კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 24 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 24 მილიონს აჭარბებს. შეერთებულ შტატებში, რომელიც პანემიის ეპიცენტრს წარმოადგენს, ინფიცირების საერთო შემთხვევებმა 6 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები სწრაფად მატულობს ლათინურ ამერიკაშიც. ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია იტალიასა და გერმანიაში. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბერლინში შაბათ-კვირას პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციების ჩატარება აიკრძალა. მძიმე მდგომარეობაში რჩება უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19 დაუდგინდა. გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა რეგიონის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში 115, თურქეთში 20, სომხეთში 3, აზერბაიჯანში კი 1 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

თბილისში 27 წლის მამაკაცი მოკლეს

გვიან ღამით თბულისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს,  მას დაზიანებები გულ – მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფომრაცია არ აქვთ გარდაცვლილის მეგობრებსაც. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მეტი...