უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც

„როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების, ბიზნესის, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ამავდროულად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე“ – განაცხადა გიორგი გახარიამ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსთავი არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერისა და გაძლიერების ერთ-ერთი ფუნდამენტი. „დღეს ჩვენ, როდესაც რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი. დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი არის რუსთავი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ, იმიტომ, რომ ჩვენ, დღეს, ჯერ კიდევ…

მეტი...

„ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე უნდა აითვისოს თავისი პოტენციალი“ – კახა კალაძე

“რუსთავი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია, სადაც მშრომელი ადამიანები მთელი ქვეყნისთვის ქმნიან დოვლათს და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. აუცილებელია, რომ ამ გამორჩეულმა ქალაქმა, ბოლომდე აითვისოს თავისი პოტენციალი და ამავდროულად სხვა მიმართულებებითაც კიდევ უფრო განვითარდეს” – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნის კახა კალაძემ რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე. მისი თქმით, რუსთავი უნდა იყოს დასაქმებისა და წარმოების ცენტრი მთელს საქართველოში. „უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კულტურის განვითარებაში და წინსვლაში, ამის დასტურად თუნდაც მხოლოდ ანსამბლ “რუსთავის” და რუსთავის დრამატული თეატრის გახსენებაც კმარა. ამ…

მეტი...

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ რვა მაჟორიტარი წარადგინდა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“. პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ვაკის მაჟორიტარის მანდატისთვის იბრძოლებს. მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება. საბურთალოს მაჟორიტარული მანდატისთვის კვლავ იბრძოლებს საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი. დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია გედევან ფოფხაძე. ისანში კენჭს იყრის რეჟისორი და მკვლევარი, მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ NOVA-ს დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი. ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ზვიად თავაძე. გლდანში, კი  მაჟორიტარული მანდატისათვის იბრძოლებს…

მეტი...

გიორგი ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებზე ბელარუსში შესრულებულ ავია რეისთან დაკავშირებით

„საქართველო ყოველთვის მოქმედებდა პრაგმატული ინტერსებიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. თქვენ იცით, რა რთულ ვითარებაში იმყოფებოდა ბელორუსი, მაშინ, როდესაც რუსეთისგან ჰქონდა ინტენსიური ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიების ცნობის საკითხთან დაკავშირებით. ეს თემა ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობისაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, საქართველო ბელორუსთან  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატშიც თანამშრომლობს და ჩვენი ქვეყნის სურვილია, რომ ევროკავშირის სტანდარტი დემოკრატიული არჩევნებთან და არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით  გათვალისწინებული იყოს. „ჩვენს ინტერსებში შედის, რომ ბელორუსმა თავისი პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეცვალოს. ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კონსულტაციები და შესაბამისი განცხადება  საგარეო საქმეთა…

მეტი...

„შეფასებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, არის ის რეალობა რასაც ვუყურებთ“ – გია ვოლსკი Fitch-ის რეიტინგთან დაკავშირებით

„ამ საგანგებო მდგომარეობაში როდესაც Fitch-ი გაფასებს ესოდენ მაღალი რეიტინგით, ეს უნდა იყოს ყველასთვის სასიხარულო ამბავი“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. „საზოგადოებამაც დაინახა, რომ ეს შეფასებები, რომელიც საქართველოს გააჩნია, ჰაერიდან კი არ არის მოტანილი, ან ვინმეს პროპაგანდა კი არ არის, ეს არის ის რეალობა, რასაც ვუყურებთ. მსოფლიოში არის უმძიმესი მდგომარეობა და ამ რეალობაში საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს. ეს შეფასებაც ერთერთი გამოხატულებაა ამისა“,-განაცადა გიორგი ვოლსკიმ.

მეტი...

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.  “იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“ მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია). შესაბამისად, თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების – Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად,” – აღნიშნულია განცხადებაში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის…

მეტი...

შსს-ს ინფორმაციით, მტკვარში ნაპოვნი მამაკაცი “ბაუჰაუსის” თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ “ბაუჰაუს”-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები,…

მეტი...

“ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას” – სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ბელარუსში განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს.  “საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას,” – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მეტი...

„ქართული ოცნების“ ყაზბეგისა და თაინეთის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ხვდება

მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების   ნავაზის, აღდგომლიაანთკარის, მისაქციელის,პატარა ქანდის და ვარდისუბნის მცხოვრებლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდთან ერთად  რეგიონში გნახორციელებს.  „მოსახლეობას გავაცანით ჩვენი ხედვები, ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი მიდგომები, რასაც მომავალ წლებში ვგეგმავთ. ასევე მოვისმინეთ მოსახლეობის მხრიდან ის პრობლემები და ის საჭიროებები, რაც მათ აწუხებთ. მომავალი ბიუჯეტის შედგენის დროს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პრიორიტეტულ ნაწილში იმ პრობლემების მოგვარების საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს,“- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მეტი...

“მედიას აქვს პასუხისმგებლობა, გააშუქოს დადასტურებული, გადამოწმებული ინფორმაცია” – კელი დეგნანი

მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, გააშუქოს წყაროების მიხედვით დადასტურებული, გადამოწმებული ინფორმაცია, რათა ხელი არ შეუწყონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, დღევანდელი კობერუსაფრთხოების ცენტრის გახსნა არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ ემზადება საქართველო პოტენციური თავდასხმებისა და საფრთხეების თავიდან აცილებისთვის. „გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ შეძლოს ყალბი ამბების ნამდვილისგან გარჩევა და აშშ-ის საელჩო ამისთვის ძალიან ბევრ სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა გააშუქოს წყაროების მიხედვით დადასტურებული, გადამოწმებული ინფორმაცია, რათა ხელი არ შეუწყონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. როგორც ხედავთ, ცესკო ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ეს არის ერთობლივი…

მეტი...

მაშველებმა მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს

მაშველებმა მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს. ცხედარი, ჯერჯერობით, იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ის “ბაუჰაუსის” მეორე დაკარგული თანამშრომელია. შეგახსენებთ, რომ დღეს მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარიც იპოვეს. შსს-მ უკვე დაადასტურა, რომ ის “ბაუჰაუსის” თანამშრომელი გოგონაა.  შეგახსენებთ, რომ ბარ “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომელი 2 დღის წინ გაუჩინარდა. 

მეტი...

“ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ვეხმარებით ცესკო-ს მისი ფუნქციის განხორციელებაში” – კელი დეგნანი

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არჩევნების კუთხით იმ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება, კიბერთავდასხმები, პანდემიის პერიოდი და ასე შემდეგ, რათა ქართველმა ამომრჩეველმა არჩევნებზე თავისუფლად, უსაფრთხოდ მისცეს ხმა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ცესკო-ში კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრის გახსნა, USAID​, ამერიკის საელჩოსა და ცესკო-ს დიდი ხნის თანამშრომლობის მორიგი შედეგია. „მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, გამეხსნა კიბერუსაფრთხოების სერვერის ცენტრი. ეს გახლავთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საკმაოდ პატარა ოთახი, იგი დიდად დაეხმარება ცესკო-ს, რათა საარჩევნო პროცესი იქნას დაცული. ჩვენ ვეხმარებით…

მეტი...

“მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები,…

მეტი...

“მინსკის რეისთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციების შექმნა დიდი სირცხვილია” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მინსკში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი მისთვის გაუგებარია. წულუკიანის თქმით, აღნიშნული რეისით ბელარუსში ელჩი ჩაფრინდა და ყალბი ინფორმაციების შექმნა დიდი სირცხვილია. „არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი. ელჩი, მინისტრი და ჩვენც ადამიანები ვართ. ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვერც ერთი ელჩი და საქართველოს მოქალაქე წინასწარ ვერ ივარაუდებდა, რომ მინისკში იქნებოდა ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს. სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა იქ, სადაც სახელმწიფოს შეიძლება, ახლა დასჭირდეს წარმომადგენელი. ვფიქრობ, ამ ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის…

მეტი...

მტკვარში ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი სავარაუდოდ “ბაუჰაუსის” ერთ-ერთი გაუჩინარებული თანამშრომელია

მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ მტკვარში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს, გარდაცლილი სავარაუდოდ, “ბაუჰაუსის” ერთ-ერთი თანამშრომელია.  მყვინთავებმა ცხცედარი იმ ტერიტორიაზე, მტკვარში მიაკვლიეს, სადაც ბარი მდებარეობს. ცხედარი მაშველებს წყლიდან ამ წუთებში ამოჰყავთ და გარდაცვლილის იდენტიფიცირება, ჯერჯერობით, არ მომხდარა. შეგახსენებთ, რომ “ბაუჰაუსის” 2 თანამშრომელი 2 დღის წინ გაუჩინარდა. 

მეტი...

“სასაცილოა დავით ბაქრაძე ამას რომ მიხვდა ახლა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო” – თეა წულუკიანი დავით ბაქრაძის განცხადებაზე

ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ სასაცილოა დავით ბაქრაძე ამას რომ ახლა მიხვდა და არა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია იყო ამდენი წელი ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. აღნიშნული კომენტარით წულუკიანი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას ექნებათ პირობები, „სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად“. „რა თქმა უნდა, ადეიშვილი, სააკაშვილი და მერაბიშვილი აღარასდროს აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, უბრალოდ სასაცილოა დავით ბაქრაძე ამას რომ მიხვდა ახლა და არ მიხვდა მაშინ, როცა მათი მოლაპარაკე დათუნია…

მეტი...

“პრობლემა ძალიან ბევრია, თუმცა ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ შეფასება დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ნათია თურნავას განცხადება უკავშირდება “Fitch”-ის  მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – “BB” დონეზე დარჩა. “საიმედო ნიშნები არის ეკონომიკის გამოცოცხლების. მართალია პრობლემა ძალიან ბევრია, თუმცა ქართული ეკონომიკა თანდათან ცოცხლდება “Fitch”-ის გადაწყვეტილება, რომელმაც უცვლელად დაგვიტოვა ჩვენ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინვესტორებიც სწორედ ასე აფასებენ, მათ შორის უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები. საქართველოს ეკონომიკა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ანტიპანდემიური ეფექტური ღონისძიების გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას,” – განაცხადა ნათია თურნავამ. აპრილში სააგენტოს…

მეტი...

“ქართველებისთვის ეს არის შესაძლებლობა, აირჩიონ უფრო მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი” – კელი დეგნანი 2020 – ის არჩევნებზე

ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის კომენტარები ასახავს ამერიკაში, ევროპასა და რა თქმა უნდა, საქართველოში ინტერესისა და შეშფოთების დონეს, –  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ელჩის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. „ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. ქართველებისთვის ეს არის შესაძლებლობა, აირჩიონ უფრო მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელშიც უკეთესად იქნება წარმოდგენილი შეხედულებებისა და ინტერესების მრავალფეროვნება. ვიმედოვნებ, მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, რომლებსაც ხალხი იცნობს, ქართველები, ასევე ყურადღებას მიაქცევენ პროპორციულ სიებს, რომელიც ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აქამდე, რადგან უფრო მეტი…

მეტი...

“ევექსის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ევექსის” კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები სამედიცინო კორპორაციის მედპერსონალის კონტაქტებს იკვლევენ. ინფიცირებული ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაედო ინფექცია შუახნის ქალს. ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციამ დაადასტურა.  “კვლევის დროს, ჩვენს თანამშრომელს გამოუვლინდა COVID-19. დაავადებათა კონტროლის თანამშრომლების მიერ იდენტიფიცირებულია კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. კვლევის შედეგად, მათ არ უვლინდებათ დაავადება, თუმცა ორი კვირის განმავლობაში ისინი გააგრძელებენ საკარანტინო სივრცეში ყოფნას. პაციენტების ჯგუფიც იდენტიფიცირებულია, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ამაზეც ველოდებით პასუხს,” – ამბობს კლინიკის თანამშრომელი.

მეტი...

„გამოვრიცხეთ შაქარაშვილის თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ამ დაზიანებების შესაძლებლობა“ – ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„წელის არეში ერთ-ერთი ადგილი მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთის არსებობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა. სამედიცინო ექსპერტის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა ბლაგვი საგნის ტრავმა, ძირითადად სისხლნაჟღენთების სახით. „წელის არეში ერთ-ერთი ადგილი მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთის არსებობას. სისხლაჟღენთი განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. მისი ფორმის და რელიეფის გათვალისწინებით, ჩვენ დავდეთ დასკვნა, რომ მაღალი ალბათობით, სავსებით დასაშვებია, ეს დაზიანება განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნის ზემოქმედების შედეგად.  ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხეთ შაქარაშვილის თავისუფალი ვარდნის რეჟიმში ამ დაზიანებების შესაძლებლობას. საერთოდ გონების დაკარგავს ადგილი ჰონდა თუ არა გარდაცვლილთან დაკავშირებით ამ საკითხებზე მსჯელობა…

მეტი...

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსიდან მინდია ლავასოღლის ექსტრადიცია განხორციელდა – პენიტენციალური სამსახური

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ექსტრადიცია განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთ ხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„შაქარაშვილი იმ დაზიანებებით 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა“  ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„შინაგანი გამოკვლევით არანაირი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ჰქონია,შესაბამისად ადგილი ჰქონდა რბილ ქსოვილებში გემატომებს, ასეთივე ჩაქცევები იყო მენჯის მიდამოებში, ესენი მიეკუთვნება მსუბუქი ხასიათის დაზიანებებს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო, მისივე ინფორმაციით არ იყო დაზიანებული შინაგანი ორგანოები: „სხეულზე შაქარაშვილს აღენიშნებოდა ბლაგვი ხასიათის ტრამვა, ერთ – ერთი ტრამვა მიუთითებდა სიგრძივი ფორმის სისხმაჟღენთზე, რაც განვითარებულია ბლაგვი სახის მიყენებით, რაც ვივარაუდეთ, რომ ხელკეტის დარტყმით იყო მიყენებული. შინაგანი გამოკვლევით არანაირი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ჰქონია, შესაბამისად ადგილი ჰქონდა რბილ…

მეტი...

„ვეცდებით დროულად დადოს ექსპერტიზამ 6 კითხვის პასუხი“ – ალექსანდრე გეჯაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჰისტოქიმიური კვლევა სისხლჩაქცევების და მაღალი ალბათობით დაკონკრეტდება, რომ სიკვდილამდე დროის ახლო მონაკვეთში უნდა ყოფილიყო ეს დაზიანებები“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა. ექსპერტიზა საბოლოო დასკვნებზე პასუხის მოლოდინშია, რაც ალექსანდე გეჯაძის ინფორმაციით დარჩენილ 6 კითხვას უპასუხებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჰისტოქიმიური კვლევა სისხლჩაქცევების და მაღალი ალბათობით დაკონკრეტდება, რომ სიკვდილამდე დროის ახლო მონაკვეთში უნდა ყოფილიყო ეს დაზიანებები მიღებული. გონების დაკარგვის შესაძლებლობის და არ შესაძლებლობის საკითხიც შედის ამ საბოლოო დასკვნაში, ეს მოითხოვს დროს და ამიტომ იმ ექვს კითხვაზე პასუხი დღემდე გაცემული არ არის. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ…

მეტი...

ურეკში ზღვაში დაკარგული 22 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ურეკში შტორმისას ზღვაში საბანაოდ შესულ 22 წლის მამაკაცის ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ცნობისთვის, ორი ახალგაზრდა 15 აგვისტოს ზღვაში შევიდა საბანაოდ, თუმცა მათ მალე დახმარება ითხოვეს. მაშველებმა 17 წლის ბიჭის წყლიდან გამოყვანა შეძლეს, 22 წლის ახალგაზრდას კი ამ დრომდე ვერ პოულობდნენ. სამაშველო სამუშაოებში ჩართულნი იყო მყვინთავები და სამძებრო სპეციალური ტექნიკა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. განახლებული მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 341 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1092-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 082 მოქალაქე.

მეტი...

ავტოიმპორტიორები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

ავტოიმპორტიორები მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ და პრემიერ მინისტრს სპეციალურ მიმართვასაც უგზავნიან. ისინი ხელისუფლებას განბაჟების წესში გარკვეული ცვლილებების შეტანას სთხოვენ. მათი თქმით, აუცილებელია განბაჟების გადავადება 2021 წლის მარტამდე ისეთ მანქანებსაც შეეხოს, რომელიც საქართველოში მაისის შემდეგ შემოვიდა. ავტოიმპორტიორების თქმით, პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენათ.  “ავტოიმპორტიორების დიდი ნაწილი, ასეთი ათეულობით და ასეულობით არის, ჰყავს ავტომობილები და ეს ავტომობილები შემოსულია როგორც პირველ მაისამდე, ისე პირველი მაისის შემდგომ. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები უკვე მიდიან უკვე 1000 ლარიან ჯარიმებზე. მთავრობამ უნდა დაგვანახოს გეგმა უნდა იყოს არა მარტო ანტიკრიზისული, არამედ პოსტკრიზისული, იმიტომ, რომ ეს ადამიანები თუ გაკოტრდებიან, დავკარგავთ…

მეტი...

პოლიციამ ქვემო ქართლში ორ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ს.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ორი კილო და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ შეიცავს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით…

მეტი...

შუახევში “ლიბერთი ბანკის” ოპერატორი დააყაჩაღეს

ორმა ნიღბიანმა პირმა დანის გამოყენებით “ლიბერთი ბანკის” ოპერატორს, პენსიის სახით გასაცემი 7 ათასი ლარი გასტაცა. დაშავებული შუახევის კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებულია ორივე სავარაუდო დამნაშავე. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ პირებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მეტი...

გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 267 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 267 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია 21.29 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 5 985 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით დღემდე, საერთო ჯამში, 761 779 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონია. აღნიშნულ ზონაში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 150 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მსოფლიოში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთშია.

მეტი...

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რუსთავის მოსახლეობას მაჟორიტარ კანდიდატს წარუდგენს

დღეს,  20:00 საათზე, მმართველი პარტია, მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

მეტი...