ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვიდან სრულად მოხსნილია

ბერლინის საავადმყოფოში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმების თქმით, ალექსეი ნავალნის უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად წამოდგეს ლოგინიდან. როგორც „ბიბისი“ წერს, ბერლინის კლინიკაში ასევე აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი სრულად გათიშულია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოიწამლა. თავდაპირველად ის ომსკის საავადმყოფოში, შემდეგ კი, ახლობლების თხოვნით, ბერლინში გადაიყვანეს.

მეტი...

“ოჯახებში ვქმნით რისკებს, რომ ვირუსი გადავდოთ ხანდაზმულ ადამიანებს” – ნათია მეზვრიშვილი

“წლის დასაწყისში შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორი სათანადოდ მოგვემზადებინა და დღეს ჩვენ უკეთ მომზადებულები ვართ ყველა თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესების კიდევ ერთ მიზანი იყო ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შეკავება, დღეს კი შეზღუდვები აბსოლუტურად სხვა ლოგიკით წესდება. „მკაცრი შეზღუდვებით, რომლებიც პრაქტიკულად სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო, გარკვეული რისკები შეექმნა ეკონომიკას. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ წერტილოვნად, ლოკალურად ვაწესებთ შეზღუდვებს იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება. სტრატეგია განსხვავებულია. რატომ დავაწესეთ შეზღუდვები სხვადასხვა რიტუალურ ღონისძიებაზე – ქელეხებზე, ქორწილებზე და ა.შ?! ჩვენ შეზღუდვებს ვაწესებთ…

მეტი...

საქართველო მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა

მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივნის მიწვევითა და კოალიციის მმართველი საბჭოს 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, საქართველო გახდა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამუშაო ჯგუფის – „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყანა. ​უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ წარმოადგენს თანამშრომლობის განვითარების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად. „სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია ტექნოლოგიების განვითარების გზით დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომელთა შესრულების პოპულარიაზიასაც საერთაშორისო არენაზე საქართველო აქტიურად ახდენს, პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ ღირებულებებს და მთავარ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში. სამუშაო…

მეტი...

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს. მათ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.  სამშობიარო სახლის დირექტორის ინფორმაციით, მათ საერთო პროტოკოლის გათვალისწინებით უტარდებათ ყველა სამედიცინო პროცედურა საჭიროებიდან გამომდინარე. მალევე მოხდა სამშობიარო სახლის მედპერსონალთა გადამზადება და დაწესებულება უკვე მზად არის COVID-19-ით ინფიცირებული მხოლოდ ორსული პაციენტები მიიღოს. “7 ორსული გვიწევს ამჟამად. გუშინ შემოვიდა 5, ერთი ღამით შემოვიდა, ერთი დღეს. მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და კარგი, შეიძლება ითქვას. სიმპტომი არ აქვს არც ერთს – მხოლოდ მსუბუქი ხველა აქვს ერთს,”  – აცხადებს ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა.

მეტი...

“ახლა ინფექციის კონტროლის ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, ცოტა ხანი დავიცადოთ და ერთი კვირის თავზე შეიძლება უკეთესი პასუხი გვქონდეს” – თამარ გაბუნია

“ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ და ცოტა ხანი დავიცადოთ და ერთი კვირის თავზე შეიძლება უკეთესი პასუხი გვქონდეს იმაზე, თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ეპიდემია დინამიური პროცესია, ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს სწავლას საკლასო ოთახებში დავიწყებდით, ამიტომ ახლა ვერაფერს ვიტყვი. ახლა ინფექციის კონტროლის ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, ცოტა ხანი დავიცადოთ და ერთი კვირის თავზე შეიძლება უკეთესი პასუხი გვქონდეს იმაზე, თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება  90 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 18 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 674 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი გარდაიცვალა.

მეტი...

ატოცის და ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო „ბორდერიზაციის“ ფაქტი კვლავ დაფიქსირდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების, ატოცის და ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც სუს-ში აცხადებენ, საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა. „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან კვლავ დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი. აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის…

მეტი...

მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა ოქრიაშვილის ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონებისთვის“ გაუქმდა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა ოქრიაშვილის ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონებისთვის“ გაუქმდა. შესაბამისი ინფორმაცია ბიუროს სხდომას წარედგინა. როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ფრაქციის შემადგენლობა ოთხმა წევრმა დატოვა, რომელთა შორის არიან თავად, გოგი მეშველიანი, კობა ლურსმანაშვილი და ანზორ ბოლვაძე. აღნიშნული დეპუტატების გადაწყვეტილება კახა ოქრიაშვილის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება, რომელმაც პარტია შექმნა.

მეტი...

ვირუსი მატანში 10 წლის გოგონას დაუდგინდა

სოფელ მატანში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა – ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ covid 19 მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგის კონტაქტს დაუდასტურდა. ინფიცირებული 10 წლის გოგონაა. როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ამ ბოლო მეთორმეტე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მატანის ორ საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დისტანციური რეჟიმით დაიწყოს. ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ჯერჯერობით, საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია. ბოლო ინფორმაციით, აღებულია 460 მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში. ამის პარალელურად, სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში ორი სამედიცინო კარავია მოწყობილი და სამართალდამცველები მგზავრებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

მეტი...

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს“ – ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხომაზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ წარმოებულ დეფინფორმაციულ კამპანიაზე განმარტებები გააკეთა. პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთ დეზინფორმაციულ კამპანიას. ერთ-ერთ ტელეკომპანიაზე ინფორმაცია გავიდა, რომ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა თითქოს დაჩქარებული წესით განიხილა, მაშინ როდესაც 2019 წლის ოქტომბერში დავარეგისტრირე ეს კანონპროექტი. 11 თვის განმავლობაში როდესაც პარლამენტი მუშაობს ერთ კანონპროექტზე არამგონია ვინმემ თქვას, რომ ნაჩქარევად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მეორე, გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაახლოებით 100-მდე შენიშვნა იქნა გაზიარებული. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ კრიტიკა იყო და ამ კრიტიკის გვერდის…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, ვინაიდან, სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ, ნაწილი კი მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაკავებული 11 პირი – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ირაკლი წაქაძე, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ…

მეტი...

„დეზინფორმაციიხ გამო, დღეს პენსიონერების რიგები არ წყდება“ – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც დეზინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება: „გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის  მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს. აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, აღნიშნული დახმარების შესახებ შეიტყვეს. გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოქმედებს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს…

მეტი...

“ქორწილი უნდა იყოს წყვილის საბედნიერო დღე და არა კლასტერის წარმოქმნის ღონისძიება” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებული შეზღუდვებზე განცხადება გააკეთა. თურნავამ აღნიშნა, რომ ქორწილი არ უნდა იქცეს „კლასტერის შექმნის დღედ“ „ახლა მოვითხოვთ, რომ პროტოკოლები იყოს მკაცრად შესრულებული, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის დაცვის ღონისძეიბაა, ქორწილი წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე უნდა იყოს და არა – რომელიმე კლასტერის შექმნის ღონისძიება,“ – განაცხადა თურნავამ.

მეტი...

ნარკოლოგიური ცნობის ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ პარლამენტის არჩეულ წევრებზე გავრცელდება

„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების თანახმად, ნარკოლოგიური ცნობის ჩაბარების ვალდებულება რჩება მხოლოდ იმ პირებზე, ვინც უკვე არჩეული იქნება პარლამენტში, ნაცვლად ყველა კანდიდატისა და პრეტედენტისა“,- ამის შესახებ განმარტება ბიუროს სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გააკეთა. რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტის თანახმად, შექმნილი ეპიდვითარების გამო, ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ პარლამენტის უკვე არჩეული წევრები გაივლიან. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე იმოქმედებს და იგი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებზე გავრცელდება. „კოვიდ-19-დან გამომდინარე არის მომატებული რისკები და საფრთხეები და ამ პირობებში თეორიულად, როგორც ვიცით 66-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა უკვე გაირა რეგისტრაცია, რაც…

მეტი...

“ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი გვექნება, ვინაიდან, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი დაიღუპება” – ჯანმო

ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი გვექნება, ვინაიდან, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი დაიღუპება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გასაგებია, რომ ქვეყნებს ამ ინფორმაციის მოსმენა არ სურთ. „ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყნებს ამ ცუდი ინფორმაციის მოსმენა არ სურთ. მეც მინდა, პოზიტიური ინფორმაცია გავავრცელო იმის შესახებ, რომ პანდემია ამა თუ იმ დროს დასრულდება“, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ვაქცინის შექმნა პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს. „გამუდმებით მესმის, ვაქცინა პანდემიას დაასრულებს, რასაკვირველია, ეს ასე არაა. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფზე იმოქმედებს…

მეტი...

ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა ხვალიდან დისტანციურად დაიწყება

აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიუხედავად მაღალი ინფიცირების მაჩვენებლისა, რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რიჟვაძის თქმით, ინფიცირებულებისთვის მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლფონდი.  “დღეს აჭარაში დაგვიფიქსირდა კოვიდინფიცირების 109 შემთხვევა. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, კონტროლზეა, შესაბამისად, როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის ამ მზარდი რისკების ფონზე სრულად და ეფექტურად მართოს ეს პროცესი. ასევე აღსანიშნავია, რომ ბათუმი არის ყველაზე საყურადღებო. თუმცა ძალიან სწრაფად ხდება გამოვლენა. ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, კოვიდინფიცირების გამოვლენა ხდება უსწრაფესად. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ქვემო ქართლში გამოვლინდა

ბოლო 24 საათში,  ქვემო ქართლში „კოვიდ-19“-ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ექვსი გარდაბანში, ხუთი კი, რუსთავში. ინფორმაციას ქვემო ქართლის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით ბეგაშვილი ავრცელებს. რუსთავში დაფიქსირებული შემთხვევები აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. გარდაბანში ინფიცირების შემთხვევა კი, ოჯახის წევრებს უკავშირდებათ. მათი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამასთან, რუსთავში 115, გარდაბანში კი, 20-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში.

მეტი...

სამ სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მატანში, ზოდში, ჩხაკაურასა და ქიწნისში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სოფლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმო სკრინინგს. ასევე ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

მეტი...

“მთავრობა შეზღუდვებს აწესებს იქ, სადაც ვირუსი უფრო მეტადაა გავრცელებული” – ნათია მეზვრიშვილი

“15 სექტემბრიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში” – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განცხადა. როგორც მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობა შეზღუდვებს აწესებს იქ, სადაც ვირუსი უფრო მეტად არის გავრცელებული. „15 სექტემბრიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ მთავრობის დამოკიდებულება შეზღუვებთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს როდესაც შემოგვაქვს ესა თუ ის შეზღუდვა, ამას ვახორციელებთ წერტილოვნად და ლოკალურად. ჩვენ ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება უფრო მეტად ხდება”, – განაცხადა…

მეტი...

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალურად, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია  

„გლობალურად, ეპიდსიტუაცია რთულია“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ცხელი წერტილი ისევ აჭარაა.   „ეპიდსიტუაციამ  მსიფლიოში 29 მილიონს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია. 928 000 შემთხვევა, თუმცა ზოგადად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩამოსულია 3,2%-ზე. ჩვენს რეგიონში მდგომარეობა კვლავ რთულია. ყველგან ინფიცირებულთა ზრდა არის. სერიოზული ზრდა გვაქვს ასევე ისრაელში, სადაც აქტიური თანამშრომლობა და მიმოსვლა გვქონდა. ჩვენთან, დილის მონაცემებით გვაქვს 2392 დადასტურებული შემთხვევა, ახალი დღეს 165 შემთხვევა. რეგიონების მიხედვით, ცხელი წერტილია აჭარა – 109 შემთხვევით” – განაცხადა გამყრელიძემ.     

მეტი...

“საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსთან მიმართებაში მწვანე ზონაში რჩება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ ზრდის მაჩვენებლი, ამისათვის კი მნიშვნელოვანია თანამშრომლობა,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და სრულ კარანტინს არ ვაპირებთ“ – ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს მთავრობა, ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი პანდემიისთვის გაცილებით მომზადებულია, ვიდრე ადრე. „ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა და შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. ფაქტიურად, ჩვენ ეს შევძელით.  სისტემა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მომზადებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს როგორიც ჩვენ მივიღეთ და ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ჰუმანიტარული დანაკარგების წინაშე დადგნენ, ასევე,   ეკონომიკური და სოციალური დანაკარგების წინაშე. ამით აიხსენება ის გადაწყვეტილებები და მთავრობის პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები…

მეტი...

საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება

“უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია” – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინავიო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „კიდევ ერთხელ საზოგადოებას გვინდა მოვუწოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი შევიკავოთ მაქსიმალურად არასაჭირო თავშეყრებში მონაწილეობისგან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება “დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორები არის უფრო მეტად მომზადებული, რის გამოც თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირე” – განაცხადა მეზვრიშვილი

მეტი...

კორონავირუსზე საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლთა ტესტირება განხორციელდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში, კორონავირუსზე საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლთა ტესტირება განხორციელდება. მხეიძის თქმით, მძღოლთა ბიოლოგიური ნიმუშები დღეს ლაბორატორიაში კვლევისთვის გაიგზავნება. „ჩვენ გამოვიკვლევთ მძღოლებს. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იმედი გვაქვს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

მეტი...

” ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამლვას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებიც ადასტურებენ” – „დოიჩე ველე“

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლვას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებიც ადასტურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით ავრცელებს. მას შემდეგ, რაც ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს, გერმანიის მთავრობამ მიმართა საფრანგეთს, შვედეთსა და სხვა ევროპელ პარტნიორებს ბუნდესვერის შედეგების დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარების თხოვნით. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, საფრანგეთისა და შვედეთის სპეციალურ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს გერმანიაში მიღებულ შედეგებს. შეგახსენებთ, 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.

მეტი...

სოფელ მატანში სასწავლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანაში შექმნილი ეპივითარების გამო სასწავლო პროცესი ხვალიდან აღარ განახლდება და ის გაურკვეველო ვადით გადაიდო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვირუსი სოფელ მატნის საჯარო სკოლის პედაგოგს აღმოჩნდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება დროულად მიიღო. „დაინფიცირებულის პედაგოგის ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ე.წ ქორწილის კლასტერს ეკუთვნის” – ამბობს ხიზანიშვილი. მისივე თქმით, კახეთის რეგიონში სამი კლასტერი გამოიკვეთა და ყველა ლოკაციაზე ეპიდემიოლოგთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს.…

მეტი...

ისრაელში საქართველოს საელჩო საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები სამ კვირას გასტანს. „სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას 18 სექტემბერს შეწყვეტენ; დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები; ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება; გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს; შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა. საჯარო დაწესებულებები შეწყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ; შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია…

მეტი...

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობას 63 პაციენტი იტარებს. მათ შორის, 60 არის დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა” – ამის შესახებ რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მაიკო ჯანაშიამ განაცხადა. „დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობას 63 პაციენტი იტარებს. მათ შორის, 60 არის დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და დღის განმავლობაში დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, ისინი არიან ცხელებით შემოსულები, რომლებიც იმყოფებიან კვლევის პროცესში. ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ამ ეტაპისთვის, კლინიკაში ორი ადგილი გვაქვს თავისუფალი“,- განაცხადა ჯანაშიამ.

მეტი...

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. პარტიებმა პროცედურა სახელისუფლებო გუნდთან ერთად არ ჩაატარეს. როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას რადგან, მმართველ გუნდს ქვეყნის განადგურება სურს. აღნიშნული დოკუმენტი ცესკოს მიერ მომზადდა, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციები, USAID და IRI იყვნენ ჩართული. კოდექსში გაწერილია საარჩევნო კამპანიის წარმართვისას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დადგენილ მიუღებელი ქცევები. კერძოდ საუბარია, სიძულვილის ენაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და შეურაცხმყოფელ​ განცხადებებზე.

მეტი...

“ოპოზიციას მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ საარჩევნო ქცევის კოდექსს” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივას საარჩევნო ეთიკის კოდექსის გაფორმების თაობაზე. უფრო მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის პერიმეტრის საკითხთან და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ხელი მოაწერონ შემუშავებულ დოკუმენტს. „აქტიურად ვიყავით ჩართული ქცევის კოდექსის შემუშავებაში. დღეს ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი ქცევის კოდექსს, რომელიც შემუშავებულ იქნა სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ არის ის, რომ მათაც მოაწერონ ხელი. ჩვენ ვართ მთლიანად პასუხისმგებელი, რომ…

მეტი...

გალში კორონავირუსი კიდევ ხუთს დაუდასტურდა

საბერიოს ე.წ კლასტერი 5 კოვიდინფიცირებულით გაიზარდა. გასული დღეღამის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსზე ტესტირება 165 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან 25 ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან იყო. 5 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ფოთის მკვიდრს, რომელსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. უკვე მოძიებულია მისი 32 კონტაქტი, ყველა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

მეტი...

ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და გადაწყვეტილი აქვთ უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ ასახელებს

„ენდიაის“ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მოსახლეობის მხოლოდ 27 პროცენტმა დაასახელა კონკრეტული პარტია. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ამ 27 პროცენტიდან გამოკითხულთა 17 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხუთი პროცენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ისინი, ვინც აუცილებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას (73 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს 21 პროცენტი, „ენმ“-ს ოთხი პროცენტი. კვლევის თანახმად, ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და გადაწყვეტილი აქვთ, თუ ვის მისცემენ ხმას (32 პროცენტი) უმეტესობა „ქართულ ოცნებას“ ასახელებს (41 პროცენტი), „ერთიან ნაციონალურ…

მეტი...

” ცვლილებები მიმართულია სასამართლო პროცესის, მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას სასარგებლოს და მნიშვნელოვანს უწოდებს. დეგნანის თქმით, ცვლილებები მიმართულია სასამართლო პროცესის, მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ. „ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, კარგი შესაძლებლობა, რათა სხვადასხვა საკითხი გაგვევლო, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მომზადებულია ცვლილებები, რაც არის სასამართლოსთან დაკავშირებული. ეს ცვლილებები მიმართულია სასამართლო პროცესის გაძლიერებისკენ, მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ. მნიშვნელოვანი რეკომენდაციები იყო ვენეციის კომისიისგან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისა და საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა. საქართველოს…

მეტი...

აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2 და საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური და დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ნეიტრალური წევრების არჩევა მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირება იყო. სხდომა დაატოვებინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ წევრ დავით მჟავანაძეს, თუმცა მანამდე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც ასევე ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის განცხადებით, კომისიის წევრები საოლქო კომისიას წინასწარ ჰყავს შერჩეული. აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მეტი...

„კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი გახლავთ, მძიმე პაციენტების სია 30-მდე არის გაზრდილ” – მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პაციენტების ძირითადი ნაწილის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. „კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი გახლავთ, მძიმე პაციენტების სია 30-მდე არის გაზრდილი. მაგრამ ყველ მათგანის კონტროლირება მაქსიმალურად ხდება. 24 საათის განმავლობაში პროგრესირება არ შეინიშნება მათთან და იმედია, რომ სიტუაცია სტაბილური იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ. მან ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია ყველა რეგიონში კონტროლირებადია და სპეციალისტები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდ სამუშაოს ატარებენ და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კვლავ მოუწოდა. „კვლავ ჩატარდა გორში 5 სექტემბერს 100-კაციანი ქორწილი, რაც…

მეტი...