ჯანმო ისევ შეზღუდვების დაწესებას ითხოვს – ვირუსის შემთხვევები მატულობს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია  ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, შეზღუდვების დაწესებაზე იფიქროს. აღნიშნულის მიზეზად კი მსოფლიოში „კორონავირუსის“ შემთხვევების მატებას ასახელებს.    „ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევების ზრდა აშკარად შემაშფოთებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ყურადღებით. ვფიქრობთ, საჭიროა შეზღუდვების ისევ ამოქმედება“, – აცხადებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვეობიდან გათავისუფლებული საქართველოს სამი მოქალაქე ენგურის ხიდზე გადმოვიდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ოკუპირებული ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი ენგურის ხიდზე იმყოფებიან. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული საქართველოს სამი მოქალაქე აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. მათი თქმით, დღეს გალში გაიმართა მათი სასამართლო პროცესი და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“ იყვნენ დაკავებული. სამივე მათგანის წინააღმდეგ აღძრული იყო ე.წ. სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს სამი მოქალაქე 7 ივნისს დააკავეს.

მეტი...

რამზან კადიროვმა მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციები დაუწესა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საპასუხო ნაბიჯს ახვედრებს და სანქციებს სანქციებით პასუხობს, – ამის შესახებ რამზან კადიროვმა გუშინ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კადიროვის თქმით, პომპეოს ჩეჩნეთში აღარ მიიწვევს. ასევე, შეჰყავს სანქციების სიაში. „ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს,“- აღნიშნა კადიროვმა, მისთვის გაუგებარია რატომ დაუწესა მაიკ პომპეომ მასსა და მის ოჯახს სანქციები, თუმცა ამით ამაყობს. „ამით უნდა ვიამაყოთ, ეს ნიშნავს, რომ გვიცნობენ, გლობალურ საკითხებში მსოფლიო დონეზე გვაყენებენ, ჩვენი სახელი მათთვის მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა კადიროვმა.…

მეტი...

ენგურის ხიდზე არსებულ სამედიცინო პუნქტში ერთ-ერთი მამაკაცის სწრაფმა ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა

ზუგდიდში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში შუახნის მამაკაცი მოათავსეს, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, მამაკაცს დღესვე გაუკეთდება „პისიარ“ კვლევა. მისი თქმით, მამაკაცი ენგურჰესის თანამშრომელია და დღეიდან მას ყოველ 72 საათში ერთხელ გაუკეთდება ტესტირება, 14 დღის განმავლობაში.

მეტი...

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავს

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირება არ გამოირიცხება. “გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვნების მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, გამოძიების დასრულება და არსებითი განხილვის სასამართლოში დაწყება ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას. იმის გათვალისწინებით, რომ ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში…

მეტი...

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა

საქართველოს სამი მოქალაქე დეფაქტო აფხაზეთის მხარემ გაათავისუფლა.1990 წელს დაბადებული კვირკვია ბუთხუზი, 1987 წელს დაბადებული ლამანძია მიხეილი და 1992 წელს დაბადებული ლამანძია მათე ე.წ. აფახეთოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის იყვნენ დაკავებულები. სამივე მათგანის წინააღმდეგ აღძრული იყო ე.წ. სისხლის სამართლის საქმე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 324 მუხლის მეორე ნაწილით, რაც „პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას“ გულისხმობს. საქართველოს სამი მოქალაქის დაკავება სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან 7 ივნისს მოხდა. მათ ენგურის ხიდზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ელოდებიან.

მეტი...

“მოლაპრაკებების პროცესში ჩართულები არიან უხუცესები” – სიტუაცია პანკისში განმუხტულია

ეთნიკური ქისტები დღის ბოლოს სოფელ მატნის დაპირისპირებულ მოსახლეობასთან შეხვედრს გამართავენა და მხარეები შერიგდებიან.  მოლაპრაკებების პროცესში ჩართულები არიან პანკისის ხეობის უხუცესები, ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავი სტრუქტურები. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობა დილიდან შეიკრიბა. ადგილობრივები გვიან ღამით, პანკისის სოფელ დუისში, ქისტებსა და მათ თანასოფლელებს შორს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მსჯელობდნენ. მატნელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან დაპირიპირების მიზეზი, მატანში მცხოვრები ახალგაზრდის მიერ სოფელ დუისში ქათამის დაეჯახაბას მოჰყვა. პანკისში ხეობაში მომხდარი დაპირისპირება ამ დროისთვის განმუხტულია. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ეთნიკური ქისტები ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ დღის ბოლოს სოფელ მატნის დაპირისპირებულ მოსახლეობასთან შეხვედრა შედგება…

მეტი...

მელ გიბსონმა კორონავირუსი გადაიტანა

კორონავირუსით იყო ინფიცირებული ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ინფორმაცია „დეილი ტელეგრაფმა“ ( Daily Star ) გაავცელა. იგივე მედიასაშუალების ცნობით  მსახიობმა აპრილში ერთი კვირა კლინიკაში გაატარა. „კოვიდ-19“ მას ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა. „საავადმყოფოში ყოფნის დროს გიბსონი „რემდესივირით“ მკურნალობდა. შემდეგ ტესტებმა არაერთხელ აჩვენეს უარყოფითი პასუხი, ასევე გიბსონს დაუდასტურდა ანტისხეულების არსებობაც“, – განაცხადა მსახიობისა და რეჟისორის წარმომადგენელმა. 64 წლის მსახიობი, ამჟამად სრულიად გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება. სასამართლო სხდომა გაიმართება ორშაბათს, რა დროსაც იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით, მხოლოდ სრულწლოვან ბრალდებულებზე, რის შემდეგაც, წინასასამართლო სხდომა აგვისტოს ბოლოს შედგება, ხოლო არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომაზე -31 ივლისს იმსჯელებენ.   შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ მიმართა. საქმეზე ბრალდების მხარე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელებას ითხოვდა.  რაც შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებს, იმის გათვალისწინებით, რომ “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი…

მეტი...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ნ. ერთხმად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. „ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გ.ნ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დადასტურდა ბრალდების მხარის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. ასევე, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მკვლელობის ადგილზე და დანაშაულის…

მეტი...

“ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ” – პრემიერი “ფრონტერაზე”

ფრონტერასთან“ მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველომ, მთავრობამ, ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად, აქტივის, იმ ტერიტორიის 99 %, დაიბრუნა. ერთი პროცენტი, რომელზეც სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული დავით შეეძლო საქართველოს, რომ დაეწყო დაბრუნების პროცესი, ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი და მარტივად აგიხსნით, რატომ – იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრონტერას“ საქმეზე დასმული კითხვის პასუხად…

მეტი...

თამარ ბაჩალეიშვილის საქმეს ერთი მუხლიც დაემატა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი...

„30,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, ჯამურმა ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რეგისტრაცია გახდა აუცილებელი პირობა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობისთვის. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით. ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამითა და აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული აქვთ და ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას მოახდენენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დაწყებიდან  დღემდე,…

მეტი...

რუსთავი – თბილისის ავტომაგისტრალზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სამართალდამცავები ამ წუთებში BMW – ს მარკის თეთრი ფერის ავტომანქანას ჩხრეკას უტარებენ, ავტომანქანიდან გარკვეული ნივთები ამოიღეს, რაც სავარაუდოდ თანხა და ნარკოტიკული საშუალებებია, თუმცა ეს ინფორმაცია შსს – ს მიერ არ დასტურდება. სამართალდამცავებს გაჩერებული ჰყავთ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაც. ადგილზე არიან დაკავებულების ოჯახის წევრები ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები და ოქმის შედგენა მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეც დანიშნულების რაზმიც.

მეტი...

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება“ – პრემიერი აზერბაიჯანულ მედიაზე

პრემიერ-მინისტმა აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია. „ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი“, – ამის შესახებ საქართველოს პერემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკის ჩატანის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა. პრემიერის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან შეუძლებელია, ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. „საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო…

მეტი...

ნაძალადევში ჩხრეკა ჩატარდა – გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ნათესავის სახლიდან ტელეფონი ამოიღეს, გოგონა ჩიქოვანის ბიძაშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ გოგილაშვილს ნარეკვავის დასახლებაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნია, თუმცა მან გამომძიებლებს ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა.   ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი...

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა მარეკ შჩიგელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებული კრიტიკული ვითარება განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა…

მეტი...

„სენატის მიერ მიღებულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გადაასხა ცივი წყალი მათ, ვინც საქართველოსთვის პრობლემის შექმნას ცდილობს“ – გია ვოლკსი

„როგორც სენატში, ასევე, კონგრესში მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაასხა ცივი წყალი ამ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ როგორმე რაღაც პრობლემა შეუქმნას საქართველოს, მათ შორის, კონგრესმენების თუ სენატორების მეშვეობით – ეს გეგმა ვერ ხორციელდება“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ის სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებასა და სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის ჩავარდნას. „ცივი წყლის მეორედ გადასხმა იყო კიდევ, როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები კრიმინოგენური ვითარების თაობაზე. 50 პუნქტით გაიუმჯობესა საქართველომ ამ მხრივ მდგომარეობა და ევროპის განვითარებულ ქვეყანათა შორის მე-15 ადგილზეა. ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. სწორედ…

მეტი...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. ჰავალას მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით ახდენდნენ. „შედეგად კი ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. დადგენილია, რომ მათ მიერ უკანონო სამეწარმეო…

მეტი...

საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

4-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება. უკვე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით პირველი ფრენა. თბილისიდან კი ბათუმის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი შიდა რეისი საღამოს 20:00 შესრულდება. ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

მეტი...

პანკისში პოლიციაა მობილიზებული

ფიზიკური დაპირისპირე მოხდა პანკისში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობაა შეკრებილი. პანკისის ხეობის სოფელ დუისში ეთნიკურად ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. მატანელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. არსებული ინფორმაციით მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც მიზეზის ეს გახდა.

მეტი...

“ამაზე საუბარი არასერიოზულია” – პრემიერი გომელაურის გადაყენებაზე

ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის საკითხის დაყენებას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. „შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. არანაირი კითხვის ნიშნები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი და ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა,…

მეტი...

“მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, პროპორციულ სიაში არ იქნება” – არჩილ თალაკვაძე

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება არ არის მიღებული მამუკა ბახტაძე იქნება თუ არა საპარლამენტო სიაში. “მამუკა ბახტაძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა. კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

მეტი...

“კარგი იქნება, თუ მოხდება კომუნიკაცია და დიალოგის გზით გადაწყდება ეს საკითხი” – კელი დეგნანი კელი დეგნანი “ფრონტერაზე”

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა “ფრონტერასთან” კონტრაქტს აღარ ჩაშლის. ხელისუფლების გადაწყვეტილებას დღეს “ფრონტერა“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოფიციალური პირების განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური ბრალდებებით. აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ საკითხი დიალოგის გზით გადაწყდება. “ჩვენ გუშინ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა არის მზად კომპანიასთან  ღია საუბრისთვის. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მოხდება კომუნიკაცია და დიალოგის გზით გადაწყდება ეს საკითხი,” – გადაწყვიტა კელი დეგნანმა.

მეტი...

„ამაყი ვარ, რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას. ეს არის ნიშანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია” – კელი დეგნანი

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის სპიკერის მხარდაჭერით მიღებული კანონი, რომლიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებებს დაიცავს. „ამაყი ვარ, რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას. ეს არის ნიშანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის სპიკერი, ჯანდაცვის და განათლების მინისტრი და ბევრი სხვა, ვინც აქ იმყოფებით, რათა ამ გახსნის ცერემონიას დაესწროთ. ეს არის შესანიშნავი მაგალითი თანამშრომლობის, რომლის შედეგადაც კერძო სექტორი, უნივერსიტეტი, აშშ-ის განვითარების…

მეტი...

თბილისის ზღვაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო. კომპანიის თანამშრომლები ზღვის მიმდებარე ტერიტორიას საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდენ. დასუფთავების აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 80 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. აქცია ერთი კვირის განმავლობაში, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.   „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მეტი...

“კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში, ეს ჩვენ კარგად ვიცით” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია თვლის, რომ მართლმსაჯულების სისტემა რეფორმას მოითხოვს: „გამოძიებასთან დაკავშირებით გუშინ მე ვთქვი ის, რასაც ვამბობდი, როცა შს მინისტრი ვიყავი, ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმები სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შსს-შიც სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ კრიზისთან ერთად გლობალური, ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი, რათა გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. „კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში, ეს ჩვენ კარგად ვიცით, ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებული…

მეტი...

“ცუდია ის, რომ ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ” – გიორგი გახარია

როგორც გიორგი გახრიამ აღნიშნა, თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან დაკავშირებით, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას. „ჩემი მოსაზრებები ამასთან მიმართებაში არის ძალიან მარტივი. ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს სტრატეგულ პარტნიორსა და ჩვენს ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება. თანამშრომლობის ისეთ სფეროებზეა საუბარი – თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება, ვაჭრობა, ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამ კითხვების დასმის უფლება ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ ეს კითხვები დროთა განმავლობაში…

მეტი...

“კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 3-ის წყარო უცნობია” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული 19 შემთხვევიდან  8 ლილოს ბაზრობიდანაა, 5 გაჩიანიდან, 2 იმპორტირებული,(აქედან ერთი სატვირთოს მძღოლი), 1 სამედიცინო პერსონალია, 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. მარინა ეზუგბაიას თქმით,  დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 214 პაციენტი მკურნალობს

მეტი...

“დოკუმენტი შეიცავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს” – დავით ზალკანიანი

აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში კიდევ ერთხელ გამოიხატა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მინისტრის თქმით, დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. „მივესალმები აშშ-ის სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას, სადაც კიდევ ერთხელ გამოიხატა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა. დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი ერთით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge გავრცელდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5936 მოქალაქე იმყოფება.

მეტი...

დაკარგული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს

 დაკარგული 15 წლის არასრულწლოვანი, რომელსაც 19 ივნისიდან ეძებდნენ, პოლიციამ იპოვა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი თბილისში აღმოაჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 15 წლის ნინო ჯარიაშვილი სახლიდან კვირას გავიდა, მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მეტი...

გარდაბანში ისევ კარანტინი გამოცხადდა, სოფელი ჩაიკეტა

სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა. საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოაწყვეს. „უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ გამოიყენება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები. შინაგან საქმეთა სამინიტროს…

მეტი...

„ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში“ – ანა გაბეჩავას ემოციური განცხადება

19 ივლისის საბედისწერო დღის იუბილარი ანა გაბეჩავა, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას აკეთებს და საზოგადოებისგან სოლიდარობას ითხოვს. მისი თქმით, სწორედ ის იყო პირველი ადამიანი, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხეს და ყველაფერი თქვა, რაც იცოდა. „გადავწყვიტე, რომ პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან, რომ პირველი ადამიანი, ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას. გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს, რადგან წავეყვანე მცხეთის…

მეტი...

ახმეტაში ტყის ინვენტარიზაცია მიმდინარეობს

ახმეტაში,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება.  56 000 ჰა ფართობზე საველე სამუშაოებში,  26  ახალგაზრდა მეტყევეა დასაქმებული. როგორც  „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სააგენტოდან აცნობეს, მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა და  სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. „სატყეო სექტორში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება. დარგის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე, რომლის ნაკლებობასაც სექტორი წლების განმავლობაში განიცდიდა, შესაბამისად სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ერთ-ერთ  პრიორიტეტად რჩება“ – განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა. ახმეტაში   ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა.  პროცესს…

მეტი...

„ასეთი ტურბულენტობა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კატასტროფაა“ – დავთ ჭიჭინაძე

„ხელისუფლება დანაშაულებზე ხელის დაფარებას ისე ცდილობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველა მათი ჩინოვნიკი რაღაცაშია გასვრილი და ყველაფერის მიჩქმალვას ცდილობენ“ – აცხადებს პარლამენტი დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც ყველა სფეროში უსამართლობის განცდას ხედავს.     „ძალიან დიდ პატივს ვცემ ოფიცრებს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი ხმა აღარ ისმის. ჯერ ერთი, კარიერისტებმა გადაფარეს და მთავარი, ისინი მუშაობენ დავალებებით და არა ობიექტურობისა და სამართლიანობის დასაცავად. რადგან იმ ადამიანებისთვის, რომლითაც გაივსო „ოცნება“, ძალოვანი სტრუქტურები, ეს ძველი,  მოძალადე თანამშრომლები არიან, მათთვის კი, ეს  ჩვეულებრივი ამბავია, მათ უკანონობა სისხლში აქვთ გამჯდარი. აღარ არსებობს ნდობა, ხელისუფლებას აღარაფერი…

მეტი...