“პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გახდეს”- საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი სერბეთი და სომხეთი მოდიან. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ პანდემიის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გახდეს.  სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს არ უჩენს ოპოზიციას. პოზიტიური პროგნოზების მიუხედავად​, ოპონენტები ფიქრობენ,…

მეტი...

იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 7 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 43 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ ლომბარდიაშია, სადაც ინფიცირების 1 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 539 კოვიდინფცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ის 372 799 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 36 289 ადამიანი.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 134 ადამიანს, მათგან „კოვიდ-19“ 49 პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 168 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 147 კოვიდინფიცირებულია. 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 2 479 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 1 100, გარდაიცვალა 23.

მეტი...

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება დაიცვან. შესაბამისი განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა. „როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება და შეწყვიტონ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შევიდა ძალაში. როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან ვრცელდებოდა ურთიერთბრალდებები აღნიშნული შეთანხმების დარღვევის შესახებ.

მეტი...

შევიცარიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

შევიცარიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 2 823 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ მეტია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 5 167 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ის 68 704 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 816 ადამიანი.

მეტი...

“დამნაშავე იქნება თუ მართალი, მკურნალობა ყველას სჭირდება” – მეუფე ვახტანგ ახვლედიანი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

EMC-ის წარმომადგენლების განმარტებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები, ის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.  “ბოლო მიმართვა გვქონდა 31 აგვისტოს და ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ მივიღეთ სასჯელაღსრულებისგან წერილი, რომ დაგეგმილი იყო მისი ნერვოლოგიური კვლევა. გუშინ საღამოს თავად დეკანოზმა დამირეკა და მითხრა, რომ მასთან მისული იყო სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა რომ მას ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს ჩაუტარდებოდა მას ნერვოლოგიური გამოკვლევა. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ დავუკავშირდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელს, თუმცა მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ,” – აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის…

მეტი...

სულხან მახათაძემ ადგილობრივებს საპარლამენტო მუშაობის ანგარიში წარუდგინა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ, ამომრჩევლებს საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. დეპუტატმა ადგილობრივებთან იმ კანონპროექტებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელშიც თავად იყო ჩართული.    მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიღებულ კანონპროექტებს, რომლითაც ცვლილებები განხორციელდა წყლის, ტყის, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი შეფასების, საგადასახადო და ადმინისტრაციულ კოდექსებში. „ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კანონი ,,აკვაკულტურის შესახებ”, რომელიც ხელს შეუწყობს ზღვის პროდუქტების წარმოებასა და განვითარებას, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ათეულობით საკანონმდებლო ინიციატივასა თუ კანოპროექტში ჩემი აქტიური წვლილია და მეამაყება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მოახერხა ყველა ამ კანონპროექტის…

მეტი...

“ფოთი ტექსტილში” ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა 116-მდე გაიზარდა

“ფოთი ტექსტილში” ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა 116-მდე გაიზარდა.  ფოთში დღეს გამოვლენილი COVID-19-ის შემთხვევებიდან უმრავლესობა სწორედ “ფოთი ტექსტილის” თანამშრომელია.

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, თბილისში რამდენიმე ბაღი დროებით დაიხურა. კერძოდ, 12 ოქტომბრის შემდეგ, სასწავლო პროცესი შეწყდა თბილისის მე-4 საბავშვო ბაღში. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა თბილისის 93-ე ბაგა-ბაღმაც. ბაღის ინფორმაციით, სპეცპედაგოგს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. „ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს, რადგან ექვსი ოქტომბრიდან პედაგოგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ტემპერატურის გამოვლენის (06.10) შემდეგ არ ყოფილა ბაღში, ასევე არ ყოფილა არც გახსნის დღეს“, – აცხადებენ ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში.

მეტი...

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს COVID-19 დაუდასტურდა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძეს ცხელება გუშინ დაუფიქსირდა. ტესტირების შემდეგ კი დღეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. როგორც ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, მერაბ კვიცარიძე ბოლო დღეებში საკრებულოში არ დადიოდა. იმერეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა.

მეტი...

„კომისიის წევრები და თავმჯდომარეები ივერი მელაშილის პოზიციას ამაყარებენ“ – ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი „მედიაცენტრ მტავართან“ აცხადებს, რომ, პროურატურის მიერ დაკითხული კომისიის წევრები ივერი მელაშვილის პოზიციას ამყარებენ. როგორც ედუარდ მარეკაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, განცხადებები, რასაც საჯარო პირები აკეთებენ, ჩვენებებისგან აცდენილია. „ჩვენებები, რომლებიც საქმეში დევს, აცდენილია საჯარო განცხადებებს  და მყარდება ივერი მელაშვილის ჩვენებები  კომისიის სხვა წევრებისა თუ თავმჯდომარეების მხრიდან. თითქმის ყველა, კომისიის წევრი თუ თავმჯდომარე აცხადებს, რომ 1:200 000 იანი მასშტაბის. ე.წ. სადაო რუკები მათ განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს რუკები არ იქნებოდა გამოყენებული კომისიის მიერ,“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების…

მეტი...

“ეს მიზანდასახულად მოხდა ამ ორი ადამიანის მიერ? მთავრობა არ მონაწილეობდა ამაში?” – მიტროპოლიტი იოანე გარეჯის საქმეზე

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებასა და არჩევნებს შორის კავშირს ვერ ხედავს. მიტროპოლიტი იოანე იმაზეც აკეთებს მინიშნებას, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ 2 ადამიანზე არ უნდა იყოს, რადგან პროცესებში ყოფილი მთავრობაც მონაწილეობდა. “ეს მიზანდასახულად მოხდა ამ ორი ადამიანის მიერ? მთავრობა არ მონაწილეობდა ამაში? მთავრობის გარეშე შესაძლებელია ასეთი რუკა ოფიციალური გამხდარიყო? როცა გახდა ცნობილი მაშინ გაცხადდა და არჩევნებთან რა კავშირშია, არ ვიცი,” – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

მეტი...

“შესაძლოა ამ ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს გასარჩევი საკითხი” – ანდრია ჯაღმაიძე გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე

სასულიერო პირების ნაწილი ითხოვს, რომ ქართული ეკლესიის სალოცავების სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომაზე. საეკლესიო კრების შეხვედრას სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, თუმცა, სინოდის სხდომის აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს თავად საპატრიარქო. ცოტა ხნის წინ, დავით გარეჯის საქმეზე და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების შეუთანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით ეკლესიის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საპატრიარქოს პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც თქვა, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში საპატრიარქო ითხოვდა და ითხოვს თემის გააქტიურებას. “კომისია დაქვემდებარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისი უწყების ქვეშ არის, ამიტომ, ჩვენი ბოლო კომენტარები გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფოს მეტი ყურადღება მიექცია ამისათვის,…

მეტი...

“აზერბაიჯანული მხარე ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი მუშობა ამ კომისიების, სენსიტიური თემაა” – ლაშა დარსალია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია კომისიების შეხვედრაზე გახდება ცნობილი. „მასალები გადავეცით და აზერბაიჯანული მხარე დიდი ალბათობით სწავლობს ამ მასალებს, შესაბამისად, ეს პოზიცია უკვე უშუალოდ კომისიების შეხვედრებზე იქნება ცნობილი . ამ შეხვედრის შემდგომ ოფიციალურ დონეზე შეხვედრა არ ყოფილა ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის. თვითონ ამ დოკუმენტაციაზე მუშაობა, მათ შორის, აზერბაიჯანულ მხარესთან რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა, მათ შორის, ეს შეხვედრაც იყო სექტემბრის ბოლოს, როცა ამ მასალების გადაცემა მოხდა. ეს არის საქართველოს შიდა საქმე და ამაზე თვითონ აზერბაიჯანის მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს და ჩვენმა მინისტრმა და…

მეტი...

“ზამთრის პერიოდში, დახურულ სივრცეებში ჰაერის დამატენიანებლის გამოყენებას კორონავირუსის გავრცელების შემცირება შეუძლია” – მეცნიერების კვლევა

იაპონური სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებული კვლევით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზამთრის პერიოდში, დახურულ სივრცეებში ჰაერის დამატენიანებლის გამოყენებას კორონავირუსის გავრცელების შემცირება შეუძლია. კვლევით დადგინდა, რომ ტენიან გარემოში ვირუსის ნაწილაკების გაფრქვევის შესაძლებლობა მცირდება, ზამთრის პერიოდში კი, ჰაერი დახურულ სივრცეებში ბევრად უფრო გამომშრალია. ამასთან, ფანჯრის საშუალებით ბუნებრივი განიავების პირობებში, ასეთი ეფექტის მიღება შეუძლებელია. მკვლევრებმა მოდელირების პროცესში, დახურულ გარემოში ადამიანებისგან ვირუსის მსგავსი ნაწილაკების გაფრქვევის სიმულაცია განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ შენობაში, სადაც ტენიანობა 30 პროცენტზე დაბალია, ვირუსის ნაწილაკების გაფრქვევის რისკი ორჯერ მაღალია, ვიდრე სივრცეში, სადაც ტენიანობა 60 პროცენტს აჭარბებს.

მეტი...

„ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ“ – მიტროპოლიტი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საჭიროა, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართოს. როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ე.წ. ხმაურიან რუკაზე, დავით გარეჯი საერთოდ არ არის მონიშნული.   „ეკლესიას რა ეჭვები აქვს და რა აზრი აქვს, ეს იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე. გააჩნია როდის იქნება და საერთო დასკვნას მერე მოგახსენებთ. რაც შეეხება ჩემ პირად აზრს, კითხვას შემოგიბრუნებთ, რომელს გინახავთ ის რუკა საერთოდ, რაზეც არის ლაპარაკი. გინახავთ პირადად ეს რუკა? ვინ გამოაქვეყნა იმას არ გეკითხებით. ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. გეუბნებით,…

მეტი...

“ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები“ – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ყურმოკრული ნათქვამით, ადამიანი სამშობლოს ღალატში არ უნდა დაადანაშაულო. „ზოგადად, საზოგადოება ცხვრები ვართ, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები. პოლიტიკურ ცილისწამებას, ბრალდებას, ხელის გაშვერას და მით უმეტეს, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება. ხალხი უკვე ნელ-ნელა შეეჩვია ამას, წესიერი ადამიანი გაარჩევს სიმართლეს და ტყუილს“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან. მისივე შეფასებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კრიმინალური გამოძიება და ჟურნალისტური გამოძიება. „ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავყოთ, როცა ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე და როდესაც ადამიანი პატიმრობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. როცა კრიმინალურ…

მეტი...

“გეგმებზე საუბრის ნაცვლად კამათობენ, ვინ იქნება მათი პრემიერი” – არჩულ თალაკვაძე ოპოზიციაზე

ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში შევიდეს საქმეზე ორიენტირებული მეტი პარტია, იყოს მეტი დიალოგი, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი და ამ სერიის ნაწილია, რაზეც ისინი ამბობენ – „კოალიცია გვინდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ამომრჩეველი გადაწყვეტს, უნდა თუ არა კოალიციური მთავრობა. თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხმები საკმარისი იქნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და მთავრობა დააკომპლექტოს. „ზოგიეთი ამბობს – „ჩვენ ვართ წამყვანი ძალა კოალიციაში“. ამ საუბარს ვუსმენთ იმის ნაცვლად, რომ ამ პარტიებმა საზოგადოებას აუხნან, რის გაკეთებას აპირებენ, რა არის…

მეტი...

„ღმერთი როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“ – მეუფე მიქაელი დავით გარეჯის თემაზე

სინოდმა შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელოს, – ამის შესახებ ჟურნალსტებს ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა  განუცხადა. მეუფის განმარტებით, სინოდი მაშინ შეიკრიბება, როცა „ღმერთი ინებებს“ და პასუხგაუცემელი არაფერი დარჩება. „სინოდი აუცილებლად შეიკრიბება. რა შეკითხვაც დაისმება, ყველაფერს გაეცემა პასუხი. გამოძიება ხომ მიმდინარეობს და ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი, როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“,-აღნიშნა მეუფე მიქაელმა სინოდის სხომაზე დავით გარეჯის საკითხის შესაძლო განხილვის კომენტირებისას.

მეტი...

პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა

პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა. ჭურვის აფეთქება მისი განეიტრალების მცდელობისას მოხდა. სამხედრო სპიკერის განცხადებით, აფეთქების დროს სამხედროები უსაფრთხო მანძილზე იმყოფებოდნენ და შედეგად არავინ არ დაშავებულა. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჭურვი 2019 წლის სექტემბერში, საპორტო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი ნივთიერების გაუვნებელყოფის პროცესში, საჭირო გახდა შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით, 750-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

მეტი...

იმერეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. გუბერნატორის ინფორმაციით 101 შემთხვევა ქუთაისიდან არის. „ახალი შემთხვევები აქამდე არსებული ინფიცირებულების კონტაქტები არიან. რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება“, – განაცხადა შალამბერიძემ. გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, იმერეთის რეგიონში მკურნალობის კურსს 450 კოვიდინფიცირებული გადის. 150 უსიმპტომო პაციენტი სასტუმროშია გადაყვანილი, 1 100 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მეტი...

რუსეთი, მხარეებს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსებას სთავაზობს

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის გაკონტროლება შესაძლოა რუსი სამხედრო დამკვირვებლების მიერ განხორციელდეს, თუმცა საბოლოო სიტყვა კონფლიქტის მხარეებმა უნდა თქვან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ახლა არა სამშვიდობოები, არამედ სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდა. ვთვლით, რომ სწორი იქნება, თუ იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან,“- აღნიშნა ლავროვმა.

მეტი...

“კოვიდ-19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი” – ამირან გამყრელიძე

კოვიდ-19 იქნება კიდევ უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი, – აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვენელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. გამყრელიძის თქმით, არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კოვიდ-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში სერიოზული პანდემიაა და ვაქცინამდე და ეტიოტროპულ წამლამდე, დაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ პირბადეა. „არასწორია მოარული აზრი, რომ მსოფლიოში კორონავირუსი არ არსებობს, მოგონილია, არის სურდოსავით და მალე გაივლის. არ არის ეს სწორი. სერიოზული დაავადებაა და მილიონი ადამიანი უკვე შეიწირა. არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ მილიონი იქნება… ეს…

მეტი...

„სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური ღონისძიება – სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული” – გიორგი გახარია

ჩვენს ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველის ტაძარში განაცხადა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლობა სახელმწიფოებრივი დღესასწაულია და დღევანდელი დღე პატრიარქს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა. „სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური ღონისძიება – სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. საქართველოს მოქალაქეებს, ექიმებს, ეკლესიას, მთავრობას, ყველას ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ ისეთი ძლიერი მტერი, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ და რა…

მეტი...

“გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“ – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, დაარსდა ფონდი – „მოწყალე სამარიტელი“. მისივე თქმით, ფონდის მიზანი გაჭირვებული ადამიანების დახმარება იქნება. „კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა არის დიდი დღესასწაული, ღვთის წყალობა, ღვთის მადლის მიღება, მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი, იყოს მფარველი თქვენი, საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი. დაფუძნდა ფონდი, „მოწყალე სამარიტელი“, გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს, მიიღოს მონაწილეობა, ამ ფონდში თვეში შემოიტანს ერთ ლარს. იმედი მაქვს, ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს“, – აღნიშნა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

მეტი...

“მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი, მაგრამ მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია იძაბება, ქვეყანაში COVID-19-ის მეორე ტალღა დაიწყო, თუმცა იმ უპირატესობით, რომ ინფიცირებულებში ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.   “მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია,”…

მეტი...

“ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება” – პატრიარქი

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ღვთისაგან დაჯილდებული ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევით არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა. ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა. ეს ყველაფერი…

მეტი...

შიდა ქართლში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შიდა ქართლში „კოვიდ19“-ის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა შორის ორი, სოფელ ზეღდულეთის სკოლის მოსწავლეა. ეპიდემიილოგები აგრძელებენ ინფიცირების წყაროს მოძიებას, ორის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია. რეგიონში 607 პირი რჩება თვითიზოლაციაში. ჯამში, შიდა ქართლში კორონავირუსის 128 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

“სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება” – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 362 სიმპტომიანი პაციენტია. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ, ხოლო ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, 112-ს მიმართონ. ასევე, გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. „სამიზნე ჯგუფების მიხედვით, ძირითადად ახალი შემთხვევებიდან მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდკლინიკებს. 680 შემთხვევიდან 362 სწორედ სიმპტომიანი პაციენტია. მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი ახალინფიცირებულებისა არის კონტაქტში მყოფი ადამიანები, 167-ია მათი რაოდენობა. ამიტომ,  ყველა ინფიცირბულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი…

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით კორონავირუსი „მთიებშიც“ დაფიქსირდა

კორონავირუსი სკოლა პანსიონ IB მთიებშიც დადასტურდა. კერძოდ, ვირუსი მესამე კლასელ მოსწავლეს აღმოაჩნდა. კონკრეტული კლასის მოსწავლეები სახლში გაუშვეს. როგორც ინფიცირებული კლასელის მშობელმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვები „ონლაინ სწავლებაზე“ გადაიყვანეს და დახურულია მხოლოდ კონკრეტული კლასი. „ძალიან არადექვატურ მიდგომაა. დაგვიბარეს, გვითხრეს რომ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდა და ბავშვები გამოგვაყოლეს სახლში. ამის იქით არც არავის მოუკითხივართ, არც არანაირი ტესტირება, სრულიად გაუგებარი სიტუაციაა. როცა ერთ კლასში იყო 23 მოსწავლე და აქვე იყო ინფიცირებული, არ უნდა გამოეკვლიათ ბავშვები, ხომ შეიძლება ვინმეს გადაედო ვირუსი“ – განუცხადა მშობელმა „მედიაცენტრ მთავარს“.            

მეტი...

“მოვუწოდებ ყველას, იყვნენ ტაძარში პირბადით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, ტაძარში პირბადე გაიკეთონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემთხვევა უკვე არის რამდენიმე ტაძარში. „დღეს დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა, მოვუწოდებ ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, შევიდნენ პირბადით ტაძარში და ტაძარში იყვნენ პირბადით. აუცილებლად უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია დაცული. დისტანციის დაუცველობა ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ტაძარში გვაქვს ინფექციის გავრცელების შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

„ევროპაში სიტუაცია სერიოზულად დაძაბულია, აღმავალია ინფექციის ტენდენცია“ –  ამირან გამყრელიძე

„სამწუხაროდ, კორონა არ ამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს მთელ მსოფლიოში. 38, 5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში, გარდაცვალების მილიონ  90 000 შემთხვევაა. „დღევანდელი დილით იყო 318 000 ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, მილიონ 90 000-მდე გარდაცვალებაა. ევროპაში სიტუაცია სერიოზულად დაძაბულია. ბევრ ქვეყანაში და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში აღმავალია ინფექციის ტენდენცია. მთელი რიგი ქვეყნები აწესებენ სერიოზულ შეზღუდვებს… ჩვენთან გვაქვს 13 521 დადასტურებული შემთხვევა და აქედან ახლად დადასტურებული, 24 საათში დადასტურებული არის 680. დღეს ჩვენთან დაფიქსირდა ყველაზე…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან, 297 თბილისში, 189 აჭარაში, 150 კი იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: სამწუხაროდ, შემთხვევებმა მოიმატა თბილისში, 44 პროცენტია, რაც შეესაბამება 297 ახალდადასტურებულ შემთხვევას. აჭარაში ინფიცირების რაოდენობა მცირედით შემცირდა, 189 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში 150 ინფიცირებულია, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია. კერძოდ, შიდა ქართლში არის 12 შემთხვევა, ქვემო ქართლში – 11, მცხეთა-მთიანეთში- ცხრა, გურიაში- ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – სამი, კახეთში არის ორი და სამცხე-ჯავახეტში ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

“საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას” – ეკატერინე ტიკარაძე

თბილისში შეზღუდვების დაწესების თაობაზე მსჯელობა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, „ლოკალური შეზღუდვები კარგად მუშაობს“. „ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილკება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით. ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, – განაცხადა ტიკარაძემ. კითხვაზე, რა რაოდენობას უნდა მიაღწიოს თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობამ იმისთვის, რომ შეზუდვები დაწესდეს, მინისტრი ამბობს, რომ ეს გადამწყვეტი…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭო თბილისში შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭო, თბილისში გარკვეულ შეზღუდვებზე მსჯელობს, თუმცა, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით. ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა, მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, – აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მატების შესაბამისად მიიღებენ. „დაავადებულების რიცხვი არ იქნება გადამწყვეტი, ვინაიდან ვიხილავთ როგორც საწოლფონდს, ასევე ინფიცირებულების რაოდენობას და მძიმე პაციენტების რაოდენობას, ამასთან კოვიდსასტუმროების რაოდენობას…

მეტი...

„ეპიდსიტუაცია იძაბება, დიდია უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,  ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეპიდემიის მეორე ტალღა დაწყებულია. მისივე თქმით, სტაციონარებში მხოლოდ მძიმე პაციენტები უნდა მოხვდნენ და მსუბუქებმა ადგილი არ უნდა გადატვირთონ. „თანდათან უფრო იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. მორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით. თუმცა, შედარებით უფრო მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით. უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. საკმაოდ დიდია უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა, ისინი უნდა იმართონ ბინაზე. აღმავალია ინფექციის ტენდენცია“ – განცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, სტაციონარში ძირითადად უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც…

მეტი...