“დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა” – დავით ბაქრაძე

“ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ ისინი შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე და მესამე მოსმენას, თუ არა – შედეგზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელი საპარლამენტო განხილვიდან ნათელი იყო, რომ არსებობდა მაღალი რისკი, პროცესები ისევე განვითარებულიყო, როგორც ნოემბერში, როდესაც პროპორციული სისტემა ჩავარდა. „დღევანდელი საპარლამენტო განხილვიდან და გამოსვლებიდან სრულიად ნათელი იყო, რომ არსებობდა ძალიან მაღალი რისკი პროცესები ისევე განვითარებულიყო, როგორც ნოემბერში, როცა გვესმოდა „ოცნების“ ლიდერებისგან, რომ საკმარისი…

მეტი...

“ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა” – გიგა ბოკერია

“ივანიშვილს პერსონალურად და მთელ მის რეჟიმს კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავი გადაირჩინონ პოლიტიკურად. არ ვგულისხმობ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეგ გამორიცხულია. პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა თუ არ გამოუშვებენ გიორგი რურუას და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენას, კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქნებიან მომწყვდეულები. “ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც თვითონაც შედიან, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, თუ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას, მაშინ…

მეტი...

“მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას ეხმაურება. როგორც კარლ ჰარცელი წერს, მას იმედი აქვს, რომ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების მისაღწევად. „მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას უჭერდა მხარს 8 მარტის შემდეგ. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, რათა საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

“საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას აყოვნებენ” – მეუფე შიო

“საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ რომ შეუდგნენ ქრისტეს და დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება, ამას აყოვნებენ. ან ამბობენ, – მერე გავაკეთებ ამას, როდესაც მოვხუცდები, ჯერ რაღაც სხვა საქმეები მაქვს მისახედი, ან ოჯახი, ან – სხვა რამ. ეს ძალიან არასწორია”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.  „დღეს ათონელი მამების ხსენების დღეა, როგორც იმ ადამიანებისა, რომელთაც ყველაფერი დაუტევეს და სრულიად შეუდგნენ უფალ იესო ქრისტეს. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს“ – აღნიშნა პატრიარქის…

მეტი...

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა. თვითმხილველების განცხადებით,  ბავშვს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მათივე თქმით, დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

„რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო“ – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, მისი მირების და მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.  „თითოეული ჩვენთაგანი, არის ის ფრაქციაში გაერთიანებული, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში თავის ემოციით, პიროვნული შეხედულებებით მოვიდა დღეს პარლამენტში. უკეთესი და უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვით – პარლამენტამდე. სხვადასხვა ისტორიები გავიარეთ და ბევრ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ რეალურად ერთი მთავარი თემაა, რომელიც წესით, უნდა გვაერთიანებდეს. რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და არავინ არ თქვას, არავინ არ…

მეტი...

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 142-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. საკონსტიტუციო ცვლილებებს 136 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო  5 წინააღმდეგი იყო. ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

მეტი...

“მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა” – ირაკლი კობახიძე

„მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა. ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც დადგინდა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროეტქის წარდგენისას. მისი თქმით, ახალი  კონსტიტუცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძლვადიან დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას. მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების შეტანას. „საუბარია ერთჯერად რეგულაციაზე, რომელიც იმოქმედებს შემდეგი მოწვევის პარლამენტის ასარჩევად. ერთჯერადად არის დადგენილი შერეული საარჩევნო სისტემა ახალი პროპორციით და გადანაწილებით  –…

მეტი...

დეპუტატები განცხადებას ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ

დეპუტატებმა – დავით ჭიჭინაძემ,  ალექსანდრე ერქვანიამ, ბიძინა გეგიძემ, ემზარ კვიციანმა, ნატო ჩხეიძემ, კახა ოქრიაშვილმა განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ. პარლამენტის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მას 120 დეპუტატი ესწრება და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უნდა დაუჭიროს მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, ევროპული საქართველო კი ინიციატივას მხარს უჭერს. პარლამენტის სხდომაზე განცხადება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმაც გააკეთა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქციის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა „პატრიოტთა ალიანსმა“.   შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული)…

მეტი...

“ამ ქვეყნის მეგობრებმა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის განვითარებაში, ვიდრე, პოლიტიკურმა ჩვენმა ელიტამ” – თამარ ჩუგოშვილი

“ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ამ ქვეყნის მეგობრებს, ქვეყნის პარტნიორებს, რომლებმაც იმაზე უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის განვითარებაში, ვიდრე, პოლიტიკურმა ჩვენმა ელიტამ. მათ უფრო დიდი წვლილი ჰქონდათ იმაში, რომ ამ ქვეყანას მშვიდი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.  მისი შეფასებით, გაერთიანების ნაცვლად, ქვეყანა დაყოფისა და შიდა მტრობისკენ მიდის. „დღეს 21 ივნისია. ერთი წლის წინ ეს დღე ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო, ჩვენ ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამ დღემ განაპირობა ძალიან მძიმე პროცესები. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს იყო ტრაგიკული და ასეთად დარჩება მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ამ…

მეტი...

„საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“ – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა, სადაც სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებს იხილავენ.    „ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30 მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში?  მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით.  2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, გასაგებიც იყო და აუცილებელიც! მაგრამ ეს რაღაც შუალედური არგუმენტები, დაუსრულებელი ვაჭრობა, სრულიად გაუგებარია. თანაც, რა გამოდის, მთელი ამდენი ე.წ. ცვლილება, რომლითაც ასე ამაყობდა „ქართული ოცნება“, თუნდაც 2017 წლის ცვლილებები, ტყუილა ჩატარდა? როდის ვიტყუებოდით,…

მეტი...

ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს

ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს. მას თურქულმა მხარემ რამდენიმე დღე მისცა ქვეყნის დასატოვებლად. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ქართულ მხარეს უკვე დაუკავშირდა ბელორუსის ოფიციალური უწყებები ექსტრადირების თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, როდის გადმოსცემენ მინდია ლავასოღლის საქართველოს.  ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმის მთავარ პროკურატურასთან და თურქეთის საკონსულოსთან 3 კვირის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა.

მეტი...

“მშვიდობიანი არჩევნები კარგია, მაგრამ, სამართლიანი არჩევნები ყველას ჯობს” – ემზარ კვიციანი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ემზარ კვიციანი ითხოვს, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებს. “ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ეს ვერ ჩატარდება საქართველოში,  არჩევნები  არ იქნება სავალდებულო. აქ არ არიან ადამიანები, რომლებიც გულზე არ გეხატებათ არც თქვენ და არც ჩვენ, სწორედ მათ არ აწყობთ სამართლიანი არჩევნები. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ, საქართველოს მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, აუცილებლად, უნდა გაკეთდეს ეს ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ხმას ვერ დავუჭერ ამ ცვლილებებს” – განაცხადა კვიციანმა. ემზარ კვიციანის პოზიციით, თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო არ…

მეტი...

“რამდენადაც ვიცი, ვარ ერთადერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს” – კახა ოქრიაშვილი

“რამდენადაც ვიცი, ვარ ერთადერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. „რატომ არ ვუჭერ მხარს, მრავალჯერ მაქვს არგუმენტირებული. დღეს პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ. ვფიქრობ, თქვენ, ჟურნალისტები პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებთ, როდესაც პირველად გვექნება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები, რადგან პრაქტიკულად, დღეს 120/30 არის 20 პროცენტი მაჟორიტარული კომპონენტი, 120 პროპორციული. გადახრა არის პროპორციულისკენ. თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება. ეს მოიტანს მუდმივ, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს“,-განაცხადა ოქრიაშვილმა.

მეტი...

“კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებული” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებული. „ახალი პაციენტების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. დღევანდელი რიცხვით ქვეყანაში არის 906 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დადასტურებულია რვა ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ადრე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტი და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყნიდან. ხუთი შემთხვევა დაადასტურა ლუგარის ლაბორატორიამ, ერთი „ნიუ ჰოსპიტალმა“, ერთი ინფექციურმა და ერთიც – „ნეო ლაბმა“. ზოგადად, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით და სიტუაცია კონტროლირებადია. კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის…

მეტი...

“სიმბოლურია, რომ მთელი თბილისი პუტინის თავზე გაივლის“ – ეკა გიგაური

ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ „სტიკერები“ რუსეთს პრეზიდენტის გამოსახულებით, ქალაქში უნდა დარჩეს, რომ მთელმა თბილისმა მასზე გაიაროს. „ამ სტიკერებზე ხო ვიარეთ ჩვენ და ხვალ მანქანები გადაუვლიან… იმედია, არ ააძრობენ დღეს ღამე … შეიძლება ბევრი არაფერია, მაგრამ მაინც სიმბოლური ამბავია, მთელი თბილისი რომ პუტინის თავზე გაივლის“ – აცხადებს ეკა გიგაური.   შეგახსენებთ, რომ გუშინ,პარლამენტის წინ 20 ივნისის აღმნიშვნელი აქცია გაიმართა. დისტანციის დასაცავად გზაზე დაკრულ “სტიკერებზე” კი რუსეთის პრეზიდენტი იყო გამოსახული.   

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. ვთვლით, რომ შემუშავებული საარჩევნო მოდელი მრავალპარტიული მმართველობის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების ეს პაკეტი არის საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის შედეგი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. ამავე დროს, დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების პრინციპების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება,…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა რვა მილიონ 790 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა რვა მილიონ 790 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათგან ნახევარი ანუ ოთხი მილიონ 300 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. გლობალურ პანდემიას 464 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე რთული მდგომაროება რჩება ბრაზილიაში, სადაც ვირუსის გავრცელების ტემპი არ შენელებულა. ბოლო მონაცემებით, სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოში ვირუსი მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 50 000-ს მიუახლოვდა. თუმცა, პირველ ადგილზე ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით, კვლავ აშშ რჩება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 120 ათასს უახლოვდება. ევროპაში ვირუსის შემთხვევების რიცხვი მკვეთრი მატება ამ ეტაპზე არ აღინიშნება. ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში 128 ადამიანი დაიღუპა, ხოლო იტალიაში 49…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 906 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 755-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

მეტი...

აზერბაიჯანის 7 დიდ ქალაქში კვლავ კარანტინი გამოცხადდა

აზერბაიჯანში კვლავ კარანტინი გამოცხადდა. ახალი რეჟიმი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში, 5 ივლისამდე იმოქმედებს. კარანტინი 7 დიდ ქალაქში, ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანში, ევლახში, მასალიში, ჯალილაბადსა და აფშერონის დასახლებაში ამოქმედდა. დაიხურა სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები და სილამაზის სალონები. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 12 238 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეტი...

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრის

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

მეტი...