“ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს, ეს ხელისუფლება არის თაღლითი“ – გიორგი მარგველაშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გიორგი მარგველაშვილიც მივიდა და სიტყვით გამოვიდა.  მისი განცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა აღნიშნა, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს. „ჩემი მიზანია შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკოსებს, რომლებიც მომავალზე იქნებიან ორიენტირებულნი. არა ამ უკვე წარსულ ხელისუფლებაზე, არა მანამდე წასულ ხელისუფლებაზე, არამედ – მომავალზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა. მისი განცხადებით, არსებული ხელისუფლება არ არის დემოკრატიული და ასეთი ხელისუფლება ქართველ ერს არ ეკადრება. „ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით…

მეტი...

აქციის მონაწილეების ნაზი ჯანეზაშვილიც შეუერთდა და სასამართლო სისტემა გააკრიტიკა

“ერთი წლის წინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში იყო გავრილოვი, მას შემდეგ პროცესები განვითარდა მძიმედ და ბევრი თქვენგანი აქედან წავიდა პირდაპირ სასამართლოში. სასამართლოში, სადაც თქვენ არ დაგვხვდათ დამოუკიდებელი მოსამართლეები და დაგხვდათ ისეთი ადამიანები, რომლებიც აგრძელებდნენ პოლიტიკური ხელისუფლების ინტერესებს“ – ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა აქციის მონაწილეებს. ჯანეზაშვილმა ისაუბრა სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე, რომლებიც 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულ ადამიანებსაც შეეხოთ. “დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ინტერესია, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ თქვენი ინტერესია სასამართლო ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ენდობიან და პატივს სცემენ. სამწუხაროდ, დღეს…

მეტი...

„ყველანი ერთად, ერთის წინაღმდეგ“ – შოთა დიღმელაშვილი

„ჩვენ მივაღწიეთ თითქმის ყველაფერს 20 ივნისის შემდეგ “ –  განაცხადა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა აქტივისტმა და 20 ივნისის აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს. დიღმელაშვილმა გასული წლის აქციის მოთხოვნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის თქმით თითქმის შესრულდა. “პროპორციული არჩევნები გვინდოდა და თითქმის პროპორციულ არჩევნებს ხვალ უყრიან კენჭს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა საქართველოში. ჩვენ ვართ ყველანი ერთად ერთის წინააღმდეგ და ეს ერთი არის რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში” – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

მეტი...

“ყველანი მხოლოდ პუტინზე, სხვა შემთხვევაში, გაგვიჭირდება აქციის დაწყება” – გიგა მაქარაშვილი

“ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ”, ასე ჰქვია აქციას, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ იწყება. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, ყველა წესი დაიცვან. „ყველას მოგიწოდებთ, დავიცვათ დისტანცია. სხვა შემთხვევაში, გაგვიჭირდება ციის დაწყება. ყველანი დადექით “სტიკერზე”, ამაზე უკეთეს დასადგომი ადგილი დღეს არც გვაქვს, ეს არის სტიკერი პუტინის გამოსახულებით. სანამ ყველა წესი არ იქნება დაცული, გაგვიჭირდება აქციის დაწყება. გვახსოვდეს 2 რამ: “რუსეთი ოკუპანტია” და “დაიცავათ დისტანცია” – განაცხადს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა აქციაზე. პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებში იწყება. რუსთაველის გამზირი კი გადაკეტილია.  

მეტი...

რუსთაველზე აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის უზრუნველსაყოფად ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა შორის დისტანციის დასაცავად ორგანიზატორებმა სპეციალური სტიკერები დააკრეს, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტია გამოსახული. სტიკერები ყოველ 2 მეტრშია გაკრული. აქცია რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

“ახლა რომ დეპუტატი ვიყო, დაუფიქრებლად დავუჭერდი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს” – ნიკა მელია

“ახლა რომ დეპუტატი ვიყო, არ დავფიქრდებოდი და მხარს დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ეძებს გამოსავალს, ჩააგდოს ცვლილებები, თან ისე, რომ ჩაგდება არ დაბრალდეს და ბრალეულობა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაუნაწილოს. „გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი და აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ იყოს გათავისუფლებული. „ევროპული საქართველო“ ამბობს – თუ რურუა არ გათავისუფლდება, არ მიიღებს მონაწილეობას მეორე და მესამე მოსმენაში. ეს სწორია. საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით არ ჩავარდება, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენისას ნამდვილად დაგვჭირდება ჩამოყალიბებული პოზიცია“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მეტი...

“ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთი სერიოზული გზავნილია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო მიზანთან გვაახლოებს” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირის მხრიდან და იმის დასტური, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არის შეუქცევადი. „ჩვენი ლიდერობა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის აღიარებულია ევროკავშირის მხრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ რეზოლუციაში გაჟღერებული გზავნილები არის სრულ თანხვედრაში საქართველოს პრიორიტეტებთან. უკვე დიდი ხანია, ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, რათა ჩვენი მისწრაფებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტთან მიმართებაში, თუ რა მოლოდინები გვაქვს 2020 წლის შემდეგ, იყოს სათანადოდ ასახული ევროკავშირისა და ევროპარლამენტის უმაღლესი დონის დოკუმენტებში“, – განაცხადა…

მეტი...

“ჩვენი სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება” – თბილისის მერია

“თბილისის მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ საუბრისას განაცხადა. ლევან ჯღარკავას განმარტებით, მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა აქციის ორგანიზატორებთან, სადაც კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმდნენ. მან ორგანიზატორებს ასევე, გააცნო უსაფრთხოების ის აუცილებელი წესები, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კოვიდ19-თან დაკავშირებით არის განსაზღვრული. „დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიას მიმართეს აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის სამსახურები და კერძოდ, მუნიციპალური ინსპექცია მზად არის, გაუწიოს დახმარება ღონისძიების ჩატარების კუთხით ყველა ტექნიკურ საკითხში. მქონდა შეხვედრა ორგანიზატორებთან, სადაც დაფიქსირდა, რომ მათ სურთ რუსთაველის გამზირის…

მეტი...

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არ მიკვირს, მათ ამის გაკეთება მოუწიათ” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ზეგავლენა მოახდინა ფასილიტატორი ელჩების გუშინდელმა ერთობლივმა განცხადებამ. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის და მათ ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ. „კარგად გვახსოვს გუშინ, გუშინწინ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ, რომ მხარს არ დაუჭერდნენ. ძალიან კარგად გვახსოვს ასევე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, მათ შორის ფასილიტატორი ელჩების მხრიდან გუშინდელი ერთობლივი განცხადება, რომელთა მხრიდანაც იყო მოწოდება, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ყველას, ვინც ხელმომწერია 8 მარტის შეთანხმების. ამიტომ, მე პირადად არ მიკვირს. მათ მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება და ძალიან კარგია,…

მეტი...

“ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან სტუმრად მისვლას, ერთად ტრაპეზის მიღებასა და ერთად ლოცვას” – გავრილოვი საქართველოსთან თანამშრომლობაზე

20 ივნისიდან ზუსტად 1 წლის თავზე, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასაც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენები, განცხადებას ავრცელებს და ქართველებს მიმართავს. გავრილოვის თქმით, 20 ივნისის აქცია რუსოფობიური ხასიათის იყო, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან მაინც უნდა ითანამშრომლოს. დეპუტატი ასევე საუბრობს ერთმორწმუნეობაზე, რომელიც მისი აზრით რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს. „დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა ჩვენგანს აბსოლუტურად ჯანსაღი გრძნობები გვამოძრავებს – ძმობა, ერთობა, ჩვენი საერთო ხვედრი, დიდი მართლმადიდებლური მემკვიდრეობა,“ – აღნიშნა გავრილოვმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ნაბიჯი უნდა გადადგას და ღიად დააფიქსიროს პარტნიორობის სურვილი რუსეთთან. “ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯის…

მეტი...

“კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. “გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის, მამუკა ჩარკვიანის, თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას – ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად, ჩემს უბანში. დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”. საქართველო კორუფციონერების და 30 წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების  მომავალს და მოხუცების სიბერეს – პენსიას , რომ…

მეტი...

„გაბედეს“ წევრებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი შეწამლეს – წარმოდგენა გრძელდება

მოძრაობა “გაბედეს” წევრები აქციას ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მართავენ. მათ სოლოლაკში ათონელის ქუჩიდან გადაინაცვლეს. ახალგაზრდებმა ივანიშვილის სახლთან დინამიკი მიიტანეს და ოლიგარქს სიმბოლურად, 20-21 ივნისის აქციის დარბევის აუდიო ჩანაწერი ჩაურთეს, რითაც მას კიდევ ერთხელ შეახსენეს გასულ ზაფხულს განვითარებული მოვლენები. სპეციალური ეკიპირებით ისინი ჯერ სახელმწიფო კანცელარიასთან მივიდნენ და ტერიტორიას  სიმბოლურად დეზინფექცია ჩაუტარეს.  20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით, “გაბედეს” წევრები დღეს აქციებს დილიდან, სხვადასხვა ადგილას მართავენ. 

მეტი...

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. „ხვალინდელი კენჭისყრა იქნება გადამწყვეტი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: 8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი მთავარი კომპონენტი – ეს არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ მომენტის მდგომარეობით, არც ერთი ეს კომპონენტი შესრულებული არ არის. პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა და ხვალ იქნება კენჭისყრა. იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, რომელიც ვიხილეთ ნოემბერში, ამით წერტილი არ დაესვას ქვეყანაში პროპორციულ და…

მეტი...

სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერს, რომელიც უკრაინულმა სააგენტომ გაავრცელა, სუს-ი შეისწავლის

უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის. უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო პარტიებს საარჩევნო სისტემის ცვლილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო პარტიებს საარჩევნო სისტემის ცვლილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანეს მხარეებს შორის შეხვედრების ფასილიტატორმა საერთაშორისო პარტნიორებმა. შეთანხმებული ვერსია არ არის იდეალური, ვინაიდან არ ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მიუხედავად ამისა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის შერეული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია მნიშვნელოვნად ზრდის რა პროპორციული საარჩევნო სისტემით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებით. ე.წ. 120/30 მოდელი საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ხმების უფრო სამართლიანად და პროპორციულად…

მეტი...

„55 000-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი“ – ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

„რა მწვავე თემებიც არ უნდა განიხილებოდეს, ოკუპაცია ყველაზე მთავარ პრობლემად რჩება ჩვენს ქვეყანაში’’ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ‘’მედიაცენტრ მთავარში’’  დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და იმ სტატისტიკურ მაჩვენებელზეც ისაუბრა, რომელიც დევნილთა საცხოვრებელი   პირობებით დაკმაყოფილებას ეხება.   როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ძირითად პრობლემად საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება რჩება, შემდეგ კი ელემენტარული საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრა.  ‘’საქართველოს მასშტაბით, სულ რეგისტრირებულია  248 000 დევნილი. აქედან, აფხაზეთიდან დევნილთა რაოდენობა დაახლოებით 400 000-ს უახლოვდება, რაც მთელი მოსახლეობის 72%-ს უდრის. ამ ადამიანთა უმრავლესობა კი მიმოფანტულია მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ…

მეტი...

სურსათის ეროვნული სააგენტო ახლად შემოსულ ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობას ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ახლად შემოსულ ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობას ამოწმებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს, რომელთა ნიმუშებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და აგრარული ბაზრებიდან იღებენ. მათივე ინფორმაციით, დღეისათვის შემოწმებულია ხილისა და ბოსტნეულის 258 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 14 ნიმუშში, რასაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის 650 ნიმუშს აიღებს.

მეტი...

20 ივნისის მოვლენების წლისთავს “ქართული ოცნება” განცხადებით ეხმაურება

20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.  მმართველი გუნდის განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, შედარებით მშვიდ ემოციურ ფონზე, კიდევ ერთხელ შეფასდეს და სახელი დაერქვას გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს. “დღეს, ერთი წელი შესრულდა 20 ივნისის მოვლენებიდან და მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მშვიდ ემოციურ ფონზე, კიდევ ერთხელ შეფასდეს/სახელი დაერქვას გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს. საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე, თუნდაც ჯანსაღი ფორმით გამოხატული მკაცრი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეცდომაზე მიუთითებს, გამოაფხიზლებს და…

მეტი...

“საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებთან სამართლებრივი დავისთვის ემზადება” – ჯემალ გამახარია (ვიდეო)

“ქონება, რომელიც დევნილებმა აფხაზეთში დატოვეს, მათზე არაა რეგისტრირებული, რაც ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზია. რომ არა ეს პრობლემა, შეგვეძლება, ოკუპანტებთან სამართლებრივი დევნა დავიწყოთ”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.  როგორც გამახარიამ განაცხადა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოკუპანტებს არ სურთ დევნილი მოსახლეობის უკან, აფხაზეთში დაბრუნება, არის ის ქონება, რომელიც დევნილებმა იქ დატოვეს. “ოკუპანტები დიდი ხანია ძლიერ ზეწოლას, პოლიტიკურს, თუ ფინანსურს ახორციელებენ სეპარატისტებზე, რომ დევნილების მიერ დატოვებული ქონების დაუფლების შესაძლებლობა მიიღონ. სეპარატისტებსა და ოკუპანტებს შორის მიდის ჭიდილი ამ ქონებაზე და ამიტომაც ვერ ვბრუნდებით ჩვენს სახლებში. ქონება, რომელზეც დავა ოკუპანტებსა…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ინფიცირების წყარო ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, 895 დადასტურებული პაციენტი იყო, დღეს დაემატა მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის 898 დადასტურებული შემთხვევა. „გამოჯანმრთელებული არის 11. იყო 741, ახლა არის 752. ამ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში. ახალი დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული. ჩვენ კლინიკაში გუშინ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მიგვიღია, მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს, რომლის კვლევა დღეს ჩატარდება და შედეგებით…

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობამ პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობისგან პერსონალური დაცვის საშუალებები უსასყიდლოდ გადაეცა. სამსახურმა დამატებით სახის დამცავი 4800 ფარი, 5400 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 2000 რესპირატორი მიიღო. დამცავი აღჭურვილობა საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის არის განკუთვნილი. პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომელმაც სპეციალური რეისი შეასრულა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი პოლონეთის ელჩთან, მარიუშ მაშკიევიჩთან ერთად დახვდნენ. პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის…

მეტი...

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 647 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 5 030 ახალი შემთხვევა. ამგვარად, მექსიკაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა – ამჟამად რეგისტრირებულია გარდაცვალების 20 394 შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით სულ კორონავირუსი 170 485 ადამიანს დაუდასტურდა. მექსიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა რეგისტრირებულზე გაცილებით მაღალია.

მეტი...

“20 ივნისის ღამეს ძალის გადამეტება სავარაუდოდ მოხდა” – არჩილ თალაკვაძე

20 ივნისის ღამეს ძალის გადამეტება, სავარაუდოდ, მოხდა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.  “დიახ, სავარაუდოდ მოხდა, ვინაიდან ამ მუხლით არის გამოძიება დაწყებული. 3 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, პოლიციელი. 3 პოლიციელი არის პასუხისგებაში მიცემული სპეციალური საშუალებების გამოყენება მიტინგის და მანიფესტაციის დროს, უკვე აპრიორი ნიშნავს, იმას, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს რისკი მოქალაქეების დაშავების. შესაძლო ძალის გადამეტება იყო, ეს უნდა დაადგინოს სასამართლო, მე არ მგონია, რომ აქ მთავარი განჯის საკითხია თუ რა ვადებში გამოიძია პროკურატურამ ესათუის ამბავი. ჩემთვის პრიორიტეტული იყო რა გააკეთა სახელმწიფომ იმ ადამიანებთან ვინც დაშავდნენ. მე მახსოვს ადრე ადამიანები, რომლებიც დაასახიჩრეს სხვადასხვა…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – აცხადებენ თბილისის მერიაში. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ. დედაქალაქის მერიის ცნობით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ. რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით: N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88 და N150 ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩიდან მიხეილ…

მეტი...