გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია დააკავა. ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი საავადმყოფოშია, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა მძიმეა. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მეტი...

ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაზარალებულს დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ…

მეტი...

გოგი თოფაძის შვილიშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი საავადმყოფოშია და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დამნაშავე მაში შემოვარდა, როცა მეგობრები სახლში ქეიფოდბნენ. „ჩემს  შვილიშვილს 4 ჭრილობა მიაყენეს. საავადმყოფოშია უგონო მდგომარეობაში. დილით დაჭრეს. სახლში შემოუვარდნენ. სახლში, მე-4 სართულზე, მეგობრები ქეიფობდნენ, გოგოებიც იყვნენ და ბიჭებიც. ერთ-ერთ სტუმარს დაურეკეს და ამ ზარის მერე შემოვარდა დამნაშავე სახლში. რომ დარეკა იკითხა „ის“ იქ არისო, ერთ-ერთი სტუმარი გოგონა აინტერესებდა, ჩემი შვილიშვილი მას შორიდან იცნობდა“ – გვითხრა გოგი თოფაძემ.

მეტი...

ახალქალაქი-ნინოწმინდის მოსახლეობა დეპუტატს სთხოვს, ისევ იყაროს კენჭი

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს სთხოვს, დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭი იყაროს. ადგილობრივების სურვილია, მათი დეპუტატი ისევ მკოიანი იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეთ, სწორედ მის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი. აღნიშნული თხოვნის გაჟღერებას ადგილობრივები საგანგებო განცხადების ფორმატით აპირებენ. მათი თქმით, დეპუტატმა მათ ბევრი რამ გაუკეთა და ის ვალდებულია, ხალხის გვერდით იდგეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად „მედიაცენტრი მთავარი“ ახალციხისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს დაუკავშირდა. მან აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, თავი შეიკავა ეპასუხა, აპირებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად სამველ…

მეტი...

2 იარაღით და 11 ტყვიით მოკლული გოგონას ოჯახი ბრალდებულისთვის დანაშაულის დამძიმებას მოითხოვს (ვიდეო)

„განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე. რამდენადაც 2 იარაღია გამოყენებული და 11 ტყვია აქვს გარდაცვლილს მოხვედრილი“ – დაბა სურამში, მეუღლის მიერ მოკლული ქალის ოჯახი ბრალდებულისთვის ბრალდების დამძიმებას მოითხოვს. როგორც ადვოკატმა ალექსი მერებაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ბრალდებული იარაღს 3 წლის განმავლობაში ყიდულობდა. „საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ სამი წლის განმავლობაში იგი ყიდულობდა იარაღებს და იარაღის შეძენას სჭირდება ფსიქოლოგიური ცნობა.  დასკვნები ადასტურებს იმას, რომ ადამიანი იყო ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი და ბოლო შეძენა იარაღისა განახორციელა მიმდინარე წლის 12 თებერვალს. გარდა ამისა, დაკავებისას, გამომძიებელთან ურთიერთობისას იგი აბსოლუტურად ადეკვატური იყო და სრულიად დეტალურად იხსენებს ჩადენილ ქმედებებს და…

მეტი...

„3 შვილის დედის მკვლელობისთვის ბრალდებულის შურაცხადად „გასაღებას“ ცდილობენ“ – მიმართვა ექსპერტიზის ბიუროს და გამოძიებას

6 ივლისს, დაბა სურამში,  მეუღლის მიერ მოკლული 3 შვილის დედის – თეა რუსიას ოჯახის ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს. ადვოკატები ეჭვობენ, რომ გარკვეული პირები მკვლელობისთვის ბრალდებულის შეურაცხადად შერაცხვას და პატიმრობისთვის თავიდან არიდებას ცდილობენ.   „მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებული ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც შეურაცხადი. მისი ქმედებები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმართულია იქით, რომ  თითქოს და ეს პიროვნება არის შეურაცხადი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაძლო მტკიცებულებები და ასევე ფაქტობრივი გარემოებები, მოწმობს საპირისპიროს. შესაძლებელია ვთქვათ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება, ჩადენის დროს, შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, იყო სრულიად გაცნობიერებული და თავისუფლად შეგვიძლია…

მეტი...

2 აგვისტოს მონაცემებით, „კორონავურუსის“ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „კორონავირუსით“ ინფიცირებული  1177 პაციენტი გვყავს. აქედან 6 ახალი შემთხვევაა.  ახალი შემთხვევების ძირითადი „კლასტერი“ მძღოლები არიან. ამ ეტაპისთვის, კარანტინის რეჟიმში 6969 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 285 ადამიანს აკვირდებიან.

მეტი...