აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდება

აია სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდება. მუსლიმთა ლოცვა ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყებადაიწყება. აღნიშნული 86 წლის შემდეგ პირველად ხდება. თურქული მედიის ინფორმაციით, აია სოფიაში მუსლიმთა ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება. გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად, მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმობათ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ლოცვამდე და ლოცვის დროს სტამბოლში რამდენიმე ქუჩა და მეტროს სადგური დაიკეტება. აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააშენა. 1453 წელს, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს თურქეთის პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. მიმდინარე…

მეტი...

მთავრობა ანტიკრიზისული ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების დამატებით პორტფელზე მუშაობს

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, Covid-19-ის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციასა და დამატებით ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მონაწილეობდნენ.  მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. შეხვედრისას, მთავრობის მეთაურს,…

მეტი...

5 დღეა 15 წლის მოზარდს ეძებენ

თბილისში მცხოვრები 15 წლის ნინო ჯარიაშვილი სახლიდან კვირას გავიდა, მისი ზებნა ამ დრომდე გრძელდება. არსებული ინფორმაციით გა­უ­ჩი­ნა­რებ­დამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დედა დაბ­ლო­კა და გა­მორ­თო ტე­ლე­ფო­ნი, როგორც მისი ახლობლები ყვებიან გო­გო­ნა 4 თვის წი­ნაც გა­უ­ჩი­ნარ­და, თუმ­ცა მა­შინ ის სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს თა­ვად ჩა­ბარ­და. სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბო მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მეტი...

დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს. როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან რამდენიმეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. „ამის აუცილებლობა გახდა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების ერთ-ერთი კლასტერიდან გამოიკვეთა ლილოს ბაზრობაზე მომუშავე პიროვნებებთან. იქ დღესაც გამოვიკვლიეთ 30-მდე პიროვნება და რამდენიმე აღმოჩნდა დადებითი. ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, ლილოს ბაზრობაზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი პისიარსკრინინგი. პირველ რიგში ინფიცირებულების კონტაქტებთან, მათ გვერდზე მომუშავე ადამიანები და შემდეგ გვაქვს გეგმა, როგორ გავაფართოოთ კიდევ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნას გამოკვლეული და მოხდეს მათი იზოლირება. ლილოს ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა.…

მეტი...

“მოვითხოვე, მოხდეს მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და საქმის კვალიფიკაციის შეცვლა“ – გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი სამ კატეგორიულ მოთხოვნას აყენებს და აცხადებს, რომ ეს მოთხოვნები დღესვე უნდა დაკმაყოფილდეს. მიხელ რამიშვილმა ეს განცხადება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან გააკეთა, სადაც ის მასალების გასაცნობად იმყოფებოდა. თუმცა, ეს ვერ შეძლო. “საქმე ჯერ ისევ 143-ე მუხლით არის აღძრული (თავისუფლების უკანონო აღკვეთის), ძალიან გასაკვირია. სასწრაფოდ მოვითხოვე, რომ უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამამისი. მოვითხოვე გამაცნონ ყველა ის მასალა, რაც საქმეშია. სხვადასხვა მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარეებიდან, დაკითხვები მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ მოხდეს მამამისის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა და  საქმის მასალის გაცნობა”, – ასეთია მიხელ რამიშვილის კატეგორიული მოთხოვნა. ადვოკატი…

მეტი...