ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „ჯანდაცვის სამინისტრო“ ავრცელებს. კორონავირუსზე ტესტირება 247 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 134 ადამიანი მკურნალობს, მათგან 127-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 868 შემთხვევაა დადასტურებული, 665 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სირიაში “აფხაზეთის საელჩოს” გახსნას ეხმაურება

“სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს გახსნა დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს. „საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და მომავალში დაგმობს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

მეტი...

” სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ რამდენიმე რაიონი დაიბომბა” – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ევლახის, გერანბოისა და ბეილაგანის რაიონები დაბომბეს. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის არმია საარტილერიო ცეცხლს ხსნის კომპაქტურ დასახლებებზე, რის გამოც მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადგილობრივ მცხოვრებლებს.

მეტი...

“საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს დღეისთვის, ყევლაზე იმედისმომცემ ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს” – თენგიზ ცერცვაძე

“2-3 კვირაში საქართველო, დიდი ალბათობით მიიღებს დღეისთვის, ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს, ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნულთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ 2-3 კვირაში საქართველო იქნება, ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის, ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“, რომელიც არ არის დამტკიცებული, რომ ნამდვილად კურნავს „კოვიდს“, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედისმომცემად, იმდენად, რომ ამერიკაში ჯერ არ უწარმოებიათ ეს მედიკამენტი…

მეტი...

“აჭარაში შეზღუდვების მოხსნის საკითხი არ განიხილება” – ნინო ნიჟარაძე

“აჭარაში შეზღუდვების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან დღევანდელი მონაცემები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა”, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაუცხადა და ბათუმში დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც მოქალაქეთა ნაწილმა შეზღუდვების მოხსნისა და კომპენსაციების გაზრდის მოთხოვნით გამართა. მისი თქმით, დააკვირდებიან მომდევნო დღეებს და ისევ ეპიდსიტუაციიდან გამოდინარე, ცენტრალურ დონეზე, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. „ის შეზღუდვები, რაც დღეს აჭარაშია დაწესებული, არის მინიმალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რისი მიზანიც არის ადამიანების მობილობის შემცირება და უსაფრთხოება. შეზღუდვების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან დღევანდელი მონაცემები…

მეტი...

“მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი” – შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის აკაკი ქვრივიშვილის ჩვენებით ირკვევა, თუ როგორ დაიგეგმა “ნაძალადეველების” მცხეთაში დაბრუნება “ტოიოტა ქამრით” ბეჟანიშვილის ქუჩაზე.  “მცხეთაში მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ვსაუბრობდით ერთმანეთში, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ ჩვენი უბნელები და ასაკით ჩვენზე უფროსი ბიჭები – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა რევაზიშვილი. მხოლოდ მათ მოუყვა ვახო ჩიქოვანმა მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რადგან თვითონვე გამოხატეს ინტერესი და გვკითხეს, ხომ მშვიდობა გვქონდა, მაშინ როდესაც მათ დაინახეს დასისხლიანებული ვახტანგ ჩიქოვანი” – ნათქვამია ჩვენებაში. ამასთან, ირკვევა, რომ მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი. “ჩვენი შეკრების და მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი, რადგან სწორედ…

მეტი...

„ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია“ – თენგიზ ცერცვაძე გადადგომა-არგადადგომასთან დაკავშირებით   

თენგიზ ცერცვაძე მის გადადგომასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ამის შესახებ გულში ფიქრობდა, თუმცა, ხმამაღლა არ განუცხადებია. „მე არც ერთხელ განმიცხადებია, რომ ვაპირებდი გადადგომას. არ დაგიმალავთ, ჩემთვის ასეთ შესაძლებლობას განვიხილავდი, თუმცა, მე ეს არსად განმიცხადებია. ჩემთვის ვფიქრობდი რა სჯობდა, რომ გამეგრძელებინა საქმიანობა თუ გადავმდგარიყავი. ყველა ადამიანს შეიძლება დაუდგეს ისეთი მომენტი, როდესაც ჩათვალოს, რომ ხომ არ სჯობს გადადგეს. მიზეზებზე რომ მდომოდა საუბარი, ვისაუბრებდი. ფაქტია, რომ არსად განმიცხადებია, რომ გადავდექი. შესაბამისად, ვრჩები. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი არ მქონია. ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია და არც მას უსაუბრია,“ – განაცხადა…

მეტი...

სირიაში „აფხაზეთის საელჩო“ გაიხსნა, ბჟანია მადლობას იხდის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი კმაყოფილია და მადლობას იხდის. ასლან ბჟანია აფხაზეთსა და სირიას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე საუბრობს და აცხადებს რომ „საელჩოს“ გახსნა ამ თანამშრომლობის სიმბოლოა. „სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის საელჩოს გახსნა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და თანამშრომლობის  მნიშვნელოვანი მოვლენაა.  ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აფხაზი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული გადაწყვეტილების გამო“, – აცხადებს ე.წ. პრეზიდენტი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის “პრეზიდენტმა” სირიასთან ხელშეკრულებებიც გააფორმა, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დასაქმებას ეხება.

მეტი...

აქცია ბათუმში, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები მსვლელობას აწყობენ

მომიტინგეები აცხადებენ, მათი მთვარი მოთხოვნაა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას და სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგეს. ამასთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ, რადგან საბანკო სესხებს ვერ იხდიან. “აქციის მონაწილეები სხვადასხვა სფეროში დასაქმებულები ვართ. ჩვენ პანდემიის გამო, დავზარალდით, არ გვაქვს შემოსავალი, თუმცა ბანკში სესხებზე პროცენტები ყოველდღიურად იზრდება. ვერ ვახარეხებ სესხების დაფარვას. ვთხოვთ მთავრობას, ის რეგულაცია მიიღოს, რომ საქმიანობის გაგრძელება შევძლოთ, ან ბანკებთან მიმართებაში სახელმწიფომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. აქციას არ შევწყვეტთ, რადგან შემოსავალი არ გვაქვს”, – აცხადებენ შეკრებილები.

მეტი...

„დავინახე, საბა ჩხარტიშვილმა ნიკა ხეჩოშვილს როგორ ჩაარტყა ქვა“ – გიორგი შაქარშვილის საქმე

ტრაგიკული დღის იუბილარი ანა გაბეჩავა, მის დაბადების დღეზე დაწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებას სამართალდამცველებთან იხსენებს და ყველა როგორ დაიწყო ჩხუბი. იუბილარის თქმით, სანამ “საბურთალოელები” მივიდოდნენ, დაბადების დღე მხიარულად გრძელდებოდა. „წვეულება კარგად მიდიოდა ძალიან, სანამ “საბურთალოელები” მოვიდოდნენ. არაფერი არ არეულა. ყველაფერი კარგად იყო. ვერთობოდით. როცა “საბურთალოელები” მოვიდნენ, ერთ-ერთ მათგანს, კოკო ღიბრაძეს თითქოს ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა და „დიჯეი“-თი მიმართა. როდესაც გავედი, კიბესთან იდგა ნიკა ხეჩოშვილი და საბა ჩხარტიშვილი. დავინახე, როგორ ჩაარტყა ქვა. საბა ჩხარტიშვილმა ნიკა ხეჩოშვილს…. ეს იყო პირველი ჩხუბი, კიბის ეპიზოდი.  ასევე, ვნახე ვახო ჩიქოვანი ძლიერ ნაცემი“ – ყვება ანა გაბეჩავა.

მეტი...

„ვირუსის შიდა გავრცელება გვაქვს, თუმცა, პროცესი უკონტროლო არ არის“- მინისტრის მოადგილე  

„ეპიდემია შედის აქტიური გავრცელების ფაზაში. შესაბამისად, ჩვენც გადავედით აქტიური მართვის ფაზაში“ –  აცხადებს ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია. „ჯერჯერობით, მატების შემთხვევები სრულად კონტროლირებადია და კონტაქტების გამოკვლევაც აქტიურად მიმდინარეობს. ამაზე მეტი და სწრაფი ზრდა თბილისშიც არ უნდა გქონდეს. რაც შეეხება წყაროების გამოკვლევას, ქვეყანაში შიდა გავრცელების ნიშნები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ კონტაქტებს არ მივდიოთ და არ გამოვიკვლიოთ. მთავარია პირველი და მეორე დონის კონტაქტები სწრაფად გამოვლინდეს და მოხდეს მათი იზოლაცია მოხდეს. ახალი პროტოკოლით, ასეთი ადამიანები 12 დღე თვითიზოლაციაში გადავლენ ყოველგვარი ტესტირების გარეშე“ – აცხადებს მინისტრის…

მეტი...

“აჭარაში ვხედავთ ეპიდემიის ლოკალიზებულ გავრცელებას” – მინისტრის მოადგილე

„აჭარაში ვირუსის დრამატული და გეომეტრიული პროგრესით გავრცელება არ ხდება“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და აჭარაში სტაბილიზაციას ვარაუდობს. „გასულ კვირას ვიყავი აჭარაში ექიმების ჯგუფთან ერთად.  აქცენტი მეტია აჭარაში, რადგანაც შემთხვევების ყველაზე დიდი ოდენობა არის აჭარაში. დღეს, ბათუმში ვხედავთ ეპიდემიის ლოკალიზებულ გავრცელებას, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ გვქონდეს ეპიდემიის სტაბილიზების იმედი. ეპიდემიის გაფანტული გავრცელება მეტად რთული იქნებოდა“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე. თამარ გაბუნიას თქმით, რეალური სურათი ერთ კვირაში გამოიკვეთება – მივდივართ მატებისკენ თუ შეკავებისკენ.    „ველოდებით, რომ ერთ კვირაში ეფექტს დავინახავთ. რამდენიმე დღეში გამოიკვეთება სრული სურათი, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს აჭარაში.…

მეტი...

„ოცნება“ კობახიძის სტილით მართვას განაგრძობს“ – დავით ჭიჭინაძე

„ოცნება“  კობახიძის სტილით მართვას განაგრძობს,“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ევროკავშირის განცხადებას  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე და თვლის, რომ „ოცნება“ იმიტომ ცდილობს ყველაფრის მიფუჩეჩება – მოსწრებას, რომ უმრავლესობით მოსვლის იმედი აღარ აქვთ. „გარდა იმისა, რომ  “ქართული ოცნებას“ საკუთარი ხალხს მუდმივად ცრუ დაპირებებით ატყუებს, „ოცნების“ ხელისუფლება“ აცდენილია იმ გზას, რასაც პარტნიორობა ჰქვია. მათთვის ჩრდილოეთის შეფასებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გეგმაზომიერი გზა ევროპისკენ. შესაბამისად სასამართლო განსაზღვრული აქვთ, როგორც  ბერკეტი, რომლითაც გაყალბებული არჩევნებს „გაუპრავებთ“. რადგან, მოსამართლებიი მუდმივი მსახურები ჰგონიათ და ასე ცდილობენ  გავლენების შენარჩუნებას. ამიტომ, სულაც არ არის…

მეტი...

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეს “კორონავირუსი” აღმოაჩნდა

თბილისში, დიღმის მასივში, „მწვანე სკოლაში“ ერთ-ერთ მოსწავლეს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა. ინფიცირებული მეთორმეტე კლასელი მოსწავლეა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ განუცხადა, სკოლაში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგანაც, მაღალი კლასელები დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ სწავლებას და ინფიცირებულ მოსწავლეს სკოლასთან შეხება არ ჰქონია. დღეს, „კორონავირუსი“  21-ე სკოლის პირველკლასელ მოსწავლესაც დაუდასტურდა.

მეტი...

სომხეთის საელჩო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო ხელს უშლის საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას

სომხეთის საელჩო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. ამის შესახებ საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საწვავის ან ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს“, – აცხადებენ საელჩოში. მათივე ინფორმაციით, სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან. „საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. სომხეთის საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს. მანამდე, სომხეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბორჯომიდან აზერბაიჯანისთვის…

მეტი...

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

“2020 წლის 6 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 113 820 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.168 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მეტი...

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ბ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს , 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2…

მეტი...

ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. შედეგების თანახმად, მხოლოდ ოთხი პარტია ლიდერობდა. ყირგიზეთში გუშინ დილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის ოფიციალური შედეგების თანახმადაც, 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. ამასთან,  საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ადახან მადუმაროვმა თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები ძალაუფლებისთვის და პორტფელებისთვის არ იბრძვიან.

მეტი...

თბილისში, პირველკლასელ მოსწავლეს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა

თბილისში, 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასელს „კოვიდ ვირუსი“ დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვი უსიმპტომოა. როგორც დირექტორმა გვითხრა, მისი მოსწავლე შაბათს წვეულებაზე იმყოფებოდა, როცა მშობლებმა შეიტყვეს, რომ წვეულებაზე იყო ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, საკუთარ შვილსაც ჩაუტარეს ტესტი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. „ბავშვი დღემდე უსიმპტომოა. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე  ეპიდემიოლოგს დავურეკე. დღეს დილით კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავუკავშირდი და გადავეცი ინფორმაცია. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენე განათლების სამინისტრო“ – გვითხრა დირექტორმა. სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დღეს გეგმავს.

მეტი...

გიორგი ხოჯევანიშვილი გორელ მორაგბეებს შეხვდა

გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორელ მორაგბეებს შეხვდა. შეხვედრას რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და ამჟამად პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუნდის ახალი წევრი დავით კაჭარავაც დაესწრო. მაჟორიტარობის კანდიდატმა სპორტსმენებთან სპორტის მნიშვნელობასა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, რაგბს კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს და ამისთვის საჭიროა მხარდაჭერა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მომავალ თაობაში მეტი პოპულარიზაცია. ,,რაგბი ნამდვილად ჩვენი  თამაშია, დიდი პოტენციალი გვაქვს და მომავალ თაობებს შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ.“ – აღნიშნა კანდიდატმა შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ გორში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სარაგბო კომპლექსი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით…

მეტი...

„დედამ ნიკაპშიც კი გაარტყა, იმიტომ რომ ის უზრდელობდა“ – მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„იმედია, სააპელაციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. როცა მტკიცებულებები არ არსებობს უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. ადვოკატები მარიანა ჩოლოიანის მიმართ დამდგარ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მოსიაშვილის ინფორმაციით გარდაცვლილი ლუკა სირაძე თავისივე ოჯახიდან იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. „ჩვენ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, სასამართლომ იმოქმედა არა სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, არამედ იმ განცდებით და შთაგონებით, რასაც ჰქვია საზოგადოების დაკვეთა.ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდა გარდაცვლილი პირის დისკრედიტაცია, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს იცოდეს საზოგადოებამ რა გამოიკვეთა საქმის წარმოების დროს. ლუკა სირაძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან…

მეტი...

„ლუკა სირაძე, ვარდნის დროს, იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ“ – გაგი მოსიაშვილი “მედიაცენტრ მთავარში“

„მოიკლა თავი თუ გადმოვარდა ესაა კითხვაა, რომელზეც დღეს პასუხი არავის აქვს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში, გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. მოსიაშვილი აცხადებს, რომ ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მხოლოდ დაზარალებული დედის ჩვენების საფუძველზე მოხდა. მოსიაშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არ მტკიცდება, ის, რომ ლუკა სირაძემ თავი მოიკლა: „ჩატარდა ექსპერტიზა, ექსპერტიზით დადგინდა, რომ უფრო არის თავისუფალი  ვარდნა, ანუ გადმოვარდნა და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა არასწორია, ზეწოლა თურმე განხორციელდა პოლიციაში,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9245-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4887-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა – StopCov-ზე განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა. სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 58-ს შეადგენს. ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც – ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 268 ადამიანი განიკურნა. 

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანს გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 117 ინფიცირებული რჩება. 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში 192 ტესტირებულიდან კორონავირუსი 49-ს დაუდასტურდა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 1 700-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება, მათგან 15 ადამიანი გარდაიცვალა, 604 კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

სომხეთში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი შირაკის პროვინციაში, სოფელ აშოცკში იყო. სომხური მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე სოფელში იგრძნობოდა.

მეტი...

გორში მოწამლული ბავშვებიდან, 16 კლინიკაში რჩება

დღეს უნდა გახდეს ცნობილი რა გახდა გორში ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი. გაფართოებული მიკრობიოლოგიური კვლევების პასუხები რამდენიმე საათში მზად უნდა იყოს. ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი გორის კომბინატის დასახლებიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. უმეტესობა მალევე გაწერეს, 16 ბავშვი კი ამ დრომდე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება. მოსახლეობა მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებს, რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ გაერთიანებულ წყალმომარგების კომპანიაში. მათი მტკიცებით, დაცულია სათავო ნაგებობაც და წყალსაც კვლევები ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება.

მეტი...

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა. პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, კოვიდ 19-მა არ შეაშინოთ და ვირუსს მათზე გაბატონების საშუალება არ მისცენ. „არ მისცეთ მას თქვენზე გაბატონების საშუალება. ნუ გეშინიათ მისი. ვბრუნდებით, ვბრუნდებით სამუშაოზე, ვაპირებთ, მოწინავეები ვიყოთ, არ მისცეთ მას საშუალება თქვენს ცხოვრებაზე გაბატონდეს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტ ტრამპს ვერტმფრენიდან გადმოსვლისას და თეთრი სახლის კიბეზე ასვლისას პირბადე ეკეთა, თუმცა ფოტოების გადაღების წინ მან პირბადე მოიხსნა და ჯიბეში ჩაიდო. ცნობისთვის, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. მოგვიანებით, ტრამპი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მეტი...