“გადაიკეტება ასობით და ათასობით ქუჩა, სისტემა უნდა დაინგრეს” – შსს-სთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს 

შსს-სთან გამართულ აქციაზე ზვიად კუპრავა და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.  შსს-სთან „ლეიბორისტების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ.  პროტესტის ნიშნად მათ თეთრი ხელთათმანი წითლად შეღებეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება არჩევნებში ხმების მოგროვების მიზნით, კრიმინალთან არის გარიგებული. მიხეილ ქუმსიშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სისხლიანი ქუჩური გარჩევები ყოველდღიურობად იქცა და არსებული ვითარების შესაცვლელად ყველაფერს იღონებენ. აქციაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. „პოლიციელები ჩვეულებრივი მონები არიან“ – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. ეს სისტემა უნდა დაინგრეს, გადაიკეტება ასობით და ათასობით ქუჩა” – განაცხადა…

მეტი...

23 წლის გოგონას ცხედრის ექსპერტიზა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ამ წუთებში, გარდაცვლილი გოგონას – თამარ ბაჩალიაშვილის სხეულს ექსპერტიზა უტარდება. ოჯახის თხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვნენ. როგორც 23 წლის გოგონას მამა ამბობს, გამომძიებემა მას შვილის პრობლემების შესახებ უთხრეს. „კომპიუტერი გავხსენიო და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემების წინაშე არისო. ასე მითხრა გამომძიებელმა  გუშინ“ – ამბობს გარდაცვლილის მამა, რომელსაც ეჭვი აქვს მისი შვილის სამსახურზე. შეგახსენებთ, რომ თამარის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილის უკანა სავარძელში იპოვეს, რომელიც წამოწოლილ მდგომარეობაში იყო.    ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა.

მეტი...

„აწამეს და მოკლეს ბავშვი, ეგ არის“ – გარდაცვლილი გოგონას მამა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებით, ის ადგილი, სადაც გარდაცვლილი გოგონას ავტომანქანა იპოვეს შემდეგ არის ტყეში მიყვანილი და დატოვებული. მათი თქმით, გოგონა მოკლულია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა. „აწამეს და მოკლეს ბავშვი, ეგ არის.  100%-იანი ასეა, აქედან მოტყუებით გაიყვანეს. ეს სამსახურიდან მოდის. ის სამსახურიდან ზეწოლის ქვეშ იყო. სამსახურიდან რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო, ორ-საჯერ ტიროდა კიდეც“ – ამბობს გარდაცვლილის მამა. ოჯახის ახლობელი კი ყვება, რომ ის თავად იყო იმ ტყეში, სადაც მანქანა იპოვეს. „თვითმკვლელობა გამორიცხულია. ბავშვი ძალიან მიზანდასახულ იყო, დიდი გეგმები ჰქონდა, საზღვარგარეთ სამუშაოდ აპირებდა წასვლას. ჩვენ ეს ტერიტორია დათვალიერებული…

მეტი...

“პრობლემა არ ჰქონია, ამბობდა, რომ წასვლა უნდოდა“ – დამსაქმებელი გარდაცვლი გოგონაზე

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მათ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. როგორც კობერიძე აცხადებს, რომ ის ხშირად ამბობდა, რომ სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა უჭირდა. „არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ძალიან მორიდებული და კარგი გოგო იყო, რომელიც კონფლიქტში არავისთან იყო. სამსახურიდან ვიცოდი, რომ შეიძლებოდა წასულიყო, რადგან ბოლო დღეების მანძილზე ბევრჯერ გაჟღერებულა ის, რომ ორ სამსახურში ვმუშაობ, თან ვსწავლობ და ბევრი დრო აღარ მაქვსო. შესაბამისად, ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, როცა გავიგე რომ მიდიოდა“,- აცხადებს თამარ კობერიძე. მისი თქმით, ბოლო პერიოდში თამარ ბაჩალიაშვილი კომპანიაში ონლაინ რეჟიმში…

მეტი...

გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი გაიხსნა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი უმასპინძლებს. სრულიად განახლებული და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცით, მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეიდან მიიღებს.   მუზეუმის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო. „დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალაქს კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა – ჩვენი დიდი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში, მუზეუმების გაერთიანებამ იმუშავა. განახლებულ სივრცეში, სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, მუზეუმებისა და…

მეტი...

„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც ინფექციების პიკია „ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო არ დაუშვებს სავალალო მეორე ტალღას, მისივე მოსაზრებით შემთხვევათა მატება განაპირობა მეზობელ ქვეყნებში ეპიდემიის ფართოდ გავრცელებამ. „ეს გარდაუვალი იყო. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც ინფექციების პიკია და ყოველ დღე ფიქსირდება 500-600 შემთხვევა და საქართველომ, რაც არ უნდა ზომები მიიღოს, მთლიანად იზოლირებული ვერ არის. ძირითადად ტრაილერის მძღოლებს შემოაქვთ, რომლებიც არ შეიძლება, რომ არ შემოუშვა იმიტომ, რომ სატვირთო გადაზიდვები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, მაინც მათგან ვრცელდება. ახლა გარდაბანია ისეთი,საიდანაც დღეს 10 ავადმყოფი იყო. მთავრობამ, როგორც…

მეტი...

თსუ-მ სტუდენტის გარდაცვალების გამო ყველა ღონისძიება გადადო

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა ღონისძიება გდაიდო. უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თავისი სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს. “25 ივლისს, თსუ-ის 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენ გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება. ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ“ – ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ” – თამარ ბაჩალეიშვილის ავტომანქანაში წერილი იპოვეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალეიშვილის ავტომანქანაში წერილი იპოვეს: „ ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ,“ – ადვოკატი ადასტურებს ავტომანქანიდან წერილებისა და მედიკამენტების ამოღებას, თუმცა წერილის შინაარსზე არ საუბრობს: „ვერსია მრავალია, ძალიან ძნელია ჩემთვის ლაპარაკი, რადგან ძნელია იმის აღწერა, რაც ვნახე. მე მქონდა საუბარი ექსპერტებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების ამოღება, დალუქვა. დაილუქა ის წამლები, რომლებიც მის ჩანთაში ნახეს. ზუსტად რა ტიპის პრეპარატებია, ვერ გეტყვით. ფსიქოტროპული პრეპარატები არანაირად არ არის, არის დასახელებები, მე არ ვიცი, ამას ექსპერტები იტყვიან, რა ტიპის პრეპარატებს განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ…

მეტი...

„არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი გარდაცვლილს არ ჰქონია“ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი გოგონას ავტომანქანიდან ამოღებული ნივთების დალუქვა ადვოკატის თანდასწრებით მოხდა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის. რამიშვილი აცხადებს, რომ მომხდარის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშნებია: „ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. დეტალურად ჩემი თანდასწრებით ხდება ყველა ნივთის ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება და დალუქვა, წამლების, რაც იქნა ამოღებული, რაც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის. თვითონ ცხედრის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაზიანებებს ასე ვერ დავინახავ, დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი, ვადების შემდეგ იცვლება…

მეტი...

“ოქრუაშვილმა გასცა დავალება, გადაერჩინათ პოლიციის იმიჯი და მანქანაში მსხდომთ იარაღი ჩაუდეს” – პროკურორი

ავტომობილში მსხდარ პირებს იარაღი და საბრძოლო მასალა ჩაუდეს, ასევე, გაყალბდა მტკიცებულებები, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. პროკურორის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. „2004 წლის ნოემბერში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ოქრუაშვილმა გასცა დავალება, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და ამ ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. შედეგად, ეს ასეც მოხდა. ავტომობილში მსხდარ პირებს იარაღი და საბრძოლო მასალა ჩაუდეს, ასევე, გაყალბდა მტკიცებულებები და პირები უკანონოდ იქნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გარდაცვლილი ბუტა რობაქიძე კი,…

მეტი...

“მეორე ტალღამ შეიძლება პირველს გადააჭარბოს” – მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე თვის, რომ საზოგადოება უყურადღებოდ  ეკიდება ვირუსის რისკს. ის არ გამორიცხავს, რომ მეორე ტალღა პიველზე მძიმე იყოს თუ ყურადღების მოდუნება მოხდება.  “ზოგადად უკვე შეიმჩნევა, რომ სერიოზული ზრდა იქნება და მე ვფიქრობ, მეორე ტალღამ შეიძლება პირველს გადააჭარბოს, თუ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ იქნება.  ბოლო პერიოდში, ძალიან გავთამამდით და მოსახლეობას ჰგონია, რომ ეს დაავადება ნაკლებად მძიმე დაავადებაა. თუ ასე გავაგრძელეთ, დამერწმუნეთ ეს გამოიწვევს საგანგაშო შედეგს. ის, რომ ჩვენ ასეთი კარგი სტატისტიკა გვქონდა, თუნდაც 16 გარდაცვლილი, ძალიან კარგი სტატისტიკაა, ეს არის ყველას დამსახურება, ვინც წესებს იცავდა, ამასთან ეპიდემიოლოგების და მთავრობის,”- მარინა ენდელაძემ.

მეტი...

ქუთაისში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბიკე კასიმოვას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით. დაკავებულმა ბიკე კასიმოვამ სასამართლოს წინაშე არ ისაუბრა. ადვოკატის თქმით, დაკავებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს, თუმცა ამ ეტაპზე პატიმრობას ეთანხმებიან. რა შუამდგომლობას დააყენებენ მომდევნო პროცესზე, ეს ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა, არაა გამორიცხული ფსიქიატრიული ექსპერტიის ჩატარება მოითხოვონ.

მეტი...

“ოქრუაშვილს არ დავინდობ, წუთი-წუთზე მოიხდის სასჯელს” – სოსო რობაქიძე

ბუტა რობაქიძის საქმეში ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის კვალი დანაშაულის დღეს იკვეთება, –  ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომელიც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით იკითხება. „24 ნოემბერს, გამთენიისას, როდესაც ბუტა მოკლეს, ადეიშვილის და ოქრუაშვილის კვალი იკვეთება. მათ აქვთ დანაშაულის გაყალბების, იარაღის ჩადების ბრძანება და ასე შემდეგ. ბუტა ბანდიტად გამოიყვანეს იმიტომ, რომ არ შელახულიყო პატრულის იმიჯი, ნულოვანი ტოლერანტობა, ხელი არ აგიკანკალდეთ და ასე შემდეგ. რეჟიმი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში იყო, გასასამართლებელია და ასევე, გასასამართლებელია ის ხალხი, რომლებიც აყალბებდნენ ყველაფერს. რაც შეეხება იმას, რომ ოქრუაშვილი ახლა ამბობს, თითქოს არაფერი…

მეტი...

გარდაცვლილი გოგონას ყოფილი სამსახურიდან კომპიუტერების ამოღება მიმდინარეობს

შინაგან სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კომპანია „ზეგ“-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავები თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილ სამსახურში უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან. გავრცელებული ცნობით მიმდინარეობს ოფისში არსებული კომპიუტერების ამოღება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

მეტი...

„ცხედარი საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, ცუდი ფერი აქვს“ – ადვოკატი

„ცხედრის ფერი მიუთითებს იმაზე, რომ გოგონა არის დიდი ხნის გარდაცვლილი,“ – ამის შესახებ თამარ ბაჩალეიშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. რამიშვილისთვის უცნობია ცხედარი უკანა სავარძელში როგორ აღმოჩნდა: „ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, ამას ექსპერტები დაათვალიერებენ ჩემი თანდასწრებით. არ ჩანს არაფერი, ცუდი ფერი აქვს და რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცი როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელში, თვითონ იჯდა თუ ვინმემ გადასვა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. რამიშვილისთვის ეჭვს იწვევს ავტომანქანის აღმოჩენის ფაქტიც მწყემსის მიერ. „მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე, რომ ვერ ნახულობდე. სამართალდამცავების განცხადებით, რასაც მე…

მეტი...

“ირაკლი ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს” – ია მეტრეველი

ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. ია მეტრეველის თქმით, ოჯახი პირველივე დღიდან მოითხოვდა ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისგებაში მიცემას, რადგან ის მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. “მათი სიტყვები იყო, რომ პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ერთობლივად მიიღეს. ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს, ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ იმ პერიოდში იყო მინისტრი. იმედი მაქვს, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი,”- განაცხადა ია მეტრეველმა.

მეტი...

“აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში საქართველო მოაზრებულია, როგორც აშშ-ის ფასეული პარტნიორი” – საგარეო უწყება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი (NDAA) დაამტკიცა, რომელშიც აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა (SEC. 1244. SENSE OF CONGRESS ON SUPPORT FOR GEORGIA), რაც მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, როგორც ევროპული უსაფრთხოების ნაწილი, საქართველო მოაზრებულია, როგორც აშშ-ის ფასეული პარტნიორი. „დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისადმი ერთგულებას. კონკრეტულად, კი, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ასევე, ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და…

მეტი...

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ბიკე კასიმოვას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ადვოკატთან ერთად ესწრება. დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის დედას. ის დაკავებულის კანონის უმკაცრესი წესით გასამართლებას მოითხოვს.

მეტი...

„კარგი არაფერი არ მინახავს რასაც შევხედე, გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებთ“ – გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ერთ – ერთი პირველია ოჯახის მხრიდან, ვინც ცხედარი ნახა. მიხელ რამიშვილი აცხადებს, რომ გოგონა უკანა სავარძელზე იყო მოთავსებული: „მანქანაშია მოთავსებულია უკანა სავარძელზე,  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება, მოხდება მანქანის გახსნა ცხედრის გადმოყვანა და ექსპერტიზაზე იქნება გადაყვანილი. მე უკვე დავრეკე და ჩვენის მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება, იმიტომ რომ შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე არ არის სრული ნდობა ექსპერტებთან, გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებთ.“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა

მეტი...

გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ცხედრის აღმოჩენის ადგილას იმყოფებიან

იმ ადგილას, სადაც სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს, მისი მამა და ოჯახის ახლობლები მივიდნენ, ოჯახს ჰქონდა მოთხოვნა, რომ ექსპერტიზა მათ ნახვამდე არ დაწყებულიყო, ადგილზე უნდა მივიდეს გარდაცვლილი გოგონას დედაც. ოჯახის ახლობლების განცხადებით გოგონას თეთრი წყაროს რაიონში ახლობლები არ ჰყოლია. „არ ვარ გამომძიებელი, მაგრამ შეხედეთ მანქანა, როგორ დგას, აქამდე სად იყვნენ, ეს ხომ არაა უღრანი ტყე, როგორ ვერ იპოვეს დღემდე, ბავშვი გამოიყვანეს სახლიდან, შეყვარებული არ ჰყავდა, არანაირი პრობლემა პირადი არ ჰქონდა“ – აცხადებენ ოჯახის ახლობლები. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება ამ ეტაპზე თავისუფლების…

მეტი...

“ფართომასშტაბიანი კვლევის საშუალება თუ არ მოგვეცემა, ერთადერთი ნაბიჯია ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ 350 ნიმუშზე მეტის აღება ვერ მოხერხდა, მაშინ, როცაც ექვს ბრიგადას 700-დან 1000 ნიმუშამდე აღების შესაძლებლობა აქვს. ამირან გამყრელიძე რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, სამი სოფლის –  ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა გახდეს საჭირო. „სამწუხაროდ, მოსახლოებაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. გვინდოდა, 7000 მოსახლე ამ კვირაში  სრულად გამოგვეკვლია. შემხვედრი ნაბიჯები არ იდგემა და 350 ნიმუშზე მეტი ვერ აიღეს. არ გამოვრიცავ ამ რადიკალური ღონისძიებების გატარებას. თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევა ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ…

მეტი...

„გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, – ექსპერტიზა შაქარაშვილის კვლევაზე განმარტებებს აკეთებს

გიორგი შაქარაშვილის სხეულის გამოკვლევის შედეგად ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტში არსებულმა ჩანაწერმა არაერთი კითხვის ნიშანი გამოიწვია, მათ შორის სახალხო დამცველი აპარატშიც. ჩანაწერზე: „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დამატებით განმარტებებს აკეთებს. „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, შეძრულნი ვართ გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქტიურად განიხილება ამ მძიმე საქმის დეტალები, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზებთან დაკავშირებული საკითხები. ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც სამწუხაროდ, არაფერი საერთო აქვს…

მეტი...

“აქედან მოტყუებით გაიყვანეს, სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო” – გარდაცვლილი გოგონას მამა

თამარ ბაჩალაიშვილის ოჯახმა შვილის გარდაცვალების შესახებ მედია საშუალებებიდან შეიტყვეს. გოგონას მამა შვილის გარდაცვალების საქმეს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურსაც უკავშირებს. „ხუთი დღეა ვეხვეწები, ბავშვი დავკარგე ხალხო, ვითომ ეძებენ, გაძღებიან, სვავენ და ვიყავითო მეუბნებიან. ერთ ადგილას ვიყავითო გვითხრეს, მივედი იმ ადგილას, სოფელში და აქ პოლიცია არ ყოფილა დღესო. არ ვიცით, ბავშვს აქვს თუ არა დაზიანებები. აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო. ან მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმე ბიჭმა მოიტაცა. სამსახურზე ვფიქრობ უფრო, იქიდან რომ მოდიოდა სულ აგრესიული იყო, ორჯერ -სამჯერ ტიროდა კიდეც“ , – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის…

მეტი...

„სასაფლაოებზე ქაოასია“ – კერძო და მუნიციპალური სასაფლაოებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება

სასაფლაოების ტერიტორიაზე დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მზადდება. ცვლილებათა პაკეტის ინიციატორი თბილისის მერიაა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ქაოსი უნდა მოწესრიგდეს. მერის განცხადებით,  ცვლილება როგორც მუნიციპალურ ასევე, კერძო სასაფლაოებს შეეხება. „მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების ტერიტორიებზე სრული ქაოსი არსებობს. ხშირია სასაფლაოების მოწყობის და მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევები, რომელზეც არანაირი სანქცია არ არსებობს. ასევე, ხდება მიწების მიტაცება. ხშირია საფლავს ზედა ნაგებობების უნებართვოდ მოწყობისა და უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევებიც. ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ, ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია მნიშვნელოვანი, რომელსაც ვამზადებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ცვლილებათა პაკეტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება, რომ აღნიშნული…

მეტი...

კომპანია “ზეგ” – ი გარდაცვლილ გოგონასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ზეგ”- ის დირექტორმა, სადაც გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი იყო დასაქმებული, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა. თამარ კობერიძე ამბობს, რომ გოგონამ სამსახურიდან წასვლის შესახებ მათ წინა კვირას შეატყობინა.  “თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა,” – ნათქვამია…

მეტი...

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში, ტყეში ავტომანქანაში ნახეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„ნოდარ ტურძელაძე არჩევნების პირველივე ტურში ღირსეულად გაიმარჯვებს“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურში ღირსეულად გაიმარჯვებს. თბილისის მერმა ნოდარ ტურძელაძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მან წლების განმავლობაში, ვაკის რაიონის გამგებლის პოსტზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.  „როგორც იცით, პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარმოადგინა. ერთ-ერთი წარმომადგენელი ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძეა. ის ჩვენი გუნდის წევრია. წლების განმავლობაში გამგებელი იყო და ამ პერიოდში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მეამაყება, რომ ჩვენ ერთად მოვახერხეთ და შევძელით იმ სირთულეებზე…

მეტი...

დედაქალაქის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს დაამტკიცებს

თბილისის მერია პრესის ჯიხურების ერთიან ვიზუალს შეიმუშავებს, რომელიც მერიის შესაბამის სამსახურებთან იქნება შეთანხმებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მასშტაბით, პრესის რეალიზაციისთვის განკუთვნილი ჯიხურების განსათავსებლად კონკრეტული ადგილები გამოიყოფა. „ჯიხურებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების განთავსება მიუღებელია. პრესის ჯიხურები კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პრუდუქციით ვაჭრობენ. იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას ხელი შევუწყოთ, გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც პრესის ჯიხურებს განვათავსებთ. რა თქმა უნდა, ჯიხურების დიზაინი და…

მეტი...

მოქალაქეებს 2018 წლის 10 აპრილამდე „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები გაუუქმდათ

ყველა იმ პირს, რომელიც 2018 წლის 10 აპრილამდე კომპანია „სითი პარკმა“ დააჯარიმა, სანქციები გაუუქმდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა საქართელოს პარლამენტს მხარდაჭერისა და თანამდგომისთვის მადლობა გადაუხადა. „იცით, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ კომპანია „სითი პარკთან“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოქალაქეების არასწორი დაჯარიმება იყო. იმ მოქალაქეებს, რომელთა ჯარიმები ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, დაახლოებით, მილიონამდე ლარის ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა მოვამზადეთ და პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარდაჭერა მოჰყვა. მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის…

მეტი...

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი თბილისის მერიის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება. „სატრანსპორტო პოლიტიკისა და პარკირების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი მხრიდან მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. მინდა, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო. ცვლილებების თანახმად, ტაქსისთვის განკუთვნილ ადგილზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირება – 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული სივრცეები მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის არის გამოყოფილი; ელექტრომობილების დამუხტვისთვის განკუთვნილ ადგილებზე, სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე ჯარიმა ამ შემთხვევაშიც,…

მეტი...

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა, უცნობია ორის წყარო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, ხუთი შემოტანილია, კიდევ ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. „24 ახალი შემთხვევიდან ხუთი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. ხუთი შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონის კვლევისას დადასტურდა. ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ამასთან, ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 188 პაციენტი მკურნალობს.

მეტი...

ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში მახალდიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 645 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის ზედა მონაკვეთზე კი ბეტონის გზა მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლები, კიბეები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „ლოტკინის დასახლებაში დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მახალდიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 50 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აქ იყო ძალიან დაზიანებული ქვაფენილი და მოსახლეობას უჭირდა გადაადგილება. ადგილობრივები დღეს უკვე სრულად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.…

მეტი...

„მას ვთხოვე, რომ გამოეშვა დაჭრილი მძევალი, ავტობუსში მყოფი ორსული ქალი და ბავშვი“ – ვლადიმერ ზელენსკი გამტაცებელთან მოლაპარაკების დეტალებზე

„9 საათის განმავლობაში მას ყველა ესაუბრა, ფსიქოლოგებისა და მომლაპარაკებლების ჩათვლით. ადამიანს მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, რომ მისი მოთხოვნები შეესრულებინათ,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა. ზლენსკის ინფორმაციით  იგი გამტაცებლებს 7 – 10 წუთი ესაუბრა. „ შემოგვთავაზეს პირდაპირ სპეცოპერაციაზე გადასვლაც, რომელიც არ ვიცოდით, როგორ დამთავრდებოდა. ეს იქნებოდა სწრაფი შტურმი, ამაში დარწმუნებული ვარ, იქნებოდა შედეგიანი, თუმცა ყოველთვის არის მსხვერპლის საშიშროება, ამიტომ ეს საშიშია. მე მინდოდა ამ ადამიანთან ტელეფონით გასაუბრება, ვეცადე და დაველაპარაკე. მას 7-10 წუთი ველაპარაკებოდი და შევთანხმდით, რომ პირველ ნაბიჯს ის გადადგამდა. მან რამდენიმე ადამიანი გამოუშვა. მას ვთხოვე, რომ…

მეტი...

“მივმართავთ ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გადაამოწმოს ფაქტები” – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია შეშფოთებას გამოთქვამს  ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მედიას და „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ეხება. 20 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით – „ქართულ მედიაზე წინასაარჩევნოდ გაძლიერებული ზეწოლა“,  არასწორ ფაქტებს და მათზე დაყრდნობით გაკეთებულ შეცდომაში შემყვან დასკვნებს  შეიცავს. სტატიის თანახმად, „საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას“. კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა და საპატივცემულო საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიც არის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ფაქტების შესწავლისა და გადამოწმების გარეშე საქართველოში არსებულ მედია გარემოსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ნაჩქარევი, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა. …

მეტი...

იწყება ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ალგეთის წყალსაცავის რეაბილიტაცია იწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას. ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას. უწყებაში განმარტავენ, რომ ჩატარებული სამუშაოები ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება  1 მილიონ ლარამდეა. ალგეთის წყალსაცავზე არსებულ ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერი  ლალი დურმიშიძე…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 907-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 692 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.

მეტი...