნეტის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საპილოტე მუნიციპალიტეტში…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 140 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 903 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1 197 ადამიანი, გარდაცვლილია 28 პაციენტი.

მეტი...

„საქართველოს კლინიკებში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისზე მეტია. მისივე თქმით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციასტან დაკავშირებით პრობლემები ერთეულ შემთხვევებში იყო. ამასთან, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანა კოვიდპანდემიას საკმაოდ წარმატებით უმკლავდება, მეტიც, ცერცვაძის თქმით, ქვეყანა იმაზე უკეთ მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვიდრე პანდემიის დასაწყისში. „საქართველოს კლინიკებში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი არის თავისუფალი და არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამ მხრივ პრობლემა შეექმნას. თუკი ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება, ზოგჯერ თავად პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული…

მეტი...

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს

„აშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას” – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია Facebook-ზე წერს. „აშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას. შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში: მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით…

მეტი...

“გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია” – მამუკა ხაზარაძე

“ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ COVID-19-ის მკურნალობის კურსს. რაც მთავარია, COVID-19-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. „პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვისა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი. ჩემთვის თქვენი თითოეული გზავნილი ძალინ მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც უცნობი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და თანადგომას გამოხატავენ. მადლობა კიდევ…

მეტი...

“ყველაფრის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს სისტემური გარღვევებია და პროცესი არ იმართება, არასწორია” – ნათია მეზვრიშვილი

„შეიძლება არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამაზე საუბარს არ გავურბივართ. ამ ყველაფერს ვხედავთ“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ყველაფრის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს რაღაც სისტემური გარღვევებია და პროცესი არ იმართება, უბრალოდ რეალობას არ შეესაბამება. „როდესაც პანიკის დათევსვაზე ვსაუბრობ – შეიძლება არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამაზე საუბარს არ გავურბივართ. ამ ყველაფერს ვხედავთ. ვცდილობთ, რომ ეს ხარვეზები პროცესშივე მოვაგვაროთ და მთავარია, ეს არ იყოს სისტემური. ამის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს რაღაც სისტემური გარღვევებია და პროცესი არ იმართება,…

მეტი...

” თითოეული გაუკეთებელი პირბადე, დაუცველი დისტანცია ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება” – ნათია მეზვრიშვილი

სახელმწიფო ვირუსს მართავს და მას აკისრია მისი წილი პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ წესების აღსრულება სათანადოდ გააკონტროლოს, თუმცა ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსის შენელებისკენ არის მიმართული, გაზიარებული პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებს, კერძო სექტორს. „ასევე – მოქალაქეს, რაც ნიშნავს, რომ დადგენილი წესები ყველა სუბიექტმა უნდა დაიცვას. სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება, როდესაც არ ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ამას ეკონომიკა ვერ გაუძლებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული წესების დარღვევასთან. „თითოეული გაუკეთებელი…

მეტი...

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, მათი 700-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას მათი კიდევ 19 სამხედრო პირი დაიღუპა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამავე უწყების ცნობით, კონფლიქტის დროს დაღუპულ სამხედროთა რაოდენობამ უკვე 729-ს მიაღწია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჯებრაილის რაიონში მდებარე კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლეს ოკუპაციისგან.

მეტი...

თხილით სავსე მანქანის გატაცების ფაქტი ფოთი-ხობის ცენტრალურ მაგისტრალზე

ფოთი-ხობის ცენტრალური მაგისტრალიდან თხილით სავსე მანქანა გაიტაცეს. ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს ცნობით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცავებმა ავტომანქანის პოვნა ცხელ კვალზე შეძლეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მეტი...

“შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას” – თამარ გაბუნია

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოჯახის ექიმთან არსებული შეფერხებები აღმოიფხვრას. უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის ექიმის ზარის დაყოვნება არის მაქსიმუმ ერთ საათამდე” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა მისივე თქმით, ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმა შეიცვლება. „მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოჯახის ექიმთან არსებული შეფერხებები აღმოიფხვრას. უმრავლეს შემთხვევაში ოჯახის ექიმის ზარის დაყოვნება არის მაქსიმუმ ერთ საათამდე. ჩვენ ამ კვირაში შევცვლით ოჯახის ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის ფორმას და გადავალთ პირდაპირ კომუნიკაციაზე, რაც უფრო გაამარტივებს პროცესს. მოდელი იხვეწება და ეს დაყოვნებები აღარ იქნება. სამინისტრო მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკის გამართვაზე“,- აღნიშნა გაბუნიამ.

მეტი...

„მაინც არ მიჯერებენ და ისხამენ და ისხამენ ვენაში წყალს“ – ინფექციონისტი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, “კოვიდის” დიაგნოზით სახლშიც შეგიძლია დარჩე და საავადმყოფო და წამლები უმრავლეს შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდება. როგორც ინფექციონისტი აცხადებს, არ შეიძლება ამდენი კეკლუცობა იმ წამლებით, რომლებიც ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულ ფაზაშია. „სულ მიკვირს, რატომ უყვართ ჩვენთან ასე ძალიან წამლები, მათ შორის “გადასხმები”. წლებია ჭიდაობა მაქვს პაციენტებთან, რომ უმრავლეს შემთხვევაში გადასხმა არ სჭირდებათ და  ხშირად მაინც არ მიჯერებენ და ისხამენ და ისხამენ ვენაში წყალს (ფაქტიურად), იმის მაგივრად, რომ ონკანი მოუშვან და დალიონ. ყოველ დღე გადიან ჩემი ოთახიდან უკმაყოფილო პაციენტები, რომ წამალი არ დავუნიშნე. ზოგი ამას პირდაპირ მეკითხება გაოცებული, ზოგსაც გამოხედვაზე…

მეტი...

თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე შპს “ათონელის” კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ “FELLERS”-ში იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ვირუსით გამოწვეული დაავადების შემცირების მიზნით, საქართველოს უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ბარები და კაფეები 07:00 საათიდან 22:00 საათამდე ფუნქციონირებენ. 17 და 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს “ათონელის” კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ “FELLERS”-ში კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს,…

მეტი...

“ვაქცინა გვაქვს, თუმცა, ათვისების ტემპი დაბალია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი და რინოვირუსი, თუმცა, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ან სხვა კორონავირუსი არ ჩანს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გრიპის ვაქცინის პირველი პარტიის ათვისების ტემპი დაბალია. „გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ უკვე შემოსულია 25 ათასი ვაქცინა, რომელიც დანაწილებულია პოლიკლინიკებში. პირველ რიგში იცრებიან რისკ-ჯგუფები, რომლის ჩამონათვალიც დიდია. მითითება მიეცათ, რომ უნდა აცრილიყვნენ, მაგრამ კვირაზე მეტია ვაქცინა არის და ათვისება დღევანდელი დილით არის მხოლოდ სამიდან სამნახევარ ათასამდე, მეტი არა. იცრებიან ორსული ქალბატონები…

მეტი...

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები დღეიდან დაიწყო

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები დღეიდან დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და განაცხადა, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება. “მთლიანად პარკის ჩაკეტვა არ მოხდება, იმიტომ, რომ დღესაც რა მდგომარეობაშიც არის, კონკრეტული იპოდრომის ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ეტაპობრივად მოხდება გადასვლა კონკრეტულ მონაცემებზე. ძალიან მაგარი პროექტი იქნება როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება. ვულოცავ თბილისს, დღეს სამუშაოები დაიწყო,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

„ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ“ – ამირან გამყრელიძე

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს სისტემა გადატვირთულია, თუმცა, ყველაფერი ჩადგება ჩარჩოებში. ინფიცირებულთა რაოდენობის ინტენსიური ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია… ჯერჯერობით, ყველაფერი მართვადია. მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობთ ქვემო პოზიციაზე ვართ. ბოლო ორი კვირის ინციდენტებით ანუ 100 ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში, გადატვირთული სისტემა ჩარჩოებში მოექცევა.  

მეტი...

არის შემთხვევები, როცა კომპანიები თანამშრომელთა დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას მალავენ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ბიზნესს გვერდში უდგას, თუმცა, არის კონკრეტული შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად იქცევიან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა მსგავს შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.      „იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დიდი რაოდენობა დასაქმებულების დაინფიცირდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 6-7- თვის განმავლობაში, ყველანაირად ვუდგევართ ბიზნესს გვერდით, ისევე, როგორც სოციალური თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. შემთხვევა იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც, შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა რომ გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული. თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სს საქმე და…

მეტი...

“ქეიფმა 22:00 საათის შემდეგ გადაინაცვლა მცხეთაში, ვეთამაშებით ცეცხლს!” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდემია „გახურებად ფაზაშია“ შესული და ეს ერთ და ორ თვეში არ დამთავრდება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ქვეყანას შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და შედარებით რთული ზამთარი ელოდება. „ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ, გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და სწორი მართვით. ვთქვით ბევრჯერ, რომ პირბადეზე უკეთესი არაფერი არაა. ყველაზე უკეთ იცავს. შინ და გარეთ ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა მივეჩვიოთ. დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფმა 22:00 საათის შემდგომ გადაინაცვლა მცხეთაში და ა.შ. ამის კეთება არ შეიძლება! ძალიან გთხოვთ. ვეთამაშებით ცეცხლს!…

მეტი...

“ლელოს” ყველა ლიდერისა და თანამშრომლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია – პარტიის პრესსამსახური

“ლელოს” ყველა ლიდერისა და თანამშრომლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, პარტიის ოფისებში დეზინფექცია პერიოდულად ტარდება, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.  ამასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, “ლელო” აგრძელებს ოფისების დეზინფექციას, ხოლო პარტიის ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურში ყოფნა არ არის სავალდებულო, გადასულები არიან დისტანციურ მუშაობაზე. რაც შეეხება თანამშრომლებსა და “ლელოს” ლიდერებს, უდიდესმა ნაწილმა ჩაიტარა PCR ტესტი, პასუხების 99% უკვე ცნობილია და უარყოფითია. ტესტი გუშინვე ჩაიტარა მამუკა ხაზარაძის ოჯახის ყველა წევრმა და მათი პასუხებიც უარყოფითია. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მდგომარეობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ის კარგადაა და გუნდის სამუშაო განრიგში ონლაინ არის ჩართული. კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა “ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა “კოვიდ ვირუსზე” ტესტირება გაიარა

„როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, სხვებისგან განსხვავებით მე წესებს ვიცავ, პირბადეს ვატარებ ყოველთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარამ ჟურნალისტებთან  უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ. მთავრობის მეთაურის თქმით, მან გურიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ტესტირება გაიარა. „სხვებისგან განსხვავებით მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, საარჩევნო თუ სხვა სახის, პირბადეს ვატარებ ყოველთვის. შესაბამისად,ვაზღვევ ინფიცირების რისკებს როგორც ჩემი, ასევე სხვა ადამიანების. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ყველაზემეტს ვმოძრაობთ ქვეყანაში და შეიძლება გადაცემის რისკის მატარებელი ჩვენ ყველაზე მეტად ვიყოთ, ამიტომ, ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით, ზოგიერთებისგანგანსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, არც ერთს პირბადე არ მოგვიხსნია, მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიტესტეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“სტუდენტების მოთხოვნა სხვადასხვანაირია, ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი პირიქით” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის თქმით, უნივერსიტეტში სწავლა კონკრეტულ სასწავლებლებში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გაგრძელდეს. გიორგი გახარია ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში არსებობს როგორც დისტანციური, ასევე – აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობა. როგორც პრემიერი ამბობს, სახელმწიფო ახალგაზრდებს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. “ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში დადგენილი ნორმალური ცხოვრების წესი არ შეიცვალოს და ეს ეხება ყველას – დირექტორსაც, მასწავლებელსაც, მინისტრსაც და მინისტრის მოადგილესაც, ამიტომ, კოვიდის რისკებიდან გამომდინარე, რაღაც პროცესების შეჩერება, მაშინ, როდესაც სკოლაში ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლა გრძელდება, განსაკუთრებით რეგიონში, მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, თუმცა ეს დარგის საქმეა და დარგის სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. რაც შეეხება სტუდენტებს, მათი მოთხოვნა სხვადასხვანაირია, ზოგი…

მეტი...

“ალბათ, რაღაც ხარვეზი დავუშვით” – გიორგი გახარია პანდემიაზე

„ხარვეზები არსებობს და ამას კარგად ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა, ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს, რასაც შესაბამის უწყებებთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვაკეთებთ.   ალბათ რაღაც ხარვეზი დავუშვით და ვხედავთ, რომ რაღაც სივრცე დავტოვეთ პოლიტიკური სპეკულირებისთვის და მცდელობებისთვის, რომ პანიკა დაითესოს,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ხარვეზები ყველგან არსებობს და მთავრობა ამ ხარვეზებს კარგად ხედავს. გიორგი გახარიას თქმით, მთავარია, რომ ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური და სწრაფად გამოსწორდეს. „ჩვენ როდესაც პირველ ტალღას ღირსეულად გავუმკლავდით, ამ გამკლავების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი…

მეტი...

“თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა… ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?” – პრემიერი ჟურნალისტებს

გიორგი გახარია, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში მას შემდეგ, რაც უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, ნინო წილოსანს COVID-19 დაუდასტურდა.  მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მან ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.  “ქალბატონ წილოსანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, ის თავის ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას  ჩვენ, მეც მათ შორის, და ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს, ეკეთა პირბადე, მათ შორის, ქალბატონ წილოსანსაც. შესაბამისად, ლოგიკურია ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, რომელთანაც…

მეტი...

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გამო 3 საჯარო სკოლა დაიხურა

გორის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლა დაიხურა – სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების გამო გადადის. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გორის მეცხრე, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლებში სწავლა 2 კვირით შეწყდება. უკვე დაკეტილია მე-3 საჯარო სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი 26 ოქტომბრიდან განახლდება.

მეტი...

“ჯანდაცვის სფერო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ  მინისტრმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მოქალაქეებს წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ვირუსის ზრდის ტემპების შესამცირებლად ყველაფერი კეთდება, ამის ფონზე ინფიცირების შემთხვევების მატება ქვეყანაში იქნება.  “ინფიცირების შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, გვექნება. ყველას  უნდა გესმოდეს, რომ ესეთი მატება იყო მოსალოდნელი და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღის პირობებში, ინფიცირების . დღეს ჯანდაცვისრაოდენობის ზრდა იქნება, თუმცა ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია სფერო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები, მათ შორის, საქართველოს და არცერთი ქვეყნის, ამოუწურავი არ არის.…

მეტი...

“ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს” – გიორგი გახარია

ჩვენ ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყანის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, რაც ყველას უნდა ესმოდეს. „დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თახმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 პროცენტზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყანის ეკონომიკა უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება,…

მეტი...

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარ “სათნოების სავანეში” კორონავირუსით 12 ბენეფიციარი დაინფიცირდა

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარ “სათნოების სავანეში” კორონავირუსით 12 ბენეფიციარი დაინფიცირდა. მათგან, მსუბუქი სიმპტომების გამო 9 მათგანი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სამი კი კოვიდმიმღებ კლინიკაში. “სათნოების სავანეში” 120 ბინადარია, მათგან 70-მა უკვე დაამარცხა კოვიდინფექცია. “ახლა არის 12 მობინადრე, რომელიც არის კლინიკაში და არის სასტუმროში, ხოლო 70 მობინადრე გამოჯანმრთელებულია, დაწესებულებაში დაბრუნებული არიან და ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრების წესს. მძიმე არც ერთი არ არის, რაიმე კრიტიკულ მდგომარეობაში. სამწუხაროდ 7-ის გარდაცვალება გამოიწვია იმან, რომ ყველა მათგანს ჰქონდა ინსულტი გადატანილი,“ – აცხადებს მღვდელი იოანე (ბასრამიძე). დღეს რეგიონში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა, მეორე კი კლინიკა “მედინაში”. ორივე პაციენტს მძიმე ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა.…

მეტი...

იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში 939 ნიმუში აიღეს, საიდანაც 99 დადებითი პასუხი მიიღეს. აქედან, 60-მდე შემთხვევა ქუთაისს უკავშირდება. ახალი დაინფიცირებულები ძირითადად არსებული შემთხვევების კონტაქტებია. ამ ეტაპზე კოვიდ სასტუმროებში 200-მდე პაციენტი მკურნალობს, კლინიკებში კი 501. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იმერეთში 8 კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, დღეიდან კი როგორც საავადმყოფოების, ასევე კოვიდ სასტუმროების რაოდენობა იზრდება.

მეტი...

სენაკში კორონავირუსით 88 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

სენაკში კორონავირუსით ასაკოვანი კაცი გარდაიცვალა. 88 წლის პაციენტი სენაკში, კლინიკა “არქიმედეში” მკურნალობდა და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა, მას გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა.

მეტი...

ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. “ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია… კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს”, – წერს წილოსანი. კორონავირუსი დაუდასტურდა ქართული ოცნების დეპუტატ გენადი მარგველაშვილსაც. საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. “ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება,…

მეტი...

“ყველა პაციენტი, ვინც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, თავსდება ჰოსპიტალში, არსებობს საკმარისი საწოლები” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, არ სმენია ისეთი შემთხვევის შესახებ, ადამიანებს დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და სასწრაფო ადგილზე ვერ მივიდა ან ვერ გადაიყვანა პაციენტი შესაბამის დაწესებულებაში. ენდელაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზება სჭირდება, სტაციონარში თავსდება. მარინა ენდელაძის თქმით, საკმარისია საწოლების რაოდენობაც. „მე ასეთი შემთხვევა არ გამიგია. ვფიქრობ, ყველა პაციენტი ჯერჯერობით კმაყოფილდება, ის პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, თავსდებიან ჰოსპიტალში. მე პირადად ასეთი შემთხვევა არ ვიცი. არსებობს  საკმარისი საწოლები მათთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, – განაცხადა ენდელაძემ.

მეტი...

თბილისში კორონავირუსის 469, აჭარაში 360, იმერეთში კი 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1186 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც თბილისში 469-ია.  ​მარინა ენდელაძის თქმით, იმერეთში დღეს ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა და 99-ს შეადგენს. “თბილისში 40%-ია, აჭარაში 30%, თბილისში გახლავთ 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში გახლავთ 360. იმერეთში შემცირდა, დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ქვემო ქართლში 78, შიდა ქართლში 15. სამეგრელო ზემო სვანეთში 73, კახეთში 46, გურიაში არის 25 ახალი ინფიცირებული. მცხეთა-მთიანეთში არის 14 და სამცხე-ჯავახეთში 7,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...