თამარ გაბუნიამ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა

“შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში ვიცით რომ იზრდება, რაც უკავშირდება მნიშვნელოვან მობილობას კურორტულ ზონაში, ძირითადად შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე სისტემა სიტუაციას აკონტროლებს, აქტიური ტესტირება კი სპეციალისტებს ნებისმიერი ინფიცირებულის დროულ გამოვლენაში ეხმარება. „დღეს ჩვენთვის მთავარია აქტიური ტესტირება და ასევე, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება: პირბადე, დისტანცირება და ხელის ჰიგიენა. ეს არის ის, რაც ზუსტად ვიცით რომ მუშაობს. ამაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად აქტიურად მოხდება ინფექციის გავრცელების შეჩერება. ამდენად, მთავარი აქცენტი ისევ და ისევ არის მოქალაქეების მონაწილეობა აქტიურ მართვაში იმ კუთხით, რომ მათ…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 150 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 16 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 656 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 186 პაციენტი, გარდაიცვალა ექვსი.

მეტი...

“ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს” – ირაკლი ჩიქოვანი

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ზედაეწერსა და ჩხორიაში იმყოფებოდა. მისი თქმით ზედაეწერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. „სოფელი გაზიფიცირებულია, სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ, არის შიდა გზების მოწესრიგების საჭიროება, რომლის მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. როგორც მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, სოფელში დიდია ადგილობრივების ინტერესი კენკროვანი კულტურების მიმართ. „ზედაეწერში მოცვის პლანტაცია 12 ჰექტარამდეა გაშენებული. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მსხვილი ფართობების გაშენების შემთხვევაში კი სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტი გვაქვს. ამ სოფელში „აწარმოე საქართველოს“…

მეტი...

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ლ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის აგვისტოს დასაწყისში ლ.ჯ.-მ უკანონოდ მოიპოვა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა და მათი საჯაროდ გავრცელების მუქარით დაზარალებულს ახალი ფოტოსურათების მისთვის გადაგზავნას და შეხვედრას აიძულებდა. სამართალდამცველებმა ლ.ჯ. 2020 წლის 12 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით ( წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ…

მეტი...

ფოთში კორონავირუსი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში კორონავირუსი 24 წლის ბიჭს დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას თბილისში ვირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა. „კორონავირუსი დაუდასტურდა 24 წლის ბიჭს, რომელიც იყო თბილისში და კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. კლინიკური გამოვლინება ძალიან სუსტი სიმპტომატიკით აქვს, მშრალი ხველა და ყელის ტკივილი. თავად მიმართა გამოსაკვლევად ლაბორატორიას. კონტაქტების გამოკვლევა დავიწყეთ. ჯერ სრულად არ არის მოკვლეული, მაგრამ თითქმის 80% , ანუ დაახლოებით 25 ადამიანი გამოვიკვლიეთ. მათი პასუხები ხვალ დილით გვეცოდინება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

მეტი...

“კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, საარჩევნო უბნების გახსნა 40 ქვეყანაში იგეგმება” – ცესკო

“ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყანაში იგეგმება. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე. შეგახსენებთ, რომ ბოლო საერთო საპრეზიდენტო არჩევნებზე 2018 წელს საზღვარგარეთ 55 საარჩევნო უბანი გაიხსნა 39 ქვეყანაში.…

მეტი...

თემქაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა

თბილისში, თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის დროს ლიფტში 6 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. „მსუბუქი დაზიანება მიიღო მხოლოდ ერთმა ქალმა“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ამ დროისთვის ლიფტიდან ყველა ადამიანი ამოყვანილია.

მეტი...

ოზურგეთში დასაქმებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდგინდა

ოზურგეთში დასაქმებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ბათუმში ცხოვრობს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილება. „შუა ხნის მამაკაცი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელექტრიკოსად მუშაობს. მას ვირუსი დღეს დაუდგინდა. ამ ეტაპისთვის ლაითურში ღრმა კვლევები მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები აღნიშნულ პირის კონტაქტებს იკვლევენ“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

მეტი...

გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა, მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განaცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

“ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი იბნევა, ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, გვახსოვდეს, ღმერთი გვიგზავნის და ღმერთი მოგვმადლებს სიხარულს” – ილია მეორე

“ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფნის, წამალი არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვა არის, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღვთისგანაა”,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.​ „ჩვენ გვინდა, ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი მოვლენა დედამიწაზე ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ეს ბუნებრივად. ადამიანმა უნდა იფიქროს რასთან დაკავშირებით არის ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა აკეთოს სიკეთე, ამიტომ ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა…

მეტი...

ზუგდიდში გამოკვლეული 357 ნიმუშიდან, 8 დადებითია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეული 357 ნიმუშიდან, 8 დადებითია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, 8 კოვიდინფიცირებულიდან ერთი არასრულწლივანია. მისივე თქმით, ოკუპირებული აფხაზეთიდან, მშობლები 9 თვის ბავშვთან ერთად, 7 სექტემბერს, ენგურის გავლით გადმოვიდნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი იმყოფებოდნენ ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში. ბავშვის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება დანარჩენ 7 შემთხვევას, ისინი ე.წ საბერიოს კლასტერს ეკუთვნიან. მათგან ნაწილი ენგურჰესის თანამშრომელია, ხოლო ნაწილი კი მათი კონტაქტებია. ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში ამჟამად, 110 ადმიანი იმყოფება, ხოლო 280 თვითიზოლაციაშია.

მეტი...

მკაცრი საკარანტინო წესები „რუსთავი 2-ში“

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირქტორის განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ტელევიზიაში მკაცრი საკარანტინო წესები იმოქმედებს. პაატა სალიას ინფორმაციით, გადაცემებში სტუმრების მისვლა, არსებული ეპიდვითარების გათვალისიწინებით, შეზღუდულია. „დღეს მიმდინარეობს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება იმ ადამიანების, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ თეონა ცხომელიძესთან ბოლო დღეებში, ასეთი დაახლოებით, სულ 60 ადამიანია. ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული პროტოკოლი, ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ე.წ საინკუბაციო პერიოდია, მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს წესები და ფაქტობრივად აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა, თუნდაც ეზოში. ასევე აკრძალული გვაქვს გადაცემებში სტუმრების მოსვლა”, – აცხადებს პაატა სალია. ტელეკომპანიაში გუშინ ჩატარებულმა კვლევამ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხები აჩვენა. მანამდე, 11 სექტემბერს, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტსა…

მეტი...

სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა იწყება

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსება სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სოციალური ქულა 150 000 და ნაკლებია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება N536-ის შესაბამისად განხორციელდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დადგენილების მოქმედება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბენეფიციარებზეც, გარდა დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა. დედაქალაქში რეგისტრირებული დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტი, რომლის სოციალური ქულა 70 000 და ნაკლებია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტმა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას…

მეტი...

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს. როგორც პარტიაში ამბობენ, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა. „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გედევან ფოფხაძეს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, -აცხადებენ პარტიაში.

მეტი...

პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და ქურდობა ედება. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ვ.შ.-მ უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი. ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც…

მეტი...

კახეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. „თანამშრომლის ტესტის პასუხები 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მესაზღვრე ბათუმიდან 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა, კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გამო, არ გამოცხადებულა სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 იმერეთში გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ლაბორატორიაში, 1100-მდე ტესტის ნიმუში აიღეს, საიდანაც 16 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების კლასტერია, ერთის ინფიცირების წყარო კი, ჯერ გაურკვეველია. იმერეთის რეგიონში გასული 72 საათის განმავლობაში კორონავირუსი 65 პირს გამოუვლინდა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. დღევანდელი მონაცემებით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 369-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 2227 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

„როტორის“ ორ ქართველ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრა ვოლგოგრადის „როტორსა“ და „კრასნოდარს” შორის, შესაძლოა, არ გაიმართოს – ვოლგოგრადელთა 7 მოთამაშეს, მათ შორის ორ ქართველს, კორონავირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას გამოცემა „ჩემპიონი“ ავრცელებს. ცნობილი გახდა, რომ ბოლო ტესტირების შემდეგ დადებითი პასუხი „როტორის“ ძირითადი შემადგენლობის შვიდ მოთამაშესა და ადმინისტრაციული შტაბის ორ წევრს აღმოაჩნდა – მათ შორის არიან ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. „როტორში“ კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის პრემიერლიგის პრესსამსახურმა გააკეთა. „ის მოთამაშეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუფიქსირდათ, იზოლირებულნი არიან გუნდისგან და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. კლუბმა ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის სამსახურებსა და პრემიერლიგის ხელმძღვანელობას, ასევე გაატარა აუცილებელი პრევენციული ზომები. ამჟამად, როსპოტრებნადზორის ადგილობრივი ფილიალი აწარმოებს გამოძიებას, რის შემდეგაც…

მეტი...