“გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა” – ევროპარლამენტარი

გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და პროკურატურის მიერ შერჩეული სიტყვები გააკრიტიკა. „საბედნიეროდ, ქართველებმა, ოფიციალურმა პირებმა თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი მეზობლებს ასეთ საზარელ დანაშაულებთან გამკლავებაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა“,- წერს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: „შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა. ვირუსით 8 395 929 ადამიანია დაინფიცირებული. კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა, სადაც ვირუსს 190 120 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 

მეტი...

ზუგდიდში 70 წლამდე კაცს განმეორებითი ტესტირებისას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდში, 70 წლამდე კაცს, რომელიც კორონავირუსის ნიშნებით, რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული, განმეორებითი ტესტირების შედეგებების მიხედვით, ვირუსი არ დაუდასტურდა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანალიზების მიხედვით, კაცმა დაავადება უკვე გადაიტანა. „ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ლაბორატორიული შედეგი, რომ ეს არის გადატანილი ინფექცია და პაციენტს აქვს დაავადების მილევის ფაზა, რომლის პერიოდში დაავადების გადამდებლობის ფაზა მინიმალურია”,- აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. 70 წლის კაცი საქართველოში რუსეთიდან, ლარსის გავლით 12 ივნისს შემოვიდა. ის კარანტინში მოათავსეს, თუმცა ძმის გარდაცვალების გამო 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს საკარანტინო სივრციდან. 16 ივნისს კი ვირუსის დამახასიათებელი ნიშნებით რუხის კლინიკაში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ…

მეტი...

“ევროკავშირის ქვეყნები აღიარებენ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას” – დავით ზალკალიანი

“დღევანდელი შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიასთან ბრძოლას და იმ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით გამოხატა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოანწილეობდა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მაინც ჩატარდა ლიდერების შეხვედრა და ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, წარმოედგინა საქართველოს პოზიცია და ხედვები „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით. „დღევანდელი შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიასთან ბრძოლას და იმ მხარდაჭერას, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით გამოხატა. ცნობილია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები იყვნენ ის…

მეტი...

“ტრამპი ეთიკურად და ინტელექტუალურად მზად არ არის აშშ-ის პრეზიდენტი იყოს” – ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმგანაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეთიკურად და ინტელექტუალურად თანამდებობისთვის შეუფერებელია. „იქედან გამომდინარე, თუ რა ვიხილეთ იმპიჩმენტის დროს, თუ მისი ადმინისტრაციიდან სხვები რას ამბობდნენ პრეზიდენტზე, ცალსახაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეთიკურად და ინტელექტუალურად მზად არ არის აშშ-ის პრეზიდენტი იყოს“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს, როგორც ჩანს, ეს ფაქტი დიდად არ ადარდებთ.

მეტი...

“როდესაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის, ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი გახსნისთვის ემზადება. პრემიერმა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახლა გამოწვევების შესაძლებლობად გადაქცევის დროა. “ახლა, როდესაც მოხსნილი გვაქვს თითქმის ყველა შეზღუდვა, ვემზადებით საზღვრების ეტაპობრივი და ფრთხილი  გახსნისთვის; ამავდროულად, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ საზღვრების ეტაპობრივ გახსნას,  ვიმედოვნებ, საქართველოსაც ვიხილავთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არა მხოლოდ  იმის გამო, რომ მჭიდრო პარტნიორები ვართ, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ უსაფრთხო პარტნიორი ვართ. ჩვენი მიზანია, შემდგომი ინვესტიციები განვახორციელოთ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, მაშინაც კი, როდესაც შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო…

მეტი...

ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალ. 15:00 საათზე უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. „აქ ყველაფერი გარკვეულია, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს, 92 ხმა არის გარანტირებული და ახლა ჯერი ოპოზიციის იმ ნაწილზეა, ვინც უკვე დაადასტურა სათითაოდ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. საუბარია მინიმუმ 25-26 დეპუტატზე, შესაბამისად, ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ 21-ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მივიღებთ და ხვალვე გავივლით უმრავლესობის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსის“ საკითხს, რომელიც პარალელურად, მომავალ კვირას უნდა დარეგისტრირდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

“ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ არანაირი იარაღი მე არ მქონდა” – გიორგი რურუა

დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარის 2 მოწმე დაიკითხა. ერთი აქციის მონაწილეა, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა რურუასთან ერთად 20 ივნისის ღამეს და ასევე, ადვოკატი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დნმ-ის აღების პროცესს არ დაასწრეს. სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა თავად გიორგი რურუაც, რომელმაც განაცხადა, რომ იმ ვიდეოჩანაწერში, რომელიც მის ჩხრეკას ასახავს, ნათლად ჩანს, რომ იარაღი არ აქვს.  “დღეს შესრულდა 7 თვე, რაც დამაკავეს და რაც ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში. საკასაციო სასამართლოს ერთი წინადადებით, ერთი განკარგულებით შეეძლო მთლიანად ნათელი მოეფინა ამ უკანონობისთვის, ამ საქმისთვის, რაც მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამოეღოთ ვიდეოჩანაწერები პოლიციის სამმართველოდან, სადაც…

მეტი...

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. სანქციების ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ზომები ყირიმიდან და სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტისა და ფინანსური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აკრძალვას ითვალისწინებენ. ევროკავშირმა აღნიშნული სანქციები რუსეთს 2014 წლის ივნისში დაუწესა. „ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ ანექსიას და გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა. „ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გავაანალიზეთ და გადავწყვიტეთ, რომ კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდება“, – განაცხადა მან. ამასთანავე, ბაქოში და ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში 21 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით კარანტინის მკაცრი რეჟიმი დაწესდება.

მეტი...

პეკინში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების ახალი ტალღა კონტროლის ქვეშ არის

„როიტერის“ ინფორმაციით სასურსათო ბაზარზე „კოვიდ-19“-ის ახალი კერის გაჩენის გამო პეკინში 11 ივნისიდან დღემდე ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც, ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ვუ სანიუ აცხადებს, სიტუაცია ამჟამად კონტროლირებადია. „პეკინში ეპიდემია ისევ კონტროლის ქვეშ არის, თუმცა სამომავლოდ სასურსათო ბაზართან დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევები ისევ გვექნება. ეს ტრენდი კიდევ გაგრძელდება, თუმცა გვექნება კლება ახალი ინფიცირების მხრივ, როგორც ეს იყო იანვარსა და თებერვალში“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი ვუ სანიუ.

მეტი...

20-21 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 20-21 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების საქმეს განიხილავს. შეტყობინება საქმის წარმოებაში მიღების შესახებ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ევროსასამართლოდან მიიღო. ცენტრი სტრასბურგის სასამართლოსგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე, მეთერთმეტე და მეცამეტე მუხლების დარღვევის დადგენას გულისხმობს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა, აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღების მოთხოვნით, ევროსასამართლოს თებერვალში მიმართა. “სტრასბურგის სასამართლოში, ამ საჩივრების განხილვას დრო დასჭირდება, თუმცა ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაზარალებულებს დარჩათ. სამწუხაროდ, ჟურნალისტებს, რომლებიც დაზარალდნენ 20 ივნისის მოვლენების დროს, სხვა ბერკეტი არ გააჩნიათ, ისინი მოითხოვენ რომ ობიექტურად გაგრძელდეს გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ,” – აღნიშნავს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

მეტი...

სუსმა სასამართლოს მიმართა, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხონ

“სუსმა სასამართლოს მიმართა, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხონ”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის მიხედვითად გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა პირველმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თქმით, მან ინფორმაცია გამოძიებას არ შეატყობინა და გაბუნიას უსაფრთხოების ზომები თავად გაამკაცრა. 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

მეტი...

გუდაურში 12 წლის მოზარდის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის ძებნილის ექსტრადირება ჩეხეთიდან განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას მსჯავრდებულმა უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა…

მეტი...

ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ჯგუფურ თაღლითობაში ბრალდებულ შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ შვიდ პირს თბილისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, მათგან სამს დაუსწრებლად. საუბარია საქმეზე, რომელიც პროკურატურის ცნობით ტრანსნაციონალური დანაშაულია და საქართველოში ექვსი სასტუმროს ხელმძღვანელი პირებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები პირების ჩართულობით განხორციელდა. ერთ-ერთი სასტუმროს დამფუძნებლის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს. კიდევ ერთი სასტუმროს „შენი სახლის“ მმართველის ადვოკატის ცნობით კი, მისი კლიენტი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატ დავით აბესაძის განცხადებით, ის არ იცნობდა იმ პირებს, რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი. ასევე ადვოკატის თქმით, საქმეში ფიზიკური პირები არ არიან დაზარალებულები, საქმეში მხოლოდ ბანკებია დაზარალებულ მხარედ დასახელებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები…

მეტი...

“ახალი სასწავლო წლისთვის ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის ბადეზე, მათ შორის შერეულ ტიპის სწავლებაზე როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ” – ეკატერინე დგებუაძე

“ახლა არ ვიცით, როგორი იქნება ეპიდვითარება სექტემბრისთვის. ვმუშაობთ კომპლექსურად სხვადასხვა სცენარზე და სხვადასხვა ტიპის ბადეზე, მათ შორის შერეულ ტიპის სწავლებაზე როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლის მზადებასთან ერთად არსებობს გამოწვევები.  „ახლა არ ვიცით, როგორი იქნება ეპიდვითარება სექტემბრისთვის. ვმუშაობთ კომპლექსურად სხვადასხვა სცენარზე და სხვადასხვა ტიპის ბადეზე, მათ შორის შერეულ ტიპის სწავლებაზე როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ. ამ პროცესში ელექტრონული მასალის პლატფორმა El.GE-ის მნიშვნელოვანი როლი აქვს. ერთი იძლევა არაერთი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას და მეორე თიმსის პროგრამასთან ერთად, რომელიც ონლაინ კლასია, გვინდა…

მეტი...

“ჩვენი სლოგანია, მეტი ვანო ოპოზიციას” – ორაკლი კობახიძე

“რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოვიგებთ არჩევნებს”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. „ჩვენი სლოგანი იცით, მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ამ არჩევნებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ყველა ელემენტი შესრულდეს” – კარლ ჰარცელი

“მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტი შესრულდეს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გიორგი რურუას პატიმრობის საკითხზე დასმულ კითხვაზე განაცხადა. „სპეციფიკურ საკითხზე ცოტა თავშეკავებული ვიქნები. მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ყველა ელემენტი შესრულდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ დიპლომატებთან „კოვიდ19“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კახა კუჭავასთან და ირაკლი კობახიძესთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ. საუბარი საპარლამენტო არჩევნების დროს, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. საქართველოს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად მუშაობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ წესებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად იქნება გამოყენებული. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური…

მეტი...

„ამ შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიცია არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას” – ირაკლი კობახიძე

„ყველა, ვინც ჯანსაღად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დაინტერესებულია იმით, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნას საკონსტიტუციო ცვლილებებს და ბუნებრივია, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ თავადაც შეასრულონ ის შეთანხმება, რომელსაც მოაწერეს ხელი“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე ფრანგულ გამოცემა Contrepoints – ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წახალისების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების ყოყმანმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. „დღეს საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ აპირებს დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად და ორ ფრაქციასთან ერთად, ამ პროექტის მხარდაჭერას, რაც არ არის ნორმალური მოვლენა გამომდინარე იქიდან,…

მეტი...

„თითქოს, გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება” – ჰუბერტ ქნირში ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე

„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა. ელჩი ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა. „სამწუხაროა, რომ ამ საკითხის წარმოჩენა იმ კუთხით მოხდა, თითქოსდა გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება. სინამდვილეში, ეს მათი განზრახვა არ ყოფილა”, – განაცხადა…

მეტი...

“ამირან გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, როგორ დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა ოქტომბრის არჩევნებზე” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან დიპლომატების შეხვედრაზე, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. „ძალიან ინფორმატიული შეხვედრა იყო იმ ზომებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა მივიღოთ, რათა ვიყოთ მზად, ჩავატაროთ კარგი არჩევნები „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში. გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

მეტი...

“რას ვაკეთებთ, როგორია ჩვენთან ტესტირება, როგორ ვიკვლევთ მოსახლეობას, რა პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ” – ამირან გამყრელიძე

დღეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის სრულად მართვადი, ამიტომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს არაფერს საფრთხე არ ემუქრება, არც სწავლას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტში გაიმართა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო. „დღეს ქვეყანაში გვაქვს 893 შემთხვევა. ხუთი არის ახალი. ხუთივეს წყარო დადგენილია. არიან ძირითადად იმპორტირებული შემთხვევები. ოთხი აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი იმპორტირებული შემთხვევა. ყველას კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ელჩებს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია მოვახსენე. რას ვაკეთებთ, როგორია ჩვენთან ტესტირება, როგორ ვიკვლევთ მოსახლეობას, რა პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. კითხვაზე, როგორც…

მეტი...

“დაუშვებელია, ვინმე რურუასა და ქვეყნის ფუნდამენტურ უმთავრეს დოკუმენტში ცვლილების შეტანას შორის დაისვას ტოლობის ნიშანი” – ანრი ოხანაშვილი

ვინ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დავიწყეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ანრი ოხანაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ „შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია“. „ხვალ საკონსტიტუციო პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყება და პლენარულ სხდომაზე წარიმართება. რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს, ერთი ვიცით ის, რომ დაუშვებელია, ვინმე რურუასა და ქვეყნის ფუნდამენტურ უმთავრეს დოკუმენტში ცვლილების შეტანას შორის დაისვას ტოლობის ნიშანი და მეორე მხრივ, ჩვენ იმ პრინციპისა და შეთანხმების ერთგულნი ვრჩებით, რომელიც კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებას შეეხება. ჩვენ კენჭისყრაში ამას დავაფიქსირებთ. თუ რაიმე სხვა შედეგი დადგა, ეს…

მეტი...

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ვაქცინაზე წვდომის უზრუნველსაყოფად დამატებით ფინანსები გამოიყოფა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ვაქცინაზე წვდომის უზრუნველსაყოფად დამატებით ფინანსები გამოიყოფა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. „როდესაც საქმე გლობალურ პანდემიასთან ბრძოლას ეხება, „ჯერ მე-ს“ ადგილი არ არის. ევროპა კუნძული არ არის, ჩვენი ეკონომიკები მჭიდროდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის, არამედ მთელს მსოფლიოსთან გლობალური ვაჭრობის, მოგზაურობისა და თანამშრომლობის გზებით. ჩვენ 27 ივნისის გლობალური სამიტისთვის ვემზადებით. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, იქნებიან თუ არა ქვეყნები მზად, რომ ერთობლივი რესურსებით უზრუნველვყოთ ვაქცინების წინასწარ შეძენა და ამასთან ერთად უზრუნველყოთ ვაქცინებზე წვდომა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის“,- აცხადებს ფონ…

მეტი...

“ეს იყო სახელმწიფო უწყებაზე შტურმი, რომელიც სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა” – გირგი გახარია 20 ივნისზე

გიორგი გახარიამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და დემონსტრანტების მიერ პარლამენტში შეჭრის მცდელობას სახელმწიფო უწყებაზე შტურმი უწოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა. „20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ 20 ივნისს, 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო უწყებაზე შტურმი, რომელიც…

მეტი...

ბაზარი დაიწვა თუ დაწვეს?! ერთ-ერთ მეწილეს ეჭვი დივერსიაზე აქვს

ვარკეთილის დამწვარი ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი მეწილე დივერსიაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს. აღნიშნულ თემაზე ზანდა მსხვილიძის ადვოკატმა, რომელიც ბაზრობაზე 10%-იან წილს ფლობდა, „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. გიგი სისვაძის თქმით, ზანდა მსხვილიძეს, მიუხედავად 10%-ინი წილის ფლობდა, ბაზრობიდან დივიდენდები არასდროს მიუღია.     „ბაზრობის დომინანტ დამფუძნებლებს შორის განხეთქილება დღესაც გრძელდება.  არის რამდენიმე ვერსია, არსებობდა მაკეტი, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი ცენტრის მშენებლობა უნდოდათ, არსებული კი უნდა დაენგრიათ.  იყო საუბრები, რომ ინვესტორიც კი არსებობდა. ბაზრობას მშენებლობის პროცესშიც არაერთი დარღვევა ჰქონდა და არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს, არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს დივერსიასთან და ხანძრის ხელოვნურ…

მეტი...

“კარანტინიდან ადამიანების გაშვების რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ იმართებოდა” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარანტინიდან ადამიანების გაშვების რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ იმართებოდა. ეკატერინე ტიკარაძემ კომენტარი გააკეთა ზუგდიდში კარანტინიდან ერთ-ერთი პირის გაყვანის საკითხზე. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით გადის ადამიანი კარანტინიდან, მაგრამ მასზე მიმდინარეობს დაკვირვება. „ეს ადამიანი არის ჭირისუფალი, ჩვენ გვქონია არაერთი მსგავსი შემთხვევა ამ ხუთი თვის მანძილზე, როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანების მდგომარეობა. ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით გავყვას ადამიანი ჭირისუფლად, მაგრამ ვაწარმოებთ დაკვირვებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, იყო სხვა შემთხვევებიც, რომელიც უსაფრთხოდ იმართებოდა. ამ შემთხვევაში მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, რის შემდეგაც შესაძლოა, ანამნეზმა აჩვენოს, რომ მას გადატანილი აქვს კოვიდინფექცია“,…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა პროცედურებს გაივლიან საქართველოში ჩამოსული ტურისტები

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა უწყების წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე, ტურისტი ქვეყანაში ვერ შემოვა. „პირველი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, ტურისტს უნდა ჰქონდეს თან PCR-ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ PCR-ტესტის ჩატარებას. ეს ყველაფერი გაკეთდება აეროპორტში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, გვაქვს მოლაპარაკება სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან ტესტის პასუხებს“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები იმაზე, თუ ვინ გადაიხდის ამ ტესტირების ხარჯებს, სხვა სახელმწიფოებთან ჯერ…

მეტი...

“შემოდგომაზე, როცა კოვიდინფექცია სხვა ვირუსულ ინფექციას დაერთვება თან, შესაძლოა, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემდეგ ტალღებზე საუბრები ნიშნავს, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით. მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსული ინფექცია მართულია, თუმცა შემოდგომაზე, როცა კოვიდინფექცია სხვა ვირუსულ ინფექციას დაერთვება, შესაძლოა, კოვიდინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს. „კოვიდინფექცია არსად წასულა და აქედან გამომდინარე ეს არის პროცესი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტალღებზე, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით. ამ ეტაპისთვის ეს რისკი საქართველოში არ დგას, რადგან კოვიდინფეცია არის მართული, თუმცა ჩვენ ვაკვირდებით სხვა ქვეყნებს, როდესაც პირველი ტალღა იყო გაცილებით მცირე, ხოლო მეორე გაცილებით უფრო დიდი.…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან იმით განსხვავდება, რომ არ ცრუობს და არ ცდილობს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ტყუილების დასაწერად” – გოგა ხაინდრავა

„ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან იმით განსხვავდება, რომ არ ცრუობს და არ ცდილობს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები იმისთვის, რომ ტყუილი დაიწეროს, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა. როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, გიორგი კანდელაკი დადიოდა, ევროკავშირის დეპუტატებს ეუბნებოდა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის ხმა არ მიეცათ, ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული. „ამ ჯგუფებს რომ გაყვეთ, ვინც ამას აკეთებს, მივალთ ბათუ ქუთელიამდე, მივალთ გიგაურთან. ეს ამოცანა არ უდგას „ქართულ ოცნებას“. ჩემი აზრით, საქართველოში აშშ-ის ელჩი დავით ბაქრაძე, არც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ დაეშვება იმ დონემდე, რასაც კანდელაკი აკეთებს, ამას არ გააკეთებს „ქართული ოცნება“. გააკეთებს და დაკარგავს ჩვენს…

მეტი...

“წინასაარჩევნო პერიოდში „სახალხო პარტია“ იქნება განსაკუთრებით აქტიური. „სახალხო პარტია“, მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები” – გია ვოლსკი

„სახალხო პარტია“, მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები ერთი დიდი პოლიტიკური გუნდია და რა საკვირველია, ასეთი სტილის განცხადებები მუდმივად იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ორი პოსტი გამოაქვეყნა. ერთ-ერთში ტუსკი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება, ხოლო მეორეში გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს. „ყველა უნდა შევეჩვიოთ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ „სახალხო პარტია“ იქნება განსაკუთრებით აქტიური. „სახალხო პარტია“, მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები ეს ერთი დიდი პოლიტიკური გუნდია და…

მეტი...

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ, – განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით რამდენიმე სასტუმროს ხელმძღვანელი თაღლითურად ცდილობდა თანხის მითვისებას. „გამოძიებით დადგინდა, რომ  საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად,  ე.კ-მ, ლ.გ-მ, გ.გ-მ, ვ.ნ-მ, შ.ი-მ, და ლ.დ-მ, მათივე მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო…

მეტი...

“საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება” – გიორგი გახარია ტუსკის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმიანება.  გიორგი გახარიას თქმით, სრულად ეთანხმება, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს მართლმსაჯულების სისტემამ. “არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და სასამართლომ,“- განაცხადა პრემიერმა. “ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. “ტვიტერზე” განცხადებას პარტიის…

მეტი...

რა რეაქციები მოჰყვა “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტის მოწოდებას საქართველოში

გიორგი რურუას გათავისუფლებისა და საარჩევნო კამპანიის ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დონალდ ტუსკის მოწოდებაში ჩანს, რომ ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, საქართველოში არჩევნები თავისუფალი არაა. “ამ განცხადებაში, ისევე როგორც სხვა განცხადებებში, ისევე როგორც ამერიკის ელჩის შეხვედრისას გენერალურ პროკურორთან გაისმის რამდენიმე სიტყვა, რომლებიც ახასიათებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებს, ეს არის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ოთხივე ეს მთავარი მახასიათებელი იხმარა დონალდ ტუსკმა თავის მიმართვაში, ანუ საქართველოში არჩევნები არ არის თავისუფალი, ეს…

მეტი...