ახალქალაქში ჯგუფური დაპირისპირების დროს ახალგაზრდა მოკლეს –  დამწვარია შენობები

ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, ვრცელდება ასევე ინფორმაცია შენობების დაზიანებაზეც. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა​ განაცხადა, რომ სიტუაცია ამჟამად ახალქალაქში კონტროლს ექვემდებარება, ​გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, ადამიანების ჯგუფი ერთ-ერთ სასტუმროს დაესხა თავს და ცეცხლი წაუკიდა. „ახალქალაქის რაიონში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რის შემდეგაც გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში გაიშალნენ და კიდევ ჰქონდა პატარა კრიმინალურ შემთხვევებს ადგილი. პოლიციის ძალები ამ წუთებში ემატება, სრულად არიან მობილიზებული. ქალაქში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, არის დაძაბულობა, მაგრამ პოლიციური ძალები ემატება კვლავ და სიტუაცია აყვანილია კონტროლზე. არის ჩვეულებრივი…

მეტი...

„ლორე უძველესი ქართული მიწაა, რომელსაც 1921 წელს უკანონოდ დაეპატრონა სომხეთი ბოლშევიკი დამპყრობლების მეშვეობით“ – გურამ მარხულია

გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის  კვლევის  კავკასიის  საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი გურამ მარხულია მიწების -ლორესა და ალავერდის, ოკუპაციის თემაზე კვლევას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ლორე უძველესი ქართული მიწაა.     „სულ ცოტა ხნის წინ ობიექტივი TV- ს მიერ ნიკოლოზ მჟავანაძის გადაცემაში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა, დეკანოზმა დავით ნოზაძემ წამოწია სომხეთის მიერ უძველესი  ქართული მიწების-ლორესა და ალავერდის, ოკუპაციის თემა,   სადაც მდებარეობს უმდიდრესი სპილენძისა და ოქროს საბადოები. გთავაზობთ ამ ეპიზოდს: ამ ვიდეორგოლში მამა დავით ნოზაძე საუბრობს იმის შესახებ, რომ ქართული მიწების დამპყრობელი სომხეთია, რომელმაც რეგიონის მასშტაბით ოქროთი უმდიდრესი ალავერდი მიიტაცა. ეს საქართველო-სომხეთის ომის შემდეგ მოხდა,…

მეტი...

“ლუქზე ხელი მაქვს მოწერილი რომ არ უნდა გახსნილიყო, მაინც გახსნილია” – ადვოკატი თამარ ბაჩიალშვილის მიბილურზე

„დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა 24 ივლისს დაწყებულა.“, – ამის შესახებ,  თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განცხადა. მისივე თქმით, კლონირება დასრულებულია და ხელმეორედ დაალუქინეს ტელეფონი. „დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა 24 ივლისს დაწყებულა. შუამდგომლობა დაყენებული მაქვს, ლუქზე ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა გახსნილიყო. მაინც გახსნილა. დღეისთვის, კლონირება დასრულებულია. ხელმეორედ დავალუქინეთ მობილური ტელეფონი. რატომ უნდა დამიმალო, რატომ არ უნდა გადმომცე ოფიციალურად მოთხოვნილი, ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე?.. ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს და უკვე აღარაა ამ კითხვების დრო, საქმე გავაკეთოთ“ –…

მეტი...

ჩვილი ბავშვი მე – 14 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, ფონიჭალაში თვეების ბავშვი მე-14 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით შემთხვევის დროს მშობლები სახლში იყვნენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

„ვისაც აგარაკი ან სოფელი აქვს, ნუ მოინდომებს ხალხმრავალ კურორტებზე დასვენებას“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

“სადაც ადამიანების თავშეყრაა, იქ ბევრი სხვადასხვა ინფექციის აფეთქებაა შესაძლებელი“, –  ამბობს ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ და ყველას ურჩევს, კურორტებს სოფელი არჩიონ. „გასაგებია, რომ შიდა ტურიზმს ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ განსაკუთრებით, ვისაც ბავშვები გყავთ და გაქვთ შესაძლებლობა, სოფელში, საკუთარ აგარაკზე, უმჯობესია, ეს არჩევანი გააკეთოთ. მაინც და მაინც ნუ მოინდომებთ,  რომ ხალხმრავალ კურორტებზე წაიყვანოთ ბავშვი. ეს „კოვიდის“ პრევენციაც გამოვა და მით უმეტეს, ნაწლავური ინფექციების პრევენციაც იქნება.  სადაც ადამიანების თავშეყრაა, იქ ბევრი სხვადასხვა ინფექციის აფეთქებაა შესაძლებელი. ჰიგიენური წესები,  შეიძლება, სასტუმროებში და რესტორნებში ძალიან ზედმიწევნით არ არის დაცული. ამიტომ, ძალიან ადვილია ინფექციების გავრცელება“,…

მეტი...

„თუ გრიპი და „კორონავირუსი“ დაემთხვა, ჯანდაცვის სისტემას ძალიან გაუჭირდება“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

„გრიპის ვირუსი ოქტომბრიდან იწყება.  ბევრი ამბობს, რომ „კორონას“ მეორე ტალღასაც ოქტომბრიდან ველოდებით და ეს რეალურად არავითარ გათვლებს არ ეფუძნება“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ინფექციონისტის განცხადებითვე, არ იციან „კორონავირუსის“ მეორე ტალღა როდის იქნება და ან საერთოდ იქნება თუ არა, თუმცა, „კორონავირუსი“ და გრიპის ვირუსი თუ დაემთხვა, ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება. „სეზონური გრიპი გარდაუვალია. შუძლებელია, რომ იყოს ისეთი წელი როცა არ იქნება გრიპი. ის ყოველ წელს გვაქვს და ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაახლოებით ოქტომბრის ბოლოდან, როგორც წესი გრიპის სეზონი იწყება ხოლმე. ბევრი ამბობს იმას, რომ “კორონას” მეორე ტალღასაც ოქტომბრიდან…

მეტი...

ვაქცინაზე „ნადირობა” – 4 ლიდერი ვაქცინა არსებობს, ბრიტანეთმა ვაქცინის 300 მილიონი დოზა შეუკვეთა

„როგორც ვხედავთ, მედიკამენტების გამოცდები არც თუ ისე წარმატებულია.  ყველანი ველოდებით ვაქცინას. ვაქცინებზე უფრო მეტი იმედებია, ვიდრე მედიკამენტებზე“ – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. ინფექციონისტის თქმით,  ვაქცინაზე გამოცდა ათასობით ადამიანზე ჩატარდა და გვერდითი მოვლენები მინიმალურია     „ჯერ-ჯერობით, რასაც ვაკვირდებით, ის ლიდერი ვაქცინები, რომელიც დაწინაურდა და გადავიდა კლინიკური გამოცდის შემდეგ ფაზებზე, ძალიან იმედის მომცემ მონაცემებს წერენ. ფაქტიურად, თუ რეალურად უკვე ადამიანებზეც გამოცდა, ათასობით ადამიანზე ჩატარდა და გვერდითი მოვლენები მინიმალურია, იმუნური პასუხი კარგია. დრო თუ არ გავიდა, არ გვეცოდინება რამდენ ხანს გასტანს ეს იმუნიტეტი. მაგრამ ამ ეტაპზე ყველა იმ პარამეტრით, რასაც უნდა…

მეტი...