რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, შესაძლოა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს

დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოებაა, ამიტომ ყველაფერი მსოფლიოში ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. „ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს, აქ იქნება რამდენიმე მიმართულება, ბიზნესვიზიტორებისთის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გახდება საჯარო. ძალიან დაცული რეგულაციები იქნება, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარ და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას…

მეტი...

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე განზრახ უკანონოდ დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულები კუდ-ის ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უცვლელად დარჩენილიყო, რადგან საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმეზე, ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონოდ დაკავებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული კუდ-ის თანამშრომლების სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. პროცესზე ხმაური მოყვა საქმის გამომძიებლის, ვაჟა გამეზარდაშვილის დაკითხვისას ბრალდებულის ლევან ქარდავას ადვოკატის მიერ დასმულ კითხვებს. ადვოკატმა გამოთქვა ეჭვი, რომ გამომძიებელმა საგამოძიებო პროცესი…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი და განსაკუთრებით „ევროპული საქართველო“ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკური ჩიხი თავად შექმნეს” – ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის პოლიტიკური რისკი არ არსებობს, რადგან მმართველი გუნდი მზადაა, ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, რეფორმას ასევე მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. „მათზე პოლიტიკური ზეგავლენა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მხრიდან რისკი არ იარსებებს და იმედია, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ამას შესაბამისი პასუხისმგებლობით შეხვდებიან“,- აღნიშნა სესიაშვილმა. ამასთან სესიაშვილი გიორგი რურუას განცხადებას უწოდებს მაშველ რგოლს, „რომელიც მან ერთხელ უკვე მიაწოდა თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს“. „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი და განსაკუთრებით „ევროპული საქართველო“ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ პოლიტიკური ჩიხი თავად შექმნეს და გამოსავალ ისევ რურუას სთხოვეს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. თუ…

მეტი...

მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა, მაგრამ არავითარი მორალი, ენას ატლიკინებთ – ქალი დეპუტატები პარლამენტში

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ამჯერად, ერთმანეთს ადა მარშანია და სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ. მარშანიამ კოლეგა კარგი ვარცხნილობისთვის შეაქო, თუმცა, მისმა „ტლიკინმა“ გააღიზიანა. „პოლიტიკური ხარაკირი უნდა გააკეთოთ თქვენ, დიდი ხანია. მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ ქალბატონო. ვითომ, ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა, განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა გამოსასვლელად ემზადებოდით ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად. ტელევიზიები დაგესეოდნენ და ამიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. გულწრფელ კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ არავითარი მორალური და ზნეობრივი უფლება არ გაქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბროთ და პოლიტპატიმრებზე საერთოდ ხმა არ გაქვთ ამოსაღები“ – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევს…

მეტი...

ერთ-ერთი ინფორმაციით, რკინის ხელკეტით მოზარდებს „მერსედესში“ მყოფი პირები გაუსწორდნენ (ვიდეო)

„მედიაცნტრი მთავარის“ ინფორმაციით, „ტოიოტა ქამრი-ში“ მყოფ პირებს დასახმარებლად „მერსედესში“ მყოფმა პირებმა დაურეკეს. რაგბისტები, რომლებიც ერთი უბნელები არიან, მცხეთის მიმართულებით ერთ-ერთი მანქანთ, „ტოიოტა ქამრით“ გაემართნენ ადგილზე. მანქანში 6 მოქმედი სპორტსმენი იყო. როცა ისინი ადგილზე მივიდნენ, იქ არავინ დახვდათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, სუფრაზე მყოფ ბიჭებს, 6 მოზარდს, მერსედესის ტიპის ავტონამქანაში მყოფები გაუსწორდნენ. მათ შორის, ვინც სცემეს, იყო გიორგი შაქარაშვლი. ამ დროს, გზაზე გამოჩნდა „ტოიოტა ქამრი“. მოზარდებმა იფიქრეს, რომ ისინიც საცემად იყვნენ ჩასულები და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ, ამის შემდეგ იკარგება გიორგი შაქარაშვილის კვალი. აღნიშნულ თემაზე. “მედიაცენტრ მთავარში” 2 რაგბისტის უფლებადამცველებმა ისაუბრეს. „საზოგადოებაში არის გავრცელებული…

მეტი...

„რკინის ხელკეტი, სავარაუდოდ, „მერსედესის“ მგზავრებს ჰქონდათ” – გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ახალგაზრდების ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„გუკა ამირხანაშვილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ავტომობილში დახმარების მიზნით ჩაისვეს, როგორც გუშინდელმა მოწმემ მოყვა, გიორგი „ტოიოტა – კამრის“ მისვლის  შემდეგ შემთხვევის ადგილზე აღარ ყოფილა,“ – ამის შესახებ, შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ერთ – ერთი ავტომობილის მგზავრების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”განაცხადა. კობაიძე აღნიშნავს, რომ როდესაც „ტოიოტას“ მგზავრები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, გიორგი შაქარაშვილი იქ აღარ იყო. კობაიძე მიიჩნევს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლები არიან. „ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათი ბრალეულება ნულის ტოლია. გუშინ, ერთ – ერთმა მოწმემ, კერძოდ ფოტოგრაფმა ისაუბრა, იმაზე, რაც თავის თვალით დაინახა. კონკრეტულად,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 917 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 776-ს შეადგენს.​ კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2744 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მეტი...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ

19 წლის გარდაცვლილ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ. დაღუპული ფეხბურთელის ოჯახი დამოუკიდებელი ექპერტიზის დასკვნას ელოდება. ცნობილია, რომ ცხედარს ბევრი დაზიანება აქვს, მათ შორის დამსხვრეული აქვს ძვლები. სწორედ ამ ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, როდის აქვს მიღებული დაზიანებები.

მეტი...

„ქართული ოცნება“ ორ კანდიდატს დამიყენებს და აქიდან ერთი გიორგი ვაშაძეა“ – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და განმარტავს, რომ გიორგი ვაშაძის პირადი ურთიერთობები ხელისუფლების უახლოეს კარზე არავისთვის საიდუმლო არ არის. „როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს პრემიერობაზე, როგორც მინიმუმ საკუთარი ამომრჩეველი უნდა ყავდეს და მხოლოდ სხვადასხვა იდეოლოგიის დეპუტატების მხარდაჭერის იმედად არ უნდა იყოს. „ქართულ ოცნებას“  რაც ეხება, რაც არ უნდა თვალონ, გაყონ, დააჯამონ, მექანიზმი არ არსებობს, რომლითაც  ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან. ჯერ ერთი, ივანიშვილის გარემოცვა, რომელსაც ფინანსური მაქინაციების, ქვეყნის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია და მეორე, თავად ივანიშვილი, რომელიც თავადვე გახდა  არა მარტო მისი გარემოცვის, არამედ  იმ ერთმანეთთან დაპირისპირების პოლიტიკის და შიდა ინტრიგების მძევალი, …

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, 9 მილიონზე მეტია

9 მილიონ ნახევარს აჭარბებს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში. კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო დღეებია COVID 19-ის შემთხვევები სწრაფად მატულობს. ყოველდღიურად 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დასტურდება ბრაზილიაში. ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი იკლებს ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კი კვლავ რთული ეპიდსიტუაციაა. გაზრდილია გარდაცვლილთა რიცხვი თურქეთსა და რუსეთში. ბოლო 24 საათში COVID 19-ს აზერბაიჯანში 7, სომხეთში კი 14 ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსი დაუდასტურდა სომხეთის პარლამენტის კიდევ ორ წევრსაც.

მეტი...

საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 08:06 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კმ-ში იყო.

მეტი...

„ენერგო-პროს“ თანამშრომელს დენმა დაარტყა და გული გაუჩერდა

გურიაში, „ენერგო-პროს“ თანამშრომელს დენმა დაარტყა. ის ელექტრო ჯიხურში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დაზარალებულს გული გაუჩერდა. ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა, გულის ამუშავება შეძლეს. როგორც მკურნალმა ექიმმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, პაციენტი, ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება: „ძალიან მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს პაციენტი კლინიკაში. მან დაზიანება ელექტრული დენის ზემოქმედების შედეგად მიიღო. კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გული იყო  გაჩერებული. შესაბამისი პროცედურების შედეგად გულის მუშაობა აღდგა. პაციენტი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც დაადენს მომხდარის მიზეზებს.

მეტი...

სცემეს თუ არა გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?! – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

რა კავშირია „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანაში მყოფ პირებსა და გარდაცვლილ ფეხბურთელს შორის, რატომ ჰქონდათ მათ მანქანაში რკინის ხელკეტები თბილისიდან მცხეთაში ჩასულ ახალგაზრდებს – ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს 10:30 საათზე ისაუბრებენ. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის – გიორგი შაქარაშვილის გვამზე ექსპერტმა საკმაოდ საეჭვო დაზიანებები აღმოაჩინა. ამავდროულად, დადასტურდა, რომ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდებს რკინის ხელკეტები ჰქონდათ. ახლა, ექსპერტიზამ უნდა დადოს პასუხი, სცემეს თუ არა გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. პრესკონფერენცია 10:30 საათზე  შემდეგ შემდეგ გვერდზე დაიწყება: https://www.facebook.com/mcm.ge/  (მედიაცენტრი “მთავარი”).

მეტი...