ეროვნული გვარდიის მეთაურად პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს. დღეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის მეთაურის რანგში პოლკოვნიკ რომან ჯოხაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორები გიორგი მათიაშვილი და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ, ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე აქტივობებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. მას თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი,…

მეტი...

ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების მე-20 საიუბილეო ლიდერთა ონლაინ სამიტის“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების მე-20 საიუბილეო ლიდერთა ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „კლიმატის ცვლილება და გარდამავალი პერიოდი“  მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „კლიმატის ცვლილება სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ეფექტიანი შედეგის მისაღებად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკით, ქვეყნის შიგნით კერძო სექტორთან, ხოლო ქვეყნის გარეთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, საქართველო აქტიურად მუშაობს სათბური აირების შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კლიმატის ცვლილების შერბილების ნაწილში,…

მეტი...

„მზად ვართ, შევხვდეთ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერია მზადაა, ვარკეთილის შერეული ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციები გამართოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს. „ორი დღის წინ სამგორის რაიონში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირულმა მუშაობამ ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხა. მინდა, მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო.  ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის და ჩემი მოადგილე, ასევე, სამგორის…

მეტი...

პულმონოლოგი აბიტურიენტებს ურჩევს, პირბადე გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე სახლშიც გაიკეთონ

ნიღაბს სხვა დადებით თვისებასთან ერთად, კიდევ ერთი დადებითი მომენტი აქვს – ვიზუალიზაცია. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც ნიღბით მოდის, ასე თუ ისე ეს გვაფრთხილებს, რომ რაღაც საფრთხეა და შეგვახსენებს, რომ ამაზე ჩვენც უნდა ვიზრუნოთ და ნიღაბი გავიკეთოთ, – ამის შესახებ პულმონოლოგმა, პროფესორმა, თამაზ მაღლაკელიძემ განაცხადა. „უნდა შევარჩიოთ ისეთი ნიღაბი, რომელიც ჰაერს შედარებით უფრო ადვილად ატარებდეს. ნიღბის გაკეთების დროს ჰაერის ნაკადი შემცირებულია. ამიტომ ნიღაბი აუცილებლად უნდა იყოს ჰაერგამტარი. თუ ბავშვი ჯანმრთელია მისთვის ნიღბის ტარება პრობლემა არაა, მაგრამ 2 საათს შემდეგ ის უნდა შეიცვალოს, მით უფრო ზაფხულია, მაღალი ტემპერატურაა, ტენიანობა იზრდება“, – აღნიშნა პულმონოლოგმა. პულმონოლოგი აბიტურიენტებს…

მეტი...

გურჯაანში ატმის მოსავალს იღებენ

გურჯაანში ატმის მოსავლის აღება  აქტიურ ფაზაში შედის, – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცლებს, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა  სოფელ ჩუმლაყში,  ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მოწყობილი  ხილის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი დაათვალიერეს. „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხილის სადისტრიბუციო ბაზარში სპეციალური  წესები მოქმედებს. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლამდე ყველა სატრანსპორტო საშუალებას  უტარდება დეზინფექცია, მძღოლები და ფერმერები  კი,  თერმოსკრინინგს გადიან.   სოლომონ პავლიაშვილი და არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ხუთ  სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, მათ ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს და მოსავლის დაბინავების მზადყოფნის შესახებ ისაუბრეს.…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო სამუშაოები სრულდება

ჭავჭავაძის გამზირზე, ავალიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.  „ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყო და ვაკის პარკამდე დარჩენილი საგზაო მონაკვეთი 22 ივნისისთვის დასრულებული იქნება. პარალელურად, გრძელდება ტროტუარების მოწყობა და გამწვანების სამუშაოები. ბოლო ეტაპზე კი მოხდება საგზაო მონიშვნების დახაზვა. ასევე, შეიცვლება განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. გამზირზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლებია გამოყოფილი, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილების ყველაზე კომფორტული და პოპულარული…

მეტი...

უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აპლიკაცია stop covid აქტიურად გამოიყენონ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია. აპლიკაცია stop covid – აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აპლიკაცია…

მეტი...

„მეათე მოწვევის პარლამენტს ექნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი რეგლამენტი“ – გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პარლამენტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, სწორედ ამ მიზნით  აუცილებელი გახდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით განხილვა. „ცვლილებათა პროექტი რეგლამენტში უკვე პირველი მოსმენით გვაქვს მიღებული. კიდევ ერთხელ განვმარტავ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობაში მოვიდეს პარლამენტის რეგლამენტი იმისათვის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე ჰქონდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი რეგლამენტი, ვინაიდან იცვლება ფრაქციათა დაკომპლექტების წესი, საპარლამენტო ოპოზიციის ცნება და…

მეტი...

„ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე არანაირი ახალი მაკეტი არ არსებობდა“ – ადმინისტრაცია

„ველოდებით რა დადგინდება, რაც შეეხება მაკეტს არანაირი მაკეტი არ არსებობდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ შპს „ვარკეთილი – 96“ – ის იურისტმა ნანა წულაძემ განაცხადა. როგორც ნანა წულაძე აღნიშნავს არ არსებობს სხვა მაკეტი, რომელიც ბაზრობას ჩაანაცვლებდა, მისივე ინფორმაციით ადმინისტრაციასა და მოიჯარეებს შორის კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, წულაძე შპს -ს მეწილეებზეც საუბრობს, რომელთა შორისაც სასამართლო დავა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. „მიმდინარეობს სასამართლო დავა მეწილეებს შორის, რომელიც პირველ ინსტანციაში არაა ჯერ დასრულებული, ბაზრობას ჰყავდა მეწილე ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა 10% – იანი წილი, და ბაზრობისგან მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს დივიდენდის ანაზღაურებას, რომელიც არის 22…

მეტი...

“აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული და მასში ადვილი იყო ერთი არასწორი წინადადების შეპარება ლობისტების ძალისხმევით” – ირაკლი კობახიძე

აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ასეთ დოკუმენტში ადვილი იყო ერთი არასწორი წინადადების შეპარება ლობისტების ძალისხმევით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. უილიამ კორტნი აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და  აღნიშნა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო უფრო დემოკრატიული და სტაბილური ხდება. „განცხადება დოკუმენტზე ხელმომწერმა ერთ-ერთმა კონგრესმენმაც გააკეთა. რასაც ვამბობდით, ის ზედმიწევნით დადასტურდა, რომ ეს იყო ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ასეთ დოკუმენტში ადვილი იყო ერთი არასწორი წინადადების შეპარება ლობისტების ძალისხმევით. ეს დაადასტურა ერთ-ერთმა…

მეტი...

მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო PCR-ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ. კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევის სტანდარტული განმარტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას მთავრობის განკარგულება მოიცავს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, ტესტირების სისტემა ამ კუთხით დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია. კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აპლიკაცია stop covid, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ…

მეტი...

„ეჭვის დონეზე დივერსიის საკითხი განიხილება“ – ვარკეთილის დამწვარი ბაზრის წარმომადგენელი

„დაზღვევა არის, მოვაჭრეებს უნაზღაურდებათ საქონელი, მაგრამ ამ ყველა საქონელს უნდა ჰქონდეს შესყიდვის საბუთი, იმ ადამიანებს ვისაც საბუთი არ გააჩნიათ კვადრატულ მეტრზე მიეცემათ 500 ლარი,“ – ამის შესახებ „შპს ვარკეთილი – 96“ – ის იურისტმა ნანა წულაძემ განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. როგორც წულაძე ამბობს ხანძრის გაჩენის  ვერსიებზე ექსპერტები მუშაობენ. „შეთქმულებაზე ვერაფერს ვიტყვით, ველოდებით რა დადგინდება, არანაირი მაკეტი არ არსებობდა, უნდა გატარებულიყო სხვადასხვა ღონისძიებები რეგულაციებთან დაკავშირებით. ბაზრობას ჰყავს საკმაოდ კვალიფიციური ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს ყველა მიმართულებით კონსულტაციები, მას შემდეგ, რაც დაიდება დასკვნა გადაწყდება ვინ გაარემონტებს დამწვარ ადგილებს, იქ მომუშავე ადამიანები თუ ბაზრობის ხელმძღვანელობა. გამოძიება…

მეტი...

„ბებია და შვილიშვილი, რომლებიც ჩვენთან შემოიყვანეს საბურთალოს ტერიტორიაზე მაცხოვრებლები არიან„ – “მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“

„ამ ეტაპზე მცხეთის სამედიცინო ცენტრში 38 კოვიდინფიცირებული იტარებს მკურნალობას, ორი გვყავს მძიმე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. როგორც ლიკა მუმლაძე აღნიშნავს მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობას საზღვრის კვეთის ისტორია აქვთ. მედიკოსი ახალ შემთხვევაზეც საუბრობს, რომელიც ოჯახს უკავშირდება. „ძირითადად ჩვენთან არიან საზღვრის კვეთით შემოსული პაციენტები, კერძოდ ლარსის საზღვრიდან, გვყავს მუშევანიდანაც. გვაქვს ახალი შემთხვევა, გუშინ შემოვიდა 20 წლის მამაკაცი, მისი ბებია ჩვენთან მკურნალობს, ქალბატონი 14 – ში მოთავსდა „მცხეთის სამედიცინო ცენტრში,“ შვილიშვილი კი გუშინ. ქალბატონი არის მძიმე და იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ის…

მეტი...

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სრულად განახლდა პანდუსი, რაც ავტობუსებისა და ავტომობილებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. „ამ დროისთვის, ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის განხორციელების შედეგად, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ასევე, ბარათაშვილის ქუჩასა და პუშკინის ქუჩაზე არსებულ 150-მეტრიან პანდუსზე, რაც ჯამში, 12 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოდიფიცირებული…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა ახალი პაციენტიდან ორი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთის წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ორი არსებული პაციენტის კონტაქტებს წარმოადგენს, ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, რომელთა შორის სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ეზუგბაიას ინფორმაციით, კიდევ ერთხი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროს მოძიება კი მიმდინარეობს. „გუშინ გვქონდა 879 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა ცხრა ახალი და ამჟამად არის 888. გამოჯანმრთელებული შვიდია და საერთო რიცხვი 731-ს შეადგენს. ცხრა ახალი შემთხვევიდან ორი დაავადებულთან კონტაქტია, ექვსი საკარანტინო სივრციდანაა და ყველა შემოტანილი შემთხვევაა. აღნიშნული ექვსიდან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება“,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 888 შემთხვევა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი შვიდით გაიზარდა და ამჟამად 731-ს შეადგენს. ვირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მეტი...

“ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე” – დავით ჭიჭინაძე

ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე, რადგან თუ ორ-სამ თვეში სიტუაციის გამოსწორებას არ დაიწყებს, ხალხი აღარ მოითმენს და მათი მანქანებიდან გადმოყრა, სახლებიდან გამოყრა დაიწყება, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძე განაცხადა. მისივე თქმით, ამის მოთავე იქნება ნებისმიერი ის ძალა, რომელიც შეხედავს, რომ ადამიანებმა მიიტაცეს ხელისუფლება და სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე ისევ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას ცდილობენ. ის მიიჩნევს, რომ ვეღარც ივანიშვილის ფაქტორი იარსებებს დიდხანს და ვერც სააკაშვილის, „მათ მიერ შექმნილ ორ პოლუსთან მიკარება კი, ზოგადად სახიფათო გახდა, ისევე როგორც კეთროვანთან“. „ამ ორი ძალის დაპირისპირება იმდენად…

მეტი...

“საქართველო აშშ-ის ერთგული მოკავშირეა” – გიორგი გახარია

საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელ სენატორ დევიდ პერდიუსთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე. მთავრობის მეთაური აშშ-ის კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „სენატორ დევიდ პერდიუს ვესაუბრე ჩვენს ორი დიდ ერს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მზარდი დინამიკის შესახებ, რომელიც არასდროს ყოფილა ამაზე ძლიერი. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა. ვაფასებთ კონგრესის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის სენატორ დევიდ…

მეტი...

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 44 შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 33 შიდა გადაცემას უკავშირდება, 11 კი იმპორტირებულია. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან 31 პეკინში დაფიქსირდა. ამასთან, ჩინეთში იდენტიფიცირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 უსიმპტომო შემთხვევა. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო პეკინის ათ რაიონში კარანტინი გამოცხადდა.

მეტი...

„ოპოზიცია არის ანტიდასავლური, რადგან აქვს დასავლური ღირებულებებისგან პრინციპულად განსხვავებული ინტერესები“ – ირაკლი კობახიძე

სისუსტე და უპრინციპობა დაასახელა  ოპოზიციის დამახასიათებელ მთავარ ნიშნებად „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი  კობახიძემ. „ზოგადად, ნეგატიური ძალების ერთობასაც სჭირდება  რაღაც პრონციპებზე შეთანხმება და ეს ერთობა იმდენად უპრინციპოა, რომ დარწმუნებული ვარ,  ვერ შეთანხმდებიან.  ოპოზიციური ძალების მთავარი დამახასიათებელი არის პრინციპების სრული არარასებობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ  ძალაუფლებისკენ საერთო სწრაფვის მიუხედევად, ვერ ახერხებენ შეთანხმების მიღწევას. ისინი არიან ძალიან დასუსტებულები და სისუსტის პირობებში რთულია შეთანხმებისთვის საჭირო  ძალის გამოძებნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით,  სხვადასხვა რადიკალურ ძალებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ინტერესები და მიზნები. „ისინი ახერხებდნენ ამ ნეგატიური მიზნების შესრულებას ,…

მეტი...

„ნიკა გვარამიას განცხადება იყო როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად პრობლემური“ – ირაკლი კობახიძე

„თუ ინფორმაცია გაქვს მოსამზადებელი ან პროცესში მყოფი დანაშაულის თაობაზე და არ აწვდი შესაბამის ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს, ეს არის დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოება“, -აღნიშნა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის განცხადებები, რომელიც გუშინ გვარამიამ გააკეთა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც იყო პრობლემური. „აქედან გამომდინარე, უნდა დავინტერესდეთ ამ განცხადებების როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური მხარით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება დანაშაულის აღკვეთას, მისი განცხადებით, ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას, რაც გამოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. „როცა ამ ყველაფერს ვაანალიზებთ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,…

მეტი...

„პარლამენტის დაბოქლომება არ არის მშვიდობიანი აქცია, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ერთი პოლიტიკური გუნდი ებრძვის მეორე პოლიტიკურ გუნდს“ – გია ვოლსკი

„სახალხო დამცველი იმის არის, რომ უნდა იყოს მკაცრი, მომთხოვნი და ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობას ხმა სწორედ ამიტომ მივეცი, მაგრამ როდესაც ატყობ უკვე, რომ ამ კრიტიკას მოყვა, არ მინდა ამას პოლიტიკური პლატფორმიდან საუბარი დავარქვა, რადგან სახალხო დამცველია და თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გაკეთებული ანგარიშის შეფასებისას. „სახალხო დამცველმა იცის, რომ პროტესტანტების ზურგს უკან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები დგანან. პარლამენტის დაბოქლომება არ არის მშვიდობიანი აქცია, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ერთი პოლიტიკური გუნდი ებრძვის მეორე პოლიტიკურ გუნდს.…

მეტი...

“ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის მეორე ტალღისთვის საქართველოს დღეში 10 ათასამდე „პისიარ“ ტესტის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს” – გიორგი გახარგია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვისა და სახელმწიფო მართვის სხვადასხვა სისტემები კორონავირუსის მოსალოდნელ მეორე ტალღას უფრო მომზადებულები უნდა დახვდნენ და არსებული დრო გამოიყენონ. მისივე თქმით, პარლამენტში მიმდინარეობს 2020 წლის კრიზისული ბიუჯეტის განხილვა, რომელიც სისტემურად მომზადებულია ისე, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებშიც, ბიუჯეტის კვლავ გადახედვა საჭირო არ იყოს. „პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას. დღეს პარლამენტში მიმდინარეობს კრიზისული ბიუჯეტის…

მეტი...

„სააკაშვილის განცხადება ორმაგად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას“ – ირაკლი კობახიძე

„მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი ვინმეს მხარს დაუჭერს თუ არა ან  გამოვა თუ არა  აქტიურად. მას დღეს არანაირი  რესურსი არ აქვს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადების სამართლებრივ მხარეს, ირაკლი კობახიძის შეფასებით,  ეს არის ცალსახად კანონდარღვევა, გამომდინარე იქედან, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე. „ამას დაემატა ისიც, რომ ის  არის უკრაინის საჯარო სამსახურში. საკაშვილი  ორმაგად ეწინააღმდეგება კანონს. თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მას ბევრად უფრო მძიმე კანონდარღვევები აქვს ჩადენილი თავის დროზე. მნიშვნელოვანია, მივუთითოთ ამასთან დაკავშირებით შიდა თუ გარე დამკვირვებლებს,…

მეტი...

“პოლიტიკა, როგორც პროფესია, საკმაოდ ნელა ვითარდება ქვეყანაში, რასაც ხელს უწყობს პირველ რიგში, სუსტი, დაბალი ავტორიტეტის პარტიული სისტემა” – გიორგი გახარია

პოლიტიკა, როგორც პროფესია, საკმაოდ ნელა ვითარდება ამ ქვეყანაში და ამას ხელს უწყობს პირველ რიგში, ძალზედ სუსტი, დაბალი ავტორიტეტის პარტიული სისტემა, სამწუხაროდ, ასეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გადაცემის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, რომ შეწყალების აქტზე ორი მოსაზრება ჩნდება – ერთი მხრივ, თითქოს ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ არასწორად იყვნენ დაკავებული, მეორე მხრივ, შეიძლება მიუთითებდეს, რომ დასავლეთში თუ მეგობრები გყავს, ეს ინდულგენციაა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს ახასიათებს ხშირად ნიღბების ცვლილება და ეს უნდა დამარცხდეს. „ერთი რამ უნდა იცოდეთ, სამწუხაროდ, ჩვენ პოლიტიკურ პროცესს ახასიათებს და ეს უნდა დავამარცხოთ,…

მეტი...

“შოუ, 9 წელი, 8 წელი კი, კიდევ 4 წელი უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება, ხალხი აღარ მოითმენს და იმიტომ“ – დავით ჭიჭინაძე

„ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე, რადგან თუ ორ-სამ თვეში სიტუაციის გამოსწორებას არ დაიწყებს, ხალხი აღარ მოითმენს და მათი  მანქანებიდან გადმოყრა, სახლებიდან გამოყრა დაიწყება,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძე და მიიჩნევს, რომ ვეღარც ივანიშვილის ფაქტორი იარსებებს დიდხანს და ვერც სააკაშვილის. მათ მიერ შექმნილ ორ პოლუსთან მიკარება კი, ზოგადად სახიფათო გახდა, ისევე როგორც კეთროვანთან. „ამ ორი ძალის დაპირისპირება იმდენად ვიწრო გახდა უკვე და იმდენად უინტერესო,  მათ ერთმანეთთან ურთიერთობაში  კი  არ ექნებათ უპირატესობა, არჩევნების შემდეგ კი, საზოგადოებაში დაძაბულობა არ განიმუხტება, რადგან ადამიანების დიდი…

მეტი...

“დღეის მდგომარეობით რისკი არ არსებობს, არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება” – პრემიერი

„საერთოდ, ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია“ – ეს განცხადება გიორგი გახარიამ  არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა შესაძლოა გამომდინარეობდეს იქიდან, რომ კრიზისს და პანდემიას ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა. „არჩევნებს, საკონსტიტუციო ვადებში არაფერი არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ერთი და იგივე ხალხი კიდევ და კიდევ პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს. დღეის მდგომარეობით ასეთი რისკი  არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

“ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული” – გიორგი გახარია

ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, საქმე უსწრაფეს დროში გამოიძიოს, მოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გადაცემის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს დაუსვა კითხვა, რომელიც სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავებას შეეხებოდა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სუს-მა ქვეყანაში უმძიმესი დანაშაული აღკვეთა. „ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემაზე. შემიძლია, გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს აღკვეთილი ქვეყანაში, უმძიმესი დანაშაულია. მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში, სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია, აბსოლუტურად ღიად, ტრანსპარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის…

მეტი...