ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ლუიზიანას შტატის პროკურორთან ონლაინ-შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ლუიზიანას შტატის პროკურორთან  პიტერ  სტრასერთან ონლაინ-შეხვედრა გამართა. გენერალურ პროკურატურაში, მეგობარი ქალაქების გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართულ დისტანციურ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი ესწრებოდნენ. გენერალურმა პროკურორმა, პიტერ სტრასერს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმების  და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე საუბარი შეეხო პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს და პროკურატურის განვითარების სტრატეგიას. ონლაინ-შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან წვლილს საქართველოს პროკურატურის სისტემის განვითარების პროცესში. თავის მხრივ, ლუიზიანას შტატის პროკურორმა აშშ-ში პროკურორის პროფესიულ როლზე, ფუნქციებზე, ღირებულებებზე…

მეტი...

“ქართული ოცნება” დღეს მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს

პარტია “ქართული ოცნება” დღეს მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის ძლიერი კანდიდატია და მას ნებისმიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება გარანტირებული აქვს. “ჩვენ ვაგრძელებთ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას, დღეს წარდგება ბატონი ზაურ დარგალი. მე ვფიქრობ არის ერთერთი ძლიერი კანდიდატი და პრაქტიკულად გარანტირებულია მისი მოგება. კონკურენტები ამ ეტაპზე ბოლომდე არ არის ცნობილი. საინტერესოც იქნება როდესაც კონკურენცია არსებობს, მაგრამ ამჯერად ზაურ დარგალი მე ვფიქრობ არის უალტერნატივო,” – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. დღეს ასევე მოხდება ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოგი მეშველიანის წარდგენაც.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1385 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. განახლებულ მონაცემებს NCDC ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა გაზრდილია 20-ით და ჯამში მათი საერთო მონაცემი 1128-ს შეადგენს.  კარანტინის რეჟიმში, ამ დროისთვის 6903, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278 პირი იმყოფება. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

ქალს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე ბავშვთან ერთად გადადიოდა მანქანა დაეჯახა

რუსთავში ქალს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა მანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალმა ბავშვის გზის სავალი ნაწილიდან გადაგდება მოახერხა, ხოლო თავად გადასვლა ვეღარ მოასწრო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აქვს მრავლობითი მოტეხილობები. “პაციენტი იმყოფებოდა კომაში, შემოსვლისთანავე გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ჩატარებულია კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრამვის რეჟიმში და აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები – თავის ტვინის დაჟეჟილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, დანარჩენი კვლევები გრძელდება. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება,” – აღნიშნა ექიმმა ლელა გიგაშვილმა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათისთვის განახლდება, – ამის შესახებ ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს. მათი თქმით, საქმესთან დაკავშირებით გუშინ დილიდან ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ქართული მხარე მათგან ინფორმაციას პერიოდულად იღებდა. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 000-დან 10 000 დოლარამდე ჰპირდებოდნენ.…

მეტი...

შალვა კერესელიძე დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. შალვა კერესელიძემ მოსახლეობას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებესაც ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგდათ, ასევე ნაწილობრივ მოუგვარდათ სასმელი წყლის მიწოდებაც. შეხვედრის დროს მოსახლეობამ შალვა კერესელიძეს დახმარება ბინების რეგისტრაციაში  სთხოვეს, რაზეც დეპუტატობის კანდიდატისგან მათ დახმარების პირობა მიიღეს. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფლების ზაქაროს, ბიწმენდის, ჯიღაურას და გალავნის მცხოვრებლებსაც შეხვდა.

მეტი...