„ხელი კრეს თუ წყალში უმწეო მდგომარეობაში ჩააგდეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს“ – ექსპერტი

სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ესპერტიზა ჩაუტარა და შესაბამისი დასკვნა დადო, აცხადებს, რომ სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გამოწვეულია შაქარაშვილის სითხეში მოხვედრით. სხვა მიზეზი გამორიცხულია. „ასფიქსია განვითარდა სითხეში დახრჩობით. სხვა მექანიზმი არ არსებობს. სითხეში როგორ მოხვდა –  ხელი კრეს, უმწეო მდგომარეობაში ჩააგდეს თუ რა მოხდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ დადგინდება, რომ მას მსუბუქი დაზიანება მიაყენეს და შემდეგ, უმწეო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში, ეს ფაქტიურად  მკვლელობაა“ – აცხადებს ექსპერტი.   

მეტი...

„გიორგი შაქარაშვილს ამდენ დაზიანებას ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა“ – სამედიცინო ექსპერტი

სამედიცინო ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის დასკვნით, შეუძლებელია, გიორგი შაქარაშილისთვის ამდენი დაზიანება ერთ ადამიანს მიეყენებინა როგორც ესპერტმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ეს დაზიანებები ვერც ჩავარდნით, დავარდნით თუ დაგორებით განვითარდებოდა.     „ერთი პიროვნების მხრიდან ამ ყველა დაზიანების განვითარება შეუძლებელია, ძნელი წარმოსადგენია. ეს დაზიანებები ვერც  საკუთარი სხეულის სიმაღლიდან დაცემით და სიმაღლიდან ვარდნით  განვითარდებოდა. „არაგვის“ ხიდიდან ჩამოვარდნით ამ დაზიანებების მიყენებას კატეგორიულად გამოვროცხავ“ – აღნიშნა ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავართან“. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილს სხეული მთლიანად დაზიანებული ჰქონდა. კერძოდ:  ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და…

მეტი...

დღეს ჩაჩავას ქუჩის მონაკვეთი იკეტება

ჩაჩავას ქუჩაზე, აწყურის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისის 21:00 საათიდან, 27 ივლისის 23:00 საათამდე, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. როგორც თბილისის მერიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, სატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული გზების გამოყენებით შეძლებენ გადაადგილებას: აწყურის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკისა და ბუშის ქუჩების გავლით. ასევე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება, როგორც ლეხ კაჩინსკისა და ბუშის ქუჩების, ასევე, მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის დახმარებით; კახეთის გზატკეცილსა და ქეთევან დედოფლის გამზირს ერთმანეთთან ჯ. ბუშისა და ლ. კაჩინსკის ქუჩები, ასევე, მოსკოვის გამზირი და…

მეტი...

„სიაში იქნებიან როგორც გამოცდილი წევრები, ისე ახალი სახეები“ – „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების წარსადგენად ემზადება

„უახლოეს მომავალში, „ქართული ოცნება“ წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს“ –  ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდში ძველებთან ერთად, ახალი სახეებიც იქნებიან. „ჩვენი ამოცანა არის გუნდის განახლება და ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე საარჩევნო პროგრამით, სადაც აისახება ყველა ის მიმართულება, რაც  დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ბუნებრივია ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მომდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება…

მეტი...

შესაძლოა, შაქარაშვილზე ანგარიშსწორების მიზეზი დაბადებს დღეზე მყოფი გოგონა ყოფილიყო

მ.ხ. ის გოგონაა, რომელიც გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა და ვინც, საბედისწერო ღამეს, დაბადების დღეზე იმყოფებოდა. საქმის ერთ-ერთი  მოწმე, გიორგი შაქარშვილის მეგობარი ლუკა გუგავა იხსენებს, რომ გიორგი დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად  სწორედ  ამ გოგოს გამო ემზადებოდა. „ჩემი უახლოესი მეგობრები არიან გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ განსვენებული გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, სკოლის პერიოდიდან… ბევრ დროს ვატარებდით ერთად და ერთმანეთის ბევრი საიდუმლო ვიცოდით. მე, გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი გარდა ახლო მეგობრობისა, ასევე ერთი უბნელებიც ვიყავით. ჩვენს უბანში, ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობენ მარიამ ხატისკაცი, ლიზი…

მეტი...

ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ბავშვს მკურნალობა თბილისში უტარდება. რაც შეეხება სოფელ ყარაჯალას, ამ ეტაპზე ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს.

მეტი...

“უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ვერ გაიყვეს ადგილები” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

თუ ვინმეს გონია, თუნდაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ აქაც ვერ თანხმდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი იყო საზოგადოება, რომელთაც ღირებულობითი ერთობა არ ჰქონდათ. „თუ ვინმეს გონია, თუნდაც სუბიექტურად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან მის ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ვერ გაიყვეს ადგილები, სიის ფორმირებაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. ახლა თქვენ გაჯერებენ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, რომ რაღაც რეიტინგები აქვთ, მაგრამ არ აქვეყნებენ ცოცხალი თავით. ისტერიულად ატარებენ…

მეტი...

“ტრავმირებული ადამიანი ჩვენს შორის ჭარბადაა” – მაგდა კოტრიკაძე

„სპიკერფობია სიკვდილთან გათანაბრებული შიშია“ – ამბობს პიარფსიქოლოგი მაგდა კოტრიკაძე და ფიქრობს, რომ მის დასაძლევად ფსიქოლოგიური ბერკეტები ნამდვილი დასაყრდენია. მისივე გამოცდილებითა და შეფასებით, დღეს, ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ჭარბადაა ტრამვირებული ადამიანები.      „მგონია რომ მხოლოდ პიარული მიდგომა არ კმარა იმისთვის რომ საუკეთესო შედეგზე ტრავმის გარეშე გავიდეთ. ის გარემოებები რაც მუშაობის პროცესში იკვეთება, ხშირად ბავშვობის, მოზარდობის ან ზრდასრულობის ტრავმასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ფსიქოლოგიური ბერკეტი ამ დროს ნამდვილი საყრდენია. უნდა ვაღიაროთ რომ ჭარბადაა ტრავმირებული ადამიანი ჩვენს შორის, ისინი არიან  ბაღიდან, სკოლიდან, მშობლისგან, დამსაქმებლისგან, უიღბლო კონტაქტებისგან და პირადი ურთიერთობებისგან. ხშირია, როცა ადამიანები იცვლიან სახელებს, გვარებს…

მეტი...

“საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირბადე ატაროს” – ჯონ ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამერიკაში ვირუსის გავრცელების მდგომარეობა შეაფასა. მან ტრამპი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მოსახლების ჯანმრთელობასა და ეკონომიკის დაცვას შორის ყალბი არჩევანი გააკეთა. „თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კრიზისს, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ეკონომიკურ კრიზისს ან უმუშევრად დარჩენილ თითქმის 18 მილიონ ამერიკელს. აკეთეთ თქვენი საქმე პრეზიდენტო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დელავერში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

დიდი დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 9 000 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მშენებლობის დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.  „დღეს დიდ დიღომში ახალი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის მულტიფუნქციური კომპლექსი და ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება. ანალოგიური სამუშაო სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილშიც დავიწყეთ. ეს არის ადგილი, სადაც თავმოყრილი იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საჭიდაო და სატრენაჟორო დარბაზები, მედიათეკა, დახურული საცურაო აუზები, კაფე-ბარები. აქ იქნება ერთი…

მეტი...

“ირაკლი კობახიძისგან პოლიტიკოსი ვერასდროს დადგება” – ეკა ბესელია

“არ ღირს ძალიან ბევრი დროის ხარჯვა და ფიქრი, კობახიძეზე რატომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო არჩევანი. თქვენ ხედავთ, როგორი საკადრო შიმშილი აქვთ,“ – ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ნესელიამ ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნის შესახებ გააკეთა. ბესელიას მიაჩნია, რომ მმართველ პარტიაში საკადრო კრიზისია: „მართლაც მძიმე სურათი აქვს მმართველ პარტიას. არავინ დარჩა ისეთი, ვისაც შეიძლება ცოტა გამოცდილება მაინც ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებში. კობახიძემ საერთოდ ვერ ისწავლა პოლიტიკური პროცესი და მისგან პოლიტიკოსი არ დადგება არასოდეს, მაგრამ ის ამ პოზიციაზე შეირჩა იმ ნიშნით, რომ საარჩევნო კამპანიების დროს იყო ჩართული როგორც ტექნიკური, საორგანიზაციო შემსრულებელი პირი…

მეტი...

ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 17.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8 პროცენტით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში ერთი მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა. ყველაზე მსხვილი გადმორიცხვები რუსეთიდან და იტალიიდან ფიქსირდება, მესამე ადგილზე კი აშშ-ია. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში საქართველოდან…

მეტი...

პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყანამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურის და სხვა მიმართულებებით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით. ამასთან, კანონი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება. კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით” – ირაკლი კობახიძე

საარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში უნდა შევიდეს, პირველ რიგში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დავასახელებთ, შემდეგ მუშაობა სიაზე გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ყველაფერს ყოველდღიური კოორდინაცია სჭირდება. „საარჩევნო შტაბის უფროსად გამოცდილებიდან გამომდინარე დავინიშნე. 2016 წელს შტაბის უფროსის მოადგილე ვიყავი, შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი. შტაბის მუშაობაში ჩართული ყოველ დღე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებით. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ჩვენი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება მომავალზე. საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ, როგორ ვხედავთ სამომავლო განვითარებას. მათ შორის იმ კრიზისიდან ამოსვლას, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან.…

მეტი...

სომხეთის მხარემ აზერბაიჯანის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოაგდო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, უპილოტოების ჩამოგდება 22:20-დან 23:00 საათამდე პერიოდში მოხდა. სომხეთის საინფორმაციო კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანის არმიაში პირველად გამოჩნდა ისრაელის წარმოების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი „სქაი სთრაიქერი“. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მე-3 საარმიო კორპუსმა თავის არსენალში არსებული პრაქტიკულად ყველა შეიარაღება გამოიყენა, მათ შორის, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები, ტანკები და არტილერია.

მეტი...

“არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება” – სახალხო დამცველი პრეზიდენტზე

ომბუდსმენი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეაფასებას გამოეხმაურა. ნინო ლომჯარი თვლის, რომ თანამდებობის პირებმა საკუთარ განცხადებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. “ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხებთან დაკავშირებით,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ შეფასება გააკეთა. “მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა…

მეტი...

საქართველოდან ექსპორტზე 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა

მიმდინარე წლის 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტზე 179 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 5 539 ტონა შეადგინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (61 პროცენტი – 3 796 ტონა), სომხეთი (30 პროცენტი პროცენტი – 1 857 ტონა) აზერბაიჯანი (7 პროცენტი – 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (2 პროცენტი – 109 ტონა). უწყების ცნობით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო…

მეტი...

„დროებითი მმართველი შეიძლება შეყვანილი იყოს, თუ ირღვევა 26-ე და 27- მუხლი” – ბექა დოჭვირი

მთავრობის საპარლამენტო მდივანის ბექა დოჭვირის განცხადებით, დეპუტატების წინაშე წარდგენილი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია ასახავს დაინტერესებული მხარეების შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რომლებიც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა. როგორც დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია. ბექა დოჭვირის განმარტებით, კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. „დროებითი მმართველი შეიძლება შეყვანილი იყოს, თუ ირღვევა 26-ე და 27- მუხლი – „შერწყმის, ან წილის აქციების, ან საოპერაციო აქტივების შეძენის…

მეტი...

„მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, დაინტერესდეს, ვინ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლივია ანტონი“ – არჩილ კაიკაციშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„პრჟემისლ ანტონი შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები კი არ ჩანს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. კაიკაციშვილი ჩეხეთის მოქალაქის საქმესათან დაკავშირებით ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ადვოკატი თვლის, რომ  მხარემ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, დაამზადა ყალბი დოკუმენტი და ბ. სასამართლო შეიყვანა შეცდომაში, სასამართლოში წარადგინა ყალბი დოკუმენტი. „ოლივია ანტონის ადვოკატმა სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები 2019 წლის 18 ოქტომბერს წარუდგინა, სასამართლომ კი საქმეზე გადაწყვეტილება, მათ შორის დასახელებულ მტკიცებულებებზე დაყდნობით, 22 ოქტომბერს მიიღო. სასამართლოს სწორედ 22 ოქტომბერს უმთავრდებოდა ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე განხილვის 6-თვიანი საპროცესო ვადა.…

მეტი...

„არ ჩანს პოლიციის დაინტერესება, გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე“ – ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეზე გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საქმეზე მიიღო, რაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ მართლმსაჯულებისა და დანაშაულის გახსნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს,“ -ა მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, რამდენიმე თვეა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის VII განყოფილების წარმოებაშია დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. კაიკაციშვილის განცხადებით, ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამჯერად პეკინის გამზირზე ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან ამჯერად, პეკინის გამზირზე ამოქმედდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პეკინის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო პავილიონები განთავსდება. კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად, პრიორიტეტი სწორედ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭოს. „იცით, რომ დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ასევე, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი ვაგონების შემოყვანა და თავად მეტროსადგურების განახლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენი…

მეტი...

„შემთხვევით, ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?“ – ნინო წილოსანი სერგი კაპანაძეს

საპარლამენტო  უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, სადაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ,  ოპოზიციის წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის მისამართით პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსიდან ამონარიდი წაიკითხა. „საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი ოჯახის წევრის ან ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს.   ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის განმარტება შეგიძლიათ ნახოთ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონში. ასევე, პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე, თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების…

მეტი...

კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად დაფინანსება გაიზრდება

კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება. „ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდეთ. ერთ-ერთი მიმართულება კულტურის სფეროა, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება იმისთვის, რომ აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რათა…

მეტი...

“ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ძალადობა ადამიანებზე მიუღებელი და არაქართულია” – პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმესათან  დაკავშირებით თვლის, რომ  საქმე უფრო სწრაფად წავიდოდა წინ, თუკი მას პროკურატურას მიანდობენ და ყველა არ ჩაერეოდა.  “ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ გადავიქცე გამომძიებლად და სხვათა შორის პროკურატურას, რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი… ძალადობა ადამიანებზე ეს არის მიუღებელი, ძალიან არაქართული…

მეტი...

“არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები, ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები” – სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუაზე

გიორგი რურუასა საქმის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი ზუგდიდში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუაც და სხვა პატიმრებიც, რომლებიც მან აქამდე შეიწყალა, პოლიტპატიმრები არ არიან.  “რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ ესენი არც ერთი არ არიან პოლიტპატიმრები. არიან დამნაშავეები. და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები…” – აცხადებს პრეზიდენტი.  პრეზიდენტი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება.

მეტი...

ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, იურიდიულის მიმართ კი 10-ჯერ გაიზარდა

სამედიცინო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმები იზრდება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯარიმების გაზრდით მერია სერიოზულ პრობლემას მოაგვარებს. “ქალაქში სერიოზული გამოწვევა არის სამედიცინო და ინერტული ნარჩენები, ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველწყაროა. ჩემი უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ აქტიურად შევუდექით მუშაობას, ძალიან ბევრი ჯარიმა გამოიწერა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჯარიმების გამოწერა დამრღვევებისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის იყო შვება, იხდიდნენ ამ ჯარიმას და იგივე გრძელდებოდა. შესაბამისად, შევიმუშავეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც წარვუდგინეთ პარლამენტს და მოხდა მთელი რიგი ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში. ჯარიმები გაიზარდა სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ 25-ჯერ,…

მეტი...

დაკავებულია 5 პირი, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი დააკავეს. დაკავებული არიან – 1994 წელს დაბადებული ა.კ., 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ., 1975 წელს დაბადებული კ.მ. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს. ასევე, დაუსწრებლად პასუხისგებაში იქნა მიცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული მ.მ. დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლებაში ედებათ ბრალი. აღნიშნული დანაშაული ექვსიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს…

მეტი...

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, დგინდება მე – 4 შემთხვევის წყარო

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, მათგან 2 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია 1 კი საკარანტინო სივრციდან. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. შემთხვევა თბილისშია დადასტურებული, თუმცა მარინა ეზუგბაიას თქმით, დეტალები მისთვის ცნობილია. მარინა ეზუგბაიას თქმით, ის შემთხვევები, როდესაც წყარო უცნობი იყო, ჩაღრმავებული კვლევებით თითქმის ყველას წყარო დადგინდა და ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 26 დადასტურებული შემთხვევაა, ახალი შემთხვევებიდან კლინიკაში შესულია 3 პაციენტი, მათგან ერთი შემოსულია სომხეთიდან, ორი კი ყირგიზეთიდან. მათ დიაგნოზი საკარანტინო სივრცეში კონტროლის პერიოდში დაუდასტურდათ, ახალი პაციენტების…

მეტი...

“არ გაგივათ ჩემთან ასეთი ბინძური და უღირსი წესებით თამაში, ცხვირში სიმართლე და ფაქტები ყოველთვის მოგხვდებათ” – ვახტანგ ლომჯარია

„რატომ შეიძლება ვუკეთებდეთ ევთანაზიას უდანაშაულო ძაღლს?! სადისტი, მანიაკი ან ავადმყოფი ვარ?! ამაში პრემიას ვიღებთ?! რა წარმოგიდიგდენიათ? თქვენ რა ვერსია გაქვთ? თავს დამნაშავედ არ იგრძნობთ, როცა გაიგებთ, რომ უსაფუძვლოდ მლანძღავდით?! ნუ გახდებით უპრინციპო ადამიანების საინფორმაციო ომის ბრმა იარაღი!“ – ცხოველთა  მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია, ბოლო პერიოდში, მისი მისამართით აგორებულ ცილისწამებასა და ბინძურ კამპანიაზე, რომელიც მის ოჯახსა და 2 წლის შვილსაც შეეხო, განცხადებას აკეთებს. „ბოლო პერიოდში, ყველა შენიშნავდით პირადად ჩემი და სააგენტოს მიმართ შავი პიარის აგორების ბინძურ მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს 2 წლამდე შვილს, არაფერი დაუშავებია, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის…

მეტი...

დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მას ბრალი ოჯახურ ძალადობაში ედებოდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

მეტი...

ზუგდიდში, მდინარეში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლამდე ასაკის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობდა. არასრულწლოვანს მდინარე ჯუმთან 13 ივლისის საღამოს ფეხი დაუცდა და ჩავარდა.

მეტი...

4 ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 1003 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია მთავრობის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულთა, რიცხვი 3-ით გაიზარდა და 873-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.

მეტი...

“ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს” – ადამ კინზინგერი ქართული საეჭვო ანგარიშების შესახებ

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ტვიტერზე გამოვლენილი ქართული საეჭვო ანგარიშების შესახებ კვლევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “ამას აკეთებს პუტინი – ის მიზანში იღებს თავისუფლებისმოყვარე ხალხს, ცდილობს ჩაერიოს დემოკრატიულ არჩევნებში და ქმნის ქაოსს პირადი სარგებლისთვის,” – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში. ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის საგამოძიებო ლაბორატორიის კვლევის თანახმად, ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერზე საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკების შემდეგ ქსელში ანტიდასავლურად განწყობილი საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა.

მეტი...

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი საზეიმოდ გაიხსნა

ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა. პარკის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით,  პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო. „ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ ჩვენს დედაქალაქს, ულამაზეს თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია…

მეტი...

ბრიუსელი საქართველოს მოქალაქეების დაჭრისა და დაკავების ფატქებს ეხმაურება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას უკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაჭრისა და დაკავებების ფაქტები დაგმო. ბრიუსელში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანიც იმყოფებოდა, მხარეებმა განიხილეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში თანამშრომლობა, სამიტისთვის მზადება და მინისტერიალი. ქართულმა მხარემ ევროკავშირს პანდემიის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.  “ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული მინისტერიალი, ასევე მაღალი დონის ვიდეო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ მინისტრმა და წარმოადგინა ჩვენი პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია იმ მიუღებელ, უკანონო ქმედებაზე, რაც არის დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. არის…

მეტი...