კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისში კიდევ სამი საბავშვო ბაღი დაიხურა

„კოვიდ-19“-ის დადასტურების გამო, თბილისში კიდევ სამი საჯარო საბავშვო ბაღი დაიხურა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ აცნობა. კერძოდ, დახურულ ბაღებს დაემატა N205, N46 და N113 ბაღები. შედეგად, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან, 12 ოქტომბრიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო 23 ბაღია დახურული.

მეტი...

“კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება” – ლევან რატიანი

“საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს მივაწოდეთ ინფორმაცია დღევანდელი ეპიდვითარების შესახებ, რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს და რა მეთოდოლოგიით ვმართავთ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, რადგან ჯერჯერობით ვირუსთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური და არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები არ არსებობს. ამასთან, ლევან რატიანს იმედი აქვს, მალე საქართველო კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა გადარჩება. „საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს მივაწოდეთ ინფორმაცია დღევანდელი ეპიდვითარების შესახებ, რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს და რა მეთოდოლოგიით ვმართავთ. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული შენიშვნები, ეს შენიშვნები შეიძლება იყოს კლინიკაში…

მეტი...

” დექსამეტაზონი ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის, დექსამეტაზონი ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა. „ამ დროისთვის კორტიკოსტეროიდი დექსამეტაზონი კვლავ ერთადერთი თერაპიული საშუალებაა, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა COVID19-ის წინააღმდეგ მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კოვიდინფიცირებულ პრეზიდენტს დექსამეტაზონით მკურნალობდნენ. დექსამეტაზონი სტეროიდია, რომელსაც COVID-19-ის მძიმე ან კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევებში მკურნალობისას იყენებენ, რადგან ის ფილტვებს ფუნქციონირებაში ეხმარება.

მეტი...

„მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო, ბავშვი იქნებოდა ცოცხალი“ – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, ვახტანგ ჩიქოვანი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი, ხელს გური ამირხანაშვილსკენ იშვერს და ამბობს, რომ მან არ მიიღო მეგობრების შეთავაზება.  „მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მას რომ ჩვენი შეთავაზება მიეღო და თავისი მეგობარი მოეძებნა, დღეს დიდი ალბათობით 99 პროცენტით ის ბავშვი იქნებოდა ცოცხალი,“ – ამის შესახებ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დახურულ პროცესზე ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა გური ამირხანაშვილზე განაცხადა. მისივე თქმით, ამირხანაშვილი ემოციური იყო და მათ მანქანაში ყოველგვარი ძალის დატანების გარეშე ჩაუჯდა. „ემოციური იყო, ამბობდა მე არაფერ შუაში ვარ, არანაირ კომფლიქტში არ მიმიღია მონაწილეობა, არავის არ ვიცნობო. მე ვუთხარი ვისთან ერთად იყავი-მეთქი და მითხრა ჩემს…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 285 ადამიანს, საიდანაც „კოვიდ-19“ 93-ს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 127 პაციენტი მკურნალობს და 19 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 2 672 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 175 ადამიანი, გარდაიცვალა 27.

მეტი...

“გუშინ ბათუმის კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს” – თამარ გაბუნია

“გუშინ ბათუმის კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თრომბოემბოლარულ გართულებას, თუმცა მოკვლევის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. „მედიცინაში რთულია 100-პროცენტიანი რისკების გადაზღვევა, გამონაკლისი აუცილებლად იქნება და ამისთვის არსებობს ტრენინგები, მთავარია, ზედმეტად არ გარისკონ ექიმებმა და ვისაც სტაციონარი სჭირდება, არ მოხვდეს ბინაზე. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, პირველადი დაკვირვებით, სახეზე იყო თრომბოემბოლური გართულება, თუმცა მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალური სურათი მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კოვიდის მართვისას გამოიყენება…

მეტი...

მიწისძვრა საქართველოში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 19:20 საათზე მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 20 კილომეტრში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამშვილდესთან იყო.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების მორიგი პროცესი დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პროცესზე საქმეში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი ა.ქ. და ნ.ც. დაიკითხნენ. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. ადვოკატების განცხადებით, მოწმეებმა შემთხვევის დღე გაიხსენეს და ისაუბრეს, როგორ განვითარდა მოვლენები. ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა დეტალური ჩვენება მისცა და კითხვებზე ამომწურავად უპასუხა. „მან ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. ბრალდების მხარეს არ ჰქონდა ბევრი კითხვა. მან ასევე ახსნა, მის ტელეფონზე შემავალი ზარები რა შინაარსის იყო“, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ. პროკურატურა ბრალდებულების მიერ მიცემულ ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. პროკურორი ნანა გუგუტიშვილი ამბობს, რომ დაკითხული პირები სასამართლოში ერთსა და იმავე გარემოებებს განსხვავებულად განმარტავენ.…

მეტი...

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება „კოვიდ-19“-ის შესახებ საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ COVID 19-ის შესახებ ევროპის საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ქარტიის ხელმომწერები ევროპის წამყვანი აეროპორტები და ავიაკომპანიები არიან. ქარტიის მიზანია შეიქმნას სპეციალური რეგულაციები, რომელიც COVID 19 პანდემიის პირობებში ევროპაში სატრანსპორტო სფეროს უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად აღდგენას გულისხმობს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქარტიის ფარგლებში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) საავიაციო სექტორისთვის დამატებითი ოპერატიული სახელმძღვანელო გამოსცა. COVID 19-ის საავიაციო ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროტოკოლში აისახა ის რეკომენდაციები და გაიდლაინები, რომელიც აეროპორტებმა, ავიაკომპანიებმა და ეროვნულმა საავიაციო ხელისუფლებებმა მგზავრების, ეკიპაჟისა და თანამშრომლების უსაფრთხო ოპერირებისთვის უნდა გაითვალისწინონ.…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებით ყველანაირი წინაპირობა შექმნა, რომ გურია მეტად განვითარდეს” – კახა კალაძე

“ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითოეული კუთხის შვილმა კარგად იცის, რომ იშვიათად შეხვდება ადამიანი თქვენსავით ლაღ, ნათელი, სუფთა ბუნების, ენამოსწრებულ და გულმხურვალე ხალხს”, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს ოზურგეთში, სადაც მმართველმა გუნდმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა. კალაძის თქმითვე, გურიის რეგიონში განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს და ბევრი გურული საამაყო წინაპარი ჰყავს საქართველოს. „ამასთანავე, შეუძლებელია სიამაყით არ აივსო იმის გაცნობიერებისას, რომ აქ, ამ მხარეში, განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ თქვენი და ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები,…

მეტი...

“როდესაც ხვალინდელ დღეზე და გურიაზე ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია” – გიორგი გახარია

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგენა. წარდგენას პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლის დროს ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს გამოწვევებზე, რომლის წინაშეც რეგიონი დგას. საუბარი შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. “როდესაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და გურიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია. სამუშაო ადგილების, ინფრასტრუქტურის პრობლემებია, მაგრამ მთავარი ის არის, ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ და ვხედავთ, როგორ ხდება ყოველდღიურად პროგრესი. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში დაიხარჯება 20 მილიარდი ლარი, ეს ფული მოხმარდება…

მეტი...

“ჩვენი სიძლიერეც სწორედ ამაშია, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი გუნდი” – კახა კალაძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ერთად, მხოლოდ ერთი ადამიანი ან კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ვერაფერს გააკეთებს, ჩვენი სიძლიერეც სწორედ ამაშია, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი გუნდი – როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჩოხატაურში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა. როგორც კალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა მისი თქმით, განხორციელებული პროექტების მიუხედავად გურიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. „ჩოხატაური და მთლიანად გურია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, სადაც განვითარების ძალიან დიდი…

მეტი...

“ადამიანი იყო, დღესაც არის და მომავალშიც იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოსა და ჩვენი გუნდის ყურადღების ცენტრში” – არჩილ თალაკვაძე

პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი აკეთებს უპრეცედენტოდ დიდ ინვესტიციას მომავალში. მომავალი – დღეს ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი საზრუნავი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლანჩხუთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმების და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა, დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მმართველი გუნდი მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდაქმნების უზრუნველყოფა შეძლო. „ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც გურულები ასე ძალიან ვაფასებთ და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში არის…

მეტი...

ლევან ვარშალომიძის მამა პროფესორი გურამ ვარშალომიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის,  ენმ-სა და “გაერთიანებულმა ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. 81 წლის გურამ ვარშალომიძე კლინიკა “მედცენტრში” მძიმე ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.სტაციონარში ყოფნისას ის კორონავირუსით დაინფიცირდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პაციენტი, დაახლოებით, 2 საათის წინ გარდაიცვალა. პროფესორი გურამ ვარშალომიძე 1991-1993 წლებში  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.  2006 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გურამ ვარშალომიძის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია ლევან ვარშალომიძემ  რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

მეტი...

“მელაშვილის და ილიჩოვას ადვოკატები ჩაერთვნენ პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ” – გია ვოლსკი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები​ს საქმესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კითხვები არ აქვთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დაკავებულების ადვოკატებიც პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთნენ.  “ადვოკატებიც, სამწუხაროდ, ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ. ფაქტია, რომ დოკუმენტები, რომელიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა, რასაც ჰქვია დავით გარეჯის საქართველოს შემადგენლობაში არსებობა. საერთოდ რომ არანაირი დოკუმენტი არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.  მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ობიექტურად განწყობილი ადამიანებისთვის ყველაფერი ცხადია. …

მეტი...

20 სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა

თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ქუთაისში კორონავირუსის დადასტურების გამო, დისტანციურ სწავლებაზე 20 სკოლა გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი 10 000-მდე მოსწავლემ გამოთქვა. „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კორონავირუსის პირობებში ახორციელებს სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თუ როგორ ემზადებოდა განათლების სისტემა იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავით საკლასო ოთახებში და ამისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია განათლების სამინისტრომ სხვა უწყებასთან ერთად. იმ სკოლებში, სადაც…

მეტი...

ლანჩხუთის გურიის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთის გურიის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, გუნდის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა.  არსებული ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელს ინფექცია ოჯახის წევრისგან გადაედო.  ლანჩხუთის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში სულ 106 ინფიცირებულია, მათგან 32 კი უკვე გამოჯანმრთელდა.  კარანტინშია ორი სარაგბო კლუბიც. მორაგბეთა ჩემპიონატის “დიდი 10-ის” ორი სპორტსმენი უკვე COVID პაციენტია. ისინი სხვადასხვა გუნდში თამაშობენ. “A ლიგაში არის დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო საუბრიდან ვიცით. ჩვენ ვითხოვთ ყველამ გამოგვიგზავნოს წერილობითი დოკუმენტი, სადაც წერია აქვთ თუ არა მათ დადასტურებული ვირუსი. ასევე “გორის ჯიქში” არის 5 სიმპტომებიანი ადამიანი, თუმცა ჯერ მათი ტესტის პასუხები ცნობილი არ არის,”- აღნიშნავს საქართველოს რაგბის…

მეტი...

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება

„კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მეტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პირბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო…

მეტი...

“ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა არის “ქართული ოცნება” – კახა კალაძე

ჩვენ, მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ზრუნვა, მუშაობა, ღირსეულად რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ლანჩხუთსა და რეგიონში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარადგენისას განაცხადა. მისივე თქმით, წინ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები როგორც ამ რეგიონში, ასევე ქვეყანაში. “ჩვენ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ. არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი და ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა…

მეტი...

“ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ ბრძლაშიც უნდა გავიმარჯვოთ” – გიორგი გახარია

“მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა. პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა, ახლა ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა და მოსახლეობა წესების დაცვით უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს. „დღეს გამოწვევები ძალზე დიდია. ყველა ვხედავთ, რამდენად უჩვეულოა, როცა…

მეტი...

“ვეკითხები ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოღალატეების გვერდით დგანან, აცნობიერებთ პასუხისმგებლობას?” – ირაკლი ღარიბაშვილი

ვეკითხები ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ მოღალატეების გვერდით დგანან – აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც მოჰყვება ასეთი ღალატის აქტის შემდეგ ამ მოღალატეებთან თანამონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „ნამდვილი რიცხვები“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „ვფიქრობ, ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ დაიხურებოდა. ამ ადამიანებს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვისაც დაუმტკიცდებოდა ღალატის ჩადენა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ალბათ სამუდამო ციხე დაემუქრებოდა. ჩვენ ვმსჯელობთ ახლა, რატომ ჩამოვიტანეთ რუკა, რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მინისტრის თქმით, რუკების ჩამოტანით გაჩნდა შანსი დავით გარეჯთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის ამოწურვა…

მეტი...

„რუსეთი აფხაზეთისგან კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ითხოვს, – განგაში უნდა ავტეხოთ“ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“საუბარია რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე, ფაქტობრივად საუბარია დეფაქტო კანონმდებლობის გადახედვაზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა. მისივე მოსაზრებით დგას საშიშროება, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების ღიად დაფიქსირებაზე, რასაც რუსეთი საკანონმდებლო დონეზე აკეთებს. ჯემალ გამახარია თვლის, რომ რუსული პროექტი მცოცავ ოკუპაციას წინ წასწევს, როგორც გამახარია ვარაუდობს აფხაზეთში რუსეთის შეთავაზებამ უკმაყოფილება გამოიწვია: „საშიში არის ის, რომ დეფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა მთლიანად მიებას რუსეთის კანონმდებლობას, ამით საშუალება მიეცემა რუსეთს მთლიანად დაეპატრონონ აფხაზეთის ეკონომიკას, რისი გასხვისებაც არის აკრძალული, ასევე უძრავი ქონების შესყიდვის ნებართვა და რუსების მიერ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება,…

მეტი...

“აფხაზეთი რუსეთს საველე ჰოსპიტალს სთხოვს, რუსეთი პასუხს არ იძლევა” – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

„აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრო რუსეთს საველე ჰოსპიტალს სთხოვს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ვადევნებთ თვალს იქაურ მედიას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფზახეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა. გამახარიას ინფორმაციით აფხაზები 500 საწოლიან ჰოსპიტალს ითხოვენ, როგორც გამახარია ვარაუდობს, რუსეთის დუმილი უარს ნიშნავს“ „სამი დღის წინ აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტრომ თხოვნით მიმართა რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს, რომ მათ აფხაზეთში გახსნან საველე ჰოსპიტალი 500 საწოლიანი, ჯერ -ჯერობით ვადევნებთ თვალს იქაურ მედიას და პასუხი არ ჩანს, არანაირი პასუხი ამ ოფიციალურ თხოვნაზე აფხაზეთს ჯერ არ მიუღია. ჩვენ სამწუხაროდ ზუსტი ციფრი იქიდან გადმოსული ადამიანების არ…

მეტი...

მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის “დიდი 10-ის” ორი მორაგბე ინფიცირებულია, ორივე მოთამაშე სხვადასხვა გუნდში თამაშობს, შესაბამისად ორივე კლუბი სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაშია. რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კარანტინი 12 დღე გაგრძელდება, პარალელურად მიმდინარეობს სხვა იმ მოთამაშეების შემოწმებაც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ კონტაქტი ინფიცირებულებთან. “არსებობს უსიმპტომო ფორმები და სავარაუოდ ასეთი ფორმით შემოგვეპარა ჩვენც ეს ვირუსი და ორ გუნდში დაფიქსირდა. შესაბამისად, მთელი გუნდი 12 დღით უნდა გავიდეს თვითიზოლაციაში,”- აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ ჩადუნელი.

მეტი...

„აფხაზეთში ტესტირებულთა 30% – ზე მეტი ინფიცირებულია“ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

„აფხაზეთში ვირუსთან დაკავშირებით რთული ვითარება შეიქმნა, არის დიდი ნაკლებობა ტესტების და შესაბამისად ტესტირებულთა რაოდენობა არის მცირე“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა. გამახარიას ინფორმაციით ტესტირებულთა უმრავლესობა ინფიცირებულია, მისივე განცხადებით, ათეულობით აფხაზი მკურნალობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის: დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ტესტირებულთა 30 % – ზე მეტი არის ინფიცირებული, 285 ტესტირებულიდან 100 დაინფიცირებულია, საერთო ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 2579 – ს, გარდაცვლილია 29 ადამიანი. მათ აქვთ გუდაუთაში ერთადერთი ჰოსპიტალი,სადაც მცირე ადგილებია და ხალხი ბედის ანაბარაა მიტოვებული , უმეტესობა სახლში არიან, აქედან გამომდინარე ცხადია რამდენად…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვალების 11 შემთხვევიდან ხუთი თბილისში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან ხუთი თბილისში გარდაიცვალა, სამი – ბათუმში, ორი  – იმერეთში, ერთი კი გორში. მისივე განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 7 714 აქტიური შემთხვევაა. „აქტიური შემთხვევა გახლავთ 7 714, მათ შორის კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 70-ზე მეტია“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მეტი...

გორის მე-9 საჯარო სკოლაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

შიდა ქართლში კორონავირუსის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა გორის #9 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა. შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში 787 პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. რეგიონში „კოვიდ-19″“-ის სულ 153 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 124 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 11 პაციენტი და ამ დროისთვის მათი რაოდენობა ჯამში 124-ია.

მეტი...

“დაიბომბა აღდამისა და აღჯაბადის რეგიონები” – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

სომხეთმა დილიდან გორონბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რეგიონების დაბომბვა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია დაძაბული რჩება. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 129 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 18-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ გაგრის, ოჩამჩირისა და სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოებშიც. საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 2600-მდე ფაქტია დაფიქსირებული, გარდაცვლილია 27 ადამიანი.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულები დაიკითხებიან

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში – არასრულწლოვნების საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანი ბრალდებულები დაიკითხებიან. გიორგი მერაბიშვილის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის ინფორმაციით, დასაკითხია ბრალდებული 5 პირი, რადგან არასრულწლოვანი ზ.ხ. წინა პროცესზე დაიკითხა. მისივე თქმით, ბრალდებულების დაკითხვით სასამართლო გამოძიება დასრულდება.   მათ სასამართლო ახალგაზრდა ფეხბურთელზე ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღემდე კოვიდ 19-სგან 29 378 743 ადამიანი განიკურნა, 1 102 941 კი – გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 216 315 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი 7 370 468 ინფიცირებულით, მესამეზე კი – ბრაზილია, სადაც კოვიდ 19, საერთო ჯამში, 5 170 996 ადამიანს დაუდასტურდა.

მეტი...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას რუსეთის ვალი არ აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას რუსეთის ვალი არ აქვს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა, რა დროსაც ტრამპი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მეტოქე ჯო ბაიდენი ამომრჩევლების კითხვებს პასუხობდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ფინანსური დავალიანება რუსეთის ან სხვა პირების მიმართ. ეს კომენტარი ტრამპმა „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე საპასუხოდ გააკეთა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ტრამპის დავალიანება 400 მილიონ დოლარს აღწევს. ტრამპმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საუბარია მისი ფინანსური აქტივების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილზე. მისივე თქმით, 400 მილიონი დოლარი დიდი თანხა არ არის. ტრამპის განცხადებით, მას ამ საქმის…

მეტი...