გელათის კომპლექსის რეაბილიტაციისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება სამუშაოების შემსრულებელს მოუწევს

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში დაშვებულ შეცდომებს სამუშაოების  შემსრულებელი –  „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ გამოასწორებს. შეგახსენებთ, რომ სამონასტრო კომპლექსში ხარვეზები 2020 წლის მარტში თვეში დაფიქსირდა. საუბარია კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვაზე.  „გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფექტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლების გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ დაიხარჯება. მიმდინარე პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კვლავაც სარესტავრაციო პირობების განუხრელ…

მეტი...

დაჭრილი ზაზა გახელაძის მდგომარეობის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ აქვს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახმა, შვილის გატაცების  და დაჭრის შესახებ ინფორმაცია მასთან ერთად მყოფმა პირისგან შეიტყო. ოჯახის წევრები, ასევე, გამორიცხავენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზაზა გახელაძეს თან იარაღი ჰქონდა და  ე.წ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. ოჯახის წევრების თქმით, ცხინვალიდან მათ არავინ დაკავშირებია. “სოკოზე იყო წასული, ბიჭი მოვიდა რომ რუსები იყვნენ გადმოსულები და წაიყვანესო, მეტი არაფერი არ ვიცი. მეუბნებიან შენი შვილი დაჭრილიაო,” – აცხადებს ზაზა გახელაძის მამა. შეგახსენებთ, ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტიდან  საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.  33 წლის ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალაში,  სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს.  სუსი ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე…

მეტი...

„აია სოფიას ტაძარი,“ როგორც მეჩეთი, მორწმუნეებს 24 ივლისიდან მიიღებს  

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, აია სოფიას ტაძარი, რომელსაც ამ დრომდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა, ახლა მეჩეთად გადაკეთდა.  პრეზიდენტის გადაწყვეტილებითვე ტაძარი მორწუნეებს 24 ივლისიდან მიიღებს. „ისევე, როგორც ყველა სხვა მეჩეთის შემთხვევაში, აია-სოფიას კარი ღია იქნება ყველასათვის, მათ შორის, თურქეთის მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. ვგეგმავთ, მეჩეთი მსახურებისთვის 24 ივლისს გავხსნათ. აია-სოფია თურქეთის იურისდიქციას ექვემდებარება. სასამართლო ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღქმული იქნება, როგორც ჩვენი სუვერენიტეტის რღვევა“ – განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აია სოფიაში გაიმართება ღვთისმსახურება და მისი ადმინისტრირება გადაეცემა რელიგიის საკითხთა უწყებას.

მეტი...

“საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად აღებული ვალდებულებების შესრულებას” – იუსტიციის სამინისტრო

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით. ამის შესახებ ევროკომისიის რიგით მესამე ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. დოკუმენტში შეფასებულია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად აღებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება გვარის შეცვლის წესის ცვლილებას და იმ მსჯავრდებული პირების ქვეყნიდან გასვლის რეგულაციების გამკაცრებას, რომელთა მიმართაც გამოყენებულია…

მეტი...

„დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“ – სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტების მიერ  ზაზა გახველაძის დაჭრას და დაკავებას ადასტურებს.   „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული „სხვილოს ციხის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება“ – ვკითხულობთ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. ის, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

მეტი...

“როცა ამბობთ, რომ გზა ზაქარიასათვის გაკეთდა, შეურაცხყოფას აყენებთ ასობით ოჯახს” – ივერი ქუცნაშვილი 

ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ყოფილი დეპუტატის,  ზაქარია ქუცნაშვილის ძმა ივერი ქუცნაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მსგავსი ცილისმწამებლური სიუჟეტებით ადგილობრივ მოსალხეობასაც  შეურაცხყოფას აყენებენ. „გზა ზაქარია ქუცნაშვილისთვის“ – ამ თემაზე რამდენიმე სიუჟეტი გავიდა ჩვენი სიმართლითა და შინაარსით გაძეძგილ ტელევიზიებში…1. ეს ნაკვეთები ზაქარია ქუცნაშვილის არასდროს ყოფილა;2. ნაკვეთები შევიძინე 25 წლის წინ…3. გზიდან 50 მეტრის მანძილზე, 300-ზე მეტი ნაკვეთი და 100-მდე სახლია…4. ბოლო 2 წლის მანძილზე თბილისის მერიამ გზები მიიყვანა ასობით ათას სახლთან და ნაკვეთთან… და მთავარი – როცა ამბობთ, რომ გზა ზაქარიასათვის გაკეთდა, შეურაცხყოფას აყენებთ ასობით ოჯახსა და ადამიანს…

მეტი...

კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ ერთხელ გაფართოვდა. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში განხორციელდა რამდენიმე სახის დაზუსტება. კერძოდ: დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომელიც მიიღებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციებს. „დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან. ამავე დადგენილებში შესული ცვლილებებით, დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე…

მეტი...

თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გრემელაშვილისთვის დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებისა და ათი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ. მიხელ გრემელაშვილს ბრალდების მხარე მეუღლესა და შვილების თანდასწრებით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. მიხეილ გრემელაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გრემელაშვილმა გამოძიების სწორად წარმართვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა.

მეტი...

მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი პატიმრობაში რჩება

მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ოკინაშვილი პატიმრობაში რჩება – გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიებაზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად, 5-ათას ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. როგორც ირკვევა, მან 7 ივლისს, ღამის საათებში კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა და სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა და პაპა მოკლა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ოჯახის წევრებს მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაშავებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა კი დამნაშავე ორი დღის…

მეტი...

„ეს არ არის მარტივად გასახსნელი საქმე, ბევრი სირთულეა“ – ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დაკავებულების ადვოკატები რასაც საუბრობენ, ერთი მხარეა, ვინაიდან, საკუთარი ინტერესი აქვთ” – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა გიორგი შაქარშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, უფლებადამცველებს არ აინტერესებთ საქმეში რა დევს, თუ ეს არ წარმოადგენს თავიანთი კლიენტის ინტერესებს. „ეს საქმე არ არის მარტივად გასახსნელი, რთული საქმეა. მარტივად გასახსნელი რომ ყოფილიყო, ამდენი ხანი გავიდა და გაიხსნებოდა. სირთულეებია თავისთავად ამ საქმეში მტკიცებულებები თვალსაზრისით. ადვოკატები რასაც საუბრობენ, ეს ერთი მხარეა, ვინაიდან თავიანთი ინტერესი აქვთ დაცვის ქვეშ მყოფებთან მიმართებაში. ჩვენ არ ვიცით, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში, არც გაჟღერებულა. ეტყობა, ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. რეალურად, არ…

მეტი...

“საშინელი შეგრძნებაა, როცა შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა” – თორნიკე შენგელია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს, სადაც ტავის გადაწყვეტილებაზე საუბრობს: „მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა! დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო. რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე როცა, არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს. ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების…

მეტი...

„ნივთების ექსპერტიზა ბევრ ინფორმაციას იძლევა, მაგალითად, ადამიანი მიხოხავდა თუ არ მიხოხავდა“ – ზაზა ალთუნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ამოღებული ნივთები იძლევა იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ინფორმაცია კავშირშია თუ არა ეს ყველაფერი ამ შემთხვევასთან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა. ზაზა ალთუნაშვილის თვლის, რომ კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დაიდება სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ექსპერტის დასკვნა. „კომპლექსური ექსპერტიზა ნიშნავს, რომ სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ექსპერტები ერთ კომისიურ კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ, სადაც შესაბამისობაში იქნება სხვადახვა ნივთები, საგნები, ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემთხვევის ადგილიდან რა ნივთები იქნა ამოღებული, იყო თუ არა ესენი კონკრეტულად ამ შემთხვევასთან, კავშირში თუ გარეშე საგნები იყო. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები იძლევა იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ინფორმაცია კავშირშია…

მეტი...

„შაქარშვილის საქმის გასახსნელად ექსპერტიზის დასკვნას არაფერი მოუცია“ – კრიმინალისტიკური ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს ექსპერტიზა არ იყო იმ დანიშნულების, რისი მოლოდინიც ჰქონდა საზოგადობას, რომ ეს დასკვნა იქნებოდა ამ დანაშაულის გახსნის გასაღები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა. ალთუნაშვილი მიაჩნია, რომ ექსპერტიზამ გამოძიებას საქმესთან დაკავშირებით კვალიფიკაციის მინიჭების საშუალება მისცა. „გუშინ გავრცელდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რამაც დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია, რაც წყალში დახრჩობით გამოიხატა და ამავე დროს, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე მიყენებული დაზიანებები ჰქონდა სიცოცხლეშივე. ამან საშუალება მისცა საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი კვალიფიკაცია მიენიჭებინათ ამ საქმისთვის. მაგრამ, არსებითად ამ საქმის გასახსნელად ამ ექსპერტიზას არაფერი მიუცია,…

მეტი...

“მუდმივად გვესმის სიცრუე, რომ თითქოს რაღაცა სანქციები დაგვიწესეს” – დავით ზალკანიანი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. დავით ზალკალიანის თქმით, სიცრუე და ტყუილია, რომ აშშ-მა საქართველოს რაიმე სახის სანქცია დაუწესა: “მუდმივად გვესმის სიცრუე, ტყუილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაცა სანქციები დაგვიწესეს, თითქოს ეს არის განაჩენი ამ ხელისუფლების მიმართ და გააჩინონ საზოგადოებაში ნარატივი, რომ თითქოს აშშ  ამ ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. არამც და არამც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის დათქმა, რომელზეც ჩვენ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს ვიმუშავებთ,”- აცხადებს დავით ზალკალიანი.

მეტი...

ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულება ითვალისინებს, რომ აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება. ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აია სოფიაში გაიმართება ღვთისმსახურება და მისი ადმინისტრირება გადაეცემა რელიგიის საკითხთა უწყებას. დოკუმენტი ერდოღანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გასააჯაროვა. ამასთან დაკავშირებით კი ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აია სოფიასთან შეიკრიბა და საღამოს ლოცვა აღვლინა. განკარგულებას გამოხმაურება მოჰყვა ამერიკიდანაც და სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით ამ გადაწყვეტილბით იმედგაცრუებულნი არიან. „ჩვენ იმედგაცრუებული ვართ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აია სოფიას სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ თუქეთის მთავრობა რჩება ერგული, აია სოფია ყველა…

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი მ.ლ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა ისიც, რომ თანამდებობა დატოვა რექტორის მოადგილემ, გიგა ღავთაძემ. უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ღავთაძის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს და ამბობს რომ მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, მაგრამ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ აკეთებს მდივნის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3 საკარანტინო სივრციდანაა, 5 კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს და ყველას მდგომარეობა სტაბილურია. “დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი 5 გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები. ჩვენს ცენტრში 23 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 851 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 4851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

მეტი...

“ამ პანდემიას დაყოფილები ვერ დავამარცხებთ” – ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლისას ყველაზე დიდი საფრთხე არაეფექტური მმართველობა და სოლიდარობის ნაკლებობაა. „მეგობრებო, არ შეხვიდეთ შეცდომაში, ჩვენთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ამჟამად არა ვირუსი, არამედ არაეფექტური მმართველობა და სოლიდარობის ნაკლებობა წარმოადგენს, როგორც გლობალურ ასევე ეროვნულ დონეზე. ეს არის ტრაგედია, რომლის გამოც დავკარგეთ ბევრი მეგობარი, ამ პანდემიას დაყოფილები ვერ დავამარცხებთ“, – განაცხადა გებრეიესუსმა ჟენევაში სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

იმერეთში კარანტინში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 1 139 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ ერთ პირს დაუდასტურდა. დანარჩენი პასუხები კი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა პირს, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იყო მოთავსებული. კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს, ასევე კარანტინიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ. რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში 110 პირი იმყოფება.

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, 20 აგვისტოს ნაცვლად, პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა. კერძოდ, პირველი, მეორე და მესამე ეტაპების დასრულების შემდეგ, სკოლებში დოკუმენტაციის წარდგენის პერიოდი 5 ივლისამდე გაგრძელდა. მეოთხე ეტაპის რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადად კი 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე…

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსის 63 247 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში კორონავირუსის 63 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნისთვის ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ალასკაში, ჯორჯიაში, აიდაჰოში, ლუიზიანაში მონტანაში, ოჰაიოში, იუტაში და ვისკოსინში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დადასტურდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 134 092-ს აღწევს. სულ გამოვლენილია ინფიცირების 3 163 505 შემთხვევა.

მეტი...

MLS-ის მატჩში კაშიასა და ყაზაიშვილს მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი ეწერათ

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) განახლებულ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა „სან ხოსემ“, რომელშიც საქართველო ნაკრების წევრები – გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ. ტურნირის დაწყების წინ, MLS-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ნება დართო – მაისურებზე ნომრების ქვემოთ დაეტანათ სოციალურ ან პოლიტიკურ თემაზე ნებისმიერი წარწერა. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს. „სან ხოსემ“ B ჯგუფის პირველ მატჩში 0:0 ითამაშა მოქმედ ჩემპიონ „სიეტლთან“.

მეტი...