ყოფილი პრემიერი შესაძლოა, საპარლამენტო სიაში აღმოჩნდეს

გიორგი გახარიას შეფასებით, არ არის გამორიცხული, მამუკა ბახტაძე საპარლამენტო სიაში მოხვდეს. „მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება იყოს სიაში“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში?

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით შსს-ში კიდევ ერთი ავტომანქანის მფლობელი დაიბარეს

გიორგი შაქარაშვლის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთ სამინისტროში „ტოიოტა ვითსის“ მეპატრონე დაიბარეს. თემურ კეპაშვილი  იმ ავტომანქანის მესაკუთრეა, რომელიც კონკრეტულ საათებში მცხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, კონკრეტულად, მაშინ, როცა ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე ჩხუბი დაიწყო და შედეგ გარეთ გაგრძელდა, კეპაშვილი იმ ტერიტორიაზე არც ყოფილა, თუმცა, მცხეთაში მისი ავტომანქანა დაფიქსირდა. ჩვენი ინფორმაციით, კეპაშვილმა მანქანა ორ არასრულწლოვანს ათხოვა, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა, მცხეთამდე არ ჩასულან. როგორც მოწმის სახით დაკითხული არასრუწლოვნები განმარტავენ, ისინი საგურამოს მიმართულებით მეზობლების წამოსაყვანად მიდიოდნენ, თუმცა, უკან მობრუნდენ. მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მეტი...

შაქარაშვილის საქმის „ოქროს მოწმე“ შსს-ში მიიყვანეს, თუმცა ჩიქოვანმა ამოცნობაზე უარი განაცხადა

რამდენიმე წუთის წინ, გიორგი შაქარაშვლის საქმის ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. ის ამოცნობისთვის დაიბარეს, თუმცა, ვახტანგ ჩიქოვანმა ამოცნობაზე უარი განაცხადა. როგორც მისმა ინტერესების დამცველმა არჩილ ბერიანიძემ განმარტა, ამოცნობას აზრი დაეკარგა.   „უნდა ჩაეტარებინათ ამოცნობა, ამოსაცნობი ობიექტი უნდა ყოფილიყო ვახტანგ ჩიქოვანი. გური ამირხანაშვილს უნდა ამოეცნო ის. ჩვენ უარი განვაცხადეთ აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილეობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: რომ დნმ-ის ნიმუშის აღების დროს, გამოძიების მიმდინარეობისას, როდესაც ჩვენ მაქსიალურად ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან ისინი ერთად იმყოფებოდნენ და იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. ასევე, მთელი გამოძიების პერიოდში, მედიასაშუალებებში აქტიურად ვრცელდებოდა ჩიქოვანის სურათები, შესაბამისად, ამოცნობას აზრი ჰქონდა დაკარგული“. შეგახსენებთ,…

მეტი...

 „მაცადეთ, სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, სტიქიაა და მადლობა ღმერთს გადავრჩით“ – გიორგი გახარია

„ჩემთვის, ახლა, ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები“ – ასე  უპასუხა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს რაჭაში კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს. „მაცადეთ, სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, სტიქიაა და მადლობა ღმერთს გადავრჩით. ცოტა მშვიდად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ დასმული კითხვის პასუხად. მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.  გადავდივართ შემდეგზე, რამდენიმე ადგილას არის რამდენიმე მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება შესაბამის სამსახურები, გეოლოგები…

მეტი...

რაჭაში სტიქიის აღმოფხვრას 50 მილიონამდე ლარი დასჭირდება, 4 სოფელი 1 თვე მოწყვეტილი იქნება

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურისა ზიანის აღმოფხვრას დაახლოებით 50 მილიონი ლარი დასჭირდება. „მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე სახლი არის დაზიანებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ზიანი ძალზედ სერიოზულია. 12 სოფელი კავშირს მოწყვეტილი იყო. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებთან, როგორიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ „ენერგო პრო ჯორჯიას“ და გვპირდება, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებში შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების 1 კვირაში აღდგენა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება, ყველა სოფელთან კავშირი იქნება ვერტმფრენებით და გამოვიყვანთ ყველა ადამიანს, რომელსაც ამის საჭიროება ექნება. ორგანიზებულად მომარაგდება ეს სოფლები ყველა სახის საჭირო პროდუქტებით“ – განაცხადა პრემიერმა.   მისივე შეფასებით, 4 სოფელი, დაახლოებით 1 თვე მოწყვეტილ მდგომარეობაში იქნება, რადგან მაგისტრალურ გზაზე ძალიან სერიოზული ჩამონგრევებია. არის 3 სექტორი, დაახლოებით 250- მეტრიანი, ასევე სრულად აღსადგენია 4 ხიდი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენა დამატებით საჭიროებს 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე. ყველა ამ სოფელთან იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვანს შევიყვანთ და არანაირი პრობლემა არ არის,ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ ონში, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა დღეს გამართა.

მეტი...

“ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მთავარია, ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრი კონგრესმენების წერილებზე შეფასებას აკეთებს და ამბობ, რომ, ქება თუ კრიტიკა ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე არ აისახება. მთავრობის მეთაურის თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ რაც სამწუხაროა. „ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წარმატებები. იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივები არსებობს და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი. რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული და ძირითადი აქცენტები იყო…

მეტი...

დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის

ამერიკაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გადაიდოს. აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. მისი თქმით, ფოსტით, საყოველთაო ხმის მიცემა ყველაზე უზუსტო და თაღლითური არჩევნები იქნება. „ფოსტით საყოველთაო ხმის მიცემით 2020 წლის არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უზუსტო და თაღლითური არჩევნები იქნება. ეს დიდი სირცხვილი იქნება აშშ-სთვის. ხომ არ სჯობს არჩევნების გადადება მანამ, სანამ ხალხი სათანადოდ და უსაფრთხოდ ხმის მიცემას შეძლებს?“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

მეტი...

გიორგი გახარია სოფელ ღარში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღარში მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღარის ხიდთან ადიდებულმა რიონმა გზა ჩამოშალა და ონის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის მილები დააზიანა. მიუხედავად ამისა, ონს ამჟამად წყალი ალტერნატიული საშუალებით მიეწოდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია სტიქიისგან დაზიანებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ამჟამად იწმინდება მდინარის კალაპოტი, რის შემდეგაც წყლის სისტემის და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ აბონენტებს სასმელი წყალი მიეწოდებათ. ამასთან, აქტიურად…

მეტი...

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, თანამდებობიდან გადადგა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა. გოჩა სვანიძემ სავარაუდოდ მას ოფიციალურ კომენტარი გადადგომის შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებია. როგორც რაგბის კავშირში ამბობენ, უახლოეს დღეებში გამგეობის სხდომა გაიმართება, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ გოჩა სვანიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს რაგბში არსებულ დაძაბულობას გარკვეულწილად განმუხტავს. “ველოდებოდი და სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად განმუხტავს იმ დაძაბულობას, რაც იყო რაგბიში. ზოგადად, ძალიან არ მომწონს ეს ცუდი აჟიოტაჟი რაგბის გარშემო. არა მარტო არჩევნებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ არ ეკუთვნის ქართულ რაგბს ესეთი აჟიოტაჟი. კრიტიკული სიტუაცია იყო, ჩემპიონატი ვერ ახლდებოდა, რაღაც გარკვეული პროტესტი იყო…

მეტი...

“თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ტელევიზიის მფლობელობა და ის, რომ ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, არ უნდა იყოს ალიბი” – პრემიერი გიორგი რურუაზე

თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა გამჭვირვალეა და ბოლო წლებში აშკარა პროგრესს განიცდის. „მართლმსაჯულების სისტემამ ადამიანთან დაკავშირებით გამოიტანა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავეა, პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს და უნდა იჯდეს, ან გამოვიდეს, ან რაღაც სხვა იურიდიული ფორმები არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტების კითხვაზე,…

მეტი...

“პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვების დასასმელად ოჯახის ტრაგედიების გამოყენებას გადაეჩვიონ” – პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა,  “პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვების დასასმელად ოჯახის ტრაგედიების გამოყენებას გადაეჩვიონ”. პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოძიების დასრულების შემდგომ თუ დარჩება რაიმე ღია კითხვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მედია და გამოხატვის უფლება ქვეყანაში თავისუფალია. “ეს მძიმე, უკიდურესად მძიმე, ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, არ არის ეს ეთიკური. აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, რომ გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად. გამოძიების შემდგომ თუ დარჩება ღია კითხვის ნიშნები, შემდგომ ამ ქვეყანაში მედია და გამოხატვის უფლება თავისუფალია, არავის არასოდეს არაფერი არ შეზღუდვია, ხომ იცით?! ბევრჯერ შევხვედრილვართ და ბევრ საქმეებზე გვისაუბრია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანის ოჯახის…

მეტი...

“რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს” – გიორგი გახარია

რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა,50 000 000 ლარამდე დასჭირდეს., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭაში საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენამდე მოსახლეობის მომარაგება და ვერტმფრენებით მომსახურება მოხდება და არანაირი პრობლემა მათ არ ექნებათ. „საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, რომ დასჭირდეს 50 000 000 ლარამდე. რეალურად ამ ადამიანებს იმის გამო, რომ ელექტროენერგია არ აქვთ, არ აქვთ კავშირი სამყაროსთან, ეს ინფორმაცია პირველ რიგში მათთვის არის მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე სხვა დანარჩენებისთვის. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, ეს არის სოფლები, სადაც…

მეტი...

ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები დააკავეს

„ოფიციალური ცნობა არ მოსულა. პრესაში ვნახეთ, რომ ორი თანამშრომლის დაკავება მოხდა“, –  განაცხადა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებით არიან მერიის თანამშრომლები დაკავებული. „ოფიციალური ცნობა არ მოსულა. პრესაში ვნახეთ, რომ ორი თანამშრომლის დაკავება მოხდა. სამსახურში არ დადიან. მერიაში შესაბამისი სამსახური თვალყურს ადევნებს, თუ ვინ მოდის სამსახურში. მე 149 თანამშრომელს თავზე ვერ დავადგები. რატომ დააკავეს, ამას შესაბამის ორგანო იტყვის. მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოდან და დოკუმენტაცია წაიღეს, რომელიც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით იყო“ –  განაცხადა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. ცნობისთვის, საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი…

მეტი...

“ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება” – დავით მათიკაშვილი გიორგი რურუაზე

ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილი გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ ერევა და მართლმსაჯულება საქართველოში დამოუკიდებელია. „საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც ცალსახად დამნაშავედ სცნო გიორგი რურუა. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ “ნაციონალურ მოძრაობად” წოდებული კრიმინალური დაჯგუფების ერთ- ერთი კრიმინალი ლიდერი. ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება, რადგანაც ხელისუფლება და ხელისუფლების სხვა შტოები არ ერევიან სასამართლო საქმეებში. 2012 წლის შემდგომ მკვეთრად არის გამიჯნული…

მეტი...

„გუშინდელი გამოკითხვით გამოძიებამ არსებითი ვერაფერი მიიღო, ის დაკავებულების მეგობარია“ –  საბა ჭანკოტაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმისთვის გამოკითხულ საბა ჭანკოტაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვაზე საუბრობს და ამბობს, რომ გამოძიებამ არსებითი ვერაფერი მიიღო. როგორც მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ის მხოლოდ იმიტომ დაიბარეს რომ დაკავებულების მეგობარია.      „გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ვითომ, საბა ჭანკოტაძის  მანქანა ფიგურირებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში.  არადა, მისი ავტომანქანა საერთოდ არ ფიგურირებს არც შემთხვევის ადგილზე, არც შემდგომ და არც მანამდე. მას მანქანა გასაყიდად ჰყავდა გაყვანილი რუსთავის ავტობაზრობაზე და შესაბამისად, მისი მაქანა ამ საქმეში ვერ მოხვდებოდა. არც ერთ ვიდეოკამერაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა არ ჩანს“ – განაცხადა…

მეტი...

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით გრძელდება

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურება კვლავ განახლებული, წინასწარი დაჯავშნის პრინციპით გრძელდება. ფილიალებში სერვისებით სარგებლობისთვის ვიზიტი წინასწარ 500 000-მდე ადამიანმა დაჯავშნა. იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუ ვიზიტს www.my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის. სერვისის მიღება მომხმარებლებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით დილის 09:00-დან ღამის 12 საათამდე შეუძლიათ. სხვა ფილიალებში კი მომსახურების მიღება დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი. სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის…

მეტი...

გახარია ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ონის მუნიციპალიტეტის მერიაში იმყოფება. პრემიერი საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს, რათა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზიანი უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწიოს. გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად უკვე იმყოფებოდა სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში. მთავრობის მეთაურმა სტიქიისგან შექმნილი პრობლემები მოსახლეობისგან პირადად მოისმინა.

მეტი...

“ზოგიერი კონგრესმენი უხერხულობაში ჩავარდება, რადგან მცდარი ინფორმაცია ექნებათ “ფრონტერას” ლობისტების მხრიდან” – ნათია თურნავა კონგრესმენების წერილზე

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკელი კონგრესმენების ახალ კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის კომპანია “ფრონტერას” და მისი ლობისტების მცდელობა ჩრდილი მიაყენონ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობას. მინისტრის თქმით, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის დიდი მნიშვნელობა გახდა იმის საფუძველი, რომ კომპანია “ფრონტერას” საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცა.  “ვაფასებთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ძალიან ვაფასებთ იმ საინვესტიციო გარემოს, რაც გააჩნია საქართველოს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ფრონტერა” დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაო. აქედან გამომდინარე, ყველა დანარჩენი მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს ჩვენს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის…

მეტი...

გიორგი გახარიამ რაჭაში, სოფელ ღებში სტიქიისგან შექმნილი პრობლემები მოსახლეობისგან მოისმინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში იმყოფებოდა, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა საფეხმავლო ბილიკებით ადგილობრივებთან ერთად ორივე სოფელი მოიარა, ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო. პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერს სოფელ ღებში დახვდნენ საგანგებო შტაბის წევრები – პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე…

მეტი...

“რატომ უნდა იყოს ციხეში, იყოს სახლში” – თენგო ბარბაქაძის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„საზოგადებას ჰქოგონია რომ ჩვიდმეტივე ახალგაზრდა ჰყავს მოკლული გიორგი შაქარაშვილი, რაც არასწორია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძე თვლის, რომ ბარბაქაძის მიმართ გამოძიებამ ყველა კითხვა ამოწურა და ის სახლში უნდა იყოს. ადვოკატი საგამოძიებო პროცესიდან ერთ დეტალს იხსნებს და ამბობს, რომ პროკურორი მათგან არარსებულ ჩანაწერს ითხოვდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედვებიან ძალადობას, პროკურატურის განმარტევითმ დაპირისპირება არის ცემა – ტყეპა, რაც ვიდეოში არ ჩანს. ერთი საინტერესო მომენტი გვქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით. როცა კადრებს ვათვალიერებდით, პროკურატურიდნ მოვიდა შეტყობინება, რომ თითქოს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარ ფაქტზე…

მეტი...

„თენგო ბარბაქაძის მიმართ, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს“ – ადვოკატი გიორგი ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავარში“

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელია, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი სასამართლოსგან გამამართლებენ გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა თუ ასე არ მოხდა, არსებობს მარწუხები, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.    „საბოლოო ჯამში, სასამართლომ თენგო ბარბაქაძესთან მიმართებაში ერთადერთი სწორი, გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. საქართველო მიერთებულია ევროპის კონვენციას და ამას გარდა, არსებობს სხვა მარწუხები, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ“ – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვება და განზრახ მკვლელობის მუხლის გამყარება ძალიან უჭირს. „ბრალდებას უჭირს.  ვფიქრობ, რომ რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ 109-ე მუხლთან დაკავშირებით რაიმე გარღვევა…

მეტი...

“გიორგი რურუას საქმეზე სასამართლომ სწორი გადაწყეტილება მიიღო” – პროკურორი

გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებამდე მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა, – ამის შესახებ გიორგი რურუას ბრალდების საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის სწორი, რაც წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული. „ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღეს სასამართლომ საბოლოოდ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყეტილება. სასამართლომ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, 381-ე მუხლის პირველ ნაწილში და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილში გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო. ერთობლიობაში სასამართლომ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა ოთხი წის ვადით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყეტილება და სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მტკიცებულებების შეფასების…

მეტი...

„მტკიცებულება თენგო ბარბაქაძის წინააღმდეგ არ არსებობს“ –  დაკავებულ თენგო ბარბაქაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გავასაჩივრეთ, მაგრამ მოლოდინი არანაირი არ გვაქვს, რომ რაიმე შეიცვლება. გამოძიება თენგო ბარბაქაძეს ძალადობას ედავება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძეს მიაჩნია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დატოვება პატიმრობაში უსამართლო გადაწყვეტილებაა. „თენგო ბარბაქაძეს ედავებიან ძალადობას, 225-ე მუხლი, ესაა ხიდის ეპიზოდი, რომელიც იყოფა რამოდენიმე ნაწილად. პირველი, როცა “მერსედესი” გაჩერდა და მეორე “ტოიოტა.” თენგო იყო მერსედესში და ხიდთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, შემდგომ განვითარებულ პროცესებში მას მონაწილეობა არ მიუღია და ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ის აჩერებს მანქანას „ლიდერფუდთან“,…

მეტი...

გიორგი რურუა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა. გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინ წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია და მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს. ამასთან, რურუამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება ევალებოდა. ცნობისთვის, გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას…

მეტი...

გიორგი გახარია რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრება

რაჭაში, სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია ჩადის. პრემიერის გარდა რაჭაში გაემგზავრება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. მთავრობის წევრები სტიქიის ზონას დაათვალიერებენ. ამ დროისთვის კი რაჭის იმ სოფლებში, რომლებიც მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზარალდა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი. „გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისთვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა“, – აცხადებენ სუს-ში. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 935-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

მეტი...

„შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ მაქვს, დაკავებული კი ჩემი მეგობარია“ – მოწმე

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება აქტიურ ფაზაში გრძელდება. შსს-ში თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იბარებენ მოწმეებს და იმ პირებს, ვისაც დაკავებულებთან კავშირი ჰქონდათ. წუხელ გვიან დასრულდა ორი მოწმის დაკითხვა, დაჩი ბუაძე და მორაგბე არჩილ გაგნიძის მეგობარი საბა ჯანკოტაძე შსს-ში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. როგორც ბუაძემ განაცხადა, კონკრეტულ საქმესთან მას შეხება არ ჰქონია, თუმცა, დაკავებული არჩილ გაგნიძე მისი მეგობარია. „შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ მქონია, არც ვიცნობდი. დაკავებული კი ჩემი მეგობარია, ვმეგობრობთ“ – განაცხადა ბუაძემ. მოწმის სტატუსით დაბარებულების ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ კი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მცხეთაში არ ჩასულან.   „ამჯერად, დაკითხვის…

მეტი...

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრა გაიმართება. ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ერგნეთის ფორმატის აღდგენას წინ უძღვოდა კონსულტაციები. “გასული კვირების განმავლობაში, თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლებისათვის შესაძლებლობის გამონახვისთვის. ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების…

მეტი...

გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

გიორგი რურუას საქმის სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. ბრალდებულის უფლებადამცველები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ისინი გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებენ. გიორგი რურუამ აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი საქმე გაყალბებულია. გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. “დარწმუნებული ვარ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იქნება კანონზე, სამართალზე და მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული. გიორგი რურუას თავდაპირველი პატიმრობა იყო პოლიტიკური, ველოდებით, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური და არა სამართლიანი,” – აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. “თუ სასამართლო იქნება ობიექტური, გამორიცხულია ამ…

მეტი...

“უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი” – შსს ონის მუნიციპალიტეტზეე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცრელებს. უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა რეგიონში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სულ შვიდი გაფრენა განახორციელა. „20:00 საათის მონაცემებით, უსაფრთხო ადგილას გამოყვანილია 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 21 არასრულწლოვანი. დაშავებული არავინ არ არის. მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ქალაქ ონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხვალ დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას განაახლებენ და მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან“,- აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, რაჭაში…

მეტი...

ფულზე გაყიდული საპარლამენტო მანდატები – სკანდალური განცხადება  

„გიორგი ვაშაძე „ნაციონალებს“ კვოტებს სთხოვდა  ფულის სანაცვლოდ, თუმცა „ნაციონალებს“ გონიერება ეყოთ და ამ უწესო წინადადებაზე არ დათანხმდნენ“ – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციაში არშემდგარ გარიგებებზე საუბრობს. მისივე თქმით, ის უფრო მეტ ინფორმაციასაც ფლობს, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლიან, დეტალებს „ნაციონალები“ თავადაც მოყვებიან. „თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ე.წ. ერთობა დაინგრეოდა. გიორგი ვაშაძე კი, უბრალოდ  არასერიოზული ადამიანია. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც თამაშობ ვიღაცის თამაშს, ბოლომდე მაინც უნდა ითამაშო… თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეყოთ გონება არ დათანხმებოდნენ  იმ უწესო წინადადებებს, რომელსაც გიორგი  ვაშაძე მათ სთავაზობდა. ის ითხოვდა კვოტებს ფულის სანაცვლოდ, აბა ისე ვაშაძე ვის…

მეტი...