სახალხო დამცველი დავით გარეჯის თემაზე დაკავებულების საქმეში ერთვება

საქართველოს სახალხო დამცველი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების საქმეში ერთვება და როგორც ბრალდების ნაწილს, ისე არსებულ დარღვევებს შეისწავლის. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, პროკურატურიდან ყველა ინფორმაციას გამოითხოვს. „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრების მიმართ დაწყებული სს დევნის საქმეს შეისწავლის. შესწავლის პროცესში ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც დაცვის მხარესთან, ასევე, ინფორმაციას გამოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან. სახალხო დამცველის შესწავლის საგანი იქნება როგორც საპროცესო უფლებების დაცვა, ასევე, ბრალად წარდგენილი ქმედების მართლზომიერების საკითხი. საკითხის სენსიტიურობიდან და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს გამოძების გამჭვირვალობა და პროცესის მონაწილე პირების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების დაცვა“…

მეტი...

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, სვეტლანა ციხანოვსკაიაზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ციხანოვსკაიაზე ძებნა რუსეთის ტერიტორიაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს ხელშეკრულების საფუძველზე გამოცხადდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნის გამოცხადება სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, თუმცა მუხლი არ სახელდება. ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, ციხანოვსკაიას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბელარუსში სვეტლანა ციხანოვსკაიას წინააღმდეგ ძებნა ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმეზეა გამოცხადებული.

მეტი...

საგარეჯოსა და ყვარელში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.

მეტი...

„პოლიტიკური სუნი და რაღაცის გადაფარვის მცდელობა“ – დავით ჭიჭინაძე დავით გარეჯის თემაზე

„ამ დაკავებებს უფრო პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის  მცდელობებს ჰგავს“ – პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება და თვლის, რომ დღეს რომ გახდა ეს თემა აქტუალური და თან ამ ფორმებით, ეს უფრო აჩენს ბევრ კითხვებს. „1938-1939 წლების რუქებში მართლაც იყო ასახული ეს ყველაფერი და ამაზე მეც არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ნამდვილად არ მგონია ნებისმიერი ჩინოვნიკის დონეზე წყდებოდეს სახელმწიფო საზღვრების საკითხი. მითუმეტეს, რომ აშკარაა პროკურატურა ხან იმას ამბობს, ხან ამას. ზოგადად კი, ასეთი საკითხები ასე გახმაურებულად და საპიაროდ არ უნდა ხდებოდეს“ – აცხადებს ჭიჭინაძე

მეტი...

ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ხელფასების ზრდის საკითხს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის ექიმების შრომის ანაზღაურების ზრდის საკითხიც. „ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ეს ეხება, მსოფლიო…

მეტი...

“ეს ყველაფერი მისთვის შეურაცხყოფაა, გამოძიებასთან თანამშრომლობას გამორიცხავს” – ადვოკატი “მედიაცენტრ მთავართან”

დაკავებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის და საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა, როგორც “მედიანცენტრ მთავართან” განაცხადა,  ივერი მელაშვილი გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს. ადვოკატის თქმით, ეს ხელისუფლების მიერ წამოწეული თემაა, რომ არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას, რითაც არჩევნებს მოიგებს. „ბატონი ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, გამორიცხავს გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას, რადგან მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა და ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.  ეს ხელისუფლების მიერ წამოწეული თემაა, რომ არჩევნებთან მიმართებაში ახალი საკითხები შექმნას, რითაც არჩევნებს მოიგებს. ჩემი…

მეტი...

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მკვლელობა მოხდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ერთ-ერთ ფერმაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები ქალმა მიაყენა. მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

“კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს არ უნდა გასცდეს” – ილჰამ ალიევი

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს არ უნდა გასცდეს”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი მოლაპარაკების მაგიდასთან სამხედრო დაპირისპირების ფაზის დასრულების შემდეგ დაბრუნდება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სომხეთი ცდილობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ინტერნაციონალიზებას და მასში ევროპული ქვეყნებისა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შესახებ შეთანხმების ჩართვას. „კონფლიქტი არ უნდა გასცდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებს. სომხური მხარე წარუმატებლად ცდილობს ჩართოს ამ დაპირისპირებაში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია, ევროპული ქვეყნები და ცდილობს, ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზებას. სომხეთის ტერიტორიიდან საარტილერიო თავდასხმებს მიუხედავად, ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე არავითარ დარტყმებს არ ვახორციელებთ, არ გადავდივართ სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამისათვის…

მეტი...

„ის არის პატრიოტი და დელიმიტაცია-დემარკაციია შეუცვლელი ექსპერტი“ – დიპლომატი დაკავებულს მხარდაჭერას უცხადებს

დიპლომატი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური სახე, საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსსა და  საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრ ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია. „სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა…

მეტი...

„3500 ჰა ქართული მიწა მეზობელი აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა“ – კახი კალაძის საგანგებო განცხადება

სახელმწიფო მიწების გაყიდვის  და მეზობელი ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობა – კახა კალაძე ოპონენტებს მიმართავს და მოუწოდებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხს პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიყვანენ. „ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს საუბარი უმძიმეს ფაქტზე, საქმეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ქვეყნის მიწების დანაშაულებრივი გასხვისების მცდელობის ნიშნებს შეიცავს. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი პირი. გამოძიების მიხედვით, დოკუმენტურად დასტურდება, რომ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში მოხდა  1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებული რუკის არალეგიტიმური რუკის მონაცემებით ჩანაცვლება. შედეგად, 3500 ჰექტარი ქართული მიწა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ…

მეტი...

„ვირუსის გაჩერება შეიძლება, თუ ისევ საგანგებო მდგომარეობს გამოვაცხადებთ“ – პრემიერ მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის გავრცელება კრიტიკულ ზღვრამდე არ მივა.  მანვე განმარტა, რომ ვირუსის შეჩერება შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, თუმცა, ეს არავის უნდა.   „თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, 5 ათასი საწოლის დამატება მოგვიწევს.   ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ნიშნულამდე არ მივალთ. ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის. ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ ეტაპზეც სტრუქტურირება ხდება ისეთი, რომ ზეწოლა იყოს გადანაწილებული სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები ვირუსის გავრცელების ტემპის შენელების. მისი გაჩერება შეიძლება თუ ისევ საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ. 2 კვირაში გავაჩერებთ უპრობლემოდ, მაგრამ ეს ხომ არ გვინდა, ამიტომ ვამბობთ, რომ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ“,-…

მეტი...

„თუ მარიანა ჩოლოიანი გაამართლეს, თავს არ დავზოგავთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე“ – გარდაცვლილი არასრულწლოვნის ძმა

გარდაცვლილი არასრულწლოვნის – ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადება გააკეთა, სადაც გამომძიებელ მარიანო ჩოლოიანის დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ საქმე მისი გამართლებისკენ წავა, ოჯახი თავს არ დაზოგავს.     „გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი მანამდეც ამტკიცებდა, რომ საქმეში მარიანა ჩოლოიანის წინააღდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა და აუცილებლად გავამართლებთო,   მაგრამ, მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ახლა ცდილობენ, რომ სახელი გაუფუჭონ ჩემს ოჯახს, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, თითქოს, ჩემი ძმა  ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ იყო და ღირსი იყო როგორც მოექცა გამომძიებელი. ამ აზრის ჩამოყალიბებას ცდილობენ ჩემი აზრით. არ გამოუვათ“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

“ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის მიუღებელია” – გიორგი გახარია

“ჟენევის ფორმატი ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ის არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, კატეგორიულად მიუღებელია. „განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელემენტარული საოკუპაციო ხაზზე გადასვლა არის ჩაკეტილი და ადამიანებს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, ყველაფრით დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვეძლევა, ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა, განსაკუთრებით ასეთ დროს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“, –…

მეტი...

“წესები გვჭირდება იმისთვის, რომ არ დავხუროთ ეკონომიკა, განათლება, პოლიტიკური პროცესი” – გიორგი გახარია

ადაპტაციის ეტაპზე ვცხოვრობთ ვირუსთან ერთად და ეს ხდება გლობალურად, თუმცა ეს ცხოვრება უნდა განხორციელდეს გარკვეული წესებით, ეს წესები შესასრულებლად ძალიან მარტივია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „წესები გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ნორმალური სოციალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ დავხუროთ ეკონომიკა, განათლება, პოლიტიკური პროცესი, ამისთვის გვჭირდება ამ წესების დაცვა. ეს არის გლობალური წესები, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა, რომლითაც წესებს დავიცავთ, არის იმის გარანტი, რომ წყნარად, მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღვადგენთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს და ყველანაირი დაძაბულობის…

მეტი...

“დღეს საქართველო, 100 000 მოქალაქეზე საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს” – გიორგი გახარია

„რაც შეეხება სწრაფ გამოვლენას. სწრაფი გამოვლენის ნაწილში, ჩვენ მოდელი შევცვალეთ, დაახლოებით უკვე 2 კვირაა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ტესტირების მიზნობრიობა. როდესაც, ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში აკეთებდა დაახლოებით 200 PCR ტესტს. დღეს ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ტესტის კეთების რესურსიც შეუზღუდავი არ არის და ეს ტესტის კეთება უნდა იყოს მიზნობრივი, ამიტომ ჩვენ ვამბობთ – მიზნობრივი და სისტემური ტესტირება“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტირების ნაწილში არის…

მეტი...

აჭარაში კორონავირუსით 44 წლის პოლიციელი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი  კორონავირუსით გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა. „პოლიციის თანამშრომელს „კოვიდ-19“ პირველ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. გარდაცვლილი „კოვიდ-19“-ის რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს“, – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

რუკის დამალვა და  საქართველოს ტერიტორიის 3500-მდე ჰა ფართობის დაკარგვა – რას ედავება პროკურატურა დაკავებულებს?!

საქართველოს გენერალური პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის და ქვეყნის საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილებსთვის ორ დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.    „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი…

მეტი...

პროკურატურამ, დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით  საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი  ივერი მელაშვილი  და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. საუბარია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე, რომელიც დავით გარეჯის მონაკვეთს ეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში სპეციალური განცხადება გაკეთდა.    „ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.  დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბში მომზადებული ამონახაზი, რომლითაც ბრალდებულების განმარტებით ხელმძღვანელობდნენ…

მეტი...

„15 წლის ბავშვმა „მორფი“ იყიდა, გაიკეთა და სახურავიდან გადმოვარდა?! – ეს სისულელეა“ – გარდაცვლილის ძმა

არასრულწლოვან ლუკა სირაძის ოჯახი გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატების ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს რომ ისინი გარდაცვლილის და მის ოჯახის სახელის შელახვას ცდილობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „არის ორი ექსპერტიზის დასკვნა. ერთი სისხლის ნიმუში არის აღებული ასფალტიდან, სადაც ლუკა დავარდა, ხოლო მეორე სისხლის ნიმუში არის წამოღებული საავადმყოფოდან. პირველ სისხლის ნიმუშში არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჩანს, ხოლო მეორე სისხლის ნიმუშია არის მორფინი და სამედიცინო დანიშნულებისთვის გამოყენებადი ნივთიერებები, ტკივილგამაყუჩებლები, რაზეც ისინი ამტკიცებენ, რომ ლუკას მორფი გადმოვარდნამდე ჰქონდა გაკეთებული. ჩემი აზრით, ეს არის სისულელე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ლუკას სახელი…

მეტი...

რომელმა ჯანდაცვის ან ეკონომიკის ექსპერტმა გითხრათ ასეთი სისულელე 48 მილიონზე? – გიორგი გახარია

“როდესაც ვაიექსპერტები, თავიანთ საქმეში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა არჩევნების წინ პოლიტიკურად დააკონვერტირონ, სრულიად მიუღებელია”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საწოლფონდისთვის გამოყოფილი 48 მლნ ლარით ახალი საავადმყოფო აშენებულიყო, როგორც ამას ჯანდაცვის და ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ. პრემიერმა ამ განცხადებას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთი საავადმყოფოს აშენება, ხუთი ათასი საწოლით, ნახევარ მილიარდ დოლარამდე ჯდება. „რომელმა ჯანდაცვის ან ეკონომიკის ექსპერტმა გითხრათ ასეთი სისულელე 48 მილიონზე? ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, საავადყოფო რომ ააშენო, ერთი საწოლი ადგილი ჯდება…

მეტი...

„როდესაც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს ნამდვილი ომი, საქართველოსთვის ეს უდიდესი რისკია” – გიორგი გახარია

“საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის რეგიონში ომი უდიდესი რისკია. „როდესაც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს ნამდვილი ომი, საქართველოსთვის ეს უდიდესი რისკია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რა შესაძლებლობაც გვაქვს, ის წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ გვყავს, როგორც სომეხი თანამოქალაქეები, ასევე აზერბაიჯანელები. საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, რაც შეგვიძლია ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა…

მეტი...

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვინც კორონავირუსის მართვაში იყო ჩართული ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდება

კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პირველი ეხებათ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან „კოვიდის“ მართვის პროცესში, მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის ეს გადაწყვეტილება. დეტალურად მოხდა გათვლა იმ სახელფასო ფონდის და ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომელიც მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ. , 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ., ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე ​მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა. „ოთხი გარდაცვლილია, მათ შორის არის ორი აჭარაში, 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, თანმხლები დაავადებებით, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალბატონი, თერჯოლაში გარდაიცვალა, ერთი თბილისში, 83 წლის. როგორც ვიცი „ამტელში“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან იყო გადაყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 62 შეადგინა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარას, 111 კი თბილისს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „სასიამოვნოა, რომ აჭარაში შედარებით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადასტურებულების 51 პროცენტია,  რაც შეესაბამება 259 შენთხვევას, იმატებს თბილისში, სადაც 22 პროცენტია, 111 პაციენტი, იმერეთში – 91 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, გურიაში – რვა, ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში -5-5, შიდა ქართლსა და კახეთში -ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მეტი...

“კოვიდვაქცინა” წლის ბოლოსთვის მზად იქნება – ჯანმოს მიმართვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „კოვიდვაქცინა,“ დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის მზად იქნება.     „ჩვენ გვჭირდება ვაქცინა, არის იმედი, რომ ვაქცინა  წლის ბოლოს გვექნება, ამის დიდი მოლოდინი არსებობს“,- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. ჯანმო ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებსა და მისი მომლოდინეებსაც მიმართავს და ურჩევს, რომ ვაქცინები ყველა ქვეყანამ თანაბარი რაოდენობით მიიღონ. „მივმართავ ყველას, ვაქცინა თანაბარი რაოდენობით გაინაწილონ, რომ ყველას შეხვდეს. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, სოლიდარობა გვჭირდება და მთელი ენერგია უნდა გამოვიყენოთ ვირუსთან საბრძოლველად”, – აცხადებენ ჯანმოში.

მეტი...