სასამართლომ ექვსივე არასრუწლოვანი პატიმრობაში დატოვა

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება.  მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთია გამოაცხადა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატები დაკავებული არასრულწლოვნების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათ შორია,  6 არასრულწლოვანია.

მეტი...

„მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ“ – საქართველოს პრეზიდენტი  

სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას არ შეიწყალებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთია გააკეთა.    „მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას. დღეს, ყველაზე მნშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მზიანი და ამ გზას არ გადავუხვევ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მეტი...

ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდზე, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიიის ინფორმაციით,  მერია დედაქალაქის მასშტაბით, ხიდების მოვლა-პატრონობას  სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში  აღდგენას ახდენს. აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში,  ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან  16 აგვისტოს ჩათვლით,  ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია, მოსახლეობას  ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

მეტი...

„თავად საქართველომ  მაქსიმუმი გააკეთა“ – ვლადიმერ შკოლნიკოვი  

„ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია, ამას დიდად ვაფასებთ“ – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებაზე იმსჯელეს. მისი თქმით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახორციელებს, საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან საქართველომ ამ მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა. „გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსახილველად წარმოდგენილ კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი…

მეტი...

ბაზრობებზე ადამიანების ტესტირება მოხდება

„ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში, ლილოს ბაზრობაზე უკვე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა. ამასთან აღნიშნა, რომ დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. „რანდომული კვლევის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას და ასევე გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება აკრეფილი ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობაზე დავგეგმავთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა მინისტრმა

მეტი...

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა მოსავალს ბაზარზე თავად გაიტანს – აქცია შეთანხმებით დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, ადგილობრივ მოსახლეობასა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილს შორის შეთანხმება შედგა და აქცია მშვიდობიანად დასრულდა. შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ადგილობრივები მოსავალს წესების დაცვით ბაზარზე სარეალიზაციოდ თავად გაიტანენ და  კორონავირუსზე სწრაფ ტესტსაც გაივლიან. „ძირითადი პრობლემები, რაც მასიურად აღელვებთ, ეს არის ადგილობრივი მოსავალი, მწვანილი. მოსავალი გააქვს დისტრიბუციას ორგანიზებულად, მაგრამ მოსახლეობას უკმარისობა აქვს, რომ დაბალ ფასში აბარებენ. ახლა კომუნიკაციაში ვარ და დავადასტურებთ დაპირებას, რაც მივეცით, რომ აქედან ორგანიზებულად, დაახლოებით 10 სატვირთო ავტომანქანა გავა ადგილობრივებით. ჩააბარებენ სწრაფ ტესტს ახალ კორონავირუსზე, მათ გააცილებს პატრული ნავთლუღის ბაზარში და როგორც მოსახლეობის სურვილია,…

მეტი...

„სიკვდილის ხანდაზმულობას გამოძიება თავად წარადგენს“ – ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე შაქარაშვილის საქმეზე 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზა უკვე დაიწყო და რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა.   „გვამური ლაქები შაქარაშვილს ზურგის არეში არ აღენიშნებოდა, გვამური ლაქები ჰქონდა გულმკერდისა და მუცლის არეში“, – აცხადებს  დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე. ექსპერტის შეფასებით, სიკვდილის ხანდაზმულობა, ეს მომავალი ექსპერტიზის მსჯელობის საგანია და როცა ყველაფერი დასრულდება გამოძიება თავად წარადგენს ტელესივრცეში. „გვამური ლაქების განსხვავებულ ფერს რაც შეეხება, გვამური ლაქები შაქარაშვილს ზურგის არეში არ აღენიშნებოდა, გვამური ლაქები ჰქონდა გულმკერდის, მუცლის არეში და აქ მთავრდება ამ ლაქების ლოკალიზაცია. უკანა მხარეს, რაც თქვენ ნახეთ ფოტოებზე ეს იყო ლპობითი…

მეტი...

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი პატიმრობაში დარჩა

მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებული ირაკლი ღლონტი. სხდომას თავდაპირველად ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა ის მას შემდეგ გააძევეს, რაც საქმის პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “შუამდგომლობა საკმაოდ დაუსაბუთებელი იყო, ისევე როგორც ბრალდების შინაარსი მტკიცებულებების ნაწილი. თუმცა, სასამართლომ, ამ შემთხვევაში ფორმალურად იმსჯელა იმ მუხლებიდან გამომდინარე, რასაც გამოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება. სამართლებრივად, ეს არ არის კანონშესაბამისი, ვინაიდან იგივე წარმატებით, ბრალდებას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია მძიმე დანაშაულის შერაცხვა. გამოდის, რომ ამ დროს, სასამართლომ ყოველთვის დაპატიმრება უნდა გამოიყენოს. ცხადია, ჩვენ აღნიშნულს გავასაჩივრებთ,” – განაცხადა ირაკლი ღლონტის ადვოკატმა 

მეტი...

“მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ” – “ქართული ოცნება”

პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ. პირველი აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი. აღნიშნული პირები არიან: ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); ნოდარ ტურძელაძე – ვაკის რაიონის გამგებელი; (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი). აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური…

მეტი...

“მინდა, პირადად შევაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრი” – ლუიზა ვინტონი

ჩემთვის სიამოვნებაა გაერო-ს განვითარების პროგრამის სახელით საქართველოს მთავრობის შექება და მილოცვა პანდემიაზე რეაგირების გამო; მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლუიზა ვინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. „ჩვენ ვგლოვობთ საქართველოში გარდაცვლილებსა და გული შეგვტკივა იმ პირებისთვის, ვინც ამ ვირუსს ებრძოდა. რიცხვები იმდენად დაბალია, რომ ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. ვიცით, რომ ბრწყინვალე…

მეტი...

„მიუღებელია ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას“ – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სენატორების წერილებს ეხმაურება, სადაც ისინი გიორგი რურუას გათავისუფლების რეკომენდაციით გამოდიან. „ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობა და ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ, რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოს პარტნიორები.​

მეტი...

„სენატორმა რიშმა სახე დაკარგა, დაივიწყა დიპლომატიური ეტიკეტი“ – გიორგი ხაინდრავა (ვიდეო)

„როდესაც ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით შენი სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტს მიმართავ, მამაკაცობრივი ედიკეტი მაინც უნდა გქონდეს, რომ „ქალბატონოთი“ მიმართო,“ – ეს განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდარავამ სენატორ რიშის განცხადებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ხაინდრავა თვლის, რომ რიშმა დიპლომატიური სახე დაკარგა: „ბევრად მძიმე სურათია რიშის წერილი, სენატრომა რიშმა სახე დაკარგა, რადგან აბსოლუტურად დაივიწყა დიპლომატიური ედიკეტი, როცა შენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართავ, ამას გააჩნია თავის ფორმა და როგორც მინიმუმ  “ქალბატონო“ მაინც უნდა გამოიყენო, როცა პრეზიდენტს მიმართავ. არის რაღაც ხაზები, რომლის იქით არ უნდა გადახვიდე, თუნდაც რიში იყოს და თუნდაც ამერიკის პრეზიდენტი, ჩვენ არ ვართ კოლონია. საქართველოში…

მეტი...

„პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალებს, დღეს, გაერთიანებული ევროპის ეპოქაში, „პოლიტპატიმრებად“ ასაღებთ“ – გოგა ხაინდრავა ანდრიუს კუბილიუსს (ვიდეო)

“თქვენ, ბატონო კუბილიუს, უკვე როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ევროპარლამენტის დეპუტატი, „პოლიტპატიმრებად“ რაცხთ  სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში, ბრალი მიუძღვით უმძიმეს კრიმინალურ დანაშაულებებში,“ – ასე მიმართავს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს. ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბლიუსს მიმართავს. კუბილიუსს დისიდენტების ისტორიებს ახსენებს და აღნისნავს, რომ მისთვის გაუგებარია, როცა „კრიმინალებს“ პოლიტპატიმრებად აიგივებენ. „თქვენ, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილ მოქალაქეს კარგად უნდა გახსოვდეთ, როგორ სჯიდა ბოლშევიკური რეჟიმი საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში და სახელდობრ ლიეტუვაში, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პატრიოტებს, როგორ სწამებდა მათ ცილს, რაცხდა მათ კრიმინალებად და მრავალი წლით „გულაგის“ საპატიმროებში აგზავნიდა.…

მეტი...

“პრაქტიკულად მზად ვართ, კვლევა დავიწყოთ” – ნათია მეზვრიშვილი

პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფართომასშტაბიანი კვლევა საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაქირავებული ექსპერტების მეშვეობით განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია როგორც USAID-თან, ისე გაერო-ს სააგენტოებთან. „მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფართომასშტაბიანი კვლევა. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პრაქტიკულად მზად ვართ, კვლევა დავიწყოთ. შეთანხმებულები ვართ როგორც USAID-თან, ისე გაერო-ს ცალკეულ სააგენტოებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს დამოუკიდებელი, სწორედ ამიტომ, კვლევა განხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაქირავებული ექსპერტების მეშვეობით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.…

მეტი...

„პოლიტიკა და მართლმსაჯულება ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთმანეთისგან გამიჯნულია” – ირაკლი ბერაია

„გიორგი რურუა არ არის და არც შეიძლება იყოს პოლიტპატიმარი. საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ეს მანკიერი პრაქტიკა 2012 წლის ნოემბერში  დასრულდა და ეს დრო, ჩვენს ქვეყანაში, არასოდეს არ დაბრუნდება. მისი, ეგრეთ წოდებულ, პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ეს რა თქმა უნდა, არის ოპოზიციის სპეკულაციები. 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა ძალიან მკაფიოდ განმარტა, რომ გიორგი რურუას სახელი, ისევე როგორც არც სხვა სახელები და არც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ ფიგურირებდა შეთანხმებაში და ის რაც შეთანხმებაში არ ეწერა, მისი ნაწილი ვერ იქნებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვერც ერთ შეთანხმებაში ვერ ჩაიწერება მართლმსაჯულებაში ჩარევის…

მეტი...

„კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განვითარების პარტნიორებს, რომლებთანაც კვლევის დეტალებზე შიდა კონსულტაციები უკვე დასრულდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად შეხვდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასება და ანალიზი, მათ შორის ხარვეზების გამოვლენა და გაცნობიერება, რათა ქვეყნის ინსტიტუტები მომავალში მსგავს შესაძლო კრიზისებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. მათივე…

მეტი...

“ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა” – საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. “22%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობების.  სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემოსავლების შემცირება მეტწილად უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას. 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები,” – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა…

მეტი...

“15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის შემთხვევები ორი წელია, აღარ ფიქსირდება” – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, ორი წელია, საქართველოში 15 წლამდე გოგონებს შორის აბორტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათივე ინფორმაციით,  2019 წელს ქვეყანაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის 21600 ფაქტი აღირიცხა, რაც 1100-ით ნაკლებია 2018 წლის მონაცემზე. 15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის ბოლო ფაქტი 2017 წელს დაფიქსირდა. 15-19 წლის ასაკის გოგონებში კი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება გასულ წელს 450-მა მათგანმა მიიღო. წინა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 510 იყო. 2019 წლის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 20973 აბორტი 20-44 წლის ასაკის ქალებზე მოდის.

მეტი...

“ამაში პოლიტიკურ სარჩულს მე ვერ ვხედავ” – მაია ცქიტიშილი გიორგი რურუაზე

გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით რურუას უკვე მისჯილი აქვს შესაბამისი ვადა, ამაში პოლიტიკურ სარჩულს მე ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად. „გვქონდა საშუალება, რომ გამჭვირვალედ გვენახა ამ პროცესის მიმდინარეობა. სასამართლომ მიიღო განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით რურუას უკვე მისჯილი აქვს შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. ამაში პოლიტიკურ სარჩულს მე ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა, სრულიად გამოვრიცხავ პოლიტიზებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ეს არის მათი აზრი ამ…

მეტი...

„შაურიძის უკანონო პატიმრობა“ – ოჯახი პროკურატურას მიმართავს (ვიდეო)

22 წლის დაკავებული გიორგი შაურიძის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს საქმეზე შემაჯამებელი გადაწვეტილება დაუყოვნებლივ გამოიტანოს, საქმე ეხება 4 წლის წინ  მომხდარ ფაქტს, კერძოდ ყაჩაღობას, რომლის გამოც 18 წლის შაურიძე დააკავეს, ოჯახი ამტკიცებს, რომ გიორგი ყაჩაღობაში მონაწილეობა არ მიუღია და აღნიშნულის ალიბიც არსებობს. „დააკავეს არ არსებული ყაჩაღობისთვის, მაგრამ ესეც არ აკმარეს და დაუმატეს ქურდობა, კერძოდ თითქოს საკუთარ, დედას საკუთარი მაღაზიიდან სპორტული ტანსაცმელი მოჰპარა,“ – აცხადებს ადვოკატი.  ოჯახი სხვა დარღვევებზეც საუბრობს, რაც საქმეში არსებობს და მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე ამბობენ, რომ მას დაკავებისას დაზიანებები მიაყენეს. “მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია…

მეტი...

კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთი შემოტანილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ერთი შემთხვევა გაჩიანს უკავშირდება, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია. „გუშინ იყო 1160 დადასტურებულიშემთხვევა, დაემატა რვა ახალი და ამჟამად გახლავთ 1168 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ხუთით გაიზარდა და გახდა 940. რვა შემთხვევიდან ხუთი შემოტანილი შემთხვევაა. აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო გაჩიანია, კიდევ ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 249 პაციენტი მკურნალობს, ვირუსისგან განკურნებულთა საერთო…

მეტი...

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახე შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირია დააკავებული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6596 მოქალაქე იმყოფება.

მეტი...

აშშ-ში ვირუსს 155 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ვირუსს 155 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მონაცემები იზრდება ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც. არგენტინაში გასულ დღე-ღამეში ლეტალობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. “კოვიდ-19” დაუდასტურდა ბრაზილიის პირველ ლედისაც. ზედიზედ მესამე დღეა 100-ს აჭარბებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში. “კოვიდ-19-ით” ინფიცირებისა და ლეტალობის რიცხვი მატულობს რუსეთსა და თურქეთშიც. ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კოვიდინფექციას 5, აზერბაიჯანში კი 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

შავი ზღვის სანაპირო ზოლში წყალმცენარეები აღარ ფიქსირდება

მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება მოხდინეს – ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, აიღეს სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სანაპიროზე დაფიქსირებული წყალმცენარეები, ძირითადად, გვხვდება მომლაშო წყლებსა და საზღვაო აკვატორიაში. აღნიშნულ მცენარეებს მასიური გამრავლება ახასიათებს   გაზაფხულსა და ზაფხულში. ზღვის სანაპირო ზოლზე  კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული წყალმცენარეების ეს სახეობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. 20-21…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ არასრულწლოვნები პატიმრობაში დარჩებიან. „დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებების განხილვა. ჩვენ მოლოდინში ვართ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ლოგიკის თანახმად, ისინი უნდა დარჩნენ პატიმრობაში. ამიტომ, სხვა მოლოდინები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და ჩვენ კატეგორიულები ვერ ვიქნებით. რაც შეეხება მტკიცებულების ნაწილს, ბუნებრივია, ადვოკატებს ექნებათ შუამდგომლობა, ეს იქნება სამუშაო რეჟიმი და…

მეტი...

შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებული არასწრულწლოვნების ადვოკატები მათი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ  

გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო დღეს გაიმართება. 12:00 საათისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ არასრულწლოვნებს მიიყვანენ. სასამარლომ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას უნდა გადახედოს. ექვსი არასრულწლოვანი ბრალდებული დაახლოებით ერთი თვეა პატიმრობაში იმყოფება. გარდაცვლილის ოჯახის თხოვნით, საქმიდან არასრულწლოვნების ეპიზოდი ცალკე გამოიყო. დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები შუამდგომლობებს დააყენებენ და ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებასაც მოითხოვენ. „მოვითხოვ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი“ – აცხადებს ადვოკატი როსტომ კერესელიძე. გარდაცვლილის ოჯახი კი ექვსივე პირის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება. მტკიცებულებების დასაშვებობასთან ერთად, მოსამართლე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხსაც…

მეტი...

ყოფილი პრემიერი შესაძლოა, საპარლამენტო სიაში აღმოჩნდეს

გიორგი გახარიას შეფასებით, არ არის გამორიცხული, მამუკა ბახტაძე საპარლამენტო სიაში მოხვდეს. „მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება იყოს სიაში“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში?

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით შსს-ში კიდევ ერთი ავტომანქანის მფლობელი დაიბარეს

გიორგი შაქარაშვლის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთ სამინისტროში „ტოიოტა ვითსის“ მეპატრონე დაიბარეს. თემურ კეპაშვილი  იმ ავტომანქანის მესაკუთრეა, რომელიც კონკრეტულ საათებში მცხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, კონკრეტულად, მაშინ, როცა ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე ჩხუბი დაიწყო და შედეგ გარეთ გაგრძელდა, კეპაშვილი იმ ტერიტორიაზე არც ყოფილა, თუმცა, მცხეთაში მისი ავტომანქანა დაფიქსირდა. ჩვენი ინფორმაციით, კეპაშვილმა მანქანა ორ არასრულწლოვანს ათხოვა, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა, მცხეთამდე არ ჩასულან. როგორც მოწმის სახით დაკითხული არასრუწლოვნები განმარტავენ, ისინი საგურამოს მიმართულებით მეზობლების წამოსაყვანად მიდიოდნენ, თუმცა, უკან მობრუნდენ. მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მეტი...

შაქარაშვილის საქმის „ოქროს მოწმე“ შსს-ში მიიყვანეს, თუმცა ჩიქოვანმა ამოცნობაზე უარი განაცხადა

რამდენიმე წუთის წინ, გიორგი შაქარაშვლის საქმის ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. ის ამოცნობისთვის დაიბარეს, თუმცა, ვახტანგ ჩიქოვანმა ამოცნობაზე უარი განაცხადა. როგორც მისმა ინტერესების დამცველმა არჩილ ბერიანიძემ განმარტა, ამოცნობას აზრი დაეკარგა.   „უნდა ჩაეტარებინათ ამოცნობა, ამოსაცნობი ობიექტი უნდა ყოფილიყო ვახტანგ ჩიქოვანი. გური ამირხანაშვილს უნდა ამოეცნო ის. ჩვენ უარი განვაცხადეთ აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილეობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: რომ დნმ-ის ნიმუშის აღების დროს, გამოძიების მიმდინარეობისას, როდესაც ჩვენ მაქსიალურად ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან ისინი ერთად იმყოფებოდნენ და იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. ასევე, მთელი გამოძიების პერიოდში, მედიასაშუალებებში აქტიურად ვრცელდებოდა ჩიქოვანის სურათები, შესაბამისად, ამოცნობას აზრი ჰქონდა დაკარგული“. შეგახსენებთ,…

მეტი...

 „მაცადეთ, სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, სტიქიაა და მადლობა ღმერთს გადავრჩით“ – გიორგი გახარია

„ჩემთვის, ახლა, ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები“ – ასე  უპასუხა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს რაჭაში კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს. „მაცადეთ, სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, სტიქიაა და მადლობა ღმერთს გადავრჩით. ცოტა მშვიდად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ დასმული კითხვის პასუხად. მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.  გადავდივართ შემდეგზე, რამდენიმე ადგილას არის რამდენიმე მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება შესაბამის სამსახურები, გეოლოგები…

მეტი...

რაჭაში სტიქიის აღმოფხვრას 50 მილიონამდე ლარი დასჭირდება, 4 სოფელი 1 თვე მოწყვეტილი იქნება

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურისა ზიანის აღმოფხვრას დაახლოებით 50 მილიონი ლარი დასჭირდება. „მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე სახლი არის დაზიანებულია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ზიანი ძალზედ სერიოზულია. 12 სოფელი კავშირს მოწყვეტილი იყო. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებთან, როგორიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ „ენერგო პრო ჯორჯიას“ და გვპირდება, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებში შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების 1 კვირაში აღდგენა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება, ყველა სოფელთან კავშირი იქნება ვერტმფრენებით და გამოვიყვანთ ყველა ადამიანს, რომელსაც ამის საჭიროება ექნება. ორგანიზებულად მომარაგდება ეს სოფლები ყველა სახის საჭირო პროდუქტებით“ – განაცხადა პრემიერმა.   მისივე შეფასებით, 4 სოფელი, დაახლოებით 1 თვე მოწყვეტილ მდგომარეობაში იქნება, რადგან მაგისტრალურ გზაზე ძალიან სერიოზული ჩამონგრევებია. არის 3 სექტორი, დაახლოებით 250- მეტრიანი, ასევე სრულად აღსადგენია 4 ხიდი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენა დამატებით საჭიროებს 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე. ყველა ამ სოფელთან იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვანს შევიყვანთ და არანაირი პრობლემა არ არის,ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ ონში, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა დღეს გამართა.

მეტი...

“ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მთავარია, ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრი კონგრესმენების წერილებზე შეფასებას აკეთებს და ამბობ, რომ, ქება თუ კრიტიკა ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე არ აისახება. მთავრობის მეთაურის თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ, რომ ქვეყანა დააზიანონ რაც სამწუხაროა. „ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო უილსონისგან მივიღე შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წარმატებები. იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივები არსებობს და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი. რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული და ძირითადი აქცენტები იყო…

მეტი...