დრონი, ვერტმფრენები, 100-მდე მაშველი – 13 წლის ბავშვს ისევ ეძებენ

13 წლის ილია ფილფანის კვალს ექვსი დღეა, სამართალდამცავებმა ვერ მიაკვლიეს. ბავშვს ეძებდნენ ურეკსა და ანაკლიაში, რადგან იქ მისი გარეგნობის მოზარდი შენიშნეს. ძებნა  შესული ზარის საფუძველზე დაიწყო, თუმცა კვალი არც იქ არ აღმოჩნდა. 13 წლის მოზარდი მამასთან ერთად საქართველოში ოქტომბერში ჩამოვიდა, მან ქართული ენა არ იცის. ბიჭი სახლიდან ველოსიპედით გავიდა. 18 ივლისს სოფელ ლენჯერიდან გაუჩინდარდა.

მეტი...

“ტერიტორიაზე, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, ძებნის სამუშაოები არ მიდიოდა” – ოჯახს აქვს ვერსია, რომ მანქანა რამდენიმე დღის მერე მიიყვანეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვლის, რომ გოგონას თავისუფლება ვიღაცამ უკანონოდ აღუკვეთა. ოჯახი ტრაგედიას მის საქმიანობას უკავშირებს. ოჯახი ვარაუდობს, რომ საქმიანობიდან გამომდინარე ისეთი რამ გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა: „ადგილობრივმა მოსახლეობამ თქვა, რომ კონკრეტულ მისამართს ეძებდა, იმ ტერიტორიაზე, სადაც მანქანა აღმოაჩინეს მთელი კვირა დავდიოდით იმ გზაზე, ცენტრალური გზიდან 50 მეტრში დაგფიქსირდა მანქანა, ის არ იყო გადამალულ ადგილას და ძებნა არ უნდა გასჭირვებოდა,“ – აცხადებს თამარ ბაჩალეიშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი გოგონას სამართალდამცავები დრონებით ეძებდნენ, თუმცა მისი ნახვა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ლოკაციის ფიქსაციაზეც ისაუბრეს. „ადამიანების გარკვეული რაოდენობა ფლობდა ინფორმაციას, თუმცა ზუსტად…

მეტი...

“დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა” – პროკურორი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ზაზა ალავერდაშვილის საქმის პროკურორის, კონსტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა. როგორც ცაცუა განმარტავს, საქმეში სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა არსებობს, რითაც დაზარალებულისთვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დასტურდება. “საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, გარკვეული სახის მტკიცებულებებს ბრალდების მხარე ელოდება. ექსპერტიზით მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება, რაც მას როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის მხრიდან აქვს მიყენებული”, – განაცხადა ცაცუამ.

მეტი...

“კოვიდი მსოფლიოში გაძლიერებულია, მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მოსაზრებით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ზრდა გასაკვირი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უწევთ შემოსვლა. „მთელ მსოფლიოში მზარდი სტატისტიკაა, ოღონდ ეს მზარდი სტატისტიკა ჩვენთან იზომება ერთეულებით ან ყველაზე მეტი, ათეულებით. ერთადერთი იყო გუშინდელი დღე, როცა 24 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა დანარჩენ შემთხვევაში 20-ის ან 10-ის ქვემოთაა. მთელ მსოფლიოში იზრდება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა, ოღონდ იქ იზრდება ასეულობით, ათასეულობით და ათეულ ათასეულობით. აშშ ყოველდღე ამყარებს რეკორდს – 60 000, 63 000, 67 000; სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 500-600 შემთხვევა, რუსეთში 7-8…

მეტი...

“აშშ არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას” – მაიკ პომპეო

შშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განცხადება გაავრცელა, რომელიც უელსის დეკლარაციის 80 წლისთავის თარიღს უკავშირდება. პომპეო აცხადებს რომ რუსეთის აგრესიას ამერიკა აღარ შეეგუება. „აშშ-ს არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის ქვეყნების იძულებითი შესვლა საბჭოთა კავშირში, ასევე არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამომწვევი მარიონეტების მხარდაჭერის, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით”, – აღნიშნულია პომპეოს განცხადებაში, რომელიც აშშ-ისა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. უელესის დეკლარაცია 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს იმდროინდელმა მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა, სამნერ უელსმა გამოსცა. განცხადებაში აშშ-მ საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების,…

მეტი...

ლილოს ბაზრობაზე და ქუთაისის ბაზარში ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებთან კავშირები გამოვლინდა, სკრინიგების ჩატარებაა დაგეგმილი ქუთაისის ბაზარშიც, სადაც ერთ – ერთ ქალბატონს კორონავირუსი დაუდგინდა. “იგეგმება ფართომასშტაბიანი სკრინინგი ლილოს ბაზრობაზე. ბოლო დღეებში ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევისას გამოიკვეთა გარკვეული კავშირები ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრე ადამიანებთან. ამიტომ, დღეს უკვე ჩატარდა გამოკვლევა, დაახლოებით 30 ადმიანის და ხვალიდან უკვე ფართომასშტაბიანი კვლევები იქნება. ქუთაისის დეპარტამენტს მივეცით შესაბამისი დავალება, რომ მოახდინონ შესწავლა და შესაძლებელია, რომ იქაც დაიგეგმოს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის,” – განაცხადა ამირან გამყრელიძე. 

მეტი...

ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა ადგილობრივ ბაზარში მუშაობდა

ქუთაისში, 61 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი, დაუდასტურდა კონტაქტი ჰქონდა როგორც მეზობლებთან, ასევე ქუთაისის ბაზარში დასაქმებულ პირებთან.ქალბატონი ადგილობრივ ბაზარში მუშაობდა. ინფიცირებულის კონტაქტი 25 პირია, მათ შორის არიან ოჯახის წევრებიც. “საგანგაშო, ჯერჯერობით, არ გვაქვს, თუმცა საყურადღებო შემთხვევაა. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც გუშინ გამოვლინდა. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით კონტაქტების დადგენის მიზნით. უკვე გვყავს იდენტიფიცირებული დაახლოებით 25-მდე კონტაქტი, ყველა კონტაქტზე მიღებულია ზომები მათ იზოლაციასთან დაკავშირებით, პარალელურად, მიმდინარეობს ახლო კონტაქტებისაგან ნიმუშების აღება,” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე.   61 წლის ქალბატონის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.

მეტი...

„მან თავიდან ვერ გაიაზრა, თუ რა პრობლემასთან ჰქონდა საქმე“ – ანა გაბეჩავას ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე,  ანა გაბეჩავა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ადვოკატ თათია მანიჟაშვილის თქმით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები დაათვალიერეს და უწყების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე დამატებითი კითხვები არ დასმულა. „რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის კუთვნილი სოციალური ქსელებიდან ამოღებულ მესიჯებს, აღნიშნული მიმოწერა გაბეჩავამ განახორციელა მეორე დღეს, დილის საათებში, როდესაც მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ. მან თავიდან ვერ გაიაზრა, თუ რა პრობლემასთან ჰქონდა საქმე და რა შედეგი შეიძლება, დამდგარიყო. მან უბრალოდ იცოდა ჩხუბის შესახებ და ცდილობდა თავისი ძალებით გაერკვია, თუ სად იყო გიორგი შაქარაშვილი“,…

მეტი...

“თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ” – თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

გარდაცვლილი გოგონას ოჯახს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითკითხვები აქვს, მათ შორის, რატომ ვერ იპოვეს სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი.  “თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. იმიტომ რომ, ძალიან ბევრი ისეთი კითხვებია, რომელზეც გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. კვირას ჩვენი ძალებით შევუდექით მუშაობას, ისეთი შეგრძნება გაგვიჩნდა, რომ პოლიცია უმოქმედოდ იყო. იმ ტერიტორიაზე, სადაც თამუნას მანქანა აღმოაჩინეს, მთელი კვირის განმავლობაში დავდიოდით მაგ გზაზე. ცენტრალური გზიდან დაახლოებით 50-100 მეტრში დაფიქსირდა მანქანა, რომელიც არის გაშლილ, ტრიალ მინდორზე და იწყება მერე ტყე. ანალოგიურად გავესაუბრეთ იქაურ მწყემსებს, ეს არის კვირა დღე. ვკითხეთ, შემთხვევით რამე ხომ არ გინახავთ, ვეძებთ გოგონას. მწყემსებმა ხელები გაასავსავეს.…

მეტი...

„სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური კვლევის შედეგები“ – ექსპერტები

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პირველად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის მიხედვით ცხედარს ზედაპირული დაზიანებები არ აღენიშნება, სიკვდილის ხანდაზმულობა კი 3 – 5 დღეა. “ჩატარდა გვამის პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში. მონაწილეობდა ცენტრი “ემპათია”-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა. ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენტგენოსკოპიური კვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოკსიკოლოგიური ექსაპერტიზისთვის. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი: 1. ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება.  2. რენდგენოსკოპიული და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა. 3. ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი.   4. გამოვლინდა შორსწასული მოგვიანებითი გვამური მოვლენები. 5.…

მეტი...

“დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი” – გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიცილის ადვოკატი

ყოფილი პოლიციელის, გაუპატიურებაში ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებულ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებს. ადვოკატი იმ დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც დაზარალებულს აქვს, ბონდო ვათიაშვილი აცხადებს, რომ დაზიანებები კოღოს ნაკბენებია: „ბრალის დადგენილების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მანქანა არის, მაგრამ მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა არის, მაგრამ დაზარალებულის მიმართ კოღოს ნაკბენია აღწერილი, როგორც მსუბუქი დაზიანება. დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – აცხადებს ვათიაშვილი.

მეტი...

“ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არეალში, ამ კუთხით ვერ მოხერხდა ზუსტად იმ დღეებში ამ მანქანის აღმოჩენა” – შსს

„სამძებრო სამუშაოები კონკრეტული მიმართულებით მიმდინარეობდა, ხოლო გარდაცვლილის ავტომობილი სრულიად განსხვავებული მიმართულებით აღმოჩნდა,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროოს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ჭელიძე განმარტავს, კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში გარდაცვლილი გოგონა თვითონ მართავდა მანქანას. “თამარ ბაჩალიაშვილი დილის საათებში, დაახლოებით 10 საათზე გავიდა სახლიდან. დაახლოებით, 20 წუთში ფიქსირდება ხაიშის ჭკვიანი კამერების ლოკაციაზე, სადაც კამერების დათვალიერების დროს ჩანს, რომ ის ავტომანქანას მართავს თავად. როგორც წესი, გამოძიება მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ოჯახის პოზიციებს. ოჯახის ჩართულობა პირველივე დღიდან არის ძალიან აქტიური. ამ კუთხით, საეჭვო მარშრუტი თუ გადაადგილების ლოკაცია, რაც აღმოჩნდა გამოძიებისას, ზუსტად ამ მიმართულებით…

მეტი...

„17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები“ – შინაგან საქმეთა სამინისტრო

„გოგონასთან მუშაობდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია,“ – ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ განაცხადა. ჭელიძე იმ მოკვლეულ მასალებზე საუბრობს, რაც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით: „გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი. პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების…

მეტი...

„პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ დგინდება“ – შსს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე

თამარ ბაჩალეიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისიტროში საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს, მისივე განმარტებით მას მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნება: “შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს შემოვიდა შეტყობინება გაუჩინარების შესახებ, 19 ივლისს დაიწყო გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დაფიქსირდა ხაიშის ტერიტორიაზე, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა, სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მეხანძრე მაშველებიც, მისი ცხედარი აღმოჩენილი იქნა მისსავე ავტომანქანაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე. პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი არ დგინდება, მას არ აღენიშნება…

მეტი...

„ფრონტერა“ არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა რომ დავინახოთ, თუ როგორ უფრთხილდება საქართველო უცხოურ კომპანიას” – გია ვოლსკი

„ოპოზიციას წარმომადგენლები „ფრონტერას“ არ ლობირებენ, ვინაიდან იციან, რომ ფრონტერას აქვს უშველებელი დავალიანება ხალხის მიმართ. ოპოზიციას არ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა კონკრეტულ ამომრჩევლებთან, რომლებიც არიან დაჩაგრულები ამ კომპანიის მიერ. აქ ისინი ლობირებენ იმას, რომ როგორმე ხელისუფლება წარმოჩნდეს ისე, თითქოს უცხოურ ბიზნესს ავიწროებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება არა თუ ავიწროებს „ფრონტერას“ არამედ, მათ 20 წლით გაუხანგრძლივდა პირობა რათა ენახებინათ, რომ ისინი რამე საბადოს იძიებენ იკვლევენ და  აქედან ქვეყანას გააჩნია რამე პერსპექტივა, რომ მიიღოს რამე დამატებითი ენერგორესურსები. „20 წელი არის უპრეცენდენტო ვადა იმისთვის,…

მეტი...

რამდენიმე წუთში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს – ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგი უწყუებაში 17.00 საათზე დაიწყება. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე ისაუბრებს.

მეტი...

“ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, უზნეობაა” – გია ვოლსკი

საზოგადოების მოთხოვნა და მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. „ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა და ყველა მოტივირებულია, არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები, არამედ მთელი საზოგადოება, რომ სწრაფად იყოს გამოძიებული და დადგინდეს, რეალურად რა მოხდა. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნა და მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა. დანარჩენი არავინ არის ისეთი არც ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, განაცხადოს, რომ ასეთი საკითხი რაღაც პოლიტიკურ ნებასთან ან ინტერესებთან…

მეტი...

ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე, 8 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, სკვერის დემონტაჟის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად გაეცნო. „ვარკეთილს წლის ბოლოს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატება. ეს არის დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ტერიტორია, რომელიც მთლიანად მოწესრიგდება. ტერიტორიაზე საფეხმავლო, ველობილიკები და შადრევანი მოეწყობა. განახლდება გამწვანება და დაახლოებით, 1 000-მდე ძირი ხე-მცენარე დაირგვება. ვფიქრობ, რომ ამ უბანს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე ექნება, რომელიც ყველა იმ საშუალებით აღიჭურვება,…

მეტი...

“ძალადობის ფაქტი არ იკვეთება” – გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

გაუპატიურების ბრალდბით დაკავებული ყოფილი პოლიციელი, ზაზა ალავერდაშვილი ბრალდებას არ აღიარებს და ის დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულის ადვოკატმა საქმეზე გაუთქმელობის შეთანხმება დადო, თუმცა უფლებადამცველი მაინც ხაზს უსვამს რამდენიმე გარემოებას და მიანიშნებს იმაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის დამნაშავე და ის ეცდება, რომ უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ერთ-ერთი გარემოება არის ის, რომ დაკავებული მოსარჩელეს დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა, თუმცა რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდათ მათ ადვოკატი ამას არ აკონკრეტებს. უფლებადამცველი ბონდო ვათიაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, რაც უკვე ბრალში დევს, ძალადობის ფაქტი არ იკვეთება. “ფაქტობრივად გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმის მასალები მთლიანად…

მეტი...

ქალის არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქალის არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის სოსო გაბრიაძის სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოსო გაბრიაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. გამოძიება იოსებ გაბრიაძის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ჩადენილი არაპირდაპირი განზრახვით გულისხმობს. შემთხვევა 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩის 26 ნომრიდან ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა უმისამართოდ გაისროლა. ტყვიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მყოფი 50 წლის ქალი იმსხვერპლა.

მეტი...

ამ წუთებში ანა გაბეჩავა და გური ამირხანაშვილი შსს – ში იმყოფებიან

გურამ ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ ამოიცნო. არასწრულწლოვანის ადვოკატის ინფორმაციით გურამ ამირხანაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ორჯერ შეხვდა: „ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ და მან თქვა, რომ ეს პირი ნანახი ჰყავს პოლიციაში და მას ნამცხვარი გადასცა, მას არ უთქვამს, რომ ზ.ხ – მ რაიმე ძალადობა გამოიჩინა ან შეურაცხყოფა მიაყენა, ეს დეტალი ოქმში არის დაფიქსირებული.“ – აცხადებს გიორგი გელხაური. საგამოძიებო უწყებაში მივიდა საქმის ერთ – ერთი ფიგურანტი კოკო ღიბრაძე (დიჯეი) არსებული ინფორმაციით მისი ახალი ჩვენება შინაარსობრივად არ შეცვლილა, შსს – ში იმყოფება ანი გაბეჩავაც, დღეს მას სავარაუდოდ მოუწევს იმ მეგობრების დასახელება, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ, გაბეჩავად…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის პირველადი დასკვნა დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ არ არსებობს. ბაჩალიაშვილები მომხდარს თამარის საქმიანობას უკავშირებენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს. 

მეტი...

“ჩვენ გვსურს ხელისუფლებიდან ჩამოვიშოროთ ქართველი კრიმინალები” – უკრაინაში ხელისუფლებისგან სააკაშვილის ჩამოცილებას ითხოვენ

უკრაინელი ჟურნალისტები, ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი ქვეყნის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მათ გადაცემა „МОЛНIЯ“ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებს მიუძღვნეს. გამომძიებელი ჟურნალისტები უკრაინის ხელისუფლებას გერმანიის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ს მაგალიტს ახსენებენ და მოუწოდებენ გერმანიის მსგავსად მოიქცნენ და შეასრულონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. “სასამართლო გაოგნებულია ქვეყნის პრეზიდენტის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოების და მთავრობის ყველა განშტოების შეთანხმებული ქმედებებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სამართლიანობამ არ იზეიმოს!” – აცხადებს ჟურნალისტი ოლეგ დაინეკა. საქმე ეხება დავით ჭაკუას ექსტრადირებას გერმანიიდან საქართველოში. ოლეგ დაინეკა და ვალერი ტოვმაჩი, უკრაინაში მოღვაწე ქართველი მაღალჩინოსნების საქართველოში ექსტრადიციას მოითხოვენ,…

მეტი...

“ახლა უკვე უკრაინელი ხალხისთვის, მედიისთვის და პოლიტიკური წრეებისთვისაც ცნობილია სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია” – რატი იონათამიშვილი

„უკრაინის ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ მედია პლატფორმაზე გასულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ზუსტად არის ასახული სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია, ანუ ის რაც ზედმიწევნით კარგად არის ცნობილი ქართველი ხალხისთვის, ახლა უკვე ცნობილია უკრაინელი ხალხისთვის, მედიისთვის და პოლიტიკური წრეებისთვის“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ცნობილი უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების  საერთაშორისო მასშტაბის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას. მისივე თქმით, ჟურნალისტები გაოგნებას გამოხატავენ, რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს  მიერ უმძიმეს საქმეებზე მრავალგზის გასამართლებული დანაშაულებრივი რეჟიმის არქიტექტორებს უკრაინის ხელისუფლებამ ჩააბარა რეფორმების გაძღოლა. „ისინი, ასევე ირწმუნებიან, რომ სააკაშვილსა და   ადეიშვილს აქვთ პირდაპირი შეხება გიორგი გაბუნიას მკველელობის ორგანიზებასთან, რათა…

მეტი...

„მივესალმები ფრონტერასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას“ – რატი იონათამიშვილი

„ვფიქრობ, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება  იყო საკმაოდ პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ნამდვილად მივესალმები“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  „ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო კლიმატი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე თითოეული ინვესტორისთვის   და ამ ფაქტმაც ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ერთ წარმომადგენელშიც არ უნდა გააჩინოს გარკვეული ინტერპრეტაციის საშულება, ამიტომ ცალსახად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

მეტი...

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილია. ის გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო. გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. პოლიციელის ადვოკატის, ბონდო ბათიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.  “გუშინ წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი ჩამომერთვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება, რისი გახმაურების უფლებაც არ მაქვს. პირად საუბარში ბრალდებულმა რა მითხრა, ვერ…

მეტი...

 „ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს – ის ხომ გადააგდეო“ – ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმიდან ახალი დეტალები საჯაროვდება, კერძოდ, ცნობილი გახდა 21- ე ტომის გამოკთთხვის ოქმები, სადაც მოწმე საუბრობს ორი პირის დიალოგზე. ჩვენების საფუძველზე ირკვევა, რომ ინციდენტის მონაწილე პირები რაღაცის “გადაგდებაზე” საუბრობდნენ, თუმცა მოწმე მათ ვინაობას კონკრეტულად ვერ ასახელებს: “როდესაც მე მათ გვერდით გავიარე, ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს – ის ხომ გადააგდეო. პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი – კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა “ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო.” მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი,…

მეტი...

ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება

ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლებში მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება განხორციელდება. „ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში  არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

„ოჯახს წარმოუდგნელად მიაჩნია თვითმკვლელობის სიტუაცია“ – თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა დღეს იქნება ცნობილი

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თვითმკვლელობის ვერსიის მოსაზრებას არ ეთანხმება, მისივე განმარტებით ნაპოვნი წერილები არ მიუთითებს აღნიშნულზე. „ეს წერილები არ არის, ეს არის ფერადი, პატარა ფურცლები. რამდენიმე ფურცელია ნანახი, სადაც წერია, ჩემი ანაბრიდან გამოიყენეთ თანხებიო. არ ჩანს, რომ სიკვდილის წინ, ვინმეს დაუწერა რამე. მაშინ უნდა ჰქონდეს მითითებული ვის უტოვებს, რამდენს უტოვებს. არანაირი ანაბრის ნომერი მითითებული არ არის. დედამისი გათიშულია საერთოდ. წარმოუდგენლად მიაჩნიათ თვითმკვლელობის სიტუაცია“, – განაცხადა ადვოკატმა, მისივე მოსაზრებით მომხდარში ყველანაირი ვერსია დასაშვებია: „არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს. თვითმკვლელობასაც და ისეთ…

მეტი...

“ეს ტრაგედია ოჯახს სცდება, ეს ყველას ტრაგედიაა” – პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  პრემიერი გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.  მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობას.  “ეს ტრაგიკული მოვლენაა. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში უაღრესად მძიმე შემთხვევაა. ეს ტრაგედია ოჯახს სცდება, ეს ყველას ტრაგედიაა. უნდა გვახსოვდეს, რომ გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ თემას. რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეების პროაქტიური რეაგირება. აქ არის მნიშვნელოვანი, არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისათვის, რომ ზოგიერთმა ეს საკითხი გარკვეული სპეკულაციისთვის გამოიყენოს. აუცილებელია სწრაფი და ეფექტური გამოძიება. ჩვენ კარგად ვიცით გამოძიებასთან…

მეტი...

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფის პირველი ასეული, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მათივე ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დახვდა. „მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ბატალიონი სრული შემადგენლობით ეტაპობრივად დაბრუნდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ქვედანაყოფებს ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი, როტაციის წესით, მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, ორი შემთხვევა შემოტანილია, ხოლო კიდევ სამის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. „გუშინ ქვეყანაში იყო 1073 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაგვემატა 12 ახალი შემთხვევა და ამჟამად 1085 შემთხვევაა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მხოლოდ ოთხით გაიზარდა და ამ დროისთვის არის 911. 12 ახალი შემთხვევიდან ხუთი პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ორი არის ახალი დადასტურებული შემთხვევა, გაჩიანის, ანუ გარდაბნის წყაროდან, ორი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, სამის წყაროსა და კონტაქტების მოძიება კი ამ დრომდე…

მეტი...

ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონ ლარამდე გამოიყოფა

„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს, ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს საკითხი განხილვის აქტიური საგანი იყო. „თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. მე, ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ სტუმრობისას ვიმყოფებოდი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ, სამინისტროებთან ერთად ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, რომ…

მეტი...

„საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღებაში ადგილობრივებს აქტიურად ვეხმარებით” – ლევან დავითაშვილი

შიდა ქართლის რეგიონში,  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივებს მოსავლის აღებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს  „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ ეხმარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოსავლის აღების პროცესს ნიქოზის თემში, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო. „კახეთის რეგიონში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების პროცესი დასრულდა. ახლა ინტენსიური სამუშაოები შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს.  მოსავალს იღებენ საოკუპაციო ხაზთან, ზემო ნიქოზშიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის ტექნიკის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

საქართველოში კორორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 12-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 1085-ია.  რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 4-ით გაიზარდა და საერთო ჯამში საქართველოში უკვე 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5724. სტაციონარშიკი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 247 პაციენტი. 

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 61 წლის ქალია და ის ქუთაისის მცხოვრებელია. პაციენტმა კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის, 3 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...