სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი – უბედური შემთხვევა ხულოში

60 წლის მამაკაცი დაიღუპა ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა. მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე, შუახნის მამაკაცი. ის კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მედიკოსების განცხადებით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი გარდაცვლილი ნახეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელი რამდენიმე დღე არ უნახავთ, რის გამოც ერთ – ერთი მეზობელი სახლში შევიდა, პენსიონერი კი გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115 – ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, გამოძიება ეხება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას და არა მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005). „ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე ამომწურავად ვისაუბრე, ხელოვნურად კვლავ იქმნება ფონი, თითქოსდა ამ თემის ირგვლივ ჩემს მიმართ კითხვები კიდევ არსებობს. ამ დროს ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ…

მეტი...

“საქართველო „რემდესივირს“ 25-30 ოქტომბრიდან მიიღებს” – თენგიზ ცერცვაძე

“მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით, 25-30 ოქტომბრიდან საქართველო „რემდესივირს“ მიიღებს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ გამონახა გზები, რომ „რემდესივირი“ ქვეყანაში სწრაფად შემოსულიყო. „მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ახალი და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტის, „რემდესივირის“ სწრაფი შემოტანა. ეს მედიკამენტი ფუფუნებაა, რადგან ჯერ მხოლოდ ამერიკას აქვს საშუალება, ჰქონდეს ეს მედიკამენტი. კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის შეძენის პროცესში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან ბევრი ქვეყანა დგას მედიკამენტის რიგში,…

მეტი...

გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლიციამ იმერეთში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. „წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

“საქართველოს მილიონ მოსახლეზე, ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ჰყავს ყველაზე ცოტა გარდაცვლილი” – თენგიზ ცერცვაძე COVID19-ით სიკვდილობის მაჩვენებელზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასა და COVID19-ით სიკვდილობის მაჩვენებელზე განმარტება გააკეთა. „ბოლო ორი კვირაა შეინიშნება COVID19-ის შემთხვევების მატება, თუმცა არის გარკვეული სტაბილიზაცია, მაგრამ არის სიკვდილის ერთეული შემთხვევებიც. აქ მინდა განმარტება გავაკეთო, რომ არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა და შემთხვევების ზრდა იყო მოსალოდნელი და გარდაუვალი. მოიხსნა შეზღუდვები და იყო დასვენების საზაფხულო სეზონი“, – აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რაც შეეხება სიკვდილის სტატისტიკის ზრდას, აქ არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება. „აქა-იქ ისმის, რომ კატასტროფიულად გაიზარდა covid19-ით სიკვდილის მაჩვენებელი, ეს არის აბსოლუტურად რეალობას აცდენილი. მაქსიმუმი რაც საქართველოში დაფიქსირდა ეს იყო სიკვდილობის 7 შემთხვევა.…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდკლინიკებში ოპერატიული ჯგუფები იმუშავებენ

“სამინისტროს გადაწყვეტილებით, იქმნება ოპერატიული ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში იქნება თითო რეანიმატოლოგი, თითო ინფექციონისტი და თითო ადმინისტრატორი, ასე ვთქვათ, მენეჯერი”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში  მინისტრისა და რეანიმატოლოგების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, ოპერატიული ჯგუფები კოვიდკლინიკებში იმუშავებენ. „ამ მობილური ჯგუფების ძირითადი დანიშნულება იქნება მყისიერი, ეფექტური, ოპერატიული კომუნიკაციის განხორციელება ყველა კოვიდკლინიკასთან. პირველ რიგში, თბილისის კოვიდკლინიკებთან და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რამე თუ ის ყველაზე ცხელი წერტილია ქვეყანაში. ჯგუფების დანიშნულება იქნება ამ კოვიდკლინიკებში სიტუაციის ოპერატიულად გაცნობა და რამდენიმე დღეში დასკვნების მომზადება, თუ რა ძლიერი და რა სუსტი ადგილები აქვთ ამ კლინიკებს, რა არის გასაუმჯობესებელი, დასახვეწი, რა არის შესანარჩუნებელი,…

მეტი...

„ქართული ოცნების” ლიდერები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში იმყოფებოდნენ, სადაც სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. სოფელ ბენარაში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება, მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, ღია სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, ლაბორატორია, ექიმის კაბინეტი. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სკოლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დასრულდება.

მეტი...

“რეგიონში გარდამტეხ მომენტად იქცა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა აბასთუმანის აღორძინებასთან დაკავშირებით” – კახა კალაძე

“როდესაც ჩვენ ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით, არ შემიძლია, არ ვისაუბრო აბასთუმანზე, სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და სახელმწიფოს ძალისხმევით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ცენტრი კეთდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ადიგენში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, ადიგენის მუნიციპალიტეტი, კონკრეტულად კი აბასთუმანი, წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და ყურადღება არ ექცეოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმყოფები და „ქართული ოცნების” ერთიანი გუნდი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ.…

მეტი...

“სულ მალე ადიგენი გახდება გზაჯვარედინი” – გიორგი გახარია

“სულ მალე ადიგენი გახდება გზაჯვარედინი” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ადიგენში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ – მინისტრის თქმით, ადიგენი ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იყო ყოველთვის და გახდება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რადგან აქ ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. „მოგეხსენებათ, რომ ხულო-ზარზმა დაიწყო და მალე ამას ბოლოში გავიყვანთ ისევე, როგორც ბაღდათი-აბასთუმანი დააკავშირებს ადიგენს ქუთაისის აეროპორტთან საათნახევრით უფრო მოკლე პერიოდში. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო – ზარზმა, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა და ჩვენი…

მეტი...

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „ ევროკავშირი თვალს ადევნებს სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“. „მოვუწოდებ კონფლიქტის მხარეებს, განუხრელად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დაუყოვნებლივ შეუდგნენ მოლაპარაკებებს მინსკის ჯგუფის ეგიდის ქვეშ“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

მეტი...

„მე ასე არ მითქვამს“ – მამა კირიონი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას უარყოფს

დავით გარეჯის მონასტერში მსახური სასულიერო პირი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან პროკურატურას დანაშაულის ჩადენის მოტივაცია დაუსახელა. „მე ასე არ მითქვამს. როცა მკითხეს, რა უნდა ყოფილიყო მოტივაცია, მე ასე ვუთხარ გამოძიებას:  ვუთხარი, რომ არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, მგონია ან ფინანსური ან პოლიტიკური-მეთქი. ამის იქით არ წავსულვარ, არც უმაღლესი პირები მიხსენებია და არც დაბალი პირები. მე ვამბობ, რომ ბუნებაში სხვა მოტივი არ არსებობს – ან ფინანსურია, ან პოლიტიკური“ – განმარტავს მამა კირიონი. რაც შეეხება გავრცელებულ ამონარიდს მამა კირიონის ჩვენებიდან, ვკითხულობთ: „ხდებოდა პოზიციების დათმობა ან ფინანსური ინტერესების გამო, ან დირექტივა მოდიოდა…

მეტი...

“თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, პანდემია დიდხანს გასტანს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დაძლევა სწრაფად შეიძლება, თუ ქვეყნები თავიანთ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორად გამოიყენებენ. მისივე თქმით, თუ აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება არ მოხდება, პანდემია ძალიან დიდხანს იარსებებს. „თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორად გამოვიყენებთ, მალე შევძლებთ პანდემიის დასრულებას. თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, პანდემია ჩვენთან ძალიან დიდხანს შეიძლება დარჩეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

„ამ რუკის გვერდზე გაწევით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები აზერბაიჯანთან“ – მამა კირიონი  

„ეს დანაშაული მელაშვილი-ილიჩევას დონეზე არ არის ჩადენილი“ – აცხადებს დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირი მამა კირიონი და სახელმწიფოსგან მაღალი თანამდებობის პირების გამოკვეთას ითხოვს. „გავიდა 13 წელი და ჩვენი მხრიდან იქ ასვლა ვერ ხდება. მე ვამბობ, რომ ჩადენილია დანაშაული და ეს დანაშაული არის გამოსაძიებელი სახელმწიფოს დონეზე. აქ მელაშვილისა და ილიჩოვას დონესთან არ გვაქვს საქმე. ისინი შეიძლება იყვნენ ყველაზე უმდაბლესი დონე. გასარკვევია, რა მოტივაციით ხდებიდა ეს ყველაფერი. სახელმწიფო კარგავს ტერიტორიებს და ეს ყველაფერი დადის 2 ადამიანის დონეზე? –  სირცხვილია“ – ამბობს მამა კირიონი. სასულიერო პირის განცხადებით, რუკაზე, რომლითაც კომისიის წევრებს უნდა…

მეტი...

„შეიქმნა იურიდიული ბაზა, რომ ჩიჩხიტურის მონასტრის ერთი კუთხე მოყოლილია აზერბაიჯანის მხარეს“ – მამა კირიონი

„2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტერი ჩვენს დაქვემდებარებაში იყო. ჩვენ იქ დავდიოდით და ვლოცულობდით. 2007 წელს კი ამოდიან უკვე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, იკავებენ მას და იქიდან მოყოლებული, ჩვენ ამ ნაწილში ვერ შევდივართ. იმიტომ, რომ მოხდა საზღვრის მოყვანა მონასტრის კოშკამდე. მონასტრის კოშკი დაფიქსირდა როგორც საზღვრის პერიმეტრში“ – აცხადებს მამა კირიონი. სასულიერო პირის ინფორმაციით, არასწორია როცა ვამბობთ, რომ აზერბაიჯანელები თვითნებურად ამოვიდნენ და დადგნენ მონასტერში. მისი შეფასებით, ამ ქმედებას იურიდიული საფუძველი ჰქონდა. „ჩიჩხიტურის მონასტრის ერთი კუთხე მოხვედრილია აზერბაჯანის მხარეს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ დღეს, აზერბაიჯანელები ამოვიდნენ და დადგნენ მონასტერში, ამით ჩვენ ირიბად ვამბობთ, რომ აზერბაიჯანმა…

მეტი...

“არჩევნებისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა პირებმა კვლავ დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება” – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ყოველი არჩევნებისას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა პირებმა კვლავ დაიწყეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების შესახებ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მონაცემთა ერთიანი ბაზის დახვეწის კუთხით 2013 წლიდან ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების დაკნინებაა”, – აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. „11 ოქტომბერს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ მისი ძმის, ვასილ ბიბილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები. ვასილ ბიბილაშვილმა მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მოგვმართა განცხადებით და მისთვის შესანიშნავად არის ცნობილი, რომ მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი არიან…

მეტი...

„100 000-მდე ადამიანმა სამსახური დაკარგა“ – მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში, სამუშაო ადგილი 100 000-მდე ადამიანმა დაკარგა. მისივე შეფასებით, წელს ყველაზე ცუდი წელია, ყველაზე დიდი დარტყმა კი ტურიზმის სექტორს მიადგა.    „წელს არის ყველაზე ცუდი წელი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორიდან. ეს დარტყმა მთლიანად აისახება 2020 წელზე. წელს უკვე ტურიზმის დანაკლისი არის ქვეყენაში. თუ ტურიზმმა აღდგენა გვექნა, შეიძლება მივაღწიოთ 7%-იან ზრდას“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარამეტრში, სადაც დაკარგულ სამუშაო ადგილებზეც ისაუბრა.    “წელს, ეკონომიკური შემცირება, რა თქმა უნდა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს. ვგულისხმობ ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი, თქვენთან ერთად, კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება, რათა მომავალ წლებში განახლებული ენერგიით, ახალი ძალებითა და შემართებით, საქართველოს წარმატებისთვის ვიზრუნოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას ბორჯომში განაცხადა. „ძალიან მიხარია, რომ ვიმყოფები ამ მშვენიერ ქალაქში, მშვენიერ მხარეში, ბორჯომში, რომლის ბუნება და ბუნებრივი რესურსები მთელ მსოფლიოშია განთქმული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი კუთხე, ქალაქი, ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ყოველდღიურობისთვის, იმ…

მეტი...

“ბორჯომის რაიონი კიდევ უფრო განვითარდება” – ირაკლი კობახიძე

“ბორჯომი არის უსაყვარლესი ქალაქი, ბევრ ჩვენგანს ბავშვობა აქვს გატარებული ამ ქალაქში, შესაბამისად ეს დამოკიდებულება განსაკუთრებულია. ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს ბორჯომს, როგორც ტურისტული, ისე ბევრი სხვა თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ვიცით, რომ ამ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება”, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე. მისივე თქმით, ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, თუმცა , კიდევ უფრო ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საბოლოოდ ვიხილოთ კიდევ უფრო განვითარებული და გაძლიერებული ბორჯომი. „ბევრი რამ გაკეთდა გასული…

მეტი...

„ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში“ – გიორგი გახარია

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას. პრემიერ – მინისტრის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არც ერთი საათით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა. „მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელსაც…

მეტი...

კიდევ ერთი კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის კლინიკა „მედინაში“ მკურნალობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. „პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას აღენიშნებოდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. აუღეს ნიმუში „პისიარ“ კვლევისთვის, დადასტურდა „კოვიდ-19“. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაიცვალა 11 ოქტომბერს“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის…

მეტი...

„რუსეთი, რუსეთიო გაიძახით და რატომ, კაცის შვილი ვერ ხვდება“ – მამუკა მდინარაძე ე.წ. ხმაურიან რუკაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებული რუკა, რომელმაც ხმაური გამოიწვია, რუსეთთან კავშირში არ არის და ე.წ. რუსული რუკის გარდა, საქმეში სხვა, ათამდე რუკა არსებობს. „ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც არ არსებობს.  ამ საქმეში არის რუსული რუკა, გერმანული რუკა, ამერიკული რუკა, ქართული რუკა არქივში, 1:200 000 მასშტაბიანი რუკა, რომელიც ჩხრეკის დროს იყო ამოღებული, სხვა რუკები, რომელიც ასევე მეორე ბრალდებულის ჩხრეკის დროს ამოიღეს. დაახლოებით 6-7- სხვადასხვა რუკაზეა საუბარი, რომელიც ავთენტურია. მაინც და მაინც, რატომ აკეთებთ აქცენტს რუსულ რუკაზე? ოპოზიცია დასდევს რუსულ კვალს, რომელიც არ არსებობს ამაში. წარმოუდგენელ აბსურდზე…

მეტი...

„შეგვიძლია, ნაფიც მსაჯულებზე უარი ვთქვათ და საქმე სასამართლოს დაუბრუნდეს“ – მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბის – არჩილ გაგნიძის ადვოკატი არ გამორიცხავს, დაცვის მხარემ სტრატეგის შეცვალოს და ვერდიქტის გამოტანა  სასამართლოს მიანდოს. როგორც  ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დაცვის მხარის სტრატეგიაა ისეთი მსაჯულების შერჩევა, რომლებიც საზოგადოების გავლენისგან თავისუფლები იქნებიან. „ნაფიც მსაჯულებს ვირჩევთ ჩვენ. შევარჩევთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ობიექტურები და ანალიზს მოახდენენ, რომლებიც საზოგადოების გავლენისგან შეძლებისდაგვარად გათავისუფლებულები იქნებიან, გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ამ სტრატეგიის შეცვლაც შეიძლება სამომავლოდ. საფრთხეები არსებობს როგორც ნაფიც მსაჯულებათან, მიმართებაში, ისე სასამართლოში. მომავალში, გვექნება შესაძლებლობა, რომ უარი ვთქვათ ნაფიც მსაჯულებზე, ამის უფლებას კანონმდებლობა გვაძლევს“ –…

მეტი...

„მარტის მერე, ისედაც ყველა დაპატიმრებულები ვართ“ – დავით ჭიჭინაძე

„მოკლედ,  „ოცნების” ხელისუფლება ცუდად დაასრულებს და ეს ფაქტია“ – აცხადებს „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე და უხელისუფლებო სახელმწიფოს მოლოდინშია. „მალე მივიღებთ  უივანიშვილო „ქართულ ოცნებას“ და უხელისუფლებო სახელმწიფოში აღმოვჩნდებით. ერთ მხარე გვეყოლება ადამიანების მცირე  ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი სიმდიდრის შენარჩუნება – გადარჩენის შეეცდება; მეორე მხარეს,  ასი ათასობით სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი  ადამიანი. ქვეყანა კი,  იმ მილიარდობით  ვალის პირისპირ აღმოჩნდება, რასაც „ოცნების“ მთავრობა იღებს და პარტიული მიზნებისთვის ასე „კეთილშობილურად“  არიგებს“ – აცხადებს ჭიჭინაძე. მისივე შეფასებით, კარანტინის შემდეგ, შიმშილი და გაჭირვება გაძლიერდა, თუმცა, ამას არავინ ითვლის.    „დაპატიმრებებს რაც ეხება, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან სხვას…

მეტი...

კორონავირირუსმა და გრიპის ვირუსმა შეიძლება, გაამწვავოს ვითარება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისში სხვა რესპირატორული ინფექციებიც გააქტიურდება და კორონავირუსისა და ამ ინფექციების დამთხვევაში, შესაძლოა,  გაამწვავოს ვითარება. „მოგეხსენებათ, რომ ნოემბრიდან სხვა რესპირაციული ინფექციები აქტიურდება ქვეყანაში. მათ შორის, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და კიდევ სხვა ვირუსები იწყებენ ცირკულაციას. იქნება გარკვეულწილად ზედდება. ამაზე ორი მოსაზრებაა, რომ ამ ზედდებამ შეიძლება შეამსუბუქოს გრიპის მიმდინარეობა და სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილება ამას გვიჩვენებს და მეორე მხრივ, ამ ზედდებამ შეიძლება, პირიქით, სინერგიის ეფექტით, გააძლიეროს, ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს,“ – განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ…

მეტი...

25 000 დოზა ფრანგული წარმოების ვაქცინა უკვე შემოვიდა – ვის შეეხება უფასო აცრა?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე შემოვიდა, ოქტომბრის ბოლოს კი 110 ათასი დოზას ელოდებიან. „შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო „ოთხვალენტიანი“ ფრანგული წარმოების ვაქცინა. დღეს ის უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება კატეგორიას, თუ ვინ ითვლება მაღალ რისკ-ჯგუფად და ვის შეეხება უფასო აცრა, ამირან…

მეტი...

თბილისში ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები წესდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელებს „რანდომულ“ ანუ შერჩევითი ტესტირებას ჩაუტარებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. „დავიწყებთ მასწავლებლების ე.წ. რანდომულ ტესტირებას. თქვენ იცით, რომ თუ ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა, სკოლის სრული იზოლირება არ ხდება. კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე., მასთან შემხებლობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი „წერტილოვანი შეზღუდვები“ თბილისის მასშტაბით განხორციელდება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებშიც. ასევე, იქნება ბაღების შემთხვევაშიც. ჯგუფი გადავა თვითიზოლაციაში. ბაღის დეზინფექცია გაკეთდება, მოხდება ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. თუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში,…

მეტი...

„გაგნიძეს არც არავინ გაუტაცებია და არც არავინ მოუკლავს, ის ამაში მსაჯულებს დაარწმუნებს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“(ვიდეო)

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე ნაფიცი მსაჯულების წინაშე წარსადგენად და მათ დასარწმუნებლად ემზადება. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ბრალდებული ერთი კვირის უკან ნახა და ის ბრძოლისთვის მზადაა. „დაცვის მხარემ აირჩია სტრატეგია, აღნიშნული საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა. ეს იმიტომ ავირჩიეთ, რომ ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში, ობიექტურობის იმედი გვაქვს. ამირხნაშვილის 5-ჯერ შეცლილი ჩვენების საფუძველზე, არ შეიძლება, ადამიანებს ბრალი წაუყენონ და დაუდასტურონ,  ვგულისხმობ გატაცების ეპიზოდს. ეს საქმე აუცილებლად წავა გორის რაიონულ სასამართლოში, ამის შემდეგ, შევარჩევთ ნაფიც მსაჯულებს, რის შემდეგაც ისინი დაიწყებენ საქმის განხილვას, ამ ყველაფერს კი რამდენიმე თვე დასჭირდება. გატაცების…

მეტი...

“დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება” – ეკატერინე ტიკარაძე

“დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება და ასევე სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში საგრძნობლად მომატებული რიცხვია, რაც მისი თქმით, საყურადღებოა. „დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, არის პირბადეების გამოყენება. ამ მიმართულებით ვთვლით, რომ გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება ამ ეტაპისთვის ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერი მობილობის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი შემთხვევა, ცოტა შემცირდა. შესაბამისად, ამჟამად, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია 12 272 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50 პროცენტზე მეტია, დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა, თბილისში – 178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში -13, ქვემო ქართლში -15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში – ოთხი“, – განაცხადა ენდელაძემ. მარინა…

მეტი...