“რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა“ – არჩილ თალაკვაძე

„მადლობა რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალკავძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის საპასუხო წერილს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები „სასაცილო არ არის“ „ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის. ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია. “პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს..“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მეტი...

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თხუთმეტზე მეტი კვლევა ჩატარდა

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში ჯამში ათი ძირითადი მიმართულებით ჩატარდა თხუთმეტზე მეტი კვლევა და იმუშავა 20-მდე საპროექტო ჯგუფმა. შედეგად ჰოლისტური მიდგომით შეფასდა ყველა დარგი და ინტეგრირდა კვლევის შედეგები. კვლევების შესახებ პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი გოცირიძემ ისაუბრა. „ჩატარდა ღრმა საინჟინრო და გეოლოგიური კვლევები ფერდობის მდგრადობის შეფასების მიზნით, ასევე, ისტორიული დინამიკის და ანალიზის კუთხით. შესაბამისად, მოხდა ზონირება საფრთხეების მიხედვით. ასევე, გაანალიზდა ქალაქის ურბანული ქსოვილი. აქ დაგხვდა ბევრი კარგი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი, მაგრამ ამ საზღვრებიდან გამომდინარე,  ხელახლა შევისწავლეთ კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქგეგმარება, ტრანსპორტი, პირველ რიგში, მიღწევადობა და მობილობის სქემებთან მიბმა. ვინაიდან…

მეტი...

ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მკაცრი რეგულაციების მოლოდინშია

საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები – ყველა მკაცრი რეგულაციების შემოღებას აანონსებს. სავალდებულო ხდება სამედიცინო პირბადის ტარება, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში. დიდ ბრიტანეთში ახალი შემთხვევების რაოდენობამ ერთ დღეში 19 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის მასშტაბით 3-დონიანი შეზღუდვები იგეგმება და ის ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე ამოქმედდება. მესამე დონე გაერთიანებულ სამეფოში, მკაცრი საკარანტინო ნორმების ამოქმედებას ითვალისწინებს. დაიხურება გასართობი სივრცეები, ბარები და რესტორნები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვის შესრულების მიზნით, 12 000 პოლიციელის მობილიზებას იწყებს. ქვეყნის 8 ქალაქში კომენდანტის საათი შაბათს ამოქმედდება და ოთხი კვირის განმავლობაში…

მეტი...

მეტროსადგურებთან პირბადეებისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პატრული გააკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული იქნებიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურში შემსვლელ და გამომსვლელ პირების მიერ პირბადეების გაკეთებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ პარტია „ლელოს“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულ თ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პარტია „ლელოს“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულ თ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 2020 წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისში თ.ყ. ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო ღონისძიების ფარგლებში, სხვა პირებთან ერთად ქალაქის ქუჩებში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანევრირების გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ.ყ.-მ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლს, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრ პ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა თ.ყ. იმავე დღეს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და…

მეტი...

“ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიოლოგიურ სურათში, ლოგიკური მაჩვენებელია იმასთან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარის რეგიონში წინა დღეებთან შედარებით, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა როგორც გაბუნია ამბობს, ამგვარი მერყეობა ვირუსს ახასიათებს და ეს მოსალოდნელი იყო. გაბუნია იმედოვნებს, აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ დასტაბილურდება. ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ახლა მეტად საყურადღებო თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა. „დღეს ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიოლოგიურ სურათში, ლოგიკური მაჩვენებელია იმასთან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა. აჭარაშიც არის მატება წინა დღეებთან შედარებით. ამგვარი მერყეობა მოსალოდნელია, თუმცა მეტად საყურადღებოა თბილისში შემთხვევების მატება. მოგეხსენებათ, მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს მობილური ჯგუფები, ისინი ასევე ეწვივნენ „მედალფას“ კლინიკას, სადაც მოხდა…

მეტი...

41 წლის ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება

ბათუმში მდებარე კოვიდსასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის ქალის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტს კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა და დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. უწყებაში გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბოემბოლიას ასახელებენ. „გარდაიცვალა 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში. მას კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს. იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა კოვიდსასტუმროში. დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მეტი...

ბათუმში კორონავირუსით 42 წლის ქალი კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 42 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ამიტომ ქალი კოვიდ სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს. გარდაცვლილი გადაყვანილია პროზექტურაში.

მეტი...

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები“ – ლია მუხაშავრია

“ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესის დროს დაიწყო მათ წინააღმდეგ დევნა , რაც გადაიზარდა  მათ დაპატიმრებაში,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ერთ – ერთმა ლიდერმა, ლია მუხაშავრიამ განაცხადა.ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მეცნიერების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები პოლიტიზირებულია: „ასე რომ, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო, უკანონო  და დაუსაბუთებელი. მაგრამ, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ  არჩევნების მეორე დღესვე ისინი გათავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენ ყველა, ვინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში,  ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. და რაც მთავარია, სწორედ საზოგადოების დაკვეთის და მედიის აქტიურობის შედეგია ის, რომ დაიწყო იმ ადამიანების დაკითხვა,…

მეტი...

“თუ ეპიდემიოლოგიური ბარიერი მთლიანად მოირღვა, საველე ჰოსპიტლები კი არა, შეიძლება არაფერი არ გვეყოს” – აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს დაიცავს ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების მოწყობის საჭიროება არ დადგება.  “კვალიფიციური ექთნები ეს ჩვენი პრობლემაა ბოლო 20 წლის მანძილზე. ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს 3-4 ექთანი, მაგრამ მოდის ერთზე ნაკლები. ჯანდაცვის კომიტეტი ამას ვერ გააკეთებს მხოლოდ, ექთნების პროფესია უნდა დაფასდეს. ამას შეიძლება ერთი გადაცემა მივუძღვნათ და ვერ ამოვწუროთ. ახლა რაც უნდა გაკეთებულიყო ის არის, რომ არსებული კადრების მობილიზებაა საჭირო. მოხალისეებად მობილიზებაზეც შეიძლება საუბარი ბევრს აქვს სამედიცინო განათლება. რამდენად ადეკვატურად გადამზადნენ ეს ექიმები ამას დავინახავთ კოვიდის სისტემაში. კამათი ამ თემებზე არის ფუჭი, ჩვენ ყველა დავინახავთ როდესაც ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა მოიმატებს, რამდენად გამოიყენეს დრო და რესურსი ადეკვატურად.…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება” – ანრი ოხანაშვილი

მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდება,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ “კარტოგრაფების საქმით” ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილი საფრთხობელად წარმოაჩინოს. ოხანაშვილი ოპონენტებს ურჩევს „ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ“. მისთვის გაუგებარია, თუკი არაფერი დაუშავებიათ, რატომ არიან ისინი თავდაცვით რეჟიმში. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გამოიკვეთოს მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა, დეპუტატი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება, თუმცა, დასძენს, რომ თემის პოლიტიზირებით ეჭვს აჩენენ, რომ „რაღაც პოლიტიკურად ძალიან დიდი აქვთ დაშავებული და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეფარებიან“. „ ეს არის საკითხი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, შესაბამისად,…

მეტი...

ინფიცირების შემთხვევა 14 ბაღში დაფიქსირდა, მათგან 12 თანამშრომელი და ორი აღსაზრდელია

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი 14 ბაღში დაფიქსირდა. მისივე თქმით, ინფიცირებულთა შორის 12 თანამშრომელი, ორი კი აღსაზღდელია. „სამწუხაროდ, 14 ბაღში დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა, მათ შორის, 12 თანამშრომელია და ორი ბავშვი, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. მაქსიმალურად კონტროლზე გვყავს აყვანილი და უსაფრთხოების ზომები ყველა ბაღში მაქსიმალურად დაცულია. ვასრულებთ იმ რეგულაციას, რაც მიღებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ დასწრებაც ნაკლებია, თუმცა მშობლებს ბავშვები ჩვეულებრივ დაჰყავთ ბაღებში. ორშაბათს ჩვენ არ გავხსენით ოთხი ბაღი და მას შემდგომ 10 ბაღი დავხურეთ. დღეს არც ერთი შემთხვევა გვქონია, ეს…

მეტი...

სააპელაციო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე პაატა სილაგაძემ მიიღო. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს შეუფარდა. დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა 7 ოქტომბერს დააკავა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის…

მეტი...

“მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობისა და მიმდებარე ტერიტორიების ტყე” – კახა კალაძე

მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სხვადასხვა პროექტის სახით, ასევე, შეჩერდა მწვანე სივრცეების ხარჯზე განაშენიანება. „ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ: სკვერებისა და პარკების მოწყობა, განახლება…

მეტი...

კახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი 115 მდე გაიზარდა

კახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვი 115 მდე გაიზარდა,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში COVID-19-ის ინფექციის ზრდის მიუხედავად, ეპიდსიტუაცია მართვადია. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ლაბორატორიულად დადასტურებული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: 24 ინფიცირებული ყვარელში, ლაგოდეხში – 21, ახმეტა -19, თელავი – 13, გურჯაანი – 16, დედოფლისწყარო – 4 და სიღნაღი -18, საგარეჯოში კი ამ დრომდე ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეგიონში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულთაგან, 56 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.    

მეტი...

“COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 488 სიმპტომებიანი პაციენტია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი, 488 სიმპტომებიანი პაციენტია.  “საქართველოში დღეს გამოვლენილი COVID-19-ის 919 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი – 488 სიმპტომებიანი პაციენტი გახლავთ. დღევანდელ ეტაპზე, მეორე ტალღის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ სწორედ სიმპტომიანი პაციენტები და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი, ანუ ოჯახური და სამსახურებრივი კონტაქტები. დღეს 488 სიმპტომებიანი და 236 მათთან კონტაქტირებული ინფიცირებული გვყავს. მთელი სტრატეგია დამყარებულია იმაზე, რომ ადამიანების ეს ორი ჯგუფი სწრაფად იზოლირდნენ. მოსახლეობაში, განსაკუთრებით კონტაქტირებულებისადმი უნდა იყოს მეტი ინფორმაცია მიტანილი. გუშინ, ჯანმოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა თქვა, რომ სწორედ ყველაზე დიდი გავრცელება ოჯახური კონტაქტებიდან ხდება. ამიტომ, აუცილებელია, როდესაც ოჯახში ვინმე ინფიცირდება, მისი პირდაპირი კონტაქტები…

მეტი...

“კოვიდი წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებლით თანდათან ასწრებს როგორც შიდსს, ისე მალარიას და ჯერჯერობით ჩამორჩება მხოლოდ ტუბერკულოზს” – ამირან გამყრელიძე

კოვიდი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ინფექციური მკვლელებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ტუბერკულოზს ჩამორჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ის სიკვდლიანობით მალე გაუსწორებს როგორც ტუბერკულოზს, ასევე ჰეპატიტს. „კოვიდი წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებლით თანდათან ასწრებს როგორც შიდსს, ისე მალარიას, ჯერჯერობით ჩამორჩება მხოლოდ ტუბერკულოზს ინფექციური მკვლელებიდან და ალბათ, როგორც პროგნოზი არის, გადაასწრებს წლიური მაჩვენებლით ტუბერკულოზსაც და ჰეპატიტს,”-განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

თბილისის და ევროპის მიმართულებით ნოემბერში ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნოემბრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ეტაპობრივად აღდგება. გიორგი გახარიას თქმით, რეისები დაემატება როგორც თბილისის, ასევე ქუთაისი მიმართულებით. “პირველი ნაბიჯი იქნება, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისბეზე ფრენების დამატება, ეს იქნება საფრანგეთი, პარიზის და გერმანია- მიუნხენის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენ მოქალაქებს მიცემს გადაადგილების შესაძლებლობას, ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს, პარალელურად, მოგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების შემოყვანის.  ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ნოემბერში, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთილად, პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის, ასევე ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისდან ევროპის მიმართულებით,”- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.  

მეტი...

“ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა” – პრემიერი, დავით გარეჯის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო და ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ დაიწყო გამოძიება მაინცდამაინც ახლა. როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, დავთ გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის წვლილია. „დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც 1 თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია წლების წინ დაიწყო. ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო 1 წლის, წელიწადნახევრის წინ და ზუსტად იმ ოპოზიციის, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ თავის თავს უნდა დაუსვან“,- განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, როგორც გახარია აღნიშნავს, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის…

მეტი...

“არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირების მატების მიუხედავად, პროცესი მართვადია. “სამწუხაროდ ამ საკმაოდ ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში, ნებისმიერი თემა არის გამოყენებული პოლიტიკური სპეკულირებისთვის, ჩვენ უბრალოდ ამისთვის არ გვცალია. არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასოდეს, განსაკუთებით ქვეყნისთვის გამაერთიანებელ საკითხებზე. ნორმალურ ქვეყანაში და მდგომარეობაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხდარიყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, მთლიანად საზოგადოების. ესეც მოხდა თითოეული გამონაკლისის გარდა, რომელსაც ხან ტესტირების რაოდენობა არ მოსწონდა, შემდგომ კიდევ სხვა რაღაც არ მოსწონდა, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო, ხან გახსნის წინააღმდეგი იყო. ეს არ შეიძლება იყოს სპეკულირების საგანი, ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის…

მეტი...

“ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდება” -პრემიერი

საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდებათ. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დაემატება და გაიხსნება ახალი ფრენები, საქართველოს მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში გადაყვენის სქემა შეიცვლება. “ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდება. ექნება შესაძლებლობა 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს ის მოთხოვნაა, რაც მან უნდა დააკმაყოფილოს. მოქალაქეებს, რომელთაც PCR ტესტი არ ექნებათ, შეეძლებათ, ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მეტი...

“უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება” – გიორგი გახარია

უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნები, როგორიცაა განათლება, არ უნდა შეიზღუდოს. “უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც შესაძლებელი არაა, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ლაბორატორიებში ჩაატარონ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როცა ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს. ისეთი როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები,…

მეტი...

“უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების 1 000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ” – პრემიერი

“როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “დღეს საქართველოში რეკორდული მაჩვენებელი – 919 ინფიცირებული დაფიქსირდა. ეს სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1 000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და ლოქდაუნების,” – აღნიშნა პრემიერმა. 

მეტი...

თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ. „როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ გამოსავალი წერტილოვან შეზღუდვებშია. “თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებზე”, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, პაციენტი ახალციხეში ინფიცირებული ექიმების კონტაქტია. გიორგი მიქელაძის თქმით, ასაკიანი ქალი ახალციხის ერთ-ერთ კლინიკაში გულისა და ფილტვის უკმარისობით შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას მას კორონავირუსი არ დადასტურებია. მედიკოსების დაინფიცირების შემდეგ, ქალს ვირუსზე კვლევა განმეორებით გუშინ, 14 ოქტომბერს ჩაუტარდა. იგი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 85 წლის ქალი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

იმერეთში კორონავურუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავურუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 68 შემთხვევა ქუთაისს უკავშირდება. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, სულ ქუთაისის ლაბორატორიაში 1459 ნიმუში გამოიკვლიეს. უმეტესობა უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტებია. ვირუსი 18-მდე სკოლაში დაფიქსირდა, უმეტესობა ბავშვები არიან, ონლაინ რეჟიმზე მხოლოდ მათი სასწავლო კლასებია გადაყვანილი. იმერეთში არსებულ კოვიდკლინიკებში 530 ადამიანი მკურნალობს, სასტუმროებში კი 200-მდე უსიმპტომო ინფიცირებულია. ამ დროისთვის იმერეთის მასშტაბით 2800-მდე ადამიანია იზოლაციაში.

მეტი...

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, რუსთავის მე-14 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, რუსთავის მე-14 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს. სკოლაში „კოვიდ-19“ სამ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ სკოლის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. ვირუსი სკოლის მასწავლებელს და მის შვილს, მეოთხე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. ამასთან, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დღეს „კოვიდ-19“ სკოლის მანდატურსაც გამოუვლინდა. სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებ და კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი ჯერ არ კეთდება.

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა. ქადაგიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილმა მისცა. ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

მეტი...

“ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო” – პროკურორი

ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. ის დაცვის მხარის განცხადებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას არ აქვს იმის პირდაპირი მტკიცებულება, თუ როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში, ან საერთოდ ჩააგდეს თუ არა. “რაც შეეხება ადვოკატების კომენტარს, გამიკვირდებოდა, რომ ეთქვათ, ბრალდების მხარეს შესავალი სიტყვა გაჯერებული იყო მტკიცებულებებითო, რა თქმა უნდა, ისინი იტყოდნენ, რომ არ იყო მტკიცებულებები, რომ ბრალდების მხარე სხვადასხვა ინფორმაციას ვერ ასახელებს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია სწორი არა არის და მათ სხვა…

მეტი...

“დეკანოზი საჭიროებს ნევროლოგიურ კვლევებს” – ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატი

პენიტენციური სამსახური ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. უწყება განმარტავს, რომ დეკანოზის მდგომარეობა არ დამძიმებულა და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის აუცილებლობა არ არსებობს. საპირისპიროს ამტკიცებს მამალაძის ოჯახი და ადვოკატი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს მოინახულებს. ადვოკატის განცხადებით, მდგომარეობა მძიმეა და დეკანოზი ნევროლოგიურ კვლევებს საჭიროებს. “გავრცელებული განცხადებით ისინი არ აპირებენ გადაიყვანონ პატიმარი სამედიცინო კლინიკაში. მე თვითონ არ მინახავს სასჯელაღსრულების ეს განცხადება, რასაც თქვენ მეუბნებით ეს გაუგებარია, იმიტომ, რომ ოთხშაბათს საღამოს თავად დამიკავშირდა დეკანოზი და მას თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდა სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელმა. ბოლო ნევროლოგიური სახის კვლევა მას ჩაუტარდა იანვარში, მას შემდგომ…

მეტი...

“არ არსებობს მოწმე, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს წყალში” – ზ.ხ – ს ადვოკატი

არც ერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა, თუ როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები და როგორ ჩააგდეს ის წყალში, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ,-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, გადააგდეს თუ არა შაქარაშვილი ბრალდებულებმა წყალში. გელხაურს აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. „ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი – ვინ მიაყენა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები და როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, არცერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, რომ დაინახა…

მეტი...

სამეგრელოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა

სამეგრელოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან ზუგდიდში დადასტურებულია 11 შემთხვევა, რომელთა შორის, ერთის წყარო უცნობია. ინფიცირებულები არიან გამოვლენილები ჩხოროწყუში, ხობში, ფოთსა და სენაკში. მათგან ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები სამ შემთხვევაში ადგენენ. გარდა ამისა, ამ ეტაპზე დახურულია რეგიონში დახურულია რამდენიმე სკოლა და აბაშის საავადმყოფო, სადაც, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ სამუშაოების შემდეგ კლინიკა ფუნქციონირებას განაგრძობს. ბოლო 24 საათში რეგიონში 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – მომღერალი ამ დროისთვის სახლში იმყოფება და ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს. ნოდიკო ტატიშვილმა კორონავირუსზე შემოწმება ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ის სახლში რჩება და ამბობს, რომ დამატებითი რეკომენდაციებისთვის არავინ დაკავშირებია. “მე მქონდა ხუთშაბათს შეხება ერთ-ერთ ქალბატონთან, ოღონდ ფიზიკურად ახლოს არა, არც გადამიკოცნია, არც ხელი ჩამომირთმევია, უბრალოდ მას გვიან მისცა სიცხე, მეორე დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მე ჩემი გადაწყვეტილებით გადავედი თვითიზოლაციაში. გუშინწინ აღმოჩნდა სუსტად დადებითი, გუშინ კიდევ გადაამოწმეს და დადასტურდა. არ ვარ ცუდად და ტემპერატურა დღეს დილით მქონდა 35.5, გუშინ საღამოს მქონდა 37.3,” – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.

მეტი...

“კლასტერები გავრცელდა ქვეყანაში – ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქუჩაშიც ატარონ პირბადე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, რომ არსებული რეგულაციები სრულყოფილად იყოს დაცული. „კლასტერები გავრცელდა ქვეყნაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი“,-განაცხადა ენდელაძემ. მისი შეფასებით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორი ინფიცირების ახალ შემთხვევებს უმკლავდება. „ჯერჯერობით არის რესურსი და ალბათ, მომავალშიც იქნება, რომ ინფექციას გავუმკლავდეთ. ძალიან სერიოზული…

მეტი...

4 გარდაცვლილიდან ორი, 87 წლის და 65 წლის პაციენტები არიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, გასულ 24 საათში COVID-19-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა. “გარდაცვალება 4, მე აქედან ვიცი 2-ის მონაცემები. არის 87 წლის ქალბატონი და 65 წლის მამაკაცი, აჭარაში. ორის მონაცემებს ვერ მოგახსენებთ, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია,“ – აღნიშნა მარინა ენდელაძემ. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მარინა ენდელაძე ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 70-მდე ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მარინა ენდელაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს უმკლავდება.

მეტი...

თბილისში კორონავირუსის 366 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ენდელაძის თქმით, გუშინ 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  “რაც შეეხება განაწილებას, თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია, 366 ახალი შემთხვევა, აჭარაში ცოტა მოიმატა და 286-ია დღეს. გუშინ იყო 189. იმერეთში ოდნავ შემცირდა, 104-ია. სამეგრელო-ზემო სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57-ია ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვემო ქართლში გახლავთ 44, შიდა ქართლში 21 ახალი შემთხვევა. კახეთსა და გურიაში 13-13 ახალი შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში 11, სამცხე-ჯავახეთში 3 და რაჭა-ლეჩხმუში 1 შემთხვევა,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...