“ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ” – ჯანმო

ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმიანება. უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ. იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები შესაძლოა საკვებისგან დაინფიცირდნენ. გაყინულ ფრინველში კორონავირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის ქალაქ შენ-ჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთა. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.

მეტი...

პრემიერი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორ ადამ ბოელერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან მაღალი დონის თანამშრომლობისა, არა მხოლოდ დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ეკონომიკური ურთიერთობები სტრატეგიულ…

მეტი...

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა რ.ჯ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 48 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი აქვს” – მამუკა მდინარაძე

„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული შედეგებია, მაგრამ ეს არ არის ზუსტი და სწორი მონაცემები. ბოლომდე ამ მონაცემებს ვერ ვიზიარებთ, გამომდინარე ერთი მარტივი მიზეზიდან, რომ რეალურად ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში“– განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბრიტანული კომპანიის გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, შესაძლებელია, კომპანიამ  გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის, ალოკაციის მეთოდთან დაკავშირებით და ამიტომ მიიღო ეს შედეგი. „სინამდვილეში 60%-მდე რეიტინგი გვაქვს, ეს არის  რეალობა, თუმცა ამ…

მეტი...

ისრაელმა საქართველო “მწვანე ქვეყნების” სიაში შეიყვანა

ისრაელმა საქართველო “მწვანე ქვეყნების” სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის “მწვანე ქვეყნების” ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად შესულია: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია. ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნას გეგმავს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევიმ საჰაერო სივრცის გახსნის სავარაუდო თარიღად 16 აგვისტო დაასახელა.

მეტი...