შოთა არველაძის გუნდში კორონავირუსი 5 ფეხბურთელს დაუდასტურდა

ტაშკენტის „ფახთაქორში“, რომელსაც ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე ავარჯიშებს, კორონავირუსი ხუთ ფეხბურთელს აღმოაჩნდა. გუნდი მთლიანად იზოლაციაშია გადაყვანილი. (Tribuna.uz) ცნობით, შემოწმება ჩაუტარდათ „ფახთაქორის“ დანარჩენ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და სხვა თანამშრომლებს. ტესტების შედეგები ორშაბათს, 20 ივლისს იქნება ცნობილი, რის შემდეგაც შესაძლოა, სხვა ზომებიც იქნას მიღებული. „ფახთაქორს“ უზბეკეთის ჩემპიონატში ცხრა ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ტაშკენტელებს მომდევნო მატჩი 23 ივლისს, სტუმრად, „კოკანდ-1912“-თან ელით, თუმცა, შესაძლოა, კალენდარში ცვლილებები შევიდეს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის 22 ივლისს „აგმკ“-სა და ტაშკენტის „ლოკომოტივის“ მატჩის ჩატარებაც, რადგან 13 ივლისს „ფახთაქორმა“ სწორედ „აგმკ“-სთან ითამაშა და არსებობს რისკი, რომ მატჩის დროს ალმალიკელი ფეხბურთელებიც დაინფიცირდნენ.

მეტი...

ყირიმ-კონგოს ცხელებით იმერეთში მამაკაცი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით იმერეთში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით უცნობია ინფიცირების წყარო. მამაკაცი წყალტუბოს მკვიდრი იყო. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს იფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, აღნიშნული დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია და ის ჰიალომას ტკიპის ნაკბენით გადადის. შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა

მეტი...

“ზაზა გახელაძის საქმეზე ამოქმედებულია სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. პრემიერი ამბობს, რომ გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა დიპლიმატიური ბერკეტი ამოქმედებულია. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს ის საკითხია, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. „ეს ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი შინ დაბრუნებაა, ამიტომ დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს, უპირველესად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

პრეზიდენტის სიძე დააკავეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე ისევ დააკავეს. ამჯერად, მინდია გოგოჭურს ძალად0ბისთვის ედება ბრალი.    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც  ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას გულისხმობს. პრეზიდენტის სიძეს, ძალადობის გარდა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავებიან.

მეტი...

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას სიას ხვალ წარუდგენს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომ პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სიას ხვალ წარუდგენს.

მეტი...

ყოფილი პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

წუხელ გვიან ღამით თბილისში დაჭრის ფაქტი მოხდა, ყოფილი პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს.  “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა და 1,028-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 899-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5,627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228.

მეტი...

„იაკობი ლისზე წავიდა, სვანეთში თუ აზერბაიჯანში, რამე მნიშვნელობა აქვს?“ – ადვოკატი ფოტოგრაფზე

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობმა შსს-ს შენობა დატოვა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად ინტერესის სფერო მისი სოციალური ქსელები იყო.   „მიმოწერები ამოიღეს. ამონაწერში „112“ არ ფიქსირდება, სადაც დავრეკე „111“-ის მერე. აქ დავრეკე სანამ დაბადების დღეზე მივდიოდი. ეს არაფერ შუაშია საქმესთან. ფოტოები არ გადამიღია, მე იქ სტუმრად მივედი და არა ფოტოგრაფად“ – განუცხადა ფოტოგრაფმა ჟურნალისტებს. მისი ადვოკატის თქმით კი სამართალდამცველებს ის ამონაწერები წარუდგინეს, რაც საჭიროდ ჩათვალეს: „ისტაგრამი დათვალიერდა, მას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მიმოწერა აქვს. დაჯდა სახლში ეს დღეები, ყველაფერი გადაათვალიერ-გადმოათვალიერა. ჩვენ რაც მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო გამოძიებას სცოდნოდა, ჩვენ…

მეტი...

“გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად“ – იაკობ ბრეგვაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იაკობ ბრეგვაძე იმყოფებოდა. ბრეგვაძე შსს-ში ადვოკატთან ერთად მივიდა, უწყების დატოვების შემდეგ ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ გამოძიებას კითხვბით მიმართა. “გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები”, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

მეტი...

“სახარება გვეუბნება, რომ უმთავრესია, გამოვავლინოთ სიყვარული ერთმანეთისთვის” – მეუფე შიო

სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ, ადამიანთა შორის სიყვარულის მნიშვნელობასა და გვერდით დგომაზე გაამახვილა ყურადღება. “არის ასეთი ამბავი – უფალი იესო ქრისტე მიბრძანდება და ქადაგებს ერთ ოჯახში. მასთან მიჰყავთ მრავალი სნეული, ერთ-ერთი იყო პარალიზებული, რომელიც ოთხმა მეგობარმა თავის საწოლიანად მიაბრძანა უფალთან. როდესაც უფალმმა დაინახა მათი სარწმუნოება, უთხრა, შვილო, ნუ გეშინია, გეპატიება შენი ცოდვები. ეს ბევრ რამეზე გვაფიქრებს. პირველ რიგში, აუცილებელია, ვილოცოთ მოყვასისთვის. სიყვარული აუცილებელია უფლისგან წყალობისთვის. ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ირგვლივ ადამიანებში დიდი სიყვარული დავთესოთ. იმდენად დიდი სიყვარული უნდა დავთესოთ, რომ ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს, გაჭირვების…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელოსა და აჭარაში გაეცნო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სრულად რემონტდება ყაზარმები, ხდება სახურავების გამოცვლა და ახალი პროფილირებული თუნუქის სახურავით გადახურვა, შენობა-ნაგებობი სინეტისგან დამცავი ანტიკოროზიული, ანტისეპტიკური და ნესტგამძლე საღებავებით იღებება, გარე ფასადები კი, ჰიდრო-თბო იზოლაციით შეიფუთება. ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში სპორტული მოედნებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის უწყების ცნობით, ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს აჭარაში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფში. მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას. ადლიის სამხედრო ნაწილში რემონტდება…

მეტი...

კრემლმა კავკასიის რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ქვეყნის შეიარაღებულმა კავკასიის ახალი სამხედრო რეგიონში დაიწყო. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, შემოწმებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შესწევს რუსეთის არმიას უნარი, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში და მოამზადოს ნიადაგი სექტემბერში ფართომასშტაბიანი სწავლების – “კავკასია-2020”-ის ჩასატარებლად. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით მრავალ სახმელეთო და საზღვაო პოლიგონზე ჩატარდება 56 ტაქტიკური დონის სწავლება, რომელშიც, საერთო ჯამში, 150,000 სამხედრო მოსამსახურე, 26,000-მდე სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობას.

მეტი...

ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია საგარეო უწყებასთან დაიწყო და სახელმწიფო კანცელარიასთან გაგრძელდა 

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა აქცია ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართეს, ხოლო შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები, ოკუპანტების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ  სახელმწიფოს მხრიდან მეტ ჩართულობას ითხოვენ. ასევე, აცხადებენ, რომ აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სათანადოდ ინფორმირება. აქციაზე, 11 ივლისს ოკუპანტების მიერ გატაცებული გახელაძის მეუღლეც იმყოფებოდა. „დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს, ყველაფერს ვიგებთ ჟურნალისტებისგან. ჩვენ ვეყრდნობით ისევ სახელმწიფოს. გვინდა, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ, რომ არ დავნებდებით, ჩვენ დროზე უნდა გავათავისუფლოთ ზაზა. ჩვენი მოთხოვნა სხვა არაფერია. დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ისინიც მოქმედებენ როგორც შეუძლიათ, თუმცა დღეს უკვე მეცხრე…

მეტი...

მესტიაში 13 წლის ბიჭს ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ. სამართალდამცავები არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას უკვე ორი დღის განმავლობაში ცდილობენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბიჭი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ბავშვის სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მეტი...

„მას უკნიდან ხვდებიან უცხო პირები და ურტყამენ“ – გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი არასრულწლოვნის  ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცნობდა იმ პირებს, ვინც მას ურტყამდნენ, საბურთალოს მხარემ ის შეცდომით ჩათვალა კონფლიქტში მონაწილედ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი არასრულწლოვანის ადვოკატმა განაცხადა. ანა ჟღენტი ეტაპობრივად ყვება დაბადების დღეზე მომხდარი იმ ინციდენტის შესახებ, რომელშიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღმოჩნდა ჩართული. ადვოკატის ინფორმაციით ნ.ხ კონფლიქტში მონაწილე პირებს არ იცნობდა: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გადის ჰაერზე მოსაწევად, ამ დროს ხდება ისეთი რამ, რომ მას წინ ხვდებიან პირები, და როდესაც იწყებს მოწევას უკნიდან კიდევ სხვა პირები ურტყამენ, ესაა კიბის ეპიზოდი, რაც შეეხება ამ პირებს…

მეტი...

„ნ.ხ. ანა გაბეჩავას სკოლელია, ის დაბადების დღეზე ანამ დაპატიჟა“ – არასრულწლოვანი მოწმის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იჯდა გოგონებთან ერთად, ამ დროს დაიწყო კამათი მოპირდაპირე მხარეს, თუმცა კონფლიქტი მალევე ამოიწურა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი არასრულწლოვნის ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით არასრულწლოვანი ნ. ხ აღნიშნულ დაბადების დღეზე იუბილარის დაპატიჟებით იყო მოსული და მომხდარ კონფლიქტში შემთხვევით აღმოჩნდა: „ანა გაბეჩავას სკოლელია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის დაპატიჟეს დაბადების დღეზე, სადაც მივიდა მოგვიანებით, იქ იყო ბევრი ისეთი პირი, ვისაც არ იცნობდა, ზოგ მათგანს იცნობდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იჯდა გოგონებთან ერთად და მოპირდაპირე მხარეს პატარა შელაპარაკებასავით ინციდენტი მოხდა, მაგრამ…

მეტი...

ცესკომ „რესპუბლიკურ პარტიას“ რეგისტრაციაზე უარი უთხრა

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია ვერ გაიარა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 17 ივლისის №29/2020 განკარგულებით რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს. რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით (№გ-01/14/07/20/28, ცესკოში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას უარი…

მეტი...

ფოტოგრაფ იაკობზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად წვიმიან ამინდს ელოდებიან

გარდაცვლილი თუ მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საქმეში ფიგურანტ მოწმეებს თუ დაზარალებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთმანეთის მიყოლებით იბარებენ და საათობით კითხავენ. ამჯერად, გამოძიება მათი სოციალურ ქსელებსა და მიმოწერას სწავლობს. საქმის ერთ-ერთი მონაწილის ირგვლივ, რომელიც ამ ეტაპისთვის დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს, არაერთი კითხვა არსებობს, ეს არის ფოტოგრაფი იაკობი, რომლის ფოტოაპარატიდან საბედისწერო რამეს გადაღებული ვერც ერთი კადრი ამოიღეს. ფოტოგრაფს ადვოკატიც კი აუყვანეს. ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მომდინარე ბულინგზე აქტიურად საუბრობს და ყველა ეჭვის გასაფანტად და იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ იტყუება, საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის მზაობას აცხადებს. ექსპერიმეტისთვის…

მეტი...