თბილისში კაცმა პატრული დაჭრა და მე-7 სართულიდან გადახტა

თბილისში, კაცმა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი დაჭრა, რის შემდეგაც კორპუსის მე-7 სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე – 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. აღნიშნული პიროვნება სამედიცინო…

მეტი...

“სამარცხვინოა სასამართლოს გადაწყვეტილება, მოქმედ სპორტსმენებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ” – ალექსანდრე კობაიძე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების  საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა. „დღევანდელი გადაწყვეტილება არის, რომ საზოგადოების ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული სასამართლო, პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის ჩვენი სასამართლო, პირადად ჩემთვის სამარცხვინოა, ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ. სამარცხვინოა ის გადაწყვეტილება, რომ მოქმედ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ იმის გამო, თურმე ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ვაიმე, როგორ უნდა იმოქმედოს და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ, თუნდაც პროკურატურამ. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებეთ, სამართლიან ბრძოლაში შევიდეთ და იმედი მაქვს, შედეგზე აუცილებლად გავალთ“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის…

მეტი...

„ვერ გადავრჩებით“ – რა ხდება შავი ზღვის სანაპიროზე – „მედიაცენტრი მთავარი“ (ვიდეო)

დაკეტილი კაფე-ბარები, რესტორნები, ბუნგალოები და გასართობი ცენტრები – ეს ის სურათია, რაც მთელი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ხდება. ტურისტები არ ჩანან, არადა, მათ იმედზე მყოფი ადგილობრივები გადარჩენის პირას არიან. „ჯერჯერობით არავინ ჩანს, ხედავთ საკუთარი თვალით. წარმოგიდგენიათ და გინახავთ ოდესმე ასე დადუმებული ქობულეთი? ყველაფერი ჩამკვდარია, არ ვიცით რა გვეშველება, რითი და როგორ უნდა გადავრჩეთ. 2-3 თვე ვმუშაობდით და ეს შემოსავალი იყო მთელი წლის საზრდო, მთელი წელი ამით ვიკვებებოდით. ივლისი სრულდება და ტურისტები არ არის, საზღვრები დაკეტილია, ვერ გადავრჩებით“ – ასეთია იმ ადამიანების განწყობა და რეალობა რომელიც ქობულეთის სანაპიროზე ვნახეთ. ანალოგიური ხდება…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. 17 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა თემქაზე – მძღოლი ავტომობილიდან გადახტა და მიმალვა სცადა

თემქაზე, კლინიკა “ღია გულის” მიმდებარე ტერიტორიაზე “ფოლცვაგენის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, წინასწარი ინფორმაციით, საჭე ვერ დაიმორჩილა, სკვერში შევარდა და ჯებირები დააზიანა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომელთა მოქალაქეებსაც პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. 14 ქვეყანას შორის საქართველოცაა. საბოლოო სია ოფიციალურად ორშაბათს ხმათა უმრავლესობით უნდა დამტკიცდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ავრცელებს. აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და საუდის არაბეთი, ქვეყნები სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემია მწვავე ფაზაშია. საქართველოს გარდა იმ 14 ქვეყანას შორის, რომლისთვისაც პირველი ივლისიდან ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება, ასევე ფიგურირებს ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, კანადა, მონტენეგრო, სერბეთი, ტაილანდი, ურუგვაი, რუანდა, ალჟირი, მაროკო და ტუნისი.

მეტი...

“შვილებს უნდა ასწავლოთ, გააფრთხილოთ, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს” – ილია მეორე

“შვილებს უნდა ასწავლოთ, გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს სულს ეშმაკს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. ილია მეორეს თქმით, ღვთის სასუფეველი არის მარადიული და ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასუფევლის მკვიდრი გახდეს. „ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ იმას, თუ რა არის მთავარი. ადამიანმა უნდა იფიქროს, მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა. მე მყავდა სტუდენტები, ერთი შემთხვევა იყო,…

მეტი...

“თურმე ორგანიზებულ დანაშაულში ერთ-ერთი მონაწილეები ვართ და ამას როგორ დაამტკიცებენ, ძალიან საინტერესოა” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს, რადგან საქმის მასალებით არსად დასტურდება ბრალეულობა. ალექსანდრე კობაიძე საქმეში არსებულ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს და მოწმის ჩვენება მოჰყავს. „აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – მოწმის ჩვენება – გურამ ამირხანაშვილი საუბრობს, რომ არანაირი შეურაცხყოფა, იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ისხდნენ. ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ წაუყენეს ეს ბრალდება. რამდენჯერმე, რომ შეცვალა ჩვენება, დააზუსტა და ბოლოს ამბობს, რომ არანაირ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს ადამიანი ყვება, რომ მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და…

მეტი...

მსოფლიოში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 10 097 247 ადამიანი დაინფიცირდა, 5 472 636 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამ დროისთვის ინფექციას 501 584 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში (128 152) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია (57 103), მესამეზე კი – დიდი ბრიტანეთი (43 514).

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი 82 წლის მამაკაცია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი 82 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა. „პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12:40 საათზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მსგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-ს შეადგენს.

მეტი...

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსი სოფელ მეტეხის მკვიდრს დაუდასტურდა. ის ბოჭორიშვილის კლინიკაში მედდად მუშაობს. 52 წლის ქალს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში დღეს მიიღეს. ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებული ქალის ოჯახის ხუთ წევრს ანალიზები უკვე აუღეს. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მეტი...

რუხის საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. 70 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის ორივე შუალედური ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო და ის გამოჯანმრთელებულად ითვლება. 70 წლის მამაკაცს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

მეტი...