„შეიძლება ვირუსის გადამტანი სახელურიც იყოს, თუ ეს არის ჩვეულებრივი პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის” – პაატა იმნაძე

“შიში არაფერს აკეთებს, ის ძალიან ცუდი გრძნობაა, საჭიროა სიფრთხილე და არა შიში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „შეიძლება ვირუსის გადამტანი სახელურიც იყოს, თუ ეს არის ჩვეულებრივი პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის სახელური. მათზე შეიძლება ვირუსი ერთი დღეც კი დარჩეს. ამიტომაა პირბადის ტარება აუცილებელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში – სხვამ რომ დააცემინოს ან დაახველოს, ვირუსი სახელურს არ მოხვდეს, რომელსაც მერე შენ ხელს მოჰკიდებ. თუ მიდიხარ 2 გაჩერებაზე წადი რა ფეხით და ის ავტობუსი მას დაუთმე, ვინც შორ გზაზე მიდის, ან მოხუცია და სიარული არ შეუძლია. 2 დღეში ციდან ახალი ავტობუსები…

მეტი...

“ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია” – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მაისში ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია. „თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფითი მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე“, – წერს გვენეტაძე. 2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. გლობალური მასშტაბით, ახალი კორონავირუსით 437 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელებულია 3 883 243 ინფიცირებული. „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს აშშ-ი იკავებს, შემდეგ არის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით კი პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: აშშ, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და საფრანგეთი.

მეტი...

ვარკეთილში, ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადეს

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრით მიყენებულ ზარალს ითვლიან. დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე სასაწყობე ჯიხურები.  ამ დროისთვის ცეცხლი სრულად არის ლიკვიდირებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. მოვაჭრეების ნაწილმა ტერიტორიიდან გადარჩენილი პროდუქციის ნაწილი უკვე გამოიტანა. მოვაჭრეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, მათ დილიდან გზის გადაკეტვაც სცადეს. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის განცხადებით, მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე მოხვედრას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც შესაბამისი სამსახური ამის უფლებას მისცემს. გუშინ გვიან ღამით ვარკეთილის ტერიტორიაზე შერეულ ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ჯიხურების დიდი ნაწილი დაიწვა, მთელი ღამის მანძილზე ბაზრობის ტერიტორიაზე 25 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და დილამდე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ.

მეტი...

როგორ დავაფრთხოთ გველები? – ჰერპეტოლოგის რეკომედაცია

“გოგირდისა და საბურავების დაწვას გველის დასაფრთხობად და გასანადგურებლად აზრი არ აქვს, არსებობს შესაწამლი საშუალებები, თუმცა მასაც ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს,” – ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარია ადამიანებს გარემო ჰქონდეთ მოვლილი. „ის რომ ჩვენ ტერიტორია დავამუშავეთ და შეგვიძლია მთელი ზაფხული მშვიდად ვიყოთ, რომ გველი არ მოგვიახლოვდება – ეს გამორიცხულია. ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენი გარემოს სისუფთავე და იმ ელემენტარული ღონისძიებების გატარება, რომელიც ტერიტორიაზე ქვეწარმავლის შემოსვლისგან დაგვიცავს. მთავარია ჩვენ გვქონდეს გარემო მოვლილი“, – აღნიშნა ჰეპერტოლოგმა.

მეტი...

უკრაინის პირველი ლედი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკა ორმხრივი პნევმონიით ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. შეგახსენებთ, უკრაინის პირველი ლედის გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ის სახლში, იზოლაციაში იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკას მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მეტი...

თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 54 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 54 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – „ფეისბუქის“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა. დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი…

მეტი...

“ახალი შემთხვევების არქონა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს” – მარინა ეზუგბაია

“ახალი შემთხვევების არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეზუგბაიას თქმით, მოსახლეობამ კვლავ უნდა დაიცვას წესები. „გუშინ იყო 879, ახალი შემთხვევა არ გვყავს, კვლავ გვრჩება 879 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 20 გამოჯანმრთელებული გვყავს გუშინდელის შემდეგ, 704 იყო და ახლა 724-ს შეადგენს. ახალი შემთხვევის არ ქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რიგორც ვცხოვრობთ, რეგულაციებით. არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირებისა და პირადი დაცვის საშუალებების საკითხი“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

“ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებული არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ” – სამგორის რაიონის გამგებელი

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებული არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ. „მთელი ღამე ვიყავით მოსახლეობასთან ერთად და ვებრძოდით ხანძარს. შევხვდებით მოსახლეობას, გავიგებთ მათ მოთხოვნებს. ჩვენი მთავარი მიზანია, არავინ დარჩეს უყურადღებოდ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, პროცესში ვიქნებით ჩართული. ძალიან რთულია ზარალზე საუბარი. შიგნით სპეციალური სამსახურები მუშაობენ. როდესაც შევლენ და დაიწყებენ დათვლას, მას შემდეგ შეიძლება, ზარალზე ვისაუბროთ. რაც გადარჩენილია, არავინ არ გაანადგურებს. ტერიტორია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არის იზოლირებული. ბაზრის წარმომადგენლებთან დაგეგმილია შეხვედრა დღეს, რამდენიმე ხანში მათთან გვექნება კომუნიკაცია და საუბარი“, – განაცხადა კახა სამხარაძემ. ვარკეთილის ბაზრობაზე…

მეტი...

ესტონეთის მთავრობამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა

ესტონეთის მთავრობამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. „მივიჩნევ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას. ამ რთულ დროს მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და სწორედ ამიტომ, ესტონეთმა საქართველოს გადმოსცა აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება, შესაბამისად, ამ დახმარებას აქვს სიმბოლური დატვირთვაც, თუმცა ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კრიზისთან გამკლავებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველომ ესტონეთის საელჩოსგან ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი მიიღო. ​ „მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღეთ ესტონეთის საელჩოდან. როგორც მოგეხსენებათ, სადეზინფექციო და ზოგადად დამცავი საშუალებები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალება პანდემიასთან ბრძოლაში. დღეს მივიღეთ 1500…

მეტი...

ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ე.წ „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები – მ.პ. და ც.მ. დამნაშავედ ცნო. „საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები – პ.ლ., მ.პ. და ც.მ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხუთი არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით. სასამართლოს განაჩენით ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მ.პ-ს და ც.მ-ს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში…

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა 19 ივნისიდან დაიწყება

19 ივნისიდან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა დაიწყება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პირობას შეასრულებს და ცვლილებებს მხარს დაუჭერს. მათი თქმით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში, ყველა ის რეკომენდაციაა დაცული, რაც ეუთო/ოდირმა საქართველოს მისცა. ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, 8 მარტს შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

მეტი...

„ვარკეთილში მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია“ – შსს

ვარკეთილში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შსს – ინფორმაციას ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება რომ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეტყობინების მიღებიდან ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა, რის შემდეგაც ცეცხლის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 724-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2 710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

მეტი...

ოსკარის ცერემონია ნაცვლად თებერვლისა, 2021 წლის აპრილში ჩატარდება

40 წლის განმავლობაში პირველად, ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიის თარიღი შეიცვალა. ოსკარებით დაჯილდოების 93-ე ცერემონია, 2020 წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2021 წლის 25 აპრილს ჩატარდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ამასთან, გადავადდა ოსკარზე ფილმების წარდგენის პერიოდიც. თარიღი 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

მეტი...

“საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს” – ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოცაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საქართველო ისეთ ქვეყნებს შორისა, როგორებიცაა ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკია და სლოვენია. ყოველწლიური ანგარიში, 2012 წლიდან აფასებს იმ 140 ქვეყანას, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსურ დახმარებას იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიზანია დარწმუნდეს, რომ ამერიკული გადასახადის გადამხდელთა ფული, ქვეყნების მიერ, მიზნობრივად არის გამოყენებული. საქართველო ანგარიშში პირველად 2014 წელს გაჩნდა და მას შემდეგ დასახელებულია ქვეყნად, რომელიც მოთხოვნებს მუდმივად აკმაყოფილებს.

მეტი...

ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია – ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს

ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. დამწვარია ბაზრის ტერიტორიის 1000 კვადრატული ფართობი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, მობილიზებულია სპეციალური ავტოცისტერნა. ბენზინგასამართ სადგურზე, ან საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება აღარ არის.  ამ დროის ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ძლიერი ცეცხლი გაჩნდა, არავინ იმყოფებოდა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, დაშავებულები არ არიან.

მეტი...