გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. ლ.შ-ს ადვოკატ როსტომ კერესელიძის თქმით, პროცესზე შესაძლოა, ის მოწმეები დაკითხონ, რომლებიც საქმეში დაზარალებულებად არიან ცნობილები. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ საქმის ექსპერტები და პოლიციელებიც დაკითხოს. „მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დასაკითხები არიან პოლიციელები და ექსპერტები, რომლებმაც გარკვეული საპროცესო მოქმედებები განახორციელეს, ასევე ის მთავარი მოწმეები, რომლებიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით არიან წარმოდგენილები“,- განაცხადა როსტომ კერესელიძემ. არასრულწლოვან ნ.ქ.-ს ადვოკატის, დალი იმერლიშვილის განცხადებით, დღემდე დაკითხული მოწმეებიდან, არც ერთს არ მიუცია ისეთი ჩვენება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებდა. „მიმდინარეობდა რა პროცესები, 60 მოწმიდან დაიკითხა 24 მოწმე. ამ მოწმეებიდან არც…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 15-ით გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 15-ით გაიზარდა​. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტესტირება 85 ადამიანს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე გუდაუთის ჰოსპიტალში 53 COVID ინფიცირებულს მკურნალობენ, 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 572 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 164 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

მეტი...