ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში  გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 88 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ 19“ ხუთს დაუდასტურდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 202 ადამიანია ინფიცირებული, 78 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ დმანისში, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა, პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია და მთავარი ამოცანა ევროპული ოჯახის წევრობაა. „პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია. დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები ექნება როგორ ქალაქში, ასევე სოფლად“ – აღნიშნა კახა კალაძემ.   ამასთან, კალაძემ განათლებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო. „პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა…

მეტი...

„დმანისში ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ, მიიღონ კარგი განათლება, რომ თბილისელ ახალგაზრდებს კონკურენცია გაუწიონ“ – გიორგი გახარია

 „აქ, ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას გავაკეთებთ ხვალ, როგორი გეგმები გვაქვს. ერთმნიშვნელოვნად ყველანი ვთანხმდებით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს უკვე დაწყებული და ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შეიქმნას ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული ევროპული სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის ცენტრშიც ყოველთვის იყო ადამიანი და რომლის ცენტრშიც ყოველთვის იქნება ადამიანზე ზრუნვა“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დმანისში გოგი მეშველიანის წარდგენაზე. მისივე თქმით,  სულ რამდენიმე ხნის წინ დმანისი შევიყვანეთ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში და ასეთი კიდევ 9 სოფელია. „ეს პირდაპირი დახმარებაა მთავრობის მხრიდან, იმისთვის, რომ დმანისში ადამიანს…

მეტი...

“პოლიტიკური პარტია „ტრიბუნა“ კოალიციაში შესვლას არავისთან აპირებს” – დავით ჭიჭინაძე

„ვაფრთხილებ ოპოზიციას, ივანიშვილი მალე დაიწყებს მათთან „დალაგებას“ , რადგან ის გუნდი, რომელიც სამარეში მიყვება აღარ აინტერესებს.  „ევროპული საქართველო“ კი, ვეღარ მალავს იმ „კუდებს“ რაც აშკარად ჩანს,“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ ისეთი დეკლარაციები, რასაც დღეს ხელი მოეწერა, ბევრი ყოფილა, მაგრამ არცერთს ბოლომდე არ უმუშავია. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტია „ტრიბუნა“ კოალიციაში შესვლას არავისთან აპირებს, არც „ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან. ” ბიძინა ივანიშვილი „ოცნებაზე“ ადრე აპირებს მგონი წასვლას. ივანიშვილი არც ისეთი უგონო კაცია ვერ ხვდებოდეს, რომ ის, როგორც პოლიტიკოსი, თავის თავს ამთავრებს. თან ისეთ ანტიდასავლურ ნაბიჯებს…

მეტი...

შაქარაშვილის საქმისთვის ბრალდებულები და ოჯახი წევრები შიმშილობას იწყებენ  

არასრულწლოვანი ზ.ხ. და მისი მშობლები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ. ამის შესახებ განცხადებს ზ.ხ-ს მამამ თამაზ ხომასურიძემ გააკეთა. თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისი შვილი პროტესტის ამ ფორმით მოითხოვს, სიცრუის დეტექტორით დაიკითხოს და ამით დაამტკიცოს სიმართლე. „შევეცდები გადავაფიქრებინო, არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება. მის ნაცვლად მე ვიშიმშილებ. ასევე მოთხოვნაა, რომ გადადგეს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს საქმის „შეკერვაში“. მან ჩემს თვალწინ ჩაასწორა პოლიციაში ნათქვამი. ნახევარი საათი იჯდა და რაღაცას ასწორებდა, შემდეგ კი ბავშვს ხელი ისე მოაწერინა, რომ არც წააკითხა. ამ პროკურორს სახეზე ვიცნობ“, – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ. ამასთან, თავად თამაზ ხომასურიძემ სასამართლო…

მეტი...

სვანეთში, შესაძლოა, შეზღუდვები 21 აგვისტოდან მოიხსნას

21 აგვისტოდან, შესაძლოა, მესტიისა და ლენჯერის გარდა, ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციული ერთეული გაიხსნას. ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3 509 „პისიარ“ ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინე ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს. აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა. მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.…

მეტი...

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მცხეთა-მთიანეთის რეგიოში, შალვა კერესელიძე მოსახლეობას შეხვდა

მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მუხრანელებს ის გეგმები გააცნო, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდთან ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გნახორციელებს. თავის მხრივ მოსახლეობამ შეხვედრაზე ღნიშნულ სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. შალვა კერესელიძის განცხადებით გასულ წლებში მუხრანში სახელმწიფოს მხრიდან რვა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის განხორციელებული. „სოფელ მუხრანში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა საბავშვო ბაღები და კულტურის სახლი, მიმდინარეობს სპორტული დარბაზის მშენებლობა, დღევანდელი დღე დავუთმეთ სოფელ მუხრანს და ჩავატარეთ ოთხი შეხვედრა,შესანიშნავი შეხვედრები იყო, მოსახლეობა კმაყოფილია,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მეტი...

“არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება” – ჯანმო

კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდების მცდელობის დროს ქვეყნები საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესებზე წინ აყენებენ, რაც პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას აუარესებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „მოქმედება სტრატეგიულად და გლობალურად, ფაქტობრივად, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებია – არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ონლაინ რეჟიმში გამართულ კონფერენციაზე დაა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ვაქცინის ნაციონალიზმის“ დასრულებისკენ მოუწოდა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეპიცენტრი დაბა ჯავასთან, სოფელი აბანო იყო. მიწისძვრა თბილისის დროით, 15:50-ზე მოხდა. 

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ წალკაში კანდიდატად გოგი მეშველიანი წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ“ ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი წალკაში წარადგინა. „გოგი მეშველიანი იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა პარლამენტში“ – განაცხადა პრემიერმა. “ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული და ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. სწორედ ამიტომ ეს არჩევანი იქნება არა მხოლოდ წალკის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ გოგი მეშველიანი იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა საქართველოს პარლამენტში” – ამის შესახებ წალკაში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე წალკაში ვრცლად ისაუბრა: „ეს მიწა იმდენად მადლიანია, რომ შეუძლებელია წალკაში არ ისაუბრო სოფლის მეურნეობაზე და…

მეტი...

“ჩვენ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას” – კახა კალაძე გოგი მეშევლიანის წარდგენაზე

კარგად გვაქვს გააზრებული, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთად დგომა, როგორც ეს მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამის შესახებ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენაზე წალკაში განაცხადა. „2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად მოვიდა და მოძალადე ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ. ჩვენ ერთად შევძელით და დავამკვიდრეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენმა გუნდმა მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე მორგებული რეფორმების განხორციელება დაიწყო. ჯანდაცვა საყოველთაო გახდა და ადამიანებს ვალების აღება, სახლების გაყიდვა…

მეტი...

კორონავირუსი შსს-ს თანამშრომელს დაუდასტურდა

დღეს დადასტურებული 10 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. იგი ისანი-სამგორის მე-9 განყოფილების თანამშრომელია. მასთან კავშირში მყოფი 10 პირი არის გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში. ეს უწყების უკვე მე-8 თანამშრომელია, ვისაც COVID-19 გამოუვლინდა. შეგახსენებთ, ვირუსი გასულ კვირას ყაზბეგში საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

მეტი...

“პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც გააჩნია გაერთიანებულ ოპოზიციას, მიმართულია ერთი მიზნისაკენ…“ – გიორგი ვოლსკის განცხადება

„მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც გააჩნია გაერთიანებულ ოპოზიციას, არის მიმართული ერთი მთავარი მიზნისაკენ, რომ როგორმე მოხდეს ვითარების დისკრედიტაცია, როგორმე ჩვენი პარტნიორები შეიყვანონ შეცდომაში და როგორმე მიაღწიონ ისეთი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ილაპარაკონ არჩევნების არაგამჭვირვალედ, არადემოკრატიული მეთოდებით ჩატარებაზე და გაყალბებაზე და ჩვენ მაგის უფლებას და  შესაძლებლობას არ ვაძლევთ. ეს  არის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს ოპოზიციას გააჩნია. ამის თაობაზე არც თუ იშვიათად არის განცხადებები. ექსპერტების ანალიზიც მოგვისმენია ასეთი, ევროპარლამენტარის განცხადებაც სწორედ ამ პრობლემას და ამ თემას შეეხება“, – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარ დაცე მელბარდეს სტატიას, რომელიც…

მეტი...

“ერთადერთი რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, ტელესკოლაში მასწავლებლობაა” – ვასილ მაღლაფერიძე

პირველ არხს ახალი ხელმძღვანელი ერთ თვეში ეყოლება. იქამდე გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. ვასილ მაღლაფერიძე არ ადასტურებს ინფორმაციას მისი პოლიტიკაში შესაძლო წასვლის შესახებ და ამბობს, რომ მუშაობას ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გააგრძელებს, თუმცა სულ სხვა პოზიციაზე. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძეს ბორდმაც მოუწონა. მიზეზად მოახლოებული არჩევნები სახელდება. წერილობითი განცხადების შემდეგ, უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა. “ყველანაირი შეთქმულების თეორია გამორიცხეთ. ერთადერთი რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის საპატიოა და სადაც ჩემი პროფესიის დიდი ნაწილი გავატარე ტელესკოლაში მასწავლებლობაა. მაქვს ორი პროექტი, ერთი სხვასთან ერთად, ეს არის საგანმანათლებლო პროექტები და ამას იანვრამდე გავაკეთებ. ამის…

მეტი...

პროკურატურამ ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.  შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს ქვემო ფონიჭალის დასახლებაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა ავტომობილით ჯერ მის უკან მყოფ ავტომობილს, ხოლო შემდგომ ქვეითებს დაეჯახა. შემთხვევის შემდეგ აღნიშნული პირი ადგილიდან მიიმალა. პ.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით და 128-ე მუხლით წარედგინა. “პროკურატურამ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, პ.გ-ს ბრალდება წარუდგინა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის…

მეტი...

პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მიმაჩნია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ. არხზე დავიწყეთ მაღალი ხარისხის მეგაშოუების, მუსიკალური და შემეცნებითი გადაცემების წარმოება, დავიწყეთ სერიალების გადაღება, შემოდგომაზე მაყურებელი ნახავს ორ ქართულ სერიალს და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება. ასევე, დავიწყეთ ანიმაციური ფილმების გადაღება და შემოდგომაზე მაყურებელი იხილავს პირველ სეზონს, ოცსერიან ქართულ ანიმაციურ ფილმს ბავშვებისთვის.…

მეტი...

“საზოგადოება მზადაა, დააფასოს ხელისუფლების კომპეტენტურობა კრიზისის მართვისას, ოპოზიცია კი, არჩევნების დაბლოკვას ცდილობს” – ევროპარლამენტარი

ლატვიელი ევროპარლამენტარი დაცე მელბარდე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის წარმატების წინაპირობად „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვას ასახელებს. ამის შესახებ საუბარია დაცე მელბარდეს მიერ ვებგვერდ New Europe-ზე („ახალი ევროპა“) გამოქვეყნებულ წერილში. „კრიზისი ყოველთვის წარმოადგენს პრობლემას ხელისუფლებისთვის. როცა საქმე ცუდად მიდის, სწორედ მმართველ პარტიას ადანაშაულებენ (და, ძირითადად, სწორედ მის წინააღმდეგ არის მიმართული საზოგადოების რისხვა) – მაშინაც კი, როცა პრობლემის მიზეზები მის კონტროლს არ ექვემდებარება. ოპოზიციური პარტიები კი, ამასობაში გამოდიან კრიტიკით, მაგრამ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე და შედეგად, როგორც წესი, სარგებელს ხედავენ საარჩევნო ყუთებთან“, – წერს ავტორი. მისივე თქმით, „კოვიდ-19“ ამ თვალსაზრისით განსხვავებას არ წარმოადგენს. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის…

მეტი...

“ბაუჰაუსის” თანამშრომლების გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია

ბარ “ბაუჰაუსის“ თანამშრომლების გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში გვიან ღამით გადაასვენეს. ახალგაზრდები ბარიდან 15 აგვისტოს გამთენიისას გავიდნენ და მას შემდეგ ეძებდნენ.მაშველებმა ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის ცხედრები მდინარე მტკვარში იპოვეს.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალ პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია, 2-ის დაინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალ პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია. მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათი კორონავირუსისგან 6 პაციენტი განიკურნა. „დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის 1351. ათი დადასტურებული შემთხვევიდან 1 პაციენტის წყარი არის ლენჯერი, 1 პაციენის წყარო ქობულეთი, ბარი „ჰავანა”. ერთი პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 2 ინფიცირებულის წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ. ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში სულ 256 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. აქედან, 6 კვლავ კრიტიკულ…

მეტი...

დღეს დადასტურებული კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი აჭარაში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში „პისიარ“ ტესტი 927 პირს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი ხუთ ადამიანს დაუდასტურდა. ხუთი ინფიცირებულიდან სამი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო მეხუთე პაციენტი სართაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც კლინიკაში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრი ექსვმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამჟამად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში 25 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 60 პირი კარანტინში, ხოლო 27 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. დამატებით აღებულია 139 პირის ნიმუში, მათ შორის კაფე „ჰავანას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფეების თანამშრომლების, რომელთა პასუხები ხვალ დილით…

მეტი...

“ლუკაშენკო ევროკავშირში პერსონა ნონ გრატაა” – ევროპარლამენტის წევრები

ევროპარლამენტის ხუთი პარტია ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მივიჩნევთ. ვუერთდებით ბელარუსი ხალხის მოთხოვნას, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები გაუწევენ მეთვალყურეობას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ევროპის სახალხო პარტიის“, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის, ლიბერალი პროევროპელების, მწვანეებისა და „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების“ ჯგუფის წევრი დეპუტატები. მათი თქმით, ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. დეპუტატების განცხადებით, სანდო მონაცემებით, გამარჯვება სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოიპოვა. განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ ცნობები დეტალურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს. ასევე, გათავისუფლდნენ აქციებისა…

მეტი...

ხანძარი გონიოში – „მგზავრებში“ ძლიერი კვამლის გამო რამდენიმე ვიზიტორი კლინიკაში გადაიყვანეს

გონიოში სასტუმრო “მგზავრებში” ხანძარი იყო. სასტუმროს ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის შახტში დაკვამლიანება დაიწყო, რაც ხანძრის კერად იქცა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხდა, თუმცა დაკვამლიანების გამო, სასტუმროში მცხოვრებ 10-მდე პირს სუნთქვის პრობლემა შეექმნა და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

დღეს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელენბულთა შესახებ მონაცემები საიტზე არ განახლებულა და კვლავ 1 092-ია. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

მეტი...

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება. PCR ტესტირება იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც კოვიდის გამოხატული ნიშნები გააჩნიათ და ასევე, დაავადებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ. “მესტიის მუნიციპალიტეტში, დღეს დაიწყება მასობრივი თერმოსკრინინგი. PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კოვიდის გამოხატული ნიშნები აქვთ. წუხელ გამოკვლეული ტესტირებებიდან ყველას პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება მეორად ტესტირებას უკვე ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, როდის ჩატარდება ლენჯერის თემის მეორადი ტესტირება. სოფლებში რიგდება ყოვედღიურად ჰუმანიტარული დახმარება. კარანტინში მყოფი მეორადი და მსურველები თუ ვინმეა უნდა გადაყვანა კარანტინში აბსოლუტურად უზრუნველყოფილია მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის შეზღუდვები ისევ რჩება რეგიონში,” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რუსთავში, მერაბ კოსტავას განახლებული გამზირი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში,  მერაბ კოსტავას განახლებული გამზირი დაათვალიერეს. რუსთავში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ქუჩაზე არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით არის აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. სრულად შეცვლილია ასფალტის საფარი, მოპირკეთებულია ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, შუა გამყოფ ზოლზე – რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა

ნინო ლაცაბაძემ ამომრჩევლებს მიმართა და იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით რუსთაველების წინაშე აკისრია: „ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე აქ, ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, მეგობრებისა და ახლობლების უდიდესი ნაწილი. ქალაქი, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე. ალბათ ამიტომაც არის, რომ პატივთან ერთად, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც გუნდის, ასევე თქვენს წინაშე. როგორც რიგითი რუსთაველი, მე კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს, რომლებიც არის დღეს რუსთავში და დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსთავის განვითარება გახდეს შეუქცევადი პროცესი“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ. ​მისი თქმით, რუსთავი წლების განმავლობაში ქვეყნის ისტორიაში…

მეტი...