საქართველოში კორონავირუსით მე – 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ.გვრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.  გარდაცვლილი 79 წლის ქალია, ის მცხეთის საავადმყოფოში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს, კორონავირუსის გარდა, ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.​მცხეთის სამედიცინო ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ 79 წლის ქალი რამდენიმე კვირა კრიტიკულად მძიმე იყო. „გარდაიცვალა 79 წლის ქალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 13 ივნისიდან მკურნალობდა. ​შემოსვლის დღიდან იყო მძიმე, კრიტიკული პაციენტი. ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, რითმის დარღვევა, თირკმელების უკმარისობა. დინამიკაში მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე იყო გულის გაჩერების ეპიზოდი, რომლის აღდგენაც მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ…

მეტი...

ჩინელები მსოფლოს მოსახლეობას საშიშ თესლს უფასოდ უგზავნიან  

მსოფლიო პრესა, ამჯერად, ჩინეთიდან მომავალ მორიგ საფრთხეზე ალაპარაკდა.  საუბარია თესლზე, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობა „ალიექსპრესის“ გადაზიდვის სერვისით ღებულობს.    ისინი, ვინც „ალიექსპრესის“ მომსახურებით სარგებლობს, გამოწერილ ნივთებთან ერთად, საჩუქრად, გაურკვეველ თესლს იღებს. ეს არის გამჭვირვალე პაკეტი, რომელშიც დაახლოებით 200-მდე მცირე, სეზამის მარცვლის მოცულობის თესლი ყრია. როგორც მსოფლიო პრესა იუწყება, სამართალდამცველები აღნიშნულ საქმეში უკვე ჩაერთვნენ და ყველა ოჯახს აკითხავენ, ვინც ამანათი მიიღო. “ოქროს ფანტელები” – სწორედ ასე აწერია გამჭვირვალე პაკეტს, რომელსაც მოსახლეობა ჩინეთიდან იღებს. ვინც თესლი დათესა, ყველას პოლიცია აკითხავს და ნიადაგიდან მას იღებენ. პოლონეთის „მცენარეთა დაცვის სააგენტომ“  მოსახლეობას მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ დათესონ…

მეტი...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა დაკმაყოფილებულია.  შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილი გოგონას სამეს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის გოგონას ცხედარი საკუთარ ავტომობილში,  ტყეში იპოვეს. ოჯახი თავიდანმე იხოვდა, რომ საქმე ქვემო ქართლში არ დაეტოვებინათ და ის  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს წაეღო. ოჯახა ასევე ითხოვს, საქმის გამოძიებაში ფედერალები ჩაერთონ.  

მეტი...

“არ უნდა მივეცეთ ილუზიას, ვირუსი არ დაგვიმარცხებია და ვერც დავამარცხებთ” – ამირან გამყრელიძე

„კორონავირუსი ჩვენთან ერთად არის, ის ცირკულირებს ქვეყანაში და არსად არ წასულა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციებს ახსენებს და აღნიშნავს, რომ პირდაპირი ვაქცინის შექმნამდე ერთადერთ თავდაცვის საშუალებად მხოლოდ რეკომენდაციების შესრულება რჩება: „არ უნდა მივეცეთ ილუზიას, ვირუსი არ დაგვიმარცხებია და ვერც დავამარცხებთ, ცალკე აღებული საქართველო ვერ დაამარცხებს, ეს მოხდება გლობალურად, ამიტომ უნდა დავიცვათ მარტივი რეკომენდაციები, პირბადის ხმარება, რომელსაც აღარ იყენებენ ტაქსებში, მეტროში, მეორე გახლავთ დისტანცია და დიდი თავშეყრის ადგილები. სამწუხაროდ პირდაპირ მოქმედების ვაქცინა არ აქვს ჯერ მსოფლიოს, ერთადერთი დაავადების აცილების საშუალება არის რეკომენდაციები,…

მეტი...

„პირდაპირ მოსაზღვრე ქვეყნებთან, საზღვრის გახსნაზე არანაირი რეკომენდაცია არ გვაქვს“ – ამირან გამყრელიძე

„ეპიდ სიტუაცია იმ ქვეყნებთან, ვისთანაც საზღვარი გვაქვს, არც ერთთან არაა სახარბიელო. ჩვენ გამოვიყურებით ოაზისივით. ამტომ, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც პირდაპირი  საზღვარი გვაქვს, არავითარი რეკომენდაცია საზღვრის გახსნის არ არის,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყელიძემ განაცხადა. გამყრელიძე ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია: „პირდაპირ მოსაზღვრე ქვეყნებთან, საზღვრის გახსნაზე არანაირი რეკომენდაცია არ გვაქვს. ეს შეიძლება იყოს რისკის შემცველი, ამ პერიოდში გადაადგილება ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ხდება სატვირთო ავტომობილებით. ამიტომ, ერთ- ერთი მთავარი წყარო იმპორტირებული შემთხვევების გვაქვს ტრაილერების მძღოლებისგან, ძირითათადკი რუსეთიდან, ესენი არიან ორმაგი  მოქალაქეები, რომლებიც გადადიან…

მეტი...

“დავითისა და გოლიათის ბრძოლა“ – ანა დოლიძე გიორგი ვოლსკის „შეერკინება“

მოძრაობა „ხახლისთვის“ დამფუძნებლის ანა დოლიძე საპარლამენტო არჩევნებში გიორგი ვოლსკის დაუპირისპირდება. „დავითისა და გოლიათის ბრძოლა“ – ასე აფასებს დოლიძე ვოლსკისთან შერკინებას. „ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში, ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით”,- აცხადებს ანა დოლიძე.

მეტი...

გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საგანგებო შტაბის შემადგენლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას“, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის ზონაში პრემიერის დავალებით იმყოფებიან, გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სიტუაციური ოთახიდან ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ადგილზე არსებული მდგომარეობის, დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და…

მეტი...

ქორწინების მოტივით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი. უწყების ცნობით, დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში…

მეტი...

სტიქიის ზონაში მობილიზებულია 15 ერთეული მძიმე ტექნიკა

მამისონის უღელტეხილზე ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა. გრძელდება დამატებითი ტექნიკის მობილიზებაც. როგორც ოფიციალური ინფორმაციით ხდება ცნობილი, სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ხოლო 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გზის 12 მონაკვეთი არის პრობლემატური და ისინი სწორედ ამ მონაკვეთებთან დაკავშირებით მუშაობენ. მობილიზებული დაახლოებით 15 ერთეული მძიმე ტექნიკა, უკვე გაჭრილია გზა სოფელ ნაკიეთამდე და გზის გაჭრა გრძელდება, თუმცა როგორც ცნობილია, ეს საკმაოდ რთული უბნებია და აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, დროში გაიწელება. ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა მდინარეებმა სახლები, ნაკვეთები  და სოფლის შესასვლელთან მდებარე სასაფლაო დატბორა.   რაც…

მეტი...

“ჯერი არის იმაზე, აღნიშნული კანონმდებლობა იყოს დაწვრილებით და დეტალურად აღსრულებული პრაქტიკაში” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. ელჩი მოხარულია, რომ პარლამენტმა  საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ მასში საერთაშორისო ექსპერტების ყველა რეკომენდაცია ასახული არ არის.  “ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, განხორციელდა საარჩევნო რეფორმა და მიღებული იქნა კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონმდებლობამ არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს ჰქონდათ, მაინც ეს იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. და ახლა, ჯერი არის იმაზე, აღნიშნული კანონმდებლობა იყოს დაწვრილებით და დეტალურად აღსრულებული პრაქტიკაში არჩევნების პერიოდში იმისათვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა ყოველგვარი დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლებების გარეშე,…

მეტი...

“დათმობები, რომელიც ახლა ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესია” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია ყურადღებას გაამახვილებს თავის საარჩევნო პლათფორმზე, დეგნანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეუთანხმებლობა, სწორედ დემოკრატიული პროცესის მახასიათებელია. „ეს არის სწორედ დემოკრატიული პროცესის დამახასიათებელი. ეს არის კომპრომისი პარტიებს შორის, ეს არის იმ საკითხების განხილვა, რომლებიც მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვის და იმ პლატფორმებით წარდგენა, რომლებიც პრიორიტეტულია ამომრჩევლებისთვის, იმის განმარტება, თუ როგორ აპირებენ სხვადასხვა პარტიები, საუკეთესოდ წარმოადგნინონ ეს პრიორიტეტები. დათმობები, რომელიც ახლა ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, ჯანსაღი პროცესია. ვიმედოვნებ, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ თავიანთ პლატფორმაზე და აუხსნიან ამომრჩევლებს, რას მოუტანენ მათ არჩევის შემთხვევაში“, – განაცხადა დეგნანმა.

მეტი...

“ირაკლი ღლონტმა ლერი სულაბერიძეზე თავდასხმა აღიარა” – შსს

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლერი სულაბერიძე მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით…

მეტი...

სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გამოიყვანეს

„ამ დროისათვის, მამისონის  ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს  დამატებითი ტექნიკის გადასროლა, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს“ – აცხადებენ პრემიერ მინისტრის აპარატში. რაც შეეხება რაჭაში მომხდარ სტიქიას, ამ ეტაპისთვის არსებული სურათი შემდეგია: დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე  – რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და  შიდა სასოფლო გზები. „სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა – ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა. ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის  დაზიანების შედეგად  წყლის გარეშე დარჩენილ…

მეტი...

„კრიმინალური ავტორიტეტები“ მოქალაქეებს და მეწარმეებს ფულს სძალავდნენ და „ობშიაკს“ ავსებდნენ

სამართალდამცავებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის წარსულში ნასამართლევი „კრიმინალური ავტორიტეტები“ დააკავეს. ისინი „კანონიერი ქურდების“ დავალებებით მოქმედებდნენ და მოქალაქეებსა და მეწამეებს სხვადასხვა ოდენობის ფულს სძალავდნენ. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ლილუაშვილის განაცხადებით, მათ ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. „გამოძიებით დადგინდა, რომ „კრიმინალური ავტორიტეტები“ და “ქურდული სამყაროს” წევრები – ლ.ბ. და კ.კ. “კანონიერი ქურდების” მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და “ქურდული გარჩევის” გზით, “კანონიერი ქურდების” დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ. პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო…

მეტი...

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ

რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, ვერტმფრენის მეშვეობით, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაათვალიერეს და სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანების ნაწილის გამოყვანა დაიწყება. მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ დასჭირდება, ვინაიდან უკვე მიმდინარეობს ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა. „ჩვენ დავათვალიერეთ, ზემოდან შემოვუფრინეთ და ახლა მივდივართ, რომ ჩარჩენილი მოსახლეობის ნაწილი გამოვიყვანოთ. უმრავლესობას წამოსვლა არ სჭირდება, რადგან გზა მალე აღდგება. პრაქტიკულად უკვე დაიწყო ხიდებისა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა, ზოგან შემოვლითი გზის აღდგენა.  ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე და ტექნიკის მობილიზებაც ხდება. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა გამოყვანის საჭიროება არის“,…

მეტი...

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, ამასთან დაკავშირებით ე.წ. დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები COVID-19-ზე ტესტირებას გაივლიან. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით ამ ეტაპზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 63  შემთხვევაა დადასტურებული, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა რაჭაში სამთავრობო ჯგუფი გაგზავნა 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პრემიერის აპარატიდან აცნობეს, სტიქიის ადგილზე ჩავლენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად. არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, ასევე…

მეტი...

“როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი” – მიხეილ რამიშვილი

„მე ვთქვი, რომ  ვცდილობდი, კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალური ბიუროში და შესაბამისად, მომეძებნა ექსპერტი. ამის განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შევძელითო და შეგვიძლია გავხსნათო, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი,” – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა  მიხეილ რამიშვილმა განაცხა, როგორც ის ამბობს, საგამოძიებო უწყებაში მას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილ მდგომარეობაში დახვდა. „მე ვთქვი, რომ  ვცდილობდი, კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალური ბიუროში და შესაბამისად, მომეძებნა ექსპერტი. ამის განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, რომ ჩვენ შევძელითო და შეგვიძლია გავხსნათო, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი იყო მოხსნილი, გახსნილ მდგომრეობაში დამახვედრეს კომპიუტერი. კითხვაზე, თუ რას…

მეტი...

კულტურის სფეროს ხელშეწყობის მიზნით ბიუჯეტი გაიზრდება

“თბილისის მერია აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროს ხელშეწყობაზე და ამ მიზნით მუნიციპალიტეტმა კულტურის ბიუჯეტი გაზარდა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „თბილისის მერიის პროექტების ფარგლებში, განხორციელდა ისეთი ფესტივალი როგორიცაა „არტ-გენი“, სუხიშვილების ახალი პროექტი „არტეფაქტები“, მუსიკალური პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე“, რომელიც წყნეთის ტყეში წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, კულტურის ბიუჯეტი იზრდება, რათა ამ სფეროს ყველა მიმართულებას დავეხმაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, მუსიკალური საღამოები დაანონსა. „პირველ და 2 აგვისტოს, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლადრეაბილიტირებულ პარკში ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით ორი კონცერტი ჩატარდება. ასევე,…

მეტი...

“წლის ბოლომდე ავტობუსების განახლებული პარკი გვექნება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის” – კახა კალაძე

დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვექნება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის, –  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს. „ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება, როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები მეტროში. ეს არის მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების ყიდვა. ძალიან მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს მეტროში, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია. მთლიანობაში გვინდა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმა ძალიან სწრაფად დასრულდეს. იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო…

მეტი...

 „ჩიქოვანს თავი ჰქონდა გადახსნილი ქვით და ლოგიკურია, ახვალ“ – რაზე საუბრობდნენ ანა გაბეჩავა და ნ.ხ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“საერთოდ, მას ერთადერთი ისტაგრამი ჰქონდა. ჩვევა აქვს, რომ მიმოწერებს შლის, ამ მიმოწერის წაშლა მიზანმიმართულად არ მომხდარა,“ –  ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა. ადვოკატი იმ მიმოწერებზე საუბრობს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ანა გაბეჩავას შორის ისტაგრამზე შედგა. ჟღენტი ამბობს, რომ ნ.ხ-ს მიმოწერები ხუმრობის შემცველი იყო და შინაარსობრივი დატვირთვა არ ჰქონია. ჩანაწერში იყო ნახსენები ფრაზა: “ჩიქოვანს თავი ჰქონდა გადახსნილი ქვით და ლოგიკურია, ახვალ:“ „იქ არ არის ანგარისწორებაზე საუბარი, იქ მიდის ხუმრობით საუბარი მაგალითად: „ჩემს მაისურს, რომ სისხლი არ გაეცალოს ამათ დავხოცავ“, –…

მეტი...

„თუ მსგავსი ზეწოლა გაგრძელდება, ფსიქოლოგსაც ჩავრთავ საქმეში და სხვა ეტაპებზე გადავალ“ –  შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ნ.ხ-ს ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„4 დღე გვატარეს შსს-ში, საათობით ვიჯექით იქ. ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სახით ფიგურანტი არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა. ჟღენტი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია და მიუხედავად იმისა, რომ  არაფრის გახსენება შეუძლია შსს-ში მისი გამოკითხვები საათობით გრძელდებოდა, რასაც ადვოკატი მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს: “მიდიოდა რამდენიმე საათიანი გამოკითხვები შსს – ში, ეს იყო მცდელობა, რომ ბავშვს რაღაც ეთქვა. თითოუეულ კითხვა პასუხზე ერთი საათი ველოდებოდით, რაც იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს გაგრძელდა 4 დღე,  ბოლო იყო ისტაგრამის გამოკითხვა. უბრალოდ, საათობით იქ არასწორი…

მეტი...

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ყაზახეთიდან შემოვიდა, იგი საქათველოს მოქალაქეა და უცხოეთში სამუშაოდ იყო წასული. მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა. დღევანდელი შემთხვევის შემდეგ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში ინფიცირებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

მეტი...

„სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ წლევანდელმა რთველმა წარმატებით ჩაიაროს“ – ლევან დავითაშვილი

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მინისტრმა 2020 წლის რთველთან დაკავშირებულ ფინანსურ და ორგანიზაციულ საკითხებზე ისაუბრა და  მეღვინეებს ახალი კორონავირუსის პანდემიით  შექმნილი რთული პერიოდის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და, ამავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ვმუშაობთ, რომ 2020 წელს ღირსეული რთველი ჩატარდეს, ისევე, როგორც ყველა წინა წელს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდირება, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. მიუხედავად კახეთში არსებული სტიქიისა, წელს ველოდებით საკმაოდ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

მეტი...

გასული დღე – ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 226 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოს 216 ქვეყანასა და ტერიტორიაზე „კოვიდ-19“ უკვე 16 340 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში 4 153-ით გაიზარდა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა და 650 805-ს მიაღწია. 28 ივლისს გამოქვეყნებული ინფიცირების შემთხვევები წინა დღის მაჩვენებელზე თითქმის 30 000 შემთხვევით ნაკლებია. ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონი იკავებს, სადაც „კოვიდ-19“-ის რვა მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ევროპის რეგიონი ინფიცირების შემთხვევებით მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია იკავებს. მსოფლიოში ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში და ინდოეთშია გამოვლენილი.

მეტი...

ათენიდან საქართველოში 180 ადამიანი ჩამოფრინდა

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგი რეისი შესრულდა. 180 ადამიანი ათენიდან ამჯერად ქუთაისში ჩამოფრინდა. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც 2 კვირა დარჩებიან. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები ქვეყნის მასშტაბით 105 სასტუმროშია მოწყობილი. დღეისათვის იქ 6500-მდე ადამიანია განთავსებული.

მეტი...