„კატეგორიულები ვიქნები გამოძიების, პროკურატურის და დამნაშავეების წინაშე“ – მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტის დასკვნა ხვალ უნდა გამოქვეყნდეს. როგორც გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, მათი პირველადი ვერსია უნდა დადასტურდეს.      „ექსპერტიზა არ იქნება სათუო და ალბათობითი. არსებობს კონკრეტული კითხვები, რაზეც ექსპერტიზის დასკვნამ უნდა გასცეს პასუხები თუ რა არის გიორგის გარდაცვალების მიზეზი, არსებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი და როგორია არსებული დაზიანებების ხარისხი. თუ ამაზე იქნა კატეგორიული პასუხი, რისი მოლოდინიც გვაქვს, ჩვენც კატეგორიულები ვიქნებით გამოძიების, პროკურატურისა და დამნაშავეების წინაშე“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მეტი...

„გაანადგურეს ისედაც განადგურებული ოჯახი, ჯვარს გვაცვეს… გარკვეული წრის პასუხისმგებლობა დამძიმდება“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

„დარწმუნებული ვარ, სს საქმეში ახალი ეტაპი დაიწყება“ – აცხადებს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, ის  გარკვეული პირების მიმართ ბრალის დამძიმების ვარაუდს გამოთქვამს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც საბოლოო სიტყვა ხვალ უნდა თქვას. მირიან ნიკოლაძე ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიულობას ელოდება.   „ის ვერსია, რაც ოჯახს გაჩნდა, უნდა დადასტურდეს და ოჯახს ძალიან კატეგორიული პოზიცია იქნება. მორალურადაც გაანადგურეს ისედაც განაგურებული ოჯახი. იმედს ვიტოვებ, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გარკვეული წრის პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მძიმე კვალიფიკაციით წარიმართება“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

მეტი...

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ ზარი განახორციელა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა 112-ში ცრუ ზარი განახორციელა. ადგილზე მისულ პოლიციელებს კი ჟურნალისტმა განუმარტა, რომ ეს იყო შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარებული ექსპერიმენტი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას…

მეტი...

რაგბისტების ადვოკატები პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რაგბისტების ინტერესების დამცველები  ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. შეგახსენებთ, რომ დღეს გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ ადვოკატებმა პროკურატურის მხრიდან  საქმის მასალების გადაცემისას, შემთხვევით მიიღეს ფაილი, რომელიც პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.  ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ სწორედ ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროვა.  მისი ინფორმაციით,  პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. პროკურატურის ინფორმაციით, ეს მასალა ერთ-ერთი დაკავებულის მობილურ ტელეფონში ინახებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ცალკე დაიწყო.

მეტი...

ვინ ვისი ნათესავია სასამართლო სისტემაში?! – ნაზი ჯანეზაშვილი

„სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის“ – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს.   „ნათესაური, მეგობრული თუ სხვაგვარი კავშირების გამო სასამართლოების თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭების პრაქტიკა ხელს უშლის კვალიფიციური კადრების შემოდინებას, ხოლო სისტემაში დასაქმებულ პროფესიონალებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ართმევს. საერთო სასამართლოების სისტემაში გავლენიან მოსამართლეთა მხრიდან ნათესავების, ახლობლების და სხვაგვარად დაკავშირებული პირების მფარველობაზე მიუთითებს ჩემ მიერ შესწავლილი შემთხვევები. ის მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფაქტებისა, რომელიც სასამართლო სისტემაში გავრცელებულ ნეპოტიზმზე მიანიშნებს” – აცხადებს ჯანეზაშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ხვალ…

მეტი...

გენგეგმით გათვალისწინებული სამუშაოების  შედეგად, მესაკუთრეებს რიგ არეალებში შეზღუდვები მოეხსნებათ

„გენერალური გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შედეგად, მესაკუთრეებს გარკვეულ არეალებში შეზღუდვები მოეხსნებათ“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და დედაქალაქის გარკვეულ არეალებში შეზღუდვების მოხსნის გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა. მერის მოადგილის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული კვლევების დასრულების შედეგად, იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ტერიტორიებით სარგებლობის უფლება ჰქონდათ შეზღუდული, წელიწადნახევრის შემდეგ, აღნიშნული შეზღუდვები მოეხსნებათ. მისივე განმარტებით, არსებული შეზღუდვები გამოწვეული იყო ახალი გენგეგმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებით, რომელიც დედაქალაქში, 11 არეალზე დამატებითი კვლევების ჩატარებას ითვალისწინებდა. „ძველი გენერალური გეგმის დაბრუნება არანაირად არ ხდება. აქ საუბარია იმაზე, რომ გენგეგმის მიღების შემდეგ, თბილისში, 11…

მეტი...

“სააკაშვილის სამარცხვინო განცხადებებზე საზოგადოებას სამართლიანი რეაგირება ექნება” – ირაკლი სესიაშვილი

„არავის გაკვირვებია, სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო პროპაგანდა და ტყუილებით გაჯერებული განცხადება. პირდაპირ ვიტყოდი, პოლიტიკური ბაქიბუქი. ის არის პოლიტიკური დამნაშავე თავისი ქვეყნის წინაშე და ძებნილია ქართული მართლმსაჯულების მიერ“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს და მის ასეთ სამარცხვინო განცხადებებზე სამართლიანი რეაგირება აქვს. „სააკაშვილი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას და საჯარო მოხელეა. შესაბამისად, როცა ის საუბრობს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციაზე, თავისთავად ცხადია ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან ამაზე პასუხი უკრაინას მოეთხოვება. მის პოლიტიკურ პროპაგანდას ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ეს…

მეტი...

“ჩემთვის სამწუხაროა და მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია. „ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“,- წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ესპანური გუნდი „ბასკონია“ დატოვა და მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა. შენგელია აღნიშნავს, რომ “თავის სამართლებელი არაფერი აქვს.”

მეტი...

„ამ კლასტერს არც უკვირს და არც იცხადებენ, როცა სრულიად სამართლიანად მოიხსენიებენ, კრიმინალურ ოპოზიციად” – ანრი ოხანაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”

„ნაციონალური მოძრაობის“, როგორც კრიმინალური ოპოზიციისა და მისი სატელიტი პარტიების საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ და უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში მხილებამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილი გამოეხმაურა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს. „ამ კლასტერს არც უკვირს და არც იცხადებენ, როცა სრულიად სამართლიანად მოიხსენიებენ, კრიმინალურ ოპოზიციად. არ უკვირთ, რადგან მათ აქვთ ჩადენილი ის უმძიმესი დანაშაულები, რაზეც ფაქტები არსებობს. ფაქტია, რომ თავის დროზე, ამ კრიმინალურმა ოპოზიციამ „რუსთავი…

მეტი...

“პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ტელეფონში აღმოჩნდა” – პროკურატურა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია აღმოჩნდა შენახული. აღნიშნულის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია საუბარი.    განცხადებაში წერია, რომ აქედან გამომდინარე, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე.  “გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.  აღნიშნულის გამო, 2020 წლის 09 ივლისს, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის…

მეტი...

“ვახტანგ კიკაბიძემ და ვახუშტი კოტეტიშვილმა გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერები უკან გაიწვიეს“ – „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“

გასამართლებული გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვახტანგ კიკაბიძემ და ვახუშტი კოტეტიშვილმა გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით თავიანთი ხელმოწერები უკან გაიწვიეს. 37 წლის წის წინ დატრიალებულ ტრაგედიის ირგვლივ, ნათელა მაჭავარიანი ახალ დეტალებზე ყვება. „დახვრეტის გაუქმების მოთხოვნის მიზნით შეგროვდა ხელმოწერები და შემდეგ ზოგიერთებმა ეს ხელმოწერები უკან გაიწვიეს. არქივში მაქვს ჩაბარებული ყველაფერი და იქ ყველას გვარები წერია. როცა წლები გავა, ნახონ ამ ადამიანთა შთამომავლებმა, რა ბებიები და ბაბუები ჰყავდათ. ეს ადამიანური მომენტია – რა დააშავა შვილიშვილმა, თუ ასეთი გარეწარი ბაბუა ჰყავდა. რა დააშავა შვილმა, თუ ასეთი მამა ჰყავდა. ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ…

მეტი...

10, 15 და 50 000 ლარი – გარემოს დაბინძურებისთვის სანქციები მკაცრდება

„გარემოს დამაბინძურებლების მიმართ ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება,“ – ეს განცხადება მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონპროექტს კანონად მალე აქცევს. მინისტრის შეფასებით, მოსახლეობა ლოგიკურია, როცა მსგავს დარღვევაზე მკაცრ სანქციებს ითხოვს. „მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ჩვენ გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას იმ ბიზნესოპერატორების, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ახდენენ,  ახდენენ არაერთგზის, არაერთჯერადად და ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი  –   10, 15 და ხშირად 50 ათას ლარამდეც, განმეორების და იმის…

მეტი...

“ფულის სავარაუდო გათეთრება კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ დადასტურებული ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს კორუფციის პრობლემა არსებობდა. მისივე თქმით, დაკარგულია დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი და სწორედ კეზერაშვილის დროს, რამდენიმე ასეული მილიონია გაფლანგული. აღნიშნული კომენტარით სესიაშვილი გამოეხმაურა ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს. ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, მისთვის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ფულის სავარაუდო გათეთრებაზე საუბარი კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს უკავშირდება. „ჩვენი…

მეტი...

„ეს იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია, თავდასხმა ოჯახზე“ – დოდო აფრასიძე გენერალურ პროკურორს ხვდება

სვანეთის სპეცოპერაციის დროს დაზარალებული ოჯახის წევრი ირაკლი შოთაძისგან მისი შვილის და მეუღლის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. შეხვედრა 5 თვის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. „ჩვენი პირველი მოთხოვნა არის დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც დღემდე არაფერს აღიარებენ და კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ. პირველ რიგში, გიორგი ბარამიძე არის და შემდეგ დიდი თანამდებობის პირები, ვინც მაშინ იყვნენ სათავეში. ეს იყო მიზანმიმართული სპეცოპერაცია, თავდასხმა ოჯახზე, ეს იყო თავისი ჩადენილი დანაშაულების ჩვენზე გადმობრალება და ამიტომაც მოკლეს ჩემი შვილი, რომ იმას სიმართლე არ ეთქვა. ჩვენ ფული არავისთან გაგვიკეთებია და დამნაშავეები არავის წინაშე ვიყავით“ , – ამბობს აფრასიძე.…

მეტი...

სომხეთიდან გურჯაანში ატმის შესაძენად ჩასულ ტრაილერის მძღოლს COVID-19 დაუდასტურდა

სომხეთიდან გურჯაანში ატმის შესაძენად ჩასულ ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცი სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდა, საიდანაც ხილის წაღებას სომხეთში აპირებდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მას covid-19-ზე ნიმუში საზღვარზე შემოსვლის მომენტშიც აუღეს, თუმცა მაშინ პასუხი უარყოფითი იყო. მისივე განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ადგილსამყოფელს სპეციალისტებმა გუშინვე დროულად მიაკვლიეს. ის ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე სიმპტომები არ აღენიშნება.  ეპიდემიოლოგები ყველა შესაძლო კონტაქტს უკვე იკვლევენ. ამასთან, ეს არის იმპორტირებული შემთხვევა და წყაროს დადგენა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მეტი...

“თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ” – თორნიკე შენგელიამ რუსულ CSKA-სთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ის ახლა მოსკოვის CSKA-ს კალათბურთელია. შენგელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა შეხვედრაში შეეძლება მონაწილეობა. ქართველმა კალათბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, აგვისტოში შენგელია მოსკოვში ჩავა და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. მოსკოვის “არმიელთა” ცენტრალურ კლუბს 97 წლიანი ისტორია აქვს, ამ ხნის მანძილზე CSKA-მ 8-ჯერ მოახერხა ევროლიგის მოგება. ამ დროისთვის ევროპის საკლუბო რეიტინგში “არმიელები” პირველ ადგილზე იმყოფებიან. “კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ…

მეტი...

“მედიასაშუალებით გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე დადგენილია და ის არის ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი” – შსს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე, დადგენილია, რომ არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით. „ასევე, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე…

მეტი...

დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა იგეგმება

ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის  შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას. გამოძიების ინფორმაციით, თანხა ბიზნესპარტნიორებმა მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის 2007-2009 წლებში მიიღეს. ისრაელის პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და კუნძულ გერნსზე, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით თანხას ინაწილებდნენ.…

მეტი...

„მათ შეუძლიათ, ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“ – ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი

“ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს, რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი თქვენგანი გამოაცხადონ „კაწროდ“, – ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე სოციალურ ქსელში წერს. ადვოკატი ყურადღებას მედია საშუალებებზე ამახვილებს და აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დეზინფორმაცია ვრცელდება. აბესაძე აღნიშნავს, რომ თითქოს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ღამეს, დიდუბეში მის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ავთანდილ ბილანიშვილი დახვდა, სიცრუეა. აბესაზე ადგილიდან ამოღებულ კადრთან ერთად, იმ პირის ფოტოს ავრცელებს, რომელიც მისი თქმით, რეალურად დიდუბეში იმყოფებოდა. „ამ ორივე კადრში დაფიქსირებულია მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი, რომელმაც განმარტა, რა უნდოდა იმ ღამეს დიდუბეში. მესმის, რომ…

მეტი...

“სანქციები არ შესულა კანონში, იყო ამის მცდელობა, მაგრამ ასე არ მოხდა, ეს არის სიცრუე” – დავით ზალკალიანი

კონგრესში წარდგენილ კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოს შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეუჩერდეს, განმარტება საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მისი თქმით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ თითქოს კონგრესმა კანონში სანქციების დაწესების შესახებ შესწორებები შეიტანა, სიცრუეა.  “ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც მედია აჟღერებს უკვე ორი დღეა, ისინი ამბობენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს – რაც სიცრუეა. ეს სანქციები არ შესულა კანონში, იყო ამის მცდელობა, მაგრამ არ შესულა, ეს წერია მხოლოდ რეპორტში, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს,”- აცხადებს დავით ზალკალიანი.  კონგრესი ახლა მაიკ პომპეოს ანგარიშს ელოდება, სადაც უნდა…

მეტი...

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარება მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა. „მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა…

მეტი...

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა 1-ლ აგვისტომდე გახანგრძლივდა

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილების შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით კომპენსაცია 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო. “მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, შემდგომშიც გავაგრძელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა, ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვები…

მეტი...

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს” – გიორგი გახარია

ჩვენ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები, გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინების მნიშვნელობასაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა თანმიმდევრულად დგამს ფრთხილ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ხუთი პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები გაიხსნება. „რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთის მხრივ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მთავრობის, ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს, გვაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, პირველ რიგში…

მეტი...

“მარაზმი … პირადი მიმოწერის გასაჯაროებამ, შეიძლება მორიგი დანაშაული გამოიწვიოს” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

„ეს გოგონა, საერთოდ არაფერ შუაშია მომხდართან, საერთოდ არაფერ შუაშია საქმესთან, ეს არის პირადი მიმოწერა, რომელიც ჩემის აზრით, რომელიღაც ჩემმა კოლეგამ მიაწოდა ჟურნალისტებს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა განაცხადა. გიორგი ფოფხაძე დაუშვებლად მიიჩნევს პირადი მიმოწერის გასაჯაროებას და თვლის, რომ მომხდარი შესაძლოა ახალი დანაშაულის ჩადენის საბაბი გახდეს. „იქ არის ფრაზები ამოწერილი, ესაა პირადი მიმოწერები, ხდება ასეთი რამ, გოგონა იქ არ იყო და იეჭვიანა, რომ სხვა გოგონები იყვნენ. რაც შეეხება თუ რატომ ახსენებს დაჭერის შიშს მიმოწერაში, დაჭერის შიში, ჰქონდა რადგან ცემა -ტყეპა ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება…

მეტი...

„სარალიძის საქმეში არ დაიჭირეს, შაქარაშვილის საქმეში კი მეტობით დაიჭირეს“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

 „სარალიძის საქმეში პროკურორი იმას გადაჰყვა, რომ სათანადოდ არ დაიჭირა, ხოლო ამ საქმეში, იმას გადაჰყვება, რომ მეტობით დაიჭირა“- ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის – თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ გააკეთა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და კონკრეტულად არც გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან ჰქონია შეხება. ადვოკატი ამ საქმეს და დავით სარალიძის გარდაცვალებას შორის პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობის აღება პროკურატურას მოუწევს. „ასეთ გახმაურებულ საქმეში, სადაც 17 პირია დაკავებული არ ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი…. მსგავსი რამ არ მომხდარა ჯერ.…

მეტი...

გამოვლინდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.  “გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები შ.ა. და დ.კ. სისტემატურად ახდენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ლეგალიზაციას, საქართველოში ნაღდი ფულის სახით შემოტანის და სხვადასხვა ფორმით, საფინანსო/ფულად საკრედიტო სისტემაში განთავსების გზით. კერძოდ, შ.ა. და დ.კ. 2019 წლის მანძილზე, სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ კოლუმბიის, გაბონის, ეთიოპიის ფედერაციულ და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში, სადაც ძირითადად ფულადი თანხების კონვერტაციისას აშშ დოლარის/ევროს ყალბი და დაბალი ნომინალების კუპიურების გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავდათ სხვადასხვა ფიზიკური…

მეტი...

“მე გამოვიყვანე ავტომობილი და დილამდე იქ მეძინა“ – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გამოკითხვის შესახებ (ვიდეო)

„არის 24 საათიანი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ავტომობილი დილის 7-ის ნახევარზე გამოდის ადგილიდან,“ – ამის შესახებ  „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ინტერესების დამცველმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა. გიორგი ფოფხაძე დეტალურად აღწერს იმ მარშრუტს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის ღამეს გადაადგილდებოდა. მისივე ინფორმაციით, ბარბაქაძეს შაქარაშვილი ჩხუბის დროს არ უნახავს. „ბარბაქაძე საკუთარი “ბმვ”-თი მიდის დაბადების დღეზე. დაბადების დღეზე ხდება ჩხუბი “ნახალოვკელებსა” და “საბურთალოელებს” შორის. საბურთალოელებმა სცემეს ნახალოვკელები. ბარბაქაძე გამოიქცა ტატიაშვილთან ერთად ტატიაშვილის მერსედესით, ჩამოვიდნენ თბილისში. ბარბაქაძემ თავისი მანქანა დატოვა დაბადების დღეზე და იქ დარჩა თავისი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 844-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4425 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –222.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12 მილიონ 12 ათასს აღემატბეა. COVID-19-მა უკვე 548 ათას ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. 7 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. პირველ ადგილს ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები იკავებს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, მესამე პოზიციაზე კი ინდოეთი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი...

“ყველა შეზღუდვის მოხსნა რისკს შეიცავს, მაგრამ თუ ეს მოხდება სწორი გათვლებით” – თენგიზ ცერცვაძე

„ტურიზმის გახსნა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა საგანგაშო არაფერია და სამედიცინო სექტორი ამას მარტივად გაუმკლავდება,“  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის განმარტებით, სწორად გატარებული პრევენციული ზომების შემთხვევაში, ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნამ ქვეყანას პრობლემა არ უნდა შეუქმნას. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ გაიხსნა საზღვრები მხოლოდ ისეთ ქვეყნებთან, რომელთა ნაწილს ისეთივე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აქვს როგორიც საქართველოს, გარდა გერმანიისა და საფრანგეთისა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ხუთივე ქვეყანაში ინფექცია მართვადი და კონტროლირებადია. „ნებისმიერი შეზღუდვების მოხსნა, თუნდაც ისეთის, როგორიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა იყო, თუნდაც სასტუმროების გახსნა, კომენდანტის საათის მოხსნა. ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა…

მეტი...

„ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა გველი სახლში, დამირეკეს ტიროდნენ“ – მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გველმა კვერცხები დადო. მრავალშვილიანი დედის, ლუდმილა ასლანდიას განცხადებით, ბავშვებმა ქვეწარმავლის კვერცხები ბუხარში იპოვეს. “ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა, ხვრელში შეძვრა, საკმაოდ გრძელი კუდი ჰქონდაო. დამირეკეს, ტიროდნენ გვეშინიაო, მეც ვინერვიულე. რომ მივედი ვერაფერი ვნახე. მეზობელი თოფით მოსულა და დარაჯობდა. ამის მერე ბუხარს ყოველდღე ვამოწმებდი. გუშინ კი 17 ცალი კვერცხი დაუდია და ისევ ბავშვებმა იპოვეს. სადაც ვწევართ იმ ოთახში დადო კვერცხები. სახლს ბევრი ხვრელი აქვს და არ ვიცი რომელი ერთი ამოვავსო ნაჭრით. ღამეებს ათევენ მეზობლები, დარაჯობენ, კვერცხები გარეთ გაიტანეს, შესაძლოა მოაკითხოსო. ცუდ…

მეტი...

იდლიანის მთაში ტყის მასივზე ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია

მესტიაში, იდლიანის მთაში, ტყის მასივზე ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია. ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ეკიპაჟი, ვერტმფრენი და ადგილობრივი მოხალისეები მუშაობდნენ. ადგილზე რჩება 50 კაციანი ჯგუფი. უკვე აღარ არსებობს ხანძრის გავრცელების ან დასახლებულ პუნქტამდე გადასვლის საშიშროება, ასევე, სოფელში აღარ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. იდლიანის ტყის ფერდობზე, წიწვოვან კორომში ხანძარი 5 ივლისის ღამეს, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

მეტი...

„მოვხვდი არასწორ ადგილას და არასწორ დროს“ – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვა გრძელდება

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით იდენთიფიცირებული კიდევ ერთი პირის დაკითხვა პოლიციაში 4 საათზე მეტი გაგრძელდა. საქმეში ლაშა ლურსმანაშვილის გვარ-სახელმა თითქმის 2 კვირის შემდეგ გაიჟღერა, თუმცა, დაკითხული ამბობს, რომ საქმესთან შეხება არ აქვს.        ლაშა ლურსმანაშვილი ის ახალგაზრდაა, რომლიც  თბილისში გვიან დაბრუნებულ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა. “საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით, ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა. ინფორმაციისთვის, შაქარაშვილის საქმეში გამოჩნდა თეთრს მაისურში ჩაცმული ადამიანი, რომელიც გვიან ღამით, მცხეთაში მომხდარი…

მეტი...

ცოლსა და შვილებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და „ტეტე“-ს იარაღით დაშინებისთვის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

თელავის საკრებულოს წევრი, დეპუტატი  მიხეილ გრემელაშვილი დაკავებულია. მას ბრალად ედება  ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა, ოჯახში ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. როგორც შსს-ში აცხადებენ,  ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული…

მეტი...