„ჯერჯერობით, გიორგისთან მიმართებაში მხოლოდ „ტოიოტას“ მგზავრები ფიგურირებენ“ – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძის და ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ნაწილში მხოლოდ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მყოფთა დანაშაული იკვეთება. როგორც მირიან ნიკოლაძე აცხადებს, გამორიცხული არ არის, განზრახ მკვლელობის ნაწილში, სამომავლოდ სხვების დანაშაულიც გამოიკვეთოს. „ექსპერტიზამ შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება დაგვიდოს თვალწინ, რომელიც შეიძლება არ წარმოვიდგინოთ და არ დავუშვათ. ჯერჯერობით, ამ მოცემულობით, ტოიოტას მგზავრების გარდა არავინ არ ფიგურირებს გიორგის განზრახ მკვლელობის ნაწილში.   დანიშნულია არაერთი სახის ექსპერტიზა, თუ არ ვცდები 8 დასახელების ექსპერტიზა. თიოთოეული ექსპერტიზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქმისთვის. შესაძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება დაგვიდოს თვალწინ, რომელიც შეიძლება…

მეტი...

„მოწმეებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ნელ-ნელა სიმართლე თქვან“ – მირიან ნიკოლაძე

„ამ მოწმეებს შანსი ჰქონდათ, ყოველთვის, გამოძიების სტადიაზე ეთქვათ სიმართლე და ეს იყო სწორი – ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოწმეები ნელ-ნელა ალაპარაკდნენ. „ამ მოწმეებს შანსი ჰქონდათ ყოველთვის, გამოძიების სტადიაზე ეთქვათ სიმართლე და ეს იყო სწორი. ახლა ხომ ყველა ხვდება, რომ ეს დამოკიდებულება იყო მართებული და მოწმეებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ნელ-ნელა სიმართლე თქვან და ეს ბუნდოვანებაც გაიფანტა გიორგის ეზიპოდთან დაკავშირებით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. მისივე თქმით, მოწმეებთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, თუმცა, ამას ერიდებიან იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ ეს სალაპარაკო არ გახდეს,…

მეტი...

“რატომ უნდა მოეკლა თავი? შეიძლება განვიხილოთ თვითმკვლელობამდე მიყვანა ან მკვლელობა“ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი 

„სულ ვეჩხუბებოდი, შვილო, ვერ გაუძლებ ამდენს, უნდა წამოხვიდე ერთ-ერთი სამსახურიდან, ცოტა დაისვენე და განიტვირთემეთქი“  – ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილი დედა თეონა თამაზაშვილი. მისივე თქმით, უჭირთ, ენდონ გამოძიებას. „ორ სამსახურში მუშაობდა, მაგისტრატურის გამოცდებისთვის ემზადებოდა, ათას რაღაცას იყო მოდებული. მიზანდასახული ბავშვი იყო, ათასი გეგმა და მისწრაფება ჰქონდა.  სულ ვეჩხუბებოდი, შვილო, ვერ გაუძლებ ამდენს, უნდა წამოხვიდე ერთ-ერთი სამსახურიდან, ან რაღაც შეცვალო შენი ცხოვრების სტილი, ცოტა დაისვენო“, – განუცხადა თეონა თამაზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ . დედა თამარის სამსახურზეც საუბრობს: „ბევრ კითხვის ნიშანს მიჩენს ეს გასაიდუმლოებული სამსახურიც თითქმის არაფერი ვიცოდით მის შესახებ“ –…

მეტი...

„ლპობა შორს წასულია, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი საკმარისი არ არის, გვამი გარეგნულად შეცვლილია“ – ექსპერტი გარდაცვლილ გოგონაზე

„ჩემი აზრით, სამედიცინო ექსპერტიზის რესურსი დიდი არ არის“, – ამბობს სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით საინტერესო იქნება ქიმურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა, რადგან დადგინდეს იყო თუ არა რაიმე მომწამვლელი პრეპარატი მის ორგანიზმში. „საქმეში არის შესადარებელი მასალები, რითიც შესაძლოა დადგინდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის კვლევა. ჩემი აზრით, სამედიცინო ექსპერტიზის რესურსი დიდი არ არის, რადგან, ცხედარი შეცვლილია უკვე გარეგნულად. ალბათ, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, იყო თუ არა მომწამლავი რაიმე პრეპარატი, რადგან არის შესადარებელი მასალები. ძნელია, როცა არ გაქვს მასალა შესადარებლად და უცებ იფიქრო, რომ რაღაც ნივთიერება ყოფილიყო გარდაცვალების…

მეტი...

ოკუპანტების მიერ მეჯვირსხევში დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია

25 ივლისს ოკუპანტების მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ლეჟავა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მეჯვრისხევში დააკავეს. „25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, გუშინვე მოხდა ლეჟავას გათავისუფლება. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მეტი...

უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტისთვის წალენჯიხის მერი და თანამშომელი დააკავეს        

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია სამსახურეობრივი ავტომანქანით დააკავეს. დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, დააკავეს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. არსებული დანაშაულის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3…

მეტი...

“აბსურდია ის ცილისწამებები, რომელიც იყო ილია მართალის წინააღმდეგ, ასევე ჩვენი დიდი პატრიარქის წინააღმდეგ” – მეუფე დანიელი

„როგორც ელია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე მოწოდებულია, რომ იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართლმადიდებლობისა,“ – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ  წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის შესახებ ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, უფალი ბოლო ჟამს დედამიწაზე მოავლენს. „როგორც ელია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე მოწოდებულია, რომ იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართლმადიდებლობისა და სწორედ ამისთვის ამზადებს უფალი ამ ქვეყანას. ამიტომ დაუდგინა მფარველად ღვითისმშობელი…

მეტი...

„ვიცით, რომ ზაზა გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში” – ზაზა გახელაძის დედა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ზაზა გახელაძის ოჯახმა ინფორმაცია მიიღო. ოჯახს შეატყობინეს, რომ გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. „ვიცით, რომ ზაზა გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გადაიყვანეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ჰყავს სახაზინო ადვოკატი. ის აღარ შეგვხმიანებია. ვიცით, რომ ორთვიანი შეუფარდეს. წითელი ჯვარი იყო, დავუწერე წერილი და იმედია, შეუტანენ. წითელი ჯვარი ვერ შედიოდა საკარანტინო პირობების გამო. იმედია, ახლა შევლენ. ჯერ წითელ ჯვარს დასტური ოსური მხრიდან არ მიუღია. ველოდებით 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრას, რა გადაწყდება მოლაპარაკებებით ახლა ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,- განაცხადა დაკავებული ზაზა…

მეტი...

“მეუფე ანტონმა მილიონ 350 000 დოლარი წაიღო, ის დაკითხეს კიდეც” – ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში” ( ვიდეო)

სინოდის წევრს, მეუფე ანტონს მილიონზე მეტი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ. საუბარია მინლიო 350 000 დოლარზე, რომელიც, აღძრული სს საქმის მიხედვით, მეუფემ წაიღო. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მეუფე თანხის წაღებას ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ეს მისი წილი იყო. “მეუფე ანტონმა მილიონ 350 000 დოლარი წაიღო, ის დაკითხეს კიდეც, ძიება მიდის ფინანსურ პოლიციაში, მეუფე ანტონის გამოკითხვა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, როცა დოკუმენტები მოვიძიეთ აღმოჩნდა, რომ ნაწილი თანხა ვანი – ბაღდათის ეპარქიაზეა გადარიცხული, ნაწილი კი ქეშად წაღებული, ამ ყველაფერზე მეუფე ანტონის ხელმოწერები ფიქსირდება, ჩვენ მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ მეუფე ანტონი გამოკითხეს, სამართალდამცავების…

მეტი...

„მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ ერთი პაციენტი კრიტიკულია, რამდენიმე კი მძიმე“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„კოვიდ ინფიცირებულ“ პაციენტებთან დაკავშირებით მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რამდენიმე კი მძიმე პაციენტია. მისივე თქმით კრიტიკულ პაციენტს ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებებიც. „ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში მკურნალობას გადის 54 „კოვიდინფიცირებული” პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 2 პაციენტი დადასტურებული შემთხვევით შემოვიდა. ჩვენთან მყოფი პაციენტები არიან მძიმე და საშუალო ტიპი პაციენტები. ასევე, გვყავს უსიმპტომოებიც. რამდენიმე პაციენტი მკურნალობას  რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ერთ-ერთი ქალბატონი  კრიტიკულია, ის დიდი ხანია ჩვენთან მკურნალობს. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აქვს პოლიორგანული უკმარისობა და შოკის კლინიკა და კორონავირუსთან…

მეტი...

სამშენებლო თაღლითობა მეუფეს მონაწილეობით – დემურ გიორხელიძე და ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„თვეების განმავლობაში ვერაფერს მივაღწიეთ, საქმე ეხება 155 ოჯახს, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ დაზარალებულად,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში “კეკელიძე 61“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა. დემურ გიორხელიძე განმარტავს, რომ დასრულებულ კორპუსში მოსახლეობის შეშვება დღემდე ვერ ხერხდება, მისივე განმარტებით იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მოქმედებს, გიორხელიძე საქმეში დაინტერესებულ პირად სინოდის წევრსაც ასახელებს. „მე ვიყავი ერთ – ერთი ამხანაგობის დამფუძნებელი. მოხდა ისე, რომ აღმასრულებელი პირი გარდაიცვალა და დავრჩი მე, სახლი აშენებულია 18 სართულიანი, ეს არის ჟვანიას 2 ნომერი. პრობლემა ისაა, რომ სამი წელი სახლში ვერავინ შედის, დაყადაღებულია, სახელმწიფო სტრუქტურა არეგიგსტირერებს 1200 კვადრატულ მეტრ…

მეტი...

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში, გვიან ღამით 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობა ფეხის არეში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაჭრილი კლინიკიდან უკვე გაწერეს. კონფლიქტის მიზეზებზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ. დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა ხაბაზის ძმაა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მეტი...

დღეს გიორგი სანაიას გარდაცვალების დღეა

პოპულარული ტელეწამყვანი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 19 წელი შესრულდა. ოჯახის წევრები და ახლობლები დღესაც ტრადიციულად მის საფლავზე შეიკრიბებიან. გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“. 2001 წლის 26 ივლისს, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. ის საკუთარ ბინაში, მოკლული იპოვეს. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 920-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 183 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –302.

მეტი...

“კოვიდ ვირუსიდან” გამომდინარე, არჩევნებზე დამკვირვებლებს სპეციალური წესების დაცვით შემოუშვებენ

„ჩვენ ვემზადებით არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად – საარჩევნო ადმინისტრაცია სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობას აქ შეასრულებს. მინიმალური იქნება ის რისკები, რაც შეიძლება არჩევნებზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით იყოს“,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.  რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების ჩართულობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, მათ ქვეყანაში შემოსვლა „კოვიდ 19“-ის პანდემიის მართვის სპეციალური მოდულის დაცვით მოუწევთ. „შექმნილია კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც, სპეციალური უსაფრთხოების ზომების მეშვეობით, საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრები, დამკვირვებლები და დიპლომატები ქვეყანაში შემოსვლას შეძლებენ. მათ ექნებათ შეუფერხებლად დაკვირვების შესაძლებლობა წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებზე. ამისთვის ხელისუფლება…

მეტი...

„კოვიდ 19“ იყო ტესტი და საქართველომ ეს ტესტი ჩააბარა“ – არჩილ თალაკვაძე

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა შეუძლია“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა. „კოვიდ 19 იყო ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის და საქართველომ დაამტკიცა, რომ ბიოლოგიური საფრთხეების მართვა შეუძლია, დაამტკიცა, რომ არაერთ ქვეყანაზე უკეთ შეძლო ამ საფრთხეების მართვა და მისი გავრცელების შეკავება. ამის უკან დგას სახელმწიფო ინსტიტუტები, დგას ჩვენი საზოგადოება და თანამოქალაქეები და დგას ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში შევასრულეთ“,- აღნიშნა თალაკვაძემ. მისივე თქმით, სწორედ გატარებულმა რეფორმებმა შეგვაძლებინა ვირუსის შეკავება.   „საქართველოსთვის კრიტიკული იყო უწყვეტი მომარაგების საკითხი კოვიდ…

მეტი...

„ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია“ –  არჩილ თალაკვაძე

„ანომალიად მიმაჩნია როდესაც ჩვენი ოპონენტების ნაწილი გამოძიებას გმობენ და ამბობენ რომ გამოძიება ცუდია, გამოძიებამ არ იმუშავა, მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ ამ კონკრეტულ საქმეებზე არ არის დასრულებული“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე  და ოპოზიციურ ტელევიზიებს მიმართავს. „რა მიზანს ემსახურება ამის გაკეთება, თუ არა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, რომელიც აქვთ ამ კონკრეტულ ოპოზიციურ ტელევიზიებს, რომ საგამოძიებო პროცესი არ არის დასრულებული და კონკრეტული ადამიანები წარსულში დამნაშავეები და დღეს თავისუფალი ჟურნალისტები, წარსულში უფლება დამრღვევები და დღეს ვითომ უფლებადამცველები, წარსულში ტერორის და მოქალაქეზე ძალადობის ავტორები, დღეს ვითომ თავისუფლების დამცველები,  ამბობენ, რომ გამოძიებას ემიჯნებიან და უგულებელყოფენ ყველაფერს, მაშინ,…

მეტი...