“საქართველო ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა” – საგარეო უწყება

საქართველო ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო მიუერთდა. ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მეტი...

საქართველოს გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ და ნინო ლომჯარიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ასევე საქმეში გამოვლენილ გარემოებებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე მიაწოდოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა,  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების  სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებას ახდენს და  მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოების ინფორმირებას სისხლის სამართლის…

მეტი...

“ადამიანი იყო და ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში” – გიორგი გახარია

ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ საქართველოში და განსაკუთრებით ქართლში, ყოველთვის გვახსოვს ჩვენი დევნილები და ყოველთვის გვახსოვს ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის მიღმა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას, რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, არა მხოლოდ დროში, ქვეყნის განვითარებას აფერხებს სხვადასხვა მიმართულებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს დავძლიოთ. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და, ასევე, უახლოეს მომავალში…

მეტი...

“54 ქვეყნის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი გაერო-ს რეზოლუცია უპრეცედენტო, 84 ხმით გავიდა, ეს არის ჩვენი დიპლომატიის გამარჯვება” – გიორგი გახარია

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, რომელიც ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, ფიზიკურად პირველად ჩატარდა, 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული, საქართველოში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების მხარდამჭერი რეზოლუცია, უპრეცედენტო 84 ხმით გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ფაქტი ქართული დიპლომატიის გამარჯვებად და იმის დასტურად შეაფასა, რომ საქართველოს აქვს გლობალურად, სამართლიანი საერთაშორისო მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს. „მოგესალმებით ხაშურელებო და არა მხოლოდ ხაშურელებო, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ, ჩვენი გუნდის და ჩვენი კანდიდატის გულშემატკივრებს.…

მეტი...

აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქების კერებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის ლოკალური ეპიდაფეთქების კერებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. NCDC -ს განმარტებით: მომართვის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (სიმპტომების მიუხედავად) უფასოდ ტესტირებას ექვემდებარება ყველა ის მოქალაქე, რომლიც ქალაქ ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია/კაფე დონაში იმყოფებოდა 20 აგვისტოდან მოყოლებული ბოლო ორი კვირის მანძილზე და ჩაქვში მდებარე სასტუმრო ოაზისში 30-31 აგვისტოს. აჭარის ტერიტორიაზე ბოლო ორი კვირის მანძილზე მოგზაურობის ისტორიის მქონე სხვა მოქალაქეებს ეძლევათ თვითმონიტორინგის რეკომენდაცია და ამ პერიოდში სიმპტომების  (მომატებული ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, ხველა, ქოშინი და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექვემდებარებიან  უფასო ტესტირებას, რისთვისაც უნდა მიმართოს 112-ს.…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერები ხაშურში, პროფესიული სასწავლებლისა და ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად ხაშურში მდებარე პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.  შენობა გათვლილი იქნება 150 სტუდენტზე და სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. პროფესიულ კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 9 835 935 ლარია. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებასა და მხარდაჭერას, რაც საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების დაუფლებას და სასწავლებლის კურსდამთავრებულთა გარანტირებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ასევე გაეცნენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპლექსი, ქვეყნის მასშტაბით, საეკლესიო-სასულიერო და ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იქნება. გარდა სამონასტრო კომპლექსისა, ტერიტორიაზე განთავსდება ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი,  მოეწყობა საგამოფენო სივრცე, ტრენინგცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.

მეტი...

“კიბერშეტევის შედეგად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზები არ დაზიანებულა” – ამირან გამყრელიძე

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არც ერთი ბაზა დაზიანებული არ არის, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელობისთვის უცნობია, რა სახის ინფორმაცია იქნა წაღებული კიბერშეტევის შედეგად. ამასთან, არ არის ცნობილი, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, რა სახის დოკუმენტაციაა ატვირთული ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე, რაზეც შსს საუბრობს”, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და მისთვის უცნობია, რა დონისა და მოცულობის ინფორმაცია იქნა წაღებული. „ვიცით მხოლოდ ის, რომ დააზიანეს ჯანდაცვის უწყების საერთო სერვერი. ჯერჯერობით, სანამ გამოძიება არ დაადგენს, რა მოცულობის ინფორმაციაა წაღებული, ვერაფერს გეტყვით. ჩვენ…

მეტი...

დავით საგანელიძე საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე საზოგადოებაში მის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით უარყოფით გამოხმაურებას განცხადებით  პასუხობს. საგანელიძე აღნიშნავს, რომ მისი ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით იქნა გავრცელებული: „ვეხმაურები დღეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ჩემი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა. ონის კულტურის სახლის ეზოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე მოსახლეობას სიტყვით მივმართე და მივულოცე ეს მნიშვნელოვანი დღე. ჩემი სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე მამისონის გზის მნიშვნელობასა და ონის ულამაზეს რაიონზე, რომელიც გარკვეულწილად ჩიხში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ცხინვალისა და მამისონის გზები ჩაიკეტა. დღეს ონის რაიონს ტურისტული განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამ მიმართულებით, პირველი…

მეტი...

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

2020 წლის 3 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და შეადგინა 84 სახელწმიფო. გასული წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 54 ქვეყანა შეუერთდა,…

მეტი...

საჯარო სკოლების პირბადეებით, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს

სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვას უზრუნველყოფს. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროცესი დაწყებულია და ახალი სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლა აღნიშნული სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილი იქნება. განათლების სამინისტრო 2020-2021 სასწავლო წლისთვის „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს. სახელმძღვანელოების მიწოდება საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, განათლების სამინისტრს მხარდაჭერით, 3 732 020 ერთეული სახელმძღვანელო (8 487 114 ლარი) შეისყიდა, რომელიც ქართული სექტორის პირველი, მეშვიდე, მეცხრე, მეთორმეტე და არაქართული…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 227 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათგან 42 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 36 პაციენტი იმყოფება.

მეტი...

“გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს” – მიხეილ რამიშვილი

„თუ „ეფბიაის“ მიაწოდეს გენერალური პროკურატურიდან ინფორმაცია, რომ ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამით დასრულდა დანაშაულის შემადგენლობა და არაფერი აღარ არის გამოსაძიებელი, მაშინ დაუსრულებია ბატონ გენერალურ პროკურორს დანაშაულის გამოძიება” – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. იგი ასევე მოითხოვს, გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა პროკურატურამ ფედერალურ ბიუროს „თუ „ეფბიაის“ მიაწოდეს გენერალური პროკურატურიდან ინფორმაცია, რომ ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, ამით დასრულდა დანაშაულის შემადგენლობა და არაფერი აღარ არის გამოსაძიებელი, არაფერი ეჭვი აღარ არსებობს, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს გარკვეული ჯგუფი, მაშინ დაუსრულებია ბატონ გენერალურ პროკურორს დანაშაულის გამოძიება. პირველ რიგში, ვითხოვთ, გასაჯაროვდეს, რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალურმა…

მეტი...

“ჯერჯერობით ისეთი არაფერი ხდება, რომ სწავლა გადაიდოს” – პაატა იმნაძე

„სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები არ არიან ისეთი მოწესრიგებულები, როგორიც მაგალითად, იაპონელი ბავშვები არიან, რომლებიც სკოლაში ნიღბით დადიან” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ისეთი არაფერი ხდება, რომ სწავლა გადაიდოს. „სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები არ არიან ისეთი მოწესრიგებულები, როგორიც მაგალითად, იაპონელი ბავშვები არიან, რომლებიც სკოლაში ნიღბით დადიან. შეიძლება ჩვენმა ბავშვებმა ის ნიღაბი ისე მოიხმარონ, რომ უარესი იყოს. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში დაბალ კლასელებსაც უკეთიათ ნიღაბი, მაგრამ ჩვენ ბავშვებზე რომ გავთვალეთ რისკები, ჯობია, უნიღბოდ იყვნენ. მითუმეტეს, ახლა არ არის ქვეყანაში ისეთი სიტუაცია და ამიტომ აჯობებს, რომ…

მეტი...

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. კანონპროექტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროული საქართველოს“ წარმომადგენლები. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის…

მეტი...

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. კანონპროექტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროული საქართველოს“ წარმომადგენლები. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის,…

მეტი...

დიდუბის რაიონში შვიდ მისამართზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ შვიდ მისამართზე ასფალტის მოწესრიგება დაასრულა. სამუშაოები განხორციელდა, როგორც შიდა კვარტალურ გზებზე ასევე, თბილისური ტიპის ეზოების მიმდებარედ. წერეთლის გამზირის N55-სა და N66-ში, აგლაძის ქუჩის N34-ში, ფოთის ქუჩის N6-ში, ასევე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-5, მე-9 და მე-15 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ, 8 553 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, მოწესრიგდა ტროტუარი და ბორდიური. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ განახორციელა, რისთვისაც დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 499 407 ლარი გამოიყო.

მეტი...

„მედია-კავშირი ობიექტივმა“ და „გირჩი ტვ“-მ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებით კანონი დაარღვიეს

კომუნიკაციების კომისიამ „მედია-კავშირი ობიექტივი“ და „გირჩი ტვ“, ეთერში პოლიტიკური რეკლამების არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს არაწინასაარჩევნო პერიოდში. ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულნი არიან კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყონ ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება. „საქმე ეხება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებს, რომლებიც ტელეკომპანიებმა ეთერში კანონდარღვევით, აგვისტოში განათავსეს. „ობიექტივზე“ გასულ ვიდეორგოლში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, პარტიული სიმბოლიკის ფონზე, საუბრობს სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე და აკეთებს დაპირებას, რომ გამარჯვების…

მეტი...

სასამართლოში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის გამოკითხვა მიმდინარეობს

თეონა თამაზაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მის მიერ 30 აგვისტოს გაკეთებული განცხადების თაობაზე იკითხება, რომლის მიხედვით, მისი შვილის გარდაცვალება მთიანი ყარაბაღის ომის იარაღით მომარაგების სქემის გაშიფვრას უკავშირდება. მისი მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა საქართველოში სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომატირებელ ფაილებში შეაღწია. ამ განცხადების შემდეგ, თეონა თამაზაშვილი პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა, რაზეც მან უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ითხოვა. საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, თეონა თამაზაშვილს მისი განცხადების და ინფორმაციის წყაროს თაობაზე დაუსვამენ შეკითხვებს. „ჩვენ თეონა თამაზაშვილს დავუსვამთ კონკრეტულ შეკითხვებს, ვინ არის აღნიშნული ინფორმაციის წყარო, რამდენად დამაზუსტებულ ინფორმაციას ფლობს, რათა გამოძიების ფარგლებში, გადამოწმდეს თითოეული ნიუანსი”,…

მეტი...

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.  შეზღუდვა 4 სექტემბერს, 09:00-დან 11:00 საათამდე იმოქმედებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

მეტი...

“ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო” – გიორგი გახარია

ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის  განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ქვეყანამ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით უნდა დაძლიოს. „აქ, საქართველოს ცენტრში, საქართველოს გულია. ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია, მებრძოლი ხალხი და ბრძოლა, ამ კუთხისთვის და ამ მიწისთვის უცხო არ არის. ბრძოლა იყო ჩვენი ყოველდღიურობა და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც მოგვიწია იარაღით ხელში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის…

მეტი...

“ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში დასრულდეს მშვიდობიანად” – გიორგი გახარია

“დიდი პატივია აქ, ჯამბაკურ-ორბელიანის სახლ-მუზეუმში ყოფნა. გარდა ამისა, ლამისყანაში საოკუპაციო ხაზიდან აქვე, ხელის გაწვდომამდე. დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, ივანე ჯავახიშვილის სამშობლოში ყოფნა და თქვენთან საუბარი და რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გიორგი მაზნიაშვილის სამშობლოში ყოფნა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა და მას ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა უწოდა. „შეუძლებელია, ამ გარემოში, ამ სახლ-მუზეუმში, არ გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტო და არ გავიხსენოთ ის გმირი ქართველები, რომლებმაც…

მეტი...

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომელმაც კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დამასახელა” – ვახტანგ მაისურაძე

კარგად ვიცი ჩვენი რაიონის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, მჯერა, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ კასპი ბევრად უფრო განვითარებულ, ეკოლოგიურად სუფთა, წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ, – ამის შესახებ კასპის მერობის კანდიდატმა, ვახტანგ მაისურაძემ კასპში განაცხადა. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, რომელმაც კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დამასახელა, ეს ჩემთვის დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, გჯერათ, რომ კასპში დაბადებული კაცისთვის თავისი თანაქალაქელის მსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. წლების განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის დროს, არასდროს გამიწყვეტია კავშირი ჩემს მშობლიოურ რაიონთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ვმუშაობდი, თუ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლობის დროს. შესაბამისად, კარგად…

მეტი...

“კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილია, ფაქტია, ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს” – გია ვოლსკი

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად არის ეს კიბერშეტევა გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. გია ვოლსკის განცხადებით, კიბერშეტევის საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, თუმცა, მისივე თქმით, რეალურად დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა. „რაც გამოქვეყნებულია რაღაც საიტზე, მონაცემები, მნიშვნელოვანწილად შეიძლება ასე ითქვას, ძირითადად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, პირადი მონაცემები, ადამიანების არის რასაკვირველია ხელშეუხებელი, მაგრამ…

მეტი...

“რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება დეზინფორმაციაა და ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმას ემსახურება” – ირაკლი სესიაშვილი

ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური ლაბორატორია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას. საუბარია განცხადებაზე, სადაც იური შვიტკინმა აღნიშნა, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს. ამასთან, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსეთის წარმომადგენლები პერიოდულად, ლუგარის ლაბორატორიას თავს ესხმიან, რაც, თავის მხრივ, ჰიბრიდული ომის ნაწილია. „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ლუგარის ლაბორატორია არის მართლაც უნიკალური ლაბორატორია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში და მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას…

მეტი...

“ნავნეს” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ფეისბუკ” გვერდზე ადასტურებს.  “ვადასრურებთ ინფორმაციას, რომ გუშინ ღამით ჩვენი თბილისის საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.იგი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში არ ქონია შეხება არც ერთ ჩვენს თანამშრომელთან. მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, “ნავნე” გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. “ნავნეს” არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს,”-…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება რომ: „2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის…

მეტი...

“დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული” – პროკურატურა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზე პროკურატურამ კომენტარი გააკეთა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. მათივე ცნობით, ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას. “ჩატარებული კვლევით…

მეტი...

„ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს” – რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იური შვიტკინი აცხადებს, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს. შვიტკინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ტიპის ქიმიურ ნივთიერებას არ აწარმოებს. „მოდით, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამ ტიპის ქიმიურ ნივთიერებებს არ ვაწარმოებთ. როგორც ვიცი, ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები მოიპოვება საქართველოს ტერიტორიაზე, აშშ-ის ლაბორატორიებსა და თავად აშშ-ში“, – განუცხადა შვიტკინმა „რია ნოვოსტის“. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მისივე თქმით, ქვეყნის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა.

მეტი...

„ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი „ – პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ:2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას  და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი – თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი  პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას…

მეტი...

“მიზანი არ არის ქვეყნის ჩაკეტვა, პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო, შესაბამისად მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა” – ეკატერინე ტიკარაძე

ამ ეტაპზე, კვლავ შევეცდებით, კომუნიკაციისა და მოწოდებების საშუალებით გავაუმჯობესოთ ხარისხი, რათა ინფექცია არ გავრცელდეს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, საკარანტინე პროგრამისთვის 30 მილიონის გამოყოფა ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყანა მეორე ტალღას ელოდება. ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, დღესდღეობით ჯანდაცვის სისტემის მზაობა უკეთესია. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკარანტინო სივრცეები იქნება გამოყენებული. „გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა განსაკუთრებით ფრთხილია და ჩვენ ეს ბათუმის მაგალითზე დავინახეთ. მათ ნახეს, როგორი არის რიცხოვნობის ზრდა. ჩვენ ამ ეტაპზე კვლავ შევეცდებით, კომუნიკაციისა და მოწოდებების საშუალებით გავაუმჯობესოთ ხარისხი, რომ ინფექცია…

მეტი...

“ჩვენ პარტიებზე მორგებული ნორმები არაფერში გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება სწორ ხედვებსა მორგებული საარჩევნო ნორმები” – რატი იონათამიშვილი

„ჩვენი ინიციატივა არის მორგებული სწორ პრინციპებზე, ხოლო რაც ბატონმა რომანმა წარმოადგინა, ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მორგებული ნორმა იყო და ცხადია, ჩვენ პარტიებზე მორგებული ნორმები არაფერში გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სწორ ხედვებსა და პრინციპებზე მორგებული ნორმები“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. რატი იონათამიშვილმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადებები შეაფასა. მისი თქმით, ალტერნატიული წინადადებები სიახლეს არ წარმოადგენდა და იმ შემოთავაზებებთან დაკავშირებით, რაც ინიციატივების ავტორებმა კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინეს, უკვე იყო მსჯელობები, კონკრეტული პოზიციები  და პოზიციებთან ერთად, გადაწყვეტილებები. რატი იონათამიშვილის განცხადებით,  შესაბამისად, ინიციატივების გაზიარება ვერ მოხერხდება.  „ვფიქრობ ძალიან…

მეტი...

“სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნების“ წყალობით პოლიტიკაში მოსული ადამიანები დღეს ტალახს ესვრიან პარტიას და მის ლიდერს” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სამარცხვინოა, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ რეიტინგის წყალობით მოვიდნენ, ტალახს ესვრიან აღნიშნულ პარტიას და მის ლიდერს. „ძალიან სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, სამარცხვინოც, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში, ამ პარლამენტში მოსულები არიან „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის წყალობითა და დამსახურებით, დღეს პოლიტიკაში პირველ, დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ იმით, რომ ტალახს ესვრიან „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერს, რადგან ეს ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული და კადრულობენ ტყუილს. ჟღერადი სახელებისა და გვარების, მათ შორის უჩა მამაცაშვილის დასახელება, ემსახურება ალბათ, მხოლოდ იმას, რომ საკუთარი სახელი და გვარი გააცნონ საზოგადოებას, რომელიც ბევრ მათგანს ალბათ არც…

მეტი...

“დონას” ინფიცირებული თანამშრომლების 600 კონტაქტიდან COVID-19 მხოლოდ 1-ს დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან ქ. ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერს მხოლოდ 1 ინფიცირებული პაციენტი მიეკუთვნება. მისივე განცხადებით, ტესტირება საკონდიტროს ინფიცირებული თანამშრომლების 600 კონტაქტს ჩაუტარდა. მანვე აღნიშნა, რომ გუშინ სასტუმრო ჩაქვის ოაზისში ტესტირებისთვის 806 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს, ხოლო ბათუმის ბულვარში არსებულ კარვებსა და ქალაქის პოლიკლინიკებში – 1762, რომელთა კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. 

მეტი...

“რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გამძაფრდება რუსეთის მხრიდან ავანტურისტული და მტრული განცხადებები” – რატი იონათამიშვილი

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის იური შვიტკინის განცხადებას, საქართველოში ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების ლაბორატორიებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აბსურდულსა და მტრულს უწოდებს. “რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გამძაფრდება ალბათ რუსეთის მხრიდან ავანტურისტული და მტრული განცხადებები, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. ეს განცხადება არის სწორედ ასეთი და აჩვენებს იმ ყალბ და ფარისევლურ დამოკიდებულებას, რომელიც რუსეთს გააჩნია,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.  რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

მეტი...

ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი კვლავ ხელისუფლებას მიმართავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი მთავრობას მიმართავს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილი ვითარების ფონზე,  ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ. ისინი მთავრობას მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონახულებას წითელი ჯვარი ამ დრომდე ვერ ახერხებს. ორგანიზაციის მოთხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო რეჟიმს ხვიჩა მღებრიშვილის მონახულებაზე თანხმობა არ მიუცია. დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ მათ არც ხვიჩა მღებრიშვილის  ჯანმრთელობის შესახებ აქვთ ინფორმაცია. ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა ორი თვის წინ დააკავეს. მას სამთვიანი უკანონო პატიმრობა მიესაჯა.

მეტი...

“პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს დაავალა, აღნიშნულ პროგრამაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ. „იმუშავე საქართველოდან“ ეს იყო ტურიზმის სააგენტოს ინიციატივა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებდა. არსი მდგომარეობს იმაში – იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში საქართველოდან გაეგრძელებინათ შრომა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დაწყებული ამერიკით და დამთავრებული სინგაპურით.…

მეტი...