“ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი” – კახა კალაძე

დედაქალაის მერი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კონკრეტული პოლიტიკოსების და მედიის ცილისწამებაზე საუბრობს, კალაძე თვლის, რომ ისინი ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რისი შესაძლებლობაც, როგორც მერი ამბობს მათ არ მიეცემათ. მერის თქმით, 25 ივნისს, 22:00 საათზე მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას სიცრუეზე, რომელიც პირადად მისი და მუნიციპალიტეტის მისამართით ისმის. “თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში. ხვალ 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ…

მეტი...

„რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული“ – მარიამ კუბლაშილი ფეხბურთელის გარდაცვალებაზე

„სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ,“ – ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.   „რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის? ! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! სად არიან გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა? გასათვალისწინებელია…

მეტი...

“დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. „დღევანდელი ჩვენი ვიდეო მიმართვა იქნება ცოტა განსხვავებული წინა ჩვენი ჩართვებისგან. დღეს არ ვისაუბრებ რომელიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე, სოციალურ, კულტურულ პროექტებზე, არამედ ვისაუბრებ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ქვეყანას და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. მინდა, წარმოგიდგინოთ ერთი კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ ხვალიდან და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის წამოწყება, რადგან საქმე ეხება ძალიან დიდ პრობლემას და ახლა ვისაუბრებ ამ პრობლემაზე. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში ფეიკნიუსებთან ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით, რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ, შეიძლება პირდაპირ ითქვას,…

მეტი...

1113 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

11-24 ივნისს, ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: „სადახლო საავტომობილოს“, „სარფის“, „ლაგოდეხის“, „ვალეს“, „წითელი ხიდის“, „ნინოწმინდის“, „მტკვარის“, „ყაზბეგის“, „კარწახის“, „გუგუთის“, „გარდაბანის“, „სადახლო სარკინიგზოს“, „ბათუმის პორტის“, ბათუმის აეროპორტის“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“, ასევე „კარწახი-ახალქალაქი-სარკინიგზოსა“ და ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის 1113 მებაჟე-ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. „ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და…

მეტი...

“ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა, აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს” – გიორგი რურუა

დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ და ის სამართალდამცველები, რომლებიც საკანში იყვნენ შესულები ნივთმტკიცებულებების წამოსაღებად. ბრალდებულმა გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ განუცხადა მოსამართლეს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. “მინდა შევეხო ზეწოლას, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა. აუცილებლად ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ,” – განაცხადა გიორგი რურუამ. რურუას უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდების მიერ საკუთარი მტკიცებულებათა ნუსხიდან პირადი ნივთების ნაწილის მოხსნით დასტურდება, პოლიციელთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბებას ჰქონდა ადგილი. “პირადი ნივთების ნაწილი ბრალდებამ მოხსნა საკუთარი მტკიცებულებათა ნუსხიდან, შესაბამისად ეს არ უდევს საფუძვლად გიორგი რურუას…

მეტი...

“ველოდებით, რომ მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 9.1 მილიონზე მეტ შემთხვევის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ეპიდემიის პირველ თვეს 10 000-მდე შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გასულ თვეს კი თითქმის 4 მილიონი. ველოდებით, რომ მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ვირუსის გადაცემა შევაჩეროთ და სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა

მეტი...

ვაკეში მანქანას ხე დაეცა

ჭავჭავაძის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია. მიზეზი ამოვარდნილი ქარი გახდა, რომელმაც ხე წააქცია. მოგლეჯილი ხე კი იქვე მდგომ მანქანას დაეცა. ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირზე შესაბამისი სამსახური მუშაობს. არავინ დაშავებულა, მხოლოდ მანქანა დაზიანდა.    “მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია, წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია. განახლებული დოკუმენტით, 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს. სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მილიარდ ნახევარი ლარით იზრდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, სოციალური და ეკონომიკური შოკების შესამცირებლად, აუცილებელი გახდა ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მობილიზება. ამასთან, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსი 3 მლრდ 4 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა 18 მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის: შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო…

მეტი...

“ალეკო ელისაშვილი არის ჩვეულებრივი აფერისტი და უსინდისო პოლიტიკოსი” – ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აფერისტსა და უსინდისო პოლიტიკოსს უწოდებს. „კომიკურია, ელისაშვილი რომ „გულწრფელ“ და „სინდის-ნამუსიან“ ტიპად ცდილობს პოზიციონირებას. სასაცილოა უბრალოდ. სინამდვილეში, ის არის არამხოლოდ პოპულისტი, არამედ ჩვეულებრივი აფერისტი და უსინდისო პოლიტიკოსი. შარშან, მთაწმინდის არჩევნების წინ შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, მე და გიგა შევხვდით საერთო მეგობრის სახლში, თვითონ ლევან იოსელიანთან ერთად მოვიდა. ჩვენ ჯერ არ ვიყავით მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატზე ჩამოყალიბებული. ელისაშვილმა გვთხოვა მხარდაჭერა, რისთვისაც ჩვენ გამოვთქვით კონსულტაციებზე მზადყოფნა, თუ თვითონ იყრიდა კენჭს – ცნობადობიდან და მერის არჩევნების შედეგიდან გამომდინარე. მან გვითხრა, რომ თვითონ არ აპირებდა დადგომას (ალბათ წაგების ეშინოდა) და…

მეტი...

“გიორგი რურუა თუ არ გათავისუფლდება, მხარს არ დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს” – ხატია დეკანოიძე

“ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, თუ რურუა არ გათავისუფლდება, მაშინ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, გიორგი რურუა რჩება იმის მაგალითად, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ, ის დარჩა პოლიტპატიმრად. „გიორგი რურუას  ნამდვილად ესმის და გააზრებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, შეიცვალოს ასეთი კონიუქტურა და ზოგადად ივანიშვილი სწორედ ამ ცვლილებებით ჩამოცილდეს ხელისუფლებას. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, თუ რურუა არ გათავისუფლდება, მაშინ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას, მაგრამ არ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან ეს სცდება ერთ ადამიანს, უკვე ეს არის ძალიან დიდი ფრონტი და…

მეტი...

“30-წლიანი ნათაღლითარი ფეისსპექტრი უნდა მოცილდეს ქართულ პოლიტიკას” – თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ძალიან ცუდი სანახავია პოლიტიკოსების მხრიდან გამოხატული ცინიზმი და უზრდელობა. „არც ერთ მხარეს არ აკლია ცინიზმი და უზრდელობა. ვფიქრობ, არც ვაჭრობა აკლია არც ერთ მხარეს. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცუდი სანახავია ეს ყველაფერი და დღეს ვუხუმრე, ჭაბუა ამირეჯიბზე კარგად ვერავინ იტყვის-მეთქი, რას დაგამსგავსათ მამამარჩენალმა. ერთმანეთს გარეგნობას უწუნებენ, საშინელება ხდება. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური სპექტრი დაკავებული იყოს იმით, რომ არსებული კარგი კანონები მუშაობდეს და რეფორმებზე ვიფიქროთ, ერთმანეთი ჩააბეზღეს, რაც არ არის კარგი სანახავი და იქნებ, დავინდოთ ხალხი. ეს იმის ბრალია, რომ 30-წლიანი ნათაღლითარი…

მეტი...

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პარლამენტის ორ დეპუტატს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფიცირებულები პარტია „ჩემი ნაბიჯის“ წევრები ვიქტორ ეგნიბარიანი და ქრისტინე პოღოსიანი არიან. „შოკურ მდგომარეობაში ვიყავი როდესაც გავიგე, რადგან უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ვიცავდი. ნიღბის გარეშე არავისთან არ მქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა ქრისტინე პოღოსიანმა. „გუშინ ტესტი ჩავაბარე და პასუხი დადებითია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. სახლში ვარ თვითიზოლაციაში. როგორც ჩანს, უყურადღებობა გამოვიჩინე. ყველას გთხოვთ, დაიცავით წესები, ამით გადაარჩინეთ სხვების სიცოცხლე“, –  წერს ვიქტორ ეგნიბარიანი „ფეისბუქში“.

მეტი...

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში რკინის ხელკეტები ფიგურირებს

დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება. ირკვევა, რომ იმ ეპიზოდში, რომელიც გზატკეცილზე განვითარდა და რომლის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, რკინის ხელკეტები და ორი მანქანა ფიგურირებს. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ადვოკატის ინფორმაციით, მაშინ როცა 4 ახალგაზრდა – გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახო ახვლედიანი და ფოტოგრაფი ტრასაზე იმყოფებოდა, ორმა მანქანამ გააჩერა, ერთში თბილისში ნაძალადევიდან ჩასული ახალგაზრდები ისხდნენ, რომლებიც მანქანიდან ხელკეტებით გადმოვიდნენ და ახვლედიანს დაარტყეს. მათ ტერიტორია დატოვეს, შაქარაშვილის იმ მეგობარს კი, რომელიც ტრასაზე იმყოფებოდა, მანქანა უკვე სხვა პირებმა გაუჩერეს და დიდუბეში ჩაიყვანეს. დღეს გაირკვა რომ თბილისის ცენტრალურ გზაზე ორი ავტომობილი…

მეტი...

“მიდის მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაშვები იქნება, რომ აბიტურიენტმა პირბადის გარეშე იმუშაოს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მიდის მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაშვები იქნება, რომ აბიტურიენტმა პირბადის გარეშე იმუშაოს. „მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით. განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში…

მეტი...

“მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია” – გიორგი რურუა

გიორგი რურუა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რურუა მოუწოდებს ოპოზიციას, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო მეგობრების თხოვნაა.  “მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,”-აცხადებს გიორგი რურუა.  მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა შაბათს, 27…

მეტი...

პრემიერმა NCDC-ის და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამუშაოსთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრისას, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა NCDC-ის უდიდეს წვლილს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ სწორედ ცენტრის დამსახურებით, საქართველომ, ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე, მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები გაატარა. პრემიერის შეფასებით, ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია,…

მეტი...

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის ფოტოებს აქვეყნებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასწავლო კორპუსისა და სტუდენტური საცხოვრებლის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტომასალა უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს. როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, სასწავლო გარემო, ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო ეკოსისტემა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. „KIU-ს კამპუსი მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს, რაც საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებას მრავალფეროვანსა და განუმეორებელს ქმნის“, – აღნიშნავენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

მეტი...

შსს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გარკვეულ ვებგვერდებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გარკვეულ ინტერნეტ საიტებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ეხმაურება. როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, ვებგვერდები, რომელზეც დღესდღეობით სავარაუდოდ განთავსებულია საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვნების ფოტოები, მათი დომეინები არ არის საქართველოში რეგისტრირებული, რაც საკმაოდ ართულებს აღნიშნული მასალის დაბლოკვის შესაძლებლობას. „მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მასალა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე. აღნიშნულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების დამზადება ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო მისი შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა ინტერნეტ საშუალებებით, რამაც ხელი შეუწყო დიდი მოცულობის ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებასა და ბავშვთა პორნოგრაფიის…

მეტი...

გურჯაანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

გურჯაანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო.  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადეგნლებთან ერთად,  მოსახელობას შეხვდა და ახალი კოდექსით გათავლისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.  ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს  ხე-ტყის დამზადებას,  დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. ტყის ახალი კოდექსი,   სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად,  წარმოაგდნეს  ტყის მდგრადი მართვის დანერგვის…

მეტი...

„თუ ოპოზიცია თანამდებობებზე ვერ შეთანხმდება, იქნება ხელახალი არჩევნები“ – რომან გოცირიძე „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, ამ ეტაპამდე,  მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ერთიან შეთანხმებას ბოლომდე ვერ მიყვება. ამ გაერთიანებაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი კი ფიქრობს, რომ ამ ფონზე, გაჭირდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რაც თანამდებობების განაწილებასა და კოალიციურ მმართველობას გულისხმობს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, ყველა პარტია იმ თანამდებობას მიიღებს, რაც მისი წონა და ზომაა, სხვა შემთხვევაში  ხელახალი არჩევნები იქნება.      „ერთი იდეა გვაერთიანებს – 8 წლიანი ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი. მთავარი მიზანია ყველა ერთის წინააღმდეგ.  არასდროს გვქონდა ილუზია, რომ შეთანხმება ყველა ოლქში მოხდებოდა. ჩვენი ხედვა ასეთია: თბილისში ვართ პარტნიორები,…

მეტი...

„ბოკერიას არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან“ – დავით ჭიჭინაძე

„აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვლის, როდესაც ამბობს, რომ „გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაზე ბოკერიას აკრიტიკებს და ასევე, თვლის, რომ ელისაშვილს, როგორც “ხალხოსან“ პოლიტიკოსს „ლელოსთან“ კავშირი არ უნდა ჰქონდეს. „ბოკერიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან. პირადად ელისაშვილს კი ვეტყოდი, რომ ის პოზიციონირებდა როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპატიას. ხალხოსნობას კი „ლელოსთან“ რა კავშირი აქვს?, რადგან „ლელოს“ და მის ლიდერებს ხალხთან და მათ ინტერესებთან საერთო რომ არაფერი აქვთ, ეს პრაქტიკულად ყველა ოჯახს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი,“ –…

მეტი...

გიორგი ვოლსკი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არსებულ აქტუალურ საკითხებსა და საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების  აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას. ელჩის განცხადებით, ის კარგად იცნობს საქართველოს და მზად არის, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებაში საკუთარი წვლილის შეტანა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნიდერლანდების სამეფო აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.​

მეტი...

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის თავის ქალა აქვს დამტვრეული – ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს, დღემდე ბრალდებული არ ჰყავს. დამოუკიდებელი ექსპერტების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვიულის ცხედარს, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება,  ასევე დაზიანებები თავის ქალასა და ყურის არეში. ოჯახის ახლობელის ინფორმაციით სარწმუნოა ვერსია, რომ დაზიანებები ფეხბურთელს გარდაცვალებამდე მიეღო. „ცხედარს აღენიშნება თავის ქალის მოტეხილობა, ასევე ძვლების მოტეხილობა,  არ ვიცით ეს დაზიანებები სიცოცხლეში აქვს მიყენებული ბავშვს, თუ სიკვდილის შემდეგ, ყველა ველოდებით საბოლოო დასკვნას, ჩვენი ვერსიით არ გამოვრიცხავთ, რომ სიცოცხლეში ყოფილიყო დაზიანებები, რადგან იქ ხელჩართული ჩხუბი იყო, არც გარდაცვალების შემდეგაა გამორიცხული,“ – განაცხადა ნიკა ჯაჭვაძემ. ჯაჭვაძე იმ რაგბისტებზეც საუბრობს, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, ისინი შავი „ტოიოტა – კამრის“ მგზავრები…

მეტი...

პარლამენტმა, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დახმარების შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა,  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა ხდება და ეს ემყარება გაეროს მიმართ ქვეყნის ვალდებულებას. ნარკოტიკული საშუალებების კომისიის 61-ე და 62-ე შეხვედრაზე 2019 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, გაეროს ,,ნარკოტიკული საშუალებების…

მეტი...

„მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია ვალის შემდგომი ზრდის კონტროლი“ – ირაკლი კოვზანაძე

„2020 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმის ფინანსურ უზრუნველყოფას. ანტკრიზისული გეგმა და შესაბამისად ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს როგორც კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას, ასევე სოციალურ მიმართულებებს, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის დახმარებებს და ბიზნესის მხარდაჭერასაც, ამავე დროს, იგი ქმნის სასტარტო პირობებს, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ეკონომიკა მალევე იქნას გადაყვანილი სწრაფი განვითარების რეჟიმში“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, პანდემიის შედეგად გვაქვს როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის შოკი, რაც იწვევს ეკონომიკის შემცირებას, სწორედ ამან განაპირობა…

მეტი...

 “როგორც გავარჩიოთ შხამიანი გველის ნაკბენი არაშხამიანისგან“ – ვახტანგ ლომჯარია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„22 ივნისის მდგომარეობით სააგენტომ უკვე 188 ქვეწარმავალი დაიჭირა, მათი უმრავლესობა არის უფეხო ხვლიკი, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის,“ – ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ლომჯარიას ინფორმაციით ქვეწარმავლების უმრავლესობა მოსახლეობისთვის საშიში არა არის, თუმცა სპეციალისტი ერთეულ სახიფათო შემთხვევებზეც საუბრობს. „ქვეწარმავლების უმრავლესობა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის. შეინიშნება სხვა ქვეწარმავლებიც, მაგრამ მცირე რაოდენობით, ერთადერთი, რაც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს ეს არის გიურზა. ჩვენ თბილისში წელს დავიჭირეთ ორი გიურზა, ერთი დაფიქსირდა სვანეთის უბანში, რომელიც რეალურად არ ბინადრობს იქ და მექანიკურად მოხვდა, მეორე დაფიქსირდა გლდანში, რომელიც…

მეტი...

“დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა” – ეკატერინე ტიკარაძე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ლუგარის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. „კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს. ეს გენომის შტამი დარდება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს და დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში“, – აღნიშნა ტიკარაძემ. საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 914 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 771, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

მეტი...

შეშფოთებული ვარ “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, რომ მათ უნდათ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს“ – არჩილ თალაკვაძე

„შეშფოთებული ვარ გუშინ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით, სადაც მათ თქვეს, რომ უნდათ და ელოდებიან, რომ ჩავარდეს არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება. ეს არის იმაზე კიდევ უფრო  მძიმე პოლიტიკური განცხადება და დამოკიდებულება, ვიდრე სხდომაში მონაწილეობის არ მიღება და მხარდაჭერისგან თავის შეკავება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს  განმარტებების დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებს. „რატომ კეთდება მათი პოლიტიკური პარტიის მხრიდან განცხადებები, რომ მათ სურთ და  ელოდებიან, როდის ჩავარდება ეს საარჩევნო ცვლილებები. თუ ამასთან დაკავშირებით არ გაკეთდება ადეკვატური პოლიტიკური შეფასებები და არ იქნება განმარტებული, არის თუ არა…

მეტი...

„ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია“ – გიორგი ვოლსკი აზარტული თამაშების რეგულირებაზე

„ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, არის მიდგომები, სწორი ხედვა. ყველასთვის მისაღებია და მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნიდან უკონტროლოდ გაედინება ვალუტა, თანხა და არა არის კონტროლი საგადასახადო სისტემაზე. ეს მოგვარდა და მეორე, სოციალური ნაწილია, რომელიც უნდა მოგვარდეს. მზად არის ყველაფერი, დევს. ამიტომ, მუშაობაა საჭირო და მუშაობას ვერ შეცვლის ეს ემოციური განცხადებები, რომელიც თითქოს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის“,-ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. გიორგი ვოლსკის განცხადებით,  საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი და მზადაა დოკუმენტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია. „ამ თემას აქვს…

მეტი...

პოლიციამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 10 პირი მისცა

პოლიციამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 10 პირი მისცა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. მოსამართლის განჩინების…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვერ ეღირსებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვერ ეღირსებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდეს. როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, „ევროპული საქართველოს“ ინტერესებშია, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, რადგან ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს, საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა. „მათ იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით არავითარი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესია პროცესების რადიკალიზაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის აბსოლუტურად ნულოვანი. ისინი არიან აბსოლუტური ჩიხის რეჟიმში და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამის გამოხატულება არის აკაკი ბობოხიძის აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ…

მეტი...

„მე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვედი და აქ არაფერი შემიძენია“ – დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირლვაობა – საქართველოს“ ბრალდებებს ეხმაურება (ვიდეო)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. დეპუტატი, ინფორმაციას მის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აგორებულ დეზინფორმაციას უწოდებს. ბოლქვაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს. „მე უკვე მესამე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, პოლიტიკაში ბიზნესიდან ვარ მოსული, მქონდა ჩემი დახმარების ფონდი და ხალხს თუ ვეხმარებოდი ჩემი სურვილი იყო. იმ ინფორმაციაში ჩამოთვლილია  ყველა ნათესავი, ვინც მყავს ხულოში. ის თემები, თითქოს მე ვიღაცას ტენდერი მოვაგებინე აბსურდია. თემური ქედელიძე არის…

მეტი...

“გვაქვს უფლება, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის შესახებ ჩვენება არ მივცეთ” – ნოდარ მელაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ტვ პირველის” მთავარი პროდუსერის, ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მელაძემ განაცხადა, გამოძიებას აინტერესებდა, როდის შეიტყო მან გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაულის შესახებ და ინახება თუ არა ტელევიზიის არქივში ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტები პირველადი სახით. „კითხვები ეხებოდა იმას, თუ როდის გავიგე გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესახებ და მქონდა თუ არა ინფორმაცია გიორგისგან იმის თაობაზე, რომ მას უთვალთვალებდნენ. სუსს აინტერესებდა, ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ თუ ამის გაკეთება ვინმემ გვთხოვა. ასევე აინტერესებდათ, არის თუ არა ჩვენთან შენახული დოკუმენტები, რომლებიც მოვიპოვეთ, გვაქვს თუ არა დოკუმენტები, რომლებიც არ…

მეტი...

“გააკონტროლეთ ცოფის კალენდარი” თბილისში, ყოველ წელს ცოფის 5-10 შემთხვევა ფიქსირდება” – ვახტანგ ლომჯარია “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„რამე განსაკუთრებული და საგანგაშო არ ხდება, ყოველ წელს  5 – 10 შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოველები არ უნდა ავცრათ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარიას ინფორმაციით ბოლო პერიოდში გამოვლენილი ცოფის შემთხვევებს აგრესია არ ახლავს, ის იმ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს, რასაც სააგენტო ახორციელებს ცოფის ვირუსთან მიმართებაში. „ბოლო ორი შემთხვევიდან, ერთი იყო გაბრიელ სალოსის და მეორე კი, ქინძმარაულის ქუჩაზე, ერთმანეთისგან სამი კილომეტრის დაშორებით, ორივე შემთხვევაში ცხოველი გამოიყურებოდა ცუდად. ჯამში წელს გვქონდა ოთხი შემთხვევა, ის, რომ რაიმე კატასტროფული მატებაა ან განსაკუთრებული ხდება…

მეტი...

„ბიუჯეტი, პანდემიის შესაძლო განმეორებას ადეკვატური რესურსით შეხვდება – ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის „კარგი“ – გიორგი კაკაურიძე

ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტს  დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს, სხდომა ამ წუთებში იწყება, მტავრობის ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით გაიზრდება დახმარებების მიმღებთა რაოდენობა, ასევე, წარმოდგენილია ვალების მდგრადობის ანალიზი, რასაც კომიტეტი განსაკუთრებით ითხოვდა. სესიაზე მოხდება როგორც განხილვა, ასევე უმრავლესობის მიერ ბიუჯეტის მხარდაჭერა და დამტკიცება. გადამუშავებულ საბოლოო ვერსიაში მაკროეკონომიკურ პარამეტრები სრულად არის შენარჩუნებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „მედიაცენტრ მთავრთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი პანდემიის შესაძლო განმეორებას ადეკვატური რესურსით დახვდება. „ჩვენ, დავძლიეთ ბიუჯეტი ეკონომიკური შემცირების  4 % მაჩვენებელზე , ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებული გვაქვს3, 4 მილიარდი ლარის რესურსი. რაც მნიშვნელოვანია. მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს ჩვენ, 600…

მეტი...

ორდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში მაშველებმა, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს. მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. საძიებო სამუშაოებში, რომელიც ორი დღე მიმდინარეობდა, სამი მყვინთავი იყო ჩართული. ასევე ხდებოდა მონიტორინგი წყლის ზედაპირზე. ახლობლების ინფორმაციით, ის ზღვაზე მარტო იმყოფებოდა. ნაპოვნია გაუჩინარებულის პირადი ნივთები: ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

მეტი...