“200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელი რეკომენდაციების დაცვაზეა საუბარი“ – პაატა იმნაძე ქორწილებსა და ქელეხებზე

პანდემიის პერიოდთან დაკავშირებული შეზღუდვები თანდათანობით იხსნება, თუმცა, ეს არ ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და დიდ სუფრას. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ქართველების ხასიათი ყველამ იცის და იქ, სადაც სასმელია, რეკომენდაციების დაცვა წარმოუდგენელია.   „ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება, კონცერტი ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის. ამიტომ, როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ჯერჯერობით, ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ დიდი ზომის ასეთი ღონისძიებები არ არის რეკომენდებული“, – განაცხადა იმნაძემ. შეგახსენებთ რომ დღეიდან, კულტურულ…

მეტი...

მსახიობები საერთო გრიმსა და „კოსტუმებს“ ვერ გამოიყენებენ – რა რეგულაციები დაწესდა ხელოვანებისთვის   

„ინდივიდუალური გრიმი და „კოსტუმი“ – ასეთია  უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება  დახურულ სივრცეში რეპეტიციებთან დაკავშირებით. დღევანდელი გადაწყვეტილებით, შემოქმედებითი საქმიანობისთვის რეპეტიციები დასაშვები ხდება, თუმცა, შეზღუდვები მკაცრია. როგორც როგორც  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ „მედიაცენტრ მთავართან“  საუბრისას განაცხადა, ერთი ჯგუფისთვის რეპეტიცია 2 საათზე მეტი დროით ვერ გაგრძელდება.   „რაც შეეხება შემოქმედებთ საღამოებს, ეს ფიზიკურად ვერ განხორციელდება რეპეტიციების გარეშე. ამიტომ, გადაწვეტილებით, რეპეტიციებზეც გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, 10 ადამიანზე მეტი არ უნდა მოექცეს ერთ სივრცეში; უნდა ხდებოდეს საგრიმიოროში ერთი გრიმის გამოყენება ერთი მსახიობის მიერ; კოსტიუმები და ტანსაცმელი უნდა იყოს ინდივიდუალური ან ყოველი გამოყენების შემდეგ…

მეტი...

გარე სივრცეში 200 ადამიანის შეკრება დასაშვებია – რა რეგულაციები ამოქმედდა კულტურული ღონისძიებებისთვის?!

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები ხდება კულტურული ღონისძიებების ჩატარება. საუბარია ღია სივრცეებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე, სადაც მაქსიმალური ლიმიტი  200 ადამიანია. როგორც  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, დღეიდან რეპეტიციებიც დაშვებულია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. „კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი საკითხები: სკრინინგის განხორციელება, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, 5 კვ მეტრზე ერთი ადამიანის განთავსება და  სადეზინფექციო სამუშაოები. ბიზნესს მოუწევს ადაპტირება, თუმცა, ეს  გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით. ღია სივრცეებში, სადაც კონკრეტული შემოქმედებითი თუ კულტურული ღონისძიებები დაიგეგმება, ადამიანთა მაქსიმალური ოდენობა 200-ზე მეტი არ უნდა იყოს  “ – განაცხდა ბექა ფერაძემ…

მეტი...

“ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ” – მამუკა მდინარაძე “გირჩზე”

„გირჩის“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, „Tesla“-ს ავტომობილებს გაათამაშებენ“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ეხმაურება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზე ისაუბრებს მაშინ, როცა „გირჩი“ რეალურად გადადგამს ნაბიჯებს და გამოჩნდება, რამდენად შეიცავს ის არაკანონიერი ქმედების ნიშნებს. „არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ“, –…

მეტი...

“ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია” – ევროკავშირი სომხეთს და აზერბაიჯანს მიმართავს

ევროკავშირისომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ორივე მხარეს მიმართავს შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია და მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის. „სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც მათ საზღვარზე სერიოზული ინციდენტების შესახებ განაცხადეს, რომელშიც ჩართული იყო მძიმე შეიარაღება. სამწუხაროა, რომ ამას მსხვერპლი მოყვა. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია, თავი შეიკავონ ქმედებებისა და რიტორიკისგან, რომელსაც დაძაბულობის პროვოცირება შეუძლია და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის. ამ კონტექსტში, ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს მათი მექანიზმები პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ისევე როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის მიერ დამკვიდრებული ფორმატი. ცეცხლის შეწყვეტის სერიოზული დარღვევა ადგილზე…

მეტი...

„ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც“ – ილჰამ ალიევი სომხეთს აფრთხილებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთი ყოველ პროვოკაციაზე შესაბამის პასუხს მიიღებს. მისი შეფასებით, სომხეთმა შეიარაღებული ქმედება აზერბაიჯანის საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატების გამო განახორციელა. ინფორმაციას უშიშროების საბჭოს სხდომიდან  სააგენტო APA ავრცელებს. „ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებებს მიაღწია. თავისი გაუგებარი პოზიციით კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც დღეს მსოფლიოს დღის წესრიგის სათავეშია, სომხეთმა კიდევ ერთხელ მიაპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება საკუთარი უსახური პოლიტიკისკენ. როგორ შეიძლება ეს, იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს ამ ბრძოლაში, სომხეთი დაუპირისპირდა მას. სომხეთის ხელისუფლების მიერ გუშინდელი…

მეტი...

“საქართველო ინარჩუნებს კოვიდ 19-თან დაკავშირებით სტაბილურ ეპიდ. სიტუაციას” – არჩილ თალაკვაძე

„იმ პრევენციული ღონისძიებების და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სტაბილური სიტუაცია რჩება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე მსოფლიოში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ კუთხით, მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული და შესაბამისად, გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამსახურებს და მოკავშირე უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის კუთხით, კვლავ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. „მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, ყველა ექიმს, ეპიდემიოლოგს, ექთანს,…

მეტი...

შაქარაშვილის საქმის ახალი მოწმე, შუა ღამეს, მცხეთის ტრასაზე ნიახურს აგროვებდა – რა წერია დაკითხვის ოქმში?!

შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელს მტკიცებით,   შემთხვევის ადგილზე, შუა ღამეს ნიახურს აგროვებდა. თეთრი ფერის მიკროავტობუსი და დ.კ. გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმეა. ის დაკითხეს კიდეც, თუმცა, გამოძიებას არადამაჯერებელი ჩვენება მისცა. კონკრეტული პიროვნება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. ის, საბედისწერო ღამეს, როცა გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, იმ შენობასთან  იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება მოხდა. დაკითხვისას კი განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნიახურს აგროვებდა. „დაახლოებით 01:00, როდესაც გავცდით საგურამოს გადასახვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში, გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის…

მეტი...

“უწიგნური ბავშვის მკვლელობა” – მასწავლებელი გიორგი შაქარაშვილზე

გუშინ, გვიან ღამით, ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემის მსვლელობის დროს, ერთ – ერთი პედაგოგის , ლია ჩხენკელის კომენტარი საზოგადოების გაღიზიანების და აღშფოთების მიზეზი გახდა: “ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით,“ – ეს იყო კომენტარი, რომელიც პედაგოგმა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით დაწერა. ჩხენკელის ფეისბუქის პირად გვერდზე მოქალაქეები აურყოფით ემოციებს მთელი ღამის განმავლობაში გამოხატავდნენ, სადაც მას ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ: „დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის ამ ეტაპზე პედაგოგი, და არ უქმნის საფრთხეს მომავალ თაობას“. „სულ უნდა გაყურებინოს კაცმა გიორგის და მისი გამწარებული ოჯახის სურათებს“, – უწერენ კომენტარებში ლია ჩხენკელს. ჩხენკელმა…

მეტი...

“ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იქადაგა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა: „წარმოადგინეთ, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ, ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა მადლი ღვთისა. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა, ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლობა ღვთისა და ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოეფინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა…

მეტი...

კორონავირუსი არ დაუდასტურდათ ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ აბიტურიენტებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელოს სოფო გორგოძის ინფრომაციით კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში მყოფ 9 პირს ინფექცია არ დაუდასტურდა, რაც გიორგაძის მოსაზრებით უსაფრთხოების ზომების დაცვის ეფექტურობაზე მიუთითითებს. „იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც განთავსებული იყვნენ საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდათ ინფექცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები, რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ. რაც შეეხება აღნიშნული აბიტურიენტების გამოცდაში მონაწილეობის უფლებას, გორგოძე ამბობს, რომ ისინი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ჩვეულებრივ აგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას. „რაც შეეხება იმ აბიტურიეტს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს…

მეტი...

“280 ათასი ჰექტარით გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი” – ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი უძღვებოდა, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნასა და მათთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს. შესაბამისად, კომიტეტმა  მეორე და მესამე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა გამოიტანა, კერძოდ კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად, განიხილა, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტს არსებითი ცვლილება არ განუცდია. მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილეს ასევე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის…

მეტი...

“საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი” – ანრი ოხანაშვილი სერგი კაპანაძეს

„საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე იყო მიღწეული,“ – ამ რეპლიკით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“  წარმომადგენელს, სერგი კაპანაძეს უპასუხა. ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის „დასაწუნი“ მმართველ გუნდს არაფერი აქვს. „ძალიან გთხოვთ, როდესაც კომენტარს აკეთებთ და მით უმეტეს, როცა რამეს გვიწუნებთ, თქვენი დასაწუნი ნამდვილად არ გვაქვს არც კონსტიტუციაში ცვლილებები და არც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას,…

მეტი...

ღამის კლუბში დანით ორი  ბიჭი დაჭრეს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში ორი 22 წლის ბიჭი დანით დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ – ის 117 – ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

ღია სივრცეში გამართულ კულტურული ღონისძიებებზე დამსწრებ პირთა რაოდენობა 200 – ზე მეტი არ უნდა იყოს

დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, გადაწყვეტილების შესახებ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ღია სივრცეში გამართული კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ნებადართული გახდეს დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

მეტი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოშია

კასპის მუნიციპალიტეტიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული წლის ზაზა გახელაძე, ახალგორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 33 წლის მამაკაც ჭრილობა ფეხის არეში მიაყენეს, არსებული ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მოლაპარაკებების პროცესში, ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან სხვილოს ციხის სიახლოვეს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

მეტი...

მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ, მანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი ნაპოვნია

მაშველები ამ წუთებში მტკვარში ახალგაზრდა ქალბატონის სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რადგან მისივე ავტომანქანაში, რომელიც მიმდებარედ იპოვეს, გამოსამშვიდობებელი წერილი ნახეს. 30-35 წლამდე ქალბატონის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 112-ში მისივე მეგობრისგან შევიდა. დაკარგული ვანიდან საკუთარი მანქანით მოდიოდა. მანქანა კი მტკვრის მიმდებარედ იპოვეს.     

მეტი...

„ჩავიბარე გიორგი შაქარაშვილის კუთვნილი თეთრი ბოტასი“ – რატომ ფიგურირებს საქმეში სხვა ფეხსაცმელი?!

ოქმს, რომელიც 20 ივნისით თარიღდება, ხელს აწერს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე. ოქმში საუბარია, რომ ბიძამ გამოძიებისგან გიორგი შაქარაშვილის კუთვნილი თეთრი ფერის ბოტასი ჩაიბარა, თუმცა, კონკრეტული უბედური შემთხვევის დროს, გიორგი შაქარაშვილს თეთრი ფეხსაცმელი არ ეცვა. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჩნდა და უფრო მეტიც, კვალი გამოძიების გაყალბებისა და მტკიცებულებების გაქრობისკენ მიდის. თუმცა, როგორც ამავე ოქმის დოკუმენტის სხვა გვერდზე ვკითხულობთ, აღნიშნული ბოტასი სამართალდამცველებს გარდაცვლილის სუნის ასაღებად დასჭირდათ. „2020 წლის 20 ივნისს, მე, გიორგი შაქარაშვილის დედის მიერ გადმომეცა გიორგი შაქარშვილის თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ჩემს მიერ წარმოდგენილ იქნა მცხეთის სამმართველოში გიორგი შაქარშვილის…

მეტი...

კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„ცხრავე შემთხვევა იმპორტირებულია, მათგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია,“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოადგილემ, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე ინფრომაციით ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან: “დღეის მონაცემებით დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იყო 986; 9 ახალი დადასტურებული შემთხვევით გახდა 995. გამოჯანმრთელებულები დღეის მონაცემებით არ გვყავს.  9 ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა გახლავთ იმპორტირებული. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი. ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში კოვიდ დადასტურებულების 151 პაციენტი მკურნალობს,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მეტი...

„სომხეთმა, გახსნა ცეცხლი და ეს ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გააკეთა“ – საგარეო უწყება

ცეცხლის გახსნაზე აზერბაიჯანი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. „სომხეთის პროვოკაციული ქმედებები“ – ასე აფასებს აზერბაიჯანული მხარე აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებას, რასაც  მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებით, სომხეთმა, გახსნა ცეცხლი და ეს ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გააკეთა. „სომხეთი, მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შორის არსებულ კონფლიქტში მესამე ქვეყნების ჩართვას ცდილობს. თუმცა, სომხეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ყველასთვის ნათელია“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების განცხადებაში. სომხეთ კი შეიარაღებულ დაპირისპირებაზე აზერბაიჯანის დანაშაულს ხედავს და ამბობს, რომ მათ სომხეთის არტილერიაზე თავდასხმა სცადეს. „ბოლო დროს, აზერბაიჯანული მხარე, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოწოდებების მიუხედავად,…

მეტი...

ქუთაისის აეროპორტიდან აბუ – დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან მგზავრები მგზავრობას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარის მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც Wizz air-მა ევროპის გარეთ შექმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მოლაპარაკებები კომპანიასთან უმოკლეს ვადებში წარმატებით დაასრულა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი,…

მეტი...

ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ხაშურში სამი პირი დააკავეს. შსს ინფორმაციით, დაკავებული არიან – 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

“ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში და “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს არ განიხილავს, კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ. „დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის“ თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი არ იქნება განხილული ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა  პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსის შედეგად უნდა მოხდეს. “ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი,“ – განაცხადა კაკულიამ. ინფორმაციისთვის,  პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს დიდი კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. არასამთავრობო სექტორი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 995-ს შეადგენს. ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 857-ია. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი დღეიდან დაიწყო

20 აგვისტოს ნაცვლად პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით: სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას;…

მეტი...

„არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა“ – შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ტრანსფერზე

„საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს,“ – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბომბარდირი, ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე წერს, ქართველი ბომბარდირი კალათბურთელის ტრანსფერს ეხმაურება და მიაჩნია, რომ ერთი ადამიანის მიმართ აგრესია არასწორია. „ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე – არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ…

მეტი...

თბილისში გვიან ღამით ჯგუფურ ჩხუბს, სროლა მოჰყვა

თბილისში, გვიან ღამით წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით 15-მდე ახალგაზრდის სიტყვიერი დაპირისპირება  ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, მოგვიანებით კი სროლის ხმაც გაისმა. ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. წყალტუბოს ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. დაშავდა თუ არა ჩხუბის დროს რომელიმე ახალგაზრდა, უცნობია. “ჩხუბის ხმა იყო და ხელის გარტყმის ხმაც აშკარად ისმოდა. შემდეგ რამდენიმე ადამიანი გამოიქცა აქეთკენ, შემდეგ ერთი ძირს დავარდა და რამდენიმე ურტყამდა ზემოდან, მერე იყო გასროლის ხმა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო და ფიზიკურიც,” – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მეტი...

პარლამენტში რიგგარეშე სესიები იწყება

პარლამენტში დღეიდან რიგგარეშე სესიები იწყება, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 50-მდე განსახილველ საკითხზე იმსჯელებს. განიხილავენ ასევე. კანონპროექტს „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდეს და თან ეს იყოს გარკვეული პერიოდით, მინიმუმ პირველ იანვრამდე. თქვენ იცით, პანდემიის მასშტაბები…

მეტი...

აშშ – ს საელჩო ოკუპანტების მიერ ქართველების გატაცების ფაქტებს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტსებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. “ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე,” – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე 3 დღის წინ კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს გაიტაცეს. უკანონო დაკავების დროს მას რუსმა ოკუპანტებმა ფეხში ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძე ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...