ლაგოდეხის ნაკრძალში გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში ​უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. „ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

მეტი...

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა დროებითი წევრების არჩევის პროცესი, რომელსაც აკვირდებოდა რვა სამოქალაქო ორგანიზაცია და ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დამკვირვებლები, ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცესკო-მ პირველ სექტემბერს, არჩევნების დანიშვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით გამოაცხადა ორდღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა ცესკო-ს ვებგვერდზე. 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 172 განაცხადი შემოვიდა. 17 საოლქო საარჩევნო…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 189 ადამიანს  ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 36 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათგან რვა ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართა

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილე კომპანიებისგან სხვადასხვა მომსახურება განსაკუთრებულ ფასად მიეღოთ. ისინი სხვადასხვა სიახლეს გაეცნენ, ბავშვებმა კი სახალისო და შემოქმედებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. საფესტივალო აქტივობები ექვს ზონაში გადანაწილდა: სპორტული ზონა მოიცავდა სპორტულ სკოლებს, წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილი იყო საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმო ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავდა გასართობ ცენტრებს, ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო „სტარტაპების“ ზონაში წარმოდგენილი იყო სათამაშოებისა…

მეტი...

“ამ მოცულობის მატება ჩაკეტვას არ მოითხოვს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც მიიჩნევს, რომ ზოგიერთ ლოკალიზაციაზე კორონავირუსის შემთხვევების ამ რაოდენობით მატება არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის და არ მოითხოვს საგანგებო ზომებს, როგორიცაა ჩაკეტვა. მისივე თქმით, ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა, მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია. „თავიდან, როცა პანდემია იწყებოდა, მეტი იყო რისკის მოლოდინი, არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებებით განვითარდებოდა პანდემია და იყო საფრთხე იმისა, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადებას მიეღო მასიური გავრცელების სახე საქართველოში. ახლა მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის ჩვენ, თუ რა შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა…

მეტი...

გლდანში გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან მეექვსე მიკრორაიონის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სრულდება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაახლეობით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 138 000 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

მეტი...

3 თვის კოვიდინფიცირებული ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებით კვლევები უტარდება. „ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას”,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ. კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის მშობლებს ვირუსი არ დაუდასტურდათ, ინფიცირების წყაროზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

მეტი...

ზღვაზე 6-7 სექტემბერს 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

6-7 სექტემბერს ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი, ძლიერმა ნალექმა კი შეიძლება წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „6-7 სექტემბერს საქართველოში (ძირითადად – ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

“სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება. მისივე თქმით, სკოლები სასწავლო პროცესის განახლებისათვის იმაზე ბევრად უკეთ არიან მომზადებული, ვიდრე ოდესმე. „ბევრად უკეთესად არიან მომზადებული სკოლები, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება და ყველამ შესაბამისი რეკომენდაციები უნდა დაიცვას. საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპზე რისკ ჯგუფების აცრას დავიწყებთ” – ამირან გამყრელიძე

„შემოდგომაზე იწყება ხოლმე გრიპის სეზონიც. გრიპისა და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია, ანუ კლინიკურად გარჩევა რთულია” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აუვილებელია, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში შემავალმა პირებმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარონ, რათა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვითარება არ გართულდეს. “შემოდგომაზე იწყება ხოლმე გრიპის სეზონიც. გრიპისა და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია, ანუ კლინიკურად გარჩევა რთულია, გარჩევა ხდება ძირითადად ლაბორატორიულად. მსოფლიო ძალიან ყირადღებით ეკიდება. პირველი სეზონი იქნება, როდესაც გრიპი და კორონავირუსული ინფექცია იქნებიან ერთად, ანუ თანაარსებობა იქნება. ეს ერთი მხრივ საფრთხილოა, რადგან მათ ურთიერთდამძიმების…

მეტი...

აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტი საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

ჩოხატაურში სამი თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩოხატაურში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდინფიცირებული სამი თვის ბავშვია. ის ჩოხატაურში იმ ქალის მეზობელია, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. „ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას რესპირატორული სიმპტომები არ აღენიშნება. მალე მოხდება მისი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა“, –  განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა. შეგახსენებთ, გუშინ ჩოხატაურში მცხოვრებ 21 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდა.

მეტი...

“ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბებით, და ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი” – ირაკლი ჩიქოვანი

“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცე გახსნა, სადაც კანდიდიატი ახალგაზრდებთან ერთად შეიკრიბებდა და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებს: ,,დღის ბოლოს, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდული სივრცე გავხსენით. შეხვედრების შემდეგ საღამოობით ახალგაზრდებთან ერთად  შევიკრიბებით და ერთად მოვახდენთ იდეების გენერირებას, ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი. ამ ქალაქს ძალიან ნიჭიერი, განათლებული, მონდომებული და ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდები ჰყავს. გელოდებით ყველას ჩვენს ახალგაზრდულ სივრცეში რუსთაველის, N61-ში“ – წერს ჩიქოვანი ფეისბუქისოფიციალურ გვერდზე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ  1 302 – ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 144 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292.

მეტი...

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი კასპში, „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარი მეწარმის, ირმა გოგიბერიძის ფერმაში იმყოფებოდა. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, სოფლის მეურნეობა რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად არის ჩართული, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელშეწყობის პროცესში, რათა განავითარონ და გააძლიერონ წარმოება. „მიხარია, რომ ჩვენს რეგიონში ქალბატონები აქტიურ სამეწარმეო საქამიანობას ეწევიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო ფერმერობით და სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს მაქსიმალურად უწყობს ხელს“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა. როგორც ფერმერმა, ირმა გოგიბერიძემ განაცხადა, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. „2014 წლიდან ვაწარმოებ როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ყველს. ამ ეტაპზე მხოლოდ…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი პარტიის წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით.

მეტი...