„ჩვენი სურვილია „ოცნებასთან „ერთად გამოვიდეთ არჩევნებში“ – სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“

“მრეწველების” სურვილია, მისი მმართველი გუნდის, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთად გამოვიდეთ არჩევნებში და მათ სიაში გავიდეს “მრეწველების” რამდენიმე წარმომადგენელი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა. ნოზაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე, „მრეწველების“ მხრიდან არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გაუმართლებელი იქნება: „ჩვენი სურვილია „ოცნებასთან“ ერთად გამოვიდეთ არჩევნებში. ამ საკითხზე პარტიის ლიდერები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე აწარმოებენ მოლაპარაკებას, მე გაუმართლებლად მიმაჩნია დამოუკიდებლად გასვლა, ორ კვირაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მე მაჟორიტარად არ დავაყენებ კანდიდატურას, რადგან „ოცნებას“ ჰყავს არაჩვეულებრივი კანდიდატი და მას დავეხმარები,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“…

მეტი...

“საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ” – კონდოლიზა რაისი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ამის შესახებ კონდროლიზა რაისმა „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა, „ამერიკის ხმის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ. „საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ…

მეტი...

ტრანსგენდერის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტი გახსნა. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.

მეტი...

ბეირუთში აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

 ლიბანში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანი მოდის და სამაშველო ჯგუფებს მათი ახლობლების შესახებ ეკითხება, ღამით სამძებრო სამუშაოები გაძნელდა, რადგან არ არის ელექტროენერგია. ჩვენ რეალური კატასტროფის წინაშე ვართ და დრო გვჭირდება ზარალის შესაფასებლად“, – განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანიმ. ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა.

მეტი...

„გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი” – დავით ჭიჭინაძე

„გარდა იმისა, რომ სწორედ მისი მსგავსი პოპულისტური, უვიცი განცხადებები ასხამენ ბანკების წისქვილზე წყალს, გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლის იდეაც მიითვისა, რადგან ამ იდეის ავტორი რეალური ადამიანები არსებობენ,“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ გიორგი ვაშაძე პოლიტიკური დილეტანტია. „ ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს. რადგან,  კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და რომელმა მთავრობამაც გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ. და  ასე…

მეტი...

„გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან“ –  ცოტნე გამსახურდია იუბილარია

დღეს, ცოტნე გამსახურდია იუბილარია, ის 44 წლის გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ ძმას იუბილეს ულოცავს და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. „დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ! უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს. რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება“ – აცხადებს კონსტანიტე გამსახურდია.

მეტი...

დაკავებული არასრულწლოვნების ადვოკატები მოწმეთა ჩვენებების დაუშვებლობას და საქმის შეწყვეტას ითხოვენ – შაქარაშვილის საქმე  

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, რადენიმე საათში, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმისთვის დაკავებულ 6 არასრულწლოვანს მიიყვანენ.  წინასასამართლო სხდომაზე მოწმის ჩვენების დაუშვებლობაზე უნდა იმსჯელონ. ადვოკატები ითხოვენ, მოწმეების ჩვენება სასამართლომ დაუშვებლად ცნოს და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ საქმე შეწყდეს. „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ მოწმეების ჩვენებები არ უნდა იქნეს დაშვებული მტკიცებულებად. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მოსამართლემ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გარდა აღნიშნულისა,  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წაყენებული აქვს უსამართლო ბრალი, რომელიც უნდა შეწყდეს და სასამართლოში არსებითი განხილვისთვის არ უნდა წავიდეს“ – აცხადებს  არჩილ ბერიანიძე, არასრულწლოვნის ადვოკატი.   კიდევ ერთი დაკავებული არასრულწლოვანის ინტერესების დამცველის როსტომ კერესელიძის შეფასებით, საქმეში…

მეტი...