გურიაში დაწყებითი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთში კორონავირუსი დაწყებითი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ე.წ. „ბახვის კლასტერს“ მიეკუთვნება. როგორც ლანჩხუთის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტიძემ განაცხადა, ბავშვი, სკოლაში არ მისულა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მეტი...

თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ.ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაცშესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,…

მეტი...

ბათუმის შესასვლელში თერმოსკრინინგისთვის კარავი განთავსდა

ბათუმის შესასვლელში თერმოსკრინინგისთვის პირველი კარავი უკვე დადგეს. მგზავრებს თერმოსკრინინგს სამართალდამცველები ქალაქის შესასვლელთან უტარებენ, ხოლო მათ, ვისაც ტემპერატურა უფიქსირდება, კარავში შეჰყავთ და სპეციალისტები მონაცემებს იწერენ. “მაღალ ცხელებას, 38 და მეტი, ამ შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება ცხელების ცერტრში საგანგენო სამსახურის მიერ“ – ამის შესახებ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. „თუკი ცხელება იქნება დაბალი, იგი რამდენჯერმე გადამოწმდება. პირს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ, სადაც აღებული იქნება ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ნიმუში და „პისიარ“ ტესტირების შედეგის მოხედვით მას  ჩვეულებრივად, საკარანტინო სივრცის დატოვების საშუალება მიეცემა. რაც შეეხება მაღალ ცხელებას, 38 და მეტი, ამ შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება ცხელების ცერტრში საგანგენო სამსახურის…

მეტი...

პროკურატურამ ყაზბეგში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყაზბეგში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.გ.-ს ბრალი წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა ვ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალის“ მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ა.მ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.გ.-ს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილმა,…

მეტი...

ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა. პლენარულ სესიაზე დოკუმენტს 552 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 61 იყო, ხოლო თავი შეიკავა ევროპარლამენტის 78-მა წევრმა. ანგარიშის ავტორი საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების წევრი, ესტონელი დეპუტატი სვენ მიქსერია.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 160 ადამიანს და ინფექცია 30-ს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 69 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 756 შემთხვევაა დაფიქსირებული. 198 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

“მოწმემ თქვა, რომ “მერსედესის” ყველა მგზავრი, ჩართული იყო ჩხუბში” – გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, რომ გიგა ტატიაშილმა სასამართლოზე ისაუბრა დეტალებზე, და თქვა, რომ მერსედესის ყველა მგზავრი   დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდა. როგორც გუგუტიშვილმა აღნიშნა, ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ბრალდებულ ნიკა ჟვანიას ხელში ეჭირა ხელკეტი, რომელიც კონკრეტულ პირს მოუქნია. “მოწმემ განმარტა ნიკა ჟვანიას მოქმედება, კერძოდ, რკინის ხელკეტთან დაკავშირებით – მისი მოქნევა კონკრეტული პირის მიმართულებით, რომელიც შემდეგ თბილისისკენ გაიქცა. მოწმემ მოახდინა აღნიშნულის იდენტიფიცირება. მოწმემ თქვა, რომ მისი ყველა მგზავრი, მის ავტომობილში მყოფი პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში და ჩხუბის შეწყვეტის მიზნით, მან დაიძახა, რომ პოლიცია მოდიოდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა შეწყვიტეს ჩხუბი და…

მეტი...

“სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო” – ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე

მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი ყოველგვარი ფანტაზიის მიღმაა გასული. “უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე – ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა იმ ფანტაზიის მიღმაა. შესაბამისად, მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან – ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ! რასაც კადრულობს და ცდილობს მოატყუოს, ამას არ მიიღებს ჩვენი ხალხი. ასე, რომ დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის”,- განაცხადა ოხანაშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი…

მეტი...

“ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშებს” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საარჩევნო გარემოზე დაკვირვება კვლავ გაგრძელდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულება. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ასევე, ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს, ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დებატები მნიშვნელოვანი წყაროა, რომ ამომრჩეველმა…

მეტი...

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 81-მა დეპუტატმა მისცა. ცვლილებებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება. კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში…

მეტი...

რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაწყო

რაგბის კავშირში მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. რაგბის კავშირში დღეს სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა განუცხადა, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ.

მეტი...

„სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“ – ლევან დავითაშვილი

„იცით, რომ რთველი  საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. დღეღამური გადამუშავება 10 000 ტონას აღემატება. ამ მომენტისთვის, კახეთის რეგიონში, 60 000 ტონა ყურძენია ინდუსტრიულად გადამუშავებული. ყურძნის სიმწიფე კარგია ყველა მუნიციპალიტეტში და  ახლა, ყურძნის კრეფა და ჩაბარება ადგილწარმოშობის ზონებში – გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაიწყება,” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ზოგი პოლიტიკოსის “ულასუხისმგებლო” და “პოპულისტური” განცხადებები აზიანებს ფერმერების ინტერესებს: “მინდა გამოვეხმაურო გარკვეული პოლიტიკური ძალების აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებებს. ეს არის პოლიტიკური პოპულიზმი, საკმაოდ მდარე, პოპულისტური ნაბიჯები,  რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, არანაირად არ პასუხობს და პირიქით,…

მეტი...

“თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა” – ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს: “თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა და წლის ბოლომდეც გამოთქვა მზაობა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი არ  ემუქრება,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. გაცვლითი კურსი, რომელიც დღის ბოლომდე მოქმედებს დოლართან მიმართებაში შეადგენს 3.15 ლარს, ევროსთან კი 3.75 ლარს. კურსი კიდევ უფრო მაღალია სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

მეტი...

“აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეში.  ტიკარაძის ინფორმაციით, აჭარაში მობილიზებულია 400-მდე საწოლი. “აჭარაში მობილიზებული არის, დღესდღეობით, 400-მდე საწოლი და 48 საათის განმავლობაში კიდევ დაემატება 170 საწოლი, იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტების ნაკადების უწყვეტი მართვა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გადავედით მკურნალობის ახალ პროტოკოლზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პაციენტების ნაწილი, რომელთაც არ გააჩნიათ სიმპტომები, ისინი მკურნალობას გაივლიან სასტუმროებში, რომელშიც ასევე არიან განთავსებული სამედიცინო პერსონალი და მათთან განოხრციელდება მუდმივი მონიტორინგი. იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებაზე და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში,” –…

მეტი...

“ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია” – ამირან გამყრელიძე

ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება, ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის ვირულენტობა, ანუ აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გლობალურად „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 7-დან 3,2 პროცენტამდე შემცირდა, შემთხვევების უმრავლესობა კი მსუბუქად მიმდინარეობს. „კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება. ჯერ-ჯერობით მსოფლიოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების კლება არ არის. ის ყოველდღიურად აჭარბებს 250-270 ათასს და სამი დღის წინ გახლდათ პიკური, როდესაც 300 ათასს გადააჭარბა. მთლიანად ინფიცირებულთა რაოდენობა 30 მილიონს მიუახლოვდა და სამწუხაროდ, კორონავირუსული ინფექცით და მისი გართულებებით…

მეტი...

“ბათუმში, კომერციულ დაწესებულებებში გაძლიერებული თერმოსკრინინგი ინტენსიურად განხორციელდება” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით,  გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით ბათუმში. დღეს უწყებათაშორის საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში.  მეზვრიშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას.  “ასევე თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, ასეთი ადამიანები ექვემდებარებიან ტესტირებას,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეტი...

“პრემიერის დავალებით ბათუმში ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და ამირან გამყრელიძე იმყოფებიან” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და ამირან გამყრელიძე. როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ისინი ადგილზე სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის  მიზნით იმყოფებიან. “იყო გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა ის პრობლემები, თუკი არსებობს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და აღმოფხვრილი,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეტი...

რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაუდასტურა. მისივე თქმით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. „დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. ის ფეხშია დაჭრილი. გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოხდა პოლიციის გამოძახება და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან“, – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა. კითხვაზე, რას მოჰყვა ინციდენტი, თორნიკე გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მისივე ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. „ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ ვიღაცასთან რაღაც პირადი…

მეტი...

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, მათ შორის, არც ბათუმში” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობა აგრძელებს თანმიმდევრულ მოქმედებებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბროლაში, –  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ძირითადად, კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს ბათუმში. „ზოგადად, აღსრულების კუთხით, ღონისძიებების და არსებული შეზღუდვების, რომელიც დღეს მოქმედებს, კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია. მათ შორის, ეს კონტროლი გამკაცრებულია ბათუმში, უფრო მეტად კონცენტრირებულად. გვსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება. მათ შორის, სრული კარანტინი არ იგეგმება, ამ ეტაპზე, არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა…

მეტი...

“მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების ასეთ წარმომადგენლობას ჩვენს ქვეყანაში” – არჩილ თალაკვაძე

„საქართველომ გლობალური პანდემიის პერიოდში დაამტკიცა, რომ შეუძლია საფრთხეების მართვა და არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ მომენტისთვის საქართველო რჩება მწვანე ზონაში, გლობალური პანდემიის პირობებში და ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას გამოეხმაურა, რომელსაც ისტორიაში პირველად, საქართველო მასპინძლობს. „გვეამაყება, რომ ჩვენი პარტნიორების,  საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი მაღალი ნდობა, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან საქმიანი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ასევე, იმითაც, რომ საქართველომ გლობალური პანდემიის…

მეტი...

“ქართული სასამართლო საერთაშორისო რეიტინგებით მოწინავე რიგებშია” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციამ „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტის კრიტიკასთან ერთად, ისიც უნდა დაასაბუთოს, ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაციები არ არის პროექტში ასახული და სად არის აცდენა. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიცია მხარს არაფერს უჭერს, მათ შორის არც საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და არც ისეთ საკითხებს, რაც ქვეყნის შემდგომ განვითარებას ეხება. „მით უმეტეს, მხარს არ უჭერენ იმას, თუ მოსაზრებები პოზიტიურია და ამას უმრავლესობის ინიციატივა ჰქვია. საკმაოდ საინტერესო და პროგრესული კანონპროექტია მომზადებული. ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს და დიდი ხანია, გამოსულია საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ფორმიდან. თქვან, რა რეკომენდაციებია, რომელსაც კანონპროექტი…

მეტი...

„თუ ვირუსი მომაკვდინებელია, სასტუმრო უშველის?!“ – დავით ჭიჭინაძე

„ავადმყოფი არის ავადმყოფი და მას მკურნალობა სჭირდება და არა, დალოდება, მაგრამ „ვიღაცეებს“ მოეწონათ, როგორც ჩანს, ფულის კეთება და  უსიმპტომოების თავისსავე სასტუმროებში გადაყვანა დაიწყეს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბნუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე საბანკო ვალდებულებებზე საუბრობს და თვლის, რომ ბანკები საზოგადოებას წნეხის ქვეშ აქცევენ, იმ დროს, როცა ვირუსის გამო ბევრი ადამიანი უმოქმედოდ დარჩა: აბა  როგორ შეიძლება ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავდეს და ბანკირები მილიარდს შოულობდნენ. ახლა კი, როდესაც პროცენტების სუბსიდირებაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ხომ საბანკო სფეროსთვისაა მოწყობილი და არა ის, რომ ვირუსი არსებობს, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ,…

მეტი...

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო არეალი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებმა მუნიციპალურ პავილიონებს უნდა მიმართონ, რომელიც პეკინის გამზირის მსგავსად, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც განთავსდება. „საბურთალოს რაიონში განვაგრძობთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას. შემდეგი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება. აქაც უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ სიახლესთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. ადგილობრივი მოსახლეობა  ჩვენს პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს, რაშიც მათ თბილისის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 10 სექტემრიდან…

მეტი...

კახა კალაძე თბილისში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა

გავრცელებული ინფორმაცია, რომ პანდემიის პერიოდში, თბილისის მერია თითქოს ორგანიზებას უწევს სხვადასხვა კონცერტებს და კულტურულ ღონისძიებებს, სიცრუეა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ამ ღონისძიებებს ჰყავს ორგანიზატორები, ხოლო მერია მხოლოდ დაფინანსებას უზრუნველყოფს. „თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და რა თქმა უნდა, ის არის ვალდებული, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რომლისკენაც ჯანდაცვის სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ეს გასათვალისწინებელია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. შესაბამისად, ინფორმაცია, რომ თითქოს მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეეფერება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.…

მეტი...

კომუნიკაციების კომისიამ EPRA-ს მედიაწიგნიერების პირველ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

როგორ ვითარდება მედიაწიგნიერება, რა გამოწვევები არსებობს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების მიმართულებით, რა მნიშვნელობა აქვს ერთიანი ქსელის შექმნას და როგორია მედიაწიგნიერების განვითარების გეგმები საქართველოში – ამ თემებზე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი ორგანიზაციების ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა. მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ყოველწლიური შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წელს პირველად დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით, ორგანიზაციებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საუკეთესო პრაქტიკები განიხილეს.  ნათია კუკულაძემ პარტნიორებს კომუნიკაციების კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ასევე, კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ერთიანი ქსელის განვითარებისთვის სხვადასხვა დაგეგმილი ღონისძიების,…

მეტი...

“კორონავირუსი” სამხედრო ნაწილშიც დადასტურდა

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი ბათუმში ყოფნის შემდეგ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე იფნორმაციით, სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა.

მეტი...

აფხაზები საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

„დეფაქტო პრეზიდენტი მოსკოვიდან ჩამოვიდა ცარიელი ხელებით, ისინი რუსეთისგან ითხოვენ ფულს და ელექტრო – ენერგიას, ამ წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები აფხაზეთისთვის მიწოდებული არაა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა. გამახარიას ინფორმაციით აფხაზებმა რუსეთისგან დაფინანსებაზე უარი მიიღეს, იგი იმ შეთავაზებაზე საუბრობს, რასაც ქართული ხელისუფლება აფხაზებს მოქალაქეობის მიღების წესთან დაკავშირებით სთავაზობს. ჯემალ გამახარიას ინფორმაციით ქართულმა მხარემ პროცედურები გაამარტივა. „მათ დაფინანსების გაზრდაზე მიიღეს უარი, ამ წლის დაფინანსების კი მიიღეს ძალიან მცირე ნაწილი და აფხაზეთი დარჩენილია ფაქტობრივად ბიუჯეტის გარეშე. როგორც აფხაზები ღებულობენ რუსეთის მოქალაქეობას, ისე რუსეთს უნდა მიიღოს გამარტივებული…

მეტი...

„აფხაზეთში, ტესტირებულთა 27-28% ინფიცირებული აღმოჩნდა“ –  ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გუშინდელი მონაცემებით ჰყავთ 726 დაინფიცირებული ჰყავთ, ჩატარდა ტესტირება, დიდია ინფიცირებულთა პროცენტი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა. გამახარიას ინფორმაციით აფხაზებს არ აქვთ რესურსი პანდემიას გაუმკლავდნენ, ის დეფაქტო რესპუბლიკაში პანდემიის გავრცელების მდგომარეობას სავალალოდ აფასებს: „172 დან 53 -ს ვირუსი დაუდასტურდა ტესტირებულთა, თითქმის 27 – 28 პროცენტი ინფიცირებული აღმოჩნდა, რაც საკმაოდ დიდია. ძალიან მძიმე ვითარებაა აფხაზეთში ამ კუთხით, თითქოს ეხმარებიან რუსები, სამკურნალოდ კი გადაჰყავთ მხოლოდ რუსი ტურისტები, რაც უფრო მეტად ეხმარებიან ვითომ, მით უფრო იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა, ამიტომ დასაფიქრებელია რა დახმარება ასეთი, რომ დაავადებულთა რიცხვს ზრდის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2758 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და 1412 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...