„ღამურა საქართველოში 5 ათას აშშ დოლარად ამერიკელებისთვის უნდა მიეყიდა” – ცხინვალი დაკავებულ ქართველზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ახალ ბრალდებას უყენებს და დაკავების მიზეზად მათ ტერიტორიაზე ღამურების ქურდობას ედავება. დე ფაქტო უშიშროების უწყების განცხადებით, მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი  ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე ამერიკელებისთვის მისაყიდი ღამურების დასაჭერად გადავიდა. მტკიცებულებად კი ოკუპირებული ე.წ. ხელისუფლების სასამართლოს სწორედ აღნიშნული ჩვენება წარუდგინეს, რომელსაც, თითქოს, დაკავებული იძლევა, „დაკავებულის ინტერესს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ღამურების კოლონა წარმოადგენდა. შემდეგ კი თითოეული ღამურა საქართველოში 5 ათას აშშ დოლარად ამერიკელებისთვის უნდა გაეყიდა” – ეს არის არგუმენტი, რის გამოც საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ე.წ. უშიშროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია,…

მეტი...

ხინკალი, პელმენი, სოსისი – კვების პროდუქტების გაყალბებისთვის ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს  

სურსათის ეროვნული სააგენტო  ნახევარფაბრიკატებს 60 ნიმუში შეამოწმა. დარღვევები აღმოჩნდა როგორს საბავშვო სოსისში, ისე, პელმენებსა და ხინკლებში. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, „სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან,  40 ნიმუში (ცხენის/ვირის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – 20 ნიმუში; ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებისთვის – 20 ნიმუში) აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში (,,ხარისხის ლაბორატორია – LLC  Quality Lab”)  გამოიკვლიეს. რაც შეეხება კვლევის შედეგს, შემდეგია: „ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად  9 ნიმუშში აღმოჩნდა ფრინველის ხორცი, თუმცა ეტიკეტზე აღნიშნულის შესახებ მითითებული არ იყო. სახეობრივი კვლევა ჩატარდა ცხენის/ვირის ხორცზეც, შედეგად, არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული…

მეტი...

ონკოლოგიური კლინიკა დაიხურა

თბილისში, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი  დაიხურა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით, 250-მდე დასაქმებული სამსახურიდან დაითხოვეს. ეს ნაბიჯი სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ცენტრი მის დაქვემდებარებაში გადავიდა. მიზეზად კი კლინიკის ამორტიზებული ინფრასტრუქტურა სახელდება. საავადმყოფო საქმიანობას მას შემდეგ აღადგენს, რაც მისი რეაბილიტაცია მოხდება. თუმცა, მისი რეაბილიტაცია ამ ეტაპისთვის არც იგეგმება.    

მეტი...

მორიგი სისასტიკე – ლეკვები პარკში ჩაყარეს, თავი მოუკრეს და გაგუდეს

ფოტოზე აღბეჭდილი ეს ლეკვები სისასტიკისა და სადიზმის მორიგი მსხვერპლია. ნაგვის ბუნკერში ჩაყრილი ლეკვები ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა, ბუნკერიდან ამოიყვანა, თუმცა, ვერ გადაარჩინა. ერთის გარდა ყველა ლეკვი გაგუდული იყო.    „ასე იყვნენ ცელოფანში გახვეულები, მალე რომ გაგუდულიყვნენ და ჩაყრილები ნაგვის ბუნკერში. ვიპოვე, მხოლოდ ერთი იყო ცოცხალი და გავაშვილე. სიკვდილი ამის ჩამდენს“ – ეს სიტყვები იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც გაგუდული ლეკვები იპოვა.    მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მეტი...

“ველოდებით ძალიან მწვავე განცხადებებს ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის მისამართით” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზაკლანიანის მოსაზრებით, ზაზა გახელაძის დაკავებისთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე განცხადებას, საერთაშორისო პარტნიორების ასეთივე ასევე მწვავე რეაქციები მოჰყვა. დავით ზალკალიანის თქმით, ეს ქმედება მწვავედ შეაფასეს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაშიც, მათ შორის ბრიუსელში მისი ბოლო ვიზიტისას. მინისტრი განმარტავს, რომ გახელაძის გატაცების თემა ბრიუსელში, როგორც ნატო-საქართველოს კომისიის, ისე ევროკომისიასა და ევროპარლამენტში გამართული ყველა შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. დღეს კი, ოფიციალური თბილისი მწვავე შეფასებებს უკვე ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს ფორმატში ელოდება. როგორც დავით ზალკალიანი ამბობს, რუსეთის ფედერაციის გაღიზიანება სწორედ საერთაშორისო მობილიზაციამ გამოიწვია. „ვენაში ჩვენი ინიციატივით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში მიმდინარეობს ამ…

მეტი...

დაკავებულია ორი პირი, ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 2 პირი დააკავეს. ამოღებულია ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ინტერნეტ-ნარკომაღაზიებს ფლობდნენ, როგორც ერთ-ერთ ინტერნეტ ნარკოპლატფორმაზე, ასევე სოციალურ აპლიკაცია “ტელეგრამში”. ონლაინ მაღაზიები სხვადასხვა სახის კლუბური ნარკოტიკის რეალიზაციას ახდენდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 180 აბი “ექსტაზი” ამოიღეს. საცხოვრებელი სახლიდან კი, 4,200 აბი “ექსტაზი” და დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები – “მდმა”, “ჰაშიში”, “კოკაინი” და “მარიხუანა” ამოიღეს. დაკავებულების მეზობლები ამბობენ, რომ მათ კორპუსში რამდენიმე დღის წინ, საეჭვო გოგო და ბიჭი შეამჩნიეს.  დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

“ჩვენ ამას აღვიქვამთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპების უხეშ ხელყოფად” – ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებებზე

პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის მიერ ზაზა გახელაძის და საქართველოს მტავრობის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. აბაშიზე აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი პრაღაში განიხილება. “ის რაც ხდება ადგილზე, ეს არის არა მარტო საერთაშორისო ნომრების, არამედ ელემენტარული, ადამიანური ნორმების დარღვევა. ჩვენ ამას აღვიქვამთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპების უხეშ ხელყოფად, როგორც საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფას. ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხშია მოქცეული. 2008 წლის ომის ყველაზე მძიმე შედეგი აღმოჩნდა მისი სამართლებრივი შედეგები. გვაქვს კომუნიკაცია, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, ჩვენ შევხვდებით პრაღაში და განვიხილავთ ყველა საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის…

მეტი...

„უზრდელი, ბოდიალა, დემაგოგი, მიიღებ ალიყურს“ – კაკულია-კობერიძის მორიგი დატაკება პარლამენტში

პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატებს შორის მორიგი სანახაობა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ და ერთმანეთის მისამართით ძალა და სიტყვები მოსინჯეს. დაპირისპირება დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის განიხილებოდა. რომან კაკულია:  დარწმუნებული ხარ, სიღრმისეულად იცი რასთან გვაქვს საქმე? ლევან კობერიძე: შენ დარწმუნებული ხარ, რომ იცი? გონი არ ხარ დარწმუნებული… რ.კ. მე შენზე მგონია, რომ არ იცი… ლ.კ. მე კიდევ შენზე მგონია და კიდევ ბერვ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ… რ.კ. მგონია რომ მძინარე შემოგიყვანეს „ქართუ ოცნებაში“ და…

მეტი...

რატომ არ შეეხო დავით ზალკანიანს 14 დღიანი კარანტინი – საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

„ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას,“ – ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგი კაპანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის ბ პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში…

მეტი...

ბათუმის მერმა, თანამდებობიდან წავლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა

„მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით,“ – ბათუმის ყოფილმა მერმა გადადგომის შესახებ კომენტარი გააკეთა. ლაშა კომახიძე მადლობას უხდის ამომრჩეველს და „ქართული ოცნების“ გუნდს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მერიის სისტემიდან, საკრებულოდან, მრჩეველთა საბჭოდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი სიკეთე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის. სტრატეგიული, ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით, სპორტისა და კულტურის მხრივ განხორციელებული პროექტებით. მინდა მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნების” გუნდს, ვისთან ერთადაც არაერთი გამარჯვება მოგვიპოვებია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენლებს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ,…

მეტი...

“შიდა კვლევებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 პროცენტზე გაცილებით მეტია” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიასთან არჩევნებში კონკურენცია ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გაუჭირდება. უმრავლესობის წევრის ინფორმაციით შიდა კვლევების მიხედვით „ქართული ოცნება“ სალიდერო პოზიციაზეა. მდინარაძის თქმით, გამარჯვება მით უფრო დამაჯერებელი იქნება „შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებული ოპოზიციის კატასტროფული რეიტინგის ფონზე“. „ისინი თავისი კვლევის შედეგებსაც კი არ ამხელენ. წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა პარტია კვლევებს ინტენსიურად ატარებს. არც ერთი მათგანი ხმას არ იღებს და არ ამბობს, მათი შიდა პარტიული კვლევით, რა ხდება, რადგან კატასტროფული შედეგი აქვთ“, – განაცხადა მდინარაძემ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პარტიულ კვლევებს, მდინარაძე ამბობს, რომ შიდა კვლევით „ქართულ ოცნებას“ უფრო…

მეტი...

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭი უყარეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ერთი იყო. ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა. მისი განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია. კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. ბექა დოჭვირის განცხადებით, დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი და კომპანიაში შედის მხოლოდ იმისთვის, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეასრულოს. აღინიშნა, რომ ზუსტდება 34-ე და 35-ე მუხლებიც,…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს და მის ძმას რაჭის ინციდენტის ფაქტზე ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ „ნაცმოძრაობის“ წევრს ოთარ სირაძეს და მის ძმას ამბროლაურში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ამბროლაურში, ო.ს.-მ და დ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ.ღ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის დაზიანებები მიიღო. 2020 წლის 16 ივლისს პროკურატურამ ო.ს.-ს და დ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის…

მეტი...

მთავრობამ, დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი – სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა იმ სტუდენტების თხოვნა, რომლებიც გერმანიაში სწავლობენ და თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით ე.წ. სოციალური რეისი განხორციელდება. თურნავას განმარტებით, ქართველი სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას სწავლის დაწყებამდე სურს გერმანიაში ჩასვლა. მინისტრი სტუდენტებს მოუწოდებს, შეზღუდული ადგილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს დროულად მიმართონ. „ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ, სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა…

მეტი...

“პროპაგანდისტული მანქანა წინააღმდეგი იყო, რომ დენდროლოგიური პარკი, შექმნილიყო ქვეყანაში” – გია გაჩეჩილაძე

„ეს არის უნიკალური და იშვიათი ობიექტი მსოფლიოს მასშტაბით სულ რამდენიმე ამდაგვარი ობიექტია. ეს არის ხეების კოლექცია, რომლის ფარგლებშიც არა მარტო საქართველოდან გადმოტანილი ხეებია, არამედ მთელი მსოფლიოდან. ეს არის ბიომრავალფეროვნების მუზეუმი, ამიტომ, ამის შექმნა უდიდესი საქმე იყო საქართველოს არა მარტო ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ წმინდა აღმზრდელობითი, ტურიზმის და სამეცნიერო თვალსაზრისით“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, გია გაჩეჩილაძე შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას, რომლის მშენებლობაც 2017 წელს, „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო. დეპუტატის თქმით, ოპონენტების მხრიდან პროპაგანდა არა ხეების გადატანას, არამედ ასეთი უნიკალური ობიექტის შექმნის წინააღმდეგი იყო. „მთელი პროპაგანდა, პროპაგანდისტული მანქანა,…

მეტი...

ბინები დაუკანონდებათ, როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ სამხედრო პირებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ხუთი ათასამდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრებაში გადაეცემათ. თავდაცვის მინისტრის ინიციატივას მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა. ბინები დაუკანონდებათ, როგორც მოქმედ, ისე ყოფილ სამხედრო პირებს, ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. „დღეს განვიხილეთ ჩვენი სამინისტროს ინიციატივა და მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ. ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც წარმოშობდა პრობლემას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ პრაქტიკულად უმძიმეს სოციალურ პირობებში…

მეტი...

„ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის წევრი სიძულვილით, აგრესიის ენით საუბრობს” – ნინო წილოსანი ლევან კობერიძეზე

„ჩეთვის ძალიან სამწუხაროა, რომ  პარლამენტის ის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“  სახელით იყო არჩეული პარლამენტში, მსგავსი სიძულვილით, აგრესიის ენით საუბრობს და გარკვეულწილად, სიტყვიერ მუქარასაც ახორციელებს კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ კანონპროექტი, მაქსიმალურად სწორი და კარგი ფორმით გასულიყო და  შეცვლილიყო“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.  მისი თქმით, საპარლამენტო კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობაზე სექტორის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ. „ისინი აღნიშნავენ, რომ მსგავსი გამჭვირვალეობა, ღია და საინტერესო პროცესი  პარლამენტში და კომიტეტში, ამ წლების მანძილზე, არასდროს ახსოვთ. ის, რომ სექტორის შენიშვნები  და მოსაზრებები მაქსიმალურად იქნა…

მეტი...

“ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაავალა, რთველისა და თხილის სეზონზე ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. “მინდა ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ გვიახლოვდება რთველი და თხილის სეზონი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოგეხსენებათ, წუხელ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტროს დღეს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომელსაც ჩვენ სოციალური-მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სიას. კიდევ ერთხელ ვნახოთ მიზნობრიობის თვალსაზრისით, რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დავეხმაროთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა სია კიდევ ერთხელ გადაიხედება

ფინანსთა სამინისტროს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ჩვენ სოციალური მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული შედარებით პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, პანდემიით გამოწვეული შოკი ეკონომიკაზე სულ მცირე, წლის ბოლომდე გასტანს. „მიუხედავად იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ…

მეტი...

“მათ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში” – რატი იონათამიშვილი ლევან კობერიძეზე

„საზოგადოება, რასაკვირველია, გამოიტანს შესაბამის დასკვნას იმიტომ, რომ როდესაც ადამიანები ასეთი პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან  ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძესა და  დარგობრივი ეკონომიკისა  და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას შორის მომხდა დაპირისპირებას. კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე  მსჯელობდნენ. რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება თვალს ადევნებდა როგორ კონსტრუქციულად წარმართა კომიტეტმა და განსაკუთრებით  მისმა თავმჯდომარემ ეს პროცესი, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მთელი ამ  პროცესის განმავლობაში   თავდასხმას ახორციელებდა კომიტეტის…

მეტი...

მდინარე მულხურაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მესტიაში, მდინარე მულხურაში მაშველებმა რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მაშველებმა მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ე.წ. დელიკის ტიპის ავტომანქანით 45 წლამდე მამაკაცი მულახში, მდინარე მულხურაში 12 ივლისს გადავარდა. მისი მანქანა მალევე იპოვეს, მძღოლის სამძებრო სამუშაოები კო ამ დრომდე მიმდინარეობდა.

მეტი...

15 წლის ბიჭი ზღვაში გაუჩინდარდა

ბათუმის სანაპიროდან 15 წლის ბიჭი გაუჩინდარდა. სავარაუდოდ ბავშვი ზღვაში შევიდა. სანაპიროზე ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. „სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ორი სკუტერი, ორი ნავი, მუშაობს სამი მყვინთავი, ასევე ტერიტორიას ათვალიერებს დრონი და სპეციალური მოწყობილობით მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერებაც“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.

მეტი...

„სასამართლო შემადგენლობა ისე დაიშალა პირველი პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილა არ არსებობს – დროულად გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება“ – ოჯახის მიმართვა (ვიდეო)

„ვიბრძვით იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე ზვიად გამსახურდიას საქმეზე, თუმცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაზარალებულადაც არ იყო ცნობილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. გიგუაშვილი იმ პრობლემაზე საუბრობს, რაც მისი მოსაზრებით ქართულ მართლმსაჯულებაში ხშირად აწყდებიან დაზარალებულები. ამირან გიგუაშვილი ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ითხოვს: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წლების მანძილზე დაზარალებულადაც კი არ იყო ცნობილი, 2017 წელს მივაღწიეთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შეზღუდულ დროსა და ოთახში გავეცნოთ საქმის მასალებს, ის რომ წავიღოთ საქმის…

მეტი...

“ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოსთვის უნიკალური, ეს გახლავთ მსოფლიოში უნიკალური პარკი” – პრემიერი დენდროლოგიურ პარკზე

“გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა, ჩვენი რიგითი მოქალაქეებისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, უნიკალური პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად განხორციელდა,” – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე და  ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად 3 წლის ცილისწამებისა, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა.  “ჩვენი მოქალაქეები, თავისი თვალით ხედავენ, თუ რამხელა შრომის შედეგია დღეს ეს პარკი. სიმბოლური გახლავთ ის, რომ წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე, ბუნების დიდი სიყვარული და ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი გაიხსნა. ეს…

მეტი...

მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ

თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ბინები მოქმედ და ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე. საკითხი კომისიური წესით განიხილება. „თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი უწყებრივი ბინები როგორც დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ადრეც გასაკეთებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

„ვიბრძვით, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე სიმართლე დადგინდეს“ – პრეზიდენტის ოჯახის განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“ჩვენი, როგორც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს,” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახი, ამ დრომდე საქმის მასალებზე წვდომას ელოდება. მოუხედავად იმისა, რომ ოჯახი ცნობილია დაზარალებულად, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა. საგამოძიებო მასალები მიიღონ. ამ თემაზე ოჯახის ადვოკატმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა: „2019 წლის 28 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალების გადმოცემაზე პროკურატურის უარიდან გამომდინარე,…

მეტი...

“ცოტნე გამსახურდიას ყველაფერი ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე საუბარი არ შეუძლია” – ადვოკატი „მედიცანეტრ მთავარში“ (ვიდეო)

„აბსოლიტურად ადეკვატურია თავის რეფლექსებში და საღად რეაგირებს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. ადვოკატი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პირველი პრეზიდენტის შვილი მალე შეძლებს საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს: „ცოტნეს ყველაფერი ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე საუბარი არ შეუძლია, ამ ფაზაზე არ არის პრობლემა, ის აბსოლიტურად საღად რეაგირებს ყველა კომუნიკაციაზე, აქვს გარკვეული რეფლექსური პრობლემები, რაც იმის ბრალია, რომ დიდი ხნის მანძილზე კომატოზურ მდგომარეობაში იყო. არის აბსოლიტურად ადეკვატური ყველაფერზე, მასთან მთელი ამ დროის მანძილზე იმყოფება მისი მეუღლე ანა ჯაბაური. ცოტნე შეძლებს,…

მეტი...

რუსეთი საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს

რუსეთი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების მიერ, ე.წ გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებზე განცხადებას აქვეყნებს და თბილისს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს. რუსული მხარე საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აკრიტიკებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების შეწყვეტისა და როგორც ოფიციალურ მოსკოვთან, ისე ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან არსებული დიალოგის ფორმატების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 883-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.

მეტი...

„ჩამოვიდა სტრასბურგის ვერდიქტები, რომ გამიზნულად არის მოკლული ხალხი“ – გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობაზე“

„ირინა ენუქიძე არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა. ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, ჩვენი თაობის წარმომადგენელი, მაგრამ რეალურად ეს იყო ადამიანი, რომელიც დაჩაგრეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ,მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას  სერიოზული რესურსი აქვს ჩართული, რომ როგორმე გადაფაროს კიდევ უფრო მძიმე თემები. „რაც სტრასბურგმა დაადგინა, სანდრო გირგვლიანის თემაზე იყო კატასტროფული შეფასება. გაოგნებული არიან, როგორ მოხდა. ეს არის მართლაც  უმძიმესი თემა. ჩამოვიდა სტრასბურგის ვერდიქტები, რომ გამიზნულად არის მოკლული ხალხი. ჯანმრთელობის უფლების წართმევა, წამების ფაქტები სტრასბურგმა დაადგინა. დადგენილია, რომ მოქალაქის მკვლელობა დაიგეგმა და განხორციელდა“, -აღნიშნა ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წავიდა…

მეტი...

“სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა იყო” – აზერბაიჯანი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რასაც ორივე მხარე ადასტურებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა იყო, რომელიც მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა. თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სომეხმა სამხედროებმა აღკვეთეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული შეჭრის მცდელობები“. სომხური მხარე იუწყება ჰაუბიცებიდან მათი დასახლებების მიმართულებით განხორციელებულ გასროლებზე.

მეტი...

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერი წვიმის და სეტყვის შედეგად თელავი და სოფლები ნაფარეული და სანიორე დაზარალდა. წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, ვენახები გაანადგურა. ძლიერი ქარის შედეგად დაგლეჯილია ხეები, რის გამოც გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეზღუდულია, ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

მეტი...

ტოკიოს ოლიმპიადა შესაძლოა მაყურებლით ჩატარდეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ განიხილავს ერთ-ერთ ვარიანტად ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადის მაყურებლების გარეშე ჩატარებას. „ოლიმპიადა მაყურებლების გარეშე – ეს ის არის, რაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა. არსებობს რამდენიმე სცენარი პრობლემის გადაწყვეტისთვის და იაპონიაში უსაფრთხო თამაშების ჩატარებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა – დავიცვათ ყველა დაინტერესებული მხარის ჯანრთელობა, აგრეთვე, ოლიმპიური სული“, – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარება ერთი წლით გადაიწია კორონავრუსის პანდემიის გამო. ტოკიოში თამაშები უნდა გაიმართოს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე.

მეტი...

“უკრაინა მუდმივად ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტს” – უკრაინის საგარეო უწყება

ზაზა გახელაძის დაკავების და დაჭრის  ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უკრაინა რუსეთეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის სეწყვეტის შესახებ სეთანხმებას ახსენებს: „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ასეთი პროვოკაციული მოქმედებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა და მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციის დესტაბილიზაციას. დაკავების, გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის განხორციელების გზით, რუსეთი სისტემატურად და უპრეცედენტოდ განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას. უკრაინა მუდმივად ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი დესტაბილიზაციის მომტანი მოქმედებები ქართველი სამოქალაქო…

მეტი...

ჰაკერებმა პრეზიდენტისა და მსოფლიო ვარსკვლავების „ტვიტერი“ გატეხეს ფული იშოვეს

ჰაკერებმა სოციალურ „ტვიტერზე“ კიბერ თავდასხმა განახორციელეს. გატეხილია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის  ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენის, ტელევარცკვლავ კიმ კარდაშიანის, მილიარდერ ელონ მასკის  და ასობით ადამიანის გვერდები. ჰაკერთა მსხვერპლი ბილ გეიტსიც გახდა. სულ გატეხილია 300 პროფილი და ამ გზით ჰაკერებმა 110 000 დოლარამდე ღირებულების “ბიტკოინი” იშოვეს. ჰაკერულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.  

მეტი...