“თუ აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები გადაიდება” – მამუკა მდინარაძე

თუ კატასტროფული მდგომარეობა იქნება და შეუძლებელი გახდა არჩევნების ჩატარება, ან ძალიან მაღალი ვარაუდი იქნება იმისა, რომ არჩევნების ჩატარება ვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს, კონსტიტუციითაა ეს დარეგულირებული და არჩევნები გადაიწევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი გაუქმებიდან 45-დან 60 დღის ვადაში ჩაინიშნება არჩევნების თარიღი. „თუ აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები გადაიდება. ესაა ამ საკითხის ტექნიკური პასუხი. იმედია, არ დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციაში გარკვევით წერია, როდის უნდა გაიმართოს არჩევნები და ეს მიმდინარე წლის 31 ოქტომბერია. საგანგებო…

მეტი...

იტალიაში კოვიდინფიცირების კიდევ 210 შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსი კიდევ 210 ადამიანს დაუდასტურდა, 34 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 237 500 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 34 405 გარდაიცვალა, 178 526 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის პირველი შემთხვევა იტალიაში 21 თებერვალს აღრიცხეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი...

დონალდ ტრამპმა პოლიციის რეფორმის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლიციის რეფორმის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მკაცრად ეწინააღმდეგება პოლიციის დეპარტამენტების დაშლის ან მათთვის დაფინანსების შემცირების იდეას. დონალდ ტრამპის თქმით, პოლიციის გარეშე მხოლოდ ქაოსი იქნება. მისივე განცხადებით, აღნიშნული განკარგულების ხელმოწერით, ის მოუწოდებს პოლიციის დეპარტამენტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაამკვიდრონ პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტები, რათა ემსახურონ საზოგადოებას. „ამერიკელებმა იციან სიმართლე. პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – ანარქია, უსაფრთხოების გარეშე – კატასტროფა. სტანდარტები იქნება ისეთი მაღალი და მტკიცე, რამდენადაც შესაძლებელია. პოლიციის ოფიცერთა უმეტესობა მამაცი და გაბედული საჯარო მოხელეა და ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან. არავის…

მეტი...

11 ივნისის მდგომარეობით საქართველოში 75 374 PCR ტესტი ჩატარდა

11 ივნისის მდგომარეობით საქართველოში PCR ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 75 374 შეადგინა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეორე ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობას ასახავს. ამავე დოკუმენტის თანახმად, 26 769 ტესტი ლუგარის თბილისის ლაბორატორიაში ჩატარდა; ცენტრის იმერეთის სამმართველოში (ქუთაისი) 9954 ტესტი, ხოლო ცენტრის აჭარის სამმართველოში (ბათუმი) 12876 ტესტია ჩატარებული. სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრში (IDH) 2729 ტესტირება ჩატარდა, შპს ნეოლაბში კი – 4493 ტესტირება. საქართველოში, 2020 წლის 30 იანვრიდან 10 ივნისის ჩათვლით, 54 947 (85,3%) უნიკალური პირის კვლევაა ჩატარებული. „ჩატარებული კვლევების უმეტესი…

მეტი...

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, დანარჩენებს, ქვედა კიდურების მოტეხილობები. დაშავებულები სასწრაფომ სტაციონარში გადაიყვანა.

მეტი...

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 4 პაციენტი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 209 ადამიანი. 16 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ 10 662 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით. მათგან 6 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, 126 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. ამჟამად მკურნალობა 4 588 ადამიანს უტარდება.

მეტი...

“დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები” – სალომე ზურაბიშვილი

ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც, მისი თქმით, შეძლო, დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. „როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო, დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი…

მეტი...

თბილისში მე-8 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა და დაიღუპა

თბილისში, ვაზისუბანში, მე-8 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტორიში განუცხადეს გარდაცვლილი 1985 წელს დაბადებული მამაკაცია. გამოიძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები თამაშების კიდევ ერთხელ გადატანას არ გამორიცხავენ

ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები უშვებენ თამაშების კიდევ ერთხელ გადატანის შესაძლებლობას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტალღა იქნება. ამის შესახებ გამოაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა ჰარუიუკი ტაკაჰაშიმ. როგორც მან აღნიშნა, ორგანიზატორები ყველანაირად ეცდებიან 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარებას, რადგან მისი გაუქმება იაპონიისა და მსოფლიოს ეკონომიკას უდიდეს დარტყმას მიაყენებს. მაგრამ თუ კორონავირუსის ახალი აფეთქება მომავალ წელსაც არ მისცემს ოლიმპიადის ჩატარების საშუალებას, მაშინ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად შეიმუშავებს ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადატანის საკითხს. ტოკიოს ოლიმპიადა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიტანეს და ის 2021 წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე…

მეტი...

„საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. „ახალი კორონავირუსის პანდემიამ სოფლის მეურნეობის არაერთი სექტორი, მათ შორის, მერძევეობა რთული გამოწვევის წინაშე დააყენა, შემცირდა მოთხოვნა რძის ნაწარმზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევა ახალ შესაძლებლობად ვაქციოთ და გავზარდოთ ისეთი პროდუქციის წარმოება,  რომლის შენახვა ხანგრძლივი დროით იქნება შესაძლებელი, მაგალითად, როგორიცაა დავარგებული ყველი. მისასალმებელია, რომ საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად   უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და ახორციელებს ისეთ პროექტებს, რაც რძის მწარმოებელ ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მინისტრს მიმდინარე პროექტის…

მეტი...

“მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, აუცილებელია, დადგინდეს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს დანაშაული” – საგარეო უწყება

მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, აუცილებელია, დადგინდეს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თემის კომენტირებისას განაცხადეს. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სუს-მა ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც სავარაუდოდ მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია, დადგინდეს, თუ…

მეტი...

„ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება“ – მთავრობის სტრატკომი

სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, – აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს. „ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“ევროპაში სამხედრო ძალების შენარჩუნება როგორც ევროპის, ისე აშშ-ის ინტერესებშია” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ევროპაში სამხედრო ძალების შენარჩუნება როგორც ევროპის, ისე აშშ-ის ინტერესებშია. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ასე გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ. „პრეზიდენტმა ტრამპმა და მე ეს საკითხი გასულ კვირას ტელეფონით განვიხილეთ. ჩემი გზავნილი შემდეგი იყო: ევროპაში აშშ-ის ყოფნა როგორც ევროპისთის, ისე აშშ-სთვის კარგია, რადგან ტრანსატლანტიკური კავშირები მნიშვნელოვანია ალიანსის სიძლიერისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ევროპაში აშშ-ისა და კანადის ძალების ყოფნა ტრანსატლანტიკურ კავშირს აძლიერებს. „მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში ჩრდილოეთ…

მეტი...

“ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია” – თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია. უწყებაში განმარტავენ, რომ ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ რაიმე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა და არც იგეგმება. „ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციას წარმოადგენს. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მინისტრის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში საუბარი იყო ქალთა როლსა და მონაწილეობაზე თავდაცვის ძალების საქმიანობაში და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ასევე, სამინისტროს მიერ ქალებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, რათა მათ სურვილისამებრ შეძლონ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. შესაბამისად,…

მეტი...

“საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინში არ გადაიყვანენ” – საგარეო უწყება

საქართველოდან გერმანიაში ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა, – აღნიშნულის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2020 წლის 15 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრის თემატური გაგრძელება იყო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას. მათივე ინფორმაციით, მინისტრისა და ელჩის შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა…

მეტი...

გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დაიშვება ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტების შესვლა

პირველი ივლისის შემდეგ ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან საზღვრებს მხოლოდ წევრი სახელმწიფოების საერთო თანხმობით გახსნის,- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ევროკომისიის მკაფიო მოთხოვნაა, შერჩეულმა მესამე ქვეყნებმა ევროკავშირის უკლებლივ ყველა წევრ სახელმწიფოს საზღვარი გაუხსნან. „შედეგად საზღვრების გახსნა არ მოხდება სელექციური პრინციპით სასურველ ქვეყნებთან. ევროკომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს შორის სამოგზაურო შეზღუდვების ნაწილობრივი და ეტაპობრივი მოხსნის შესახებ. ევროკავშირი რეკომენდაციას იძლევა, რომ ივლისამდე მესამე ქვეყნებთან არ მოხდეს საზღვრის გახსნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით გამოქვეყნდა ზოგადი რეკომენდაცია მესამე ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთი ექთანია, – სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის უდი­დეს ნა­წილს (84%) ქა­ლე­ბი წარ­მოადგენენ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ან­გა­რიშ­შის მიხედვით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელიცაა, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, გარ­დაც­ვლი­ლი 70 წლის ექთა­ნი ქა­ლია. “სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2020 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან 10 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა დას­ნე­ბო­ვა­ნე­ბის 119შემ­თხვე­ვა, რაც ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის (829) 14,4%-ს შე­ად­გენს, მათ შო­რის84,9% (101 შემ­თხვე­ვა) არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და 15,1% (18 შემ­თხვე­ვა) – ტექ­ნი­კუ­რი­პერ­სო­ნა­ლი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­დან (101 პირი) ერთი შემ­თხვე­ვა კლა­სი­ფი­ცირ­და,რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი COVID-19. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბი­სას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­სა­ქარ­თვე­ლო­ში 100 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, რაც ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის12,06%-ია. ხსე­ნე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან ლე­ტა­ლუ­რად დას­რულ­და…

მეტი...

“თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების” გამარჯვებას კიდევ უფრო გააადვილებს” – მამუკა მდინარაძე

ნებისმიერ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად, გარანტირებულად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს “ქართული ოცნების” გამარჯვებას კიდევ უფრო გაამარტივებს. “ნებისმიერ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად, გარანტირებულად გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს “ქართული ოცნების” გამარჯვებას კიდევ უფრო გააადვილებს მაჟორიტარულ ოლქებში, პირველივე ტურში. თუ ერთი საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ, ამ შემთხვევაში, მეორე ტური ვეღარ და აღარ იქნება და მინიმუმ 60%-იანი რეიტინგით დავასრულებთ არჩევნებს პირველივე ტურებში, მათ შორის თბილისში. რაც არ უნდა ქნან, რეიტინგები და განწყობა მეტყველებს იმაზე,…

მეტი...

“რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო ცვლილებები მოქმედ რადიო მაუწყებლებს არ ეხებათ” – კომუნიკაციების კომისია

საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზირების საკონკურსო წესის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საკონსულტაციო დოკუმენტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს კომისიის მიერ შემუშავებული სტრატეგია რადიო მაუწყებლებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებსა და სირთულეებს შეუქმნის. აღნიშნულ ინფორმაცის კავშირი არ აქვს სიმართლესთან, შესაბამისად, ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სტრატეგიით დადგენილი ცვლილებები არ ეხება უკვე არსებულ და გაცემულ ლიცენზიებს, რომლებსაც 10+10, ანუ ჯამში 20 წლიანი მოქმედების ვადა აქვს კანონით. ახალი პროცედურები და ცვლილება მხოლოდ ახალ რადიომაუწყებლობაზე გამოცხადებულ ლიცენზიის მაძიებლებს  შეეხებათ. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარი და საფუძველს მოკლებულია, მოქმედი რადიო მაუწყებლების…

მეტი...

„სტოპკოვ ფონდიდან“ მოხდება დამატებით დახმარებების პაკეტის შემუშავება” – გიორგი კაკაურიძე

ბიუჯეტში ასახულია იმ ფონდის თანხა, რომელიც სპეციალურად კრიზისის დროს შეიქმნა, ხაზინის ანგარიშზე შეიქმნა სტოპკოვ ფონდი, რომელშიც 133,5 მილიონი ლარია აკუმულირებული, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. მისივე თქმით, აკუმულირებული თანხიდან ჯერ არაფერი არ არის ჯერ დახარჯული. ეს განცხადება კაკაურიძემ ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მას შეკითხვა მოქალაქეების დახმარების შესახებ დაუსვეს. „ბიუჯეტში პირდაპირ გაიწერა, რომ მხოლოდ ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ან ვირუსისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე დასახმარებლად შეიძლება, მიემართოს და ის მოქალაქეები, რომლებიც დარჩებიან ამ პაკეტიდან, რაც უკვე ჩადებულია ბიუჯეტში, ვისი დახმარებაც ვერ მოხერხდება, შესაძლებელია, სწორედ ამ ფონდიდან მერე კიდევ იყოს დამატებითი…

მეტი...

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია

დღეს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი იმპორტირებულია, ინფიცირებულები აზერბაიჯანის  მოქალაქეები არიან, ისინი “ტრალიერის” მძღოლები არიან, მესამე კი  20 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, როგორც მედიკოსები აცხადებენ მისი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია.აზერბაიჯანის მოქალაქეები ამჟამად “თბლისის ზღვის ჰოსპიტალში” იმყოფებიან. „ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ საზღვარზე გამოუვლინდათ სიმპტომები და სწრაფი ტესტით დაუდგინდათ კორონავირუსი, ერთი კი არის საქართველოს მოქალაქე 20 წლის, პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, მისი ბებიაც იქ მკურნალობს, პირველწყარო იყო ბებია,“ – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური მედიცინის განყოფილების უფროსმა მარეხ ბელქაიამ. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შემთხვევების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის გოგო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა მამასთან და ძმასთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

“ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი, იგეგმებოდა ერთ- ერთ ჟურნალისტთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის განხორციელება” – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, გასარკვევია რა იგეგმებოდა რეალურად და რა კავშირი ჰქონდა ამასთან ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებს. “ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი, იგეგმებოდა ერთ- ერთ ჟურნალისტთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მივცეთ გამოძიებას მსვლელობის შესაძლებლობა და ნაადრევად არ გავაკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელმაც შესაძლოა, იმოქმედოს განწყობის შექმნაზე. აქედან გამომდინარე, მთავარია გამოძიება მივიდეს ბოლომდე. რაც მთავარია, შეუიარაღებელი თვალით იკვეთება…

მეტი...

“სუს-მა უსერიოზულესი დანაშაული აღკვეთა და მოქალაქეებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უსერიოზულესი დანაშაული აღკვეთა და მოქალაქეებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. „არ შეიძლება, ამ მძიმე დანაშაულის მიზანი მიმართული ყოფილიყო მხოლოდ ერთი ადამიანისკენ. ეს მიმართული იყო სახელმწიფოსკენ, მისი სტაბილურობისკენ და საბოლოო მიზნადაც იმას ისახავდა, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო. ამის ერთ-ერთი „შემოქმედი“ რუსეთია. ეს უკვე დადასტურებულია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სხვაა, ვის ინტერესებში ჯდება ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ვინც მისმენს, თითოეული ადამიანი, ალბათ, დასკვნას თავის თავთან გააკეთებს. მგონი ბევრი კამათი ამ თემას არ სჭირდება. მე საუბარი არსაითკენ არ მიმყავს. აქ 100%-იანი სიზუსტით ინფორმაცია…

მეტი...

“მაისში კორონავირუსის მძიმე და კრიტიკულად მიმდინარე შემთხვევების წილი შემცირდა” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

ახალი კორონავირუსით დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე თვეების მიხედვით შეიცვალა, – ამის შესახებ ახალი კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ მომზადებულ ანალიზშია აღნიშნული, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის აპრილში მარტის თვესთან შედარებით 20 პროცენტით შემცირდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა და თითქმის გასამმაგდა მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის შემთხვევების წილი. მაისში ამ პროცესმა უკუცვლილება განიცადა და კვლავ 26 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარე შემთხვევების რაოდენობა და სამჯერ შემცირდა მძიმე და კრიტიკულად მიმდინარე შემთხვევების წილი (27 პროცენტიდან 8 პროცენტამდე). იგივე კვლევის თანახმად, იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებოდა ჭარბი წონა ან…

მეტი...

მგზავრებს აეროპორტებში გამოცხადება სამი საათით ადრე მოუწევთ

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, თამარ არჩუაძის განმარტებით, აეროპორტებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირბადის სავალდებულო ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვას და მგზავრების თერმოსკრინინგს. მისივე განცხადებით, მგზავრებს აეროპორტებში სამი საათით ადრე მოუწევთ მისვლა, მიზეზი ის პროცედურებია, რომელთა დანერგვაც COVID-19-ის პანდემიის გამო, ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს მოუწიათ. „გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება, მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა. ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე. არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას, თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში სამი საათით ადრე გამოვცხადდებით“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

მეტი...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის მეორე ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაასახელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მეორე ეტაპზე ექვსი კანდიდატი გაიყვანა. ეს კანდიდატებია: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე, პაატა ქათამაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი და ამირან ძაბუნიძე. შემდეგ ეტაპზე ინფორმაციის მოძიება დაიწყება, რის შემდეგაც კანდიდატებთან საჯარო მოსმენა გაიმართება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს.

მეტი...

„პლაქვენილის“ გამოყენება კვლევის ფარგლებში დაშვებულია” – თამარ გაბუნია

აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ ჰიდროქსიქლოროქინისა (პლაქვენილის) და ქლოროქინის გამოყენების ნებართვა გააუქმა. ამასთან დაკავშირებით განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. თამარ გაბუნიას თქმით, მედიკამენტ „პლაქვენილთან“ დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო და დღესაც ასე გრძელდება. გაბუნიას თქმით, „პლაქვენილის“ გამოყენება დასაშვებია კვლევის პირობებში და ვინაიდან საქართველო სოლიდარობის კვლევის მონაწილეა, პაციენტები კვლევის ფარგლებში ამ მედიკამენტს იღებენ, მაგრამ გვერდითი მოვლენების კუთხით მკაცრი მონიტორინგით. „ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ კლინიკურ კვლევებში „პლაქვენილის“ ეფექტურობა მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით არ დადასტურდა და არ იქნა მიღებული ისეთი მონაცემები, რომელიც იტყოდა, რომ „პლაქვენილს“ აქვს დადებითი ეფექტი მდგომარეობის შემსუბუქების, გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესების ან…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა”, – ამის შესახებ კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ანგარიშშია აღნიშნული. „ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ერთ-ერთი რისკ ჯგუფია „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქებაში და მათი ინფიცირების პრევენცია მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ინფექციის გადაცემის ჯაჭვში სამედიცინო პერსონალს ხშირ შემთხვევაში წამყვანი როლი მიუძღვის“, – აღნიშნულია ანგარიშში. ​დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე მსოფლიოში 5-დან 20 პროცენტამდე მერყეობს. „საქართველოში 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4 პროცენტს შეადგენს, მათ შორის 84,9 პროცენტი (101 შემთხვევა) არის…

მეტი...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი სამ პაციენტს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი სამ პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ. აღნიშნულ საკითხზე განცხადება ზღვის ჰოსპიტალში 17:00 საათზე გაკეთდება. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 882-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელდა 724 პაციენტი.

მეტი...

“ქუჩაში დადებული ხილ-ბოსტნეული არ უნდა ვიყიდოთ” – ხათუნა ახალაია

ეკოლოგ-ექსპერტიის, ხათუნა ახალაიას ინფორმაციით, დღეს, საქართველოში ღია ბაზრობები არ კონტროლდება. “შეიძლება, ძალიან კეთილსინდისიერად მოყვანილი პროდუქციის გვერდზე იყოს არაკეთილსინდისიერად მოყვანილი ანუ ჭარბი მინერალებითა, თუ ორგანული სასუქებით გაჯერებული პროდუქტი”, – აღნიშნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში”. როგორც ხათუნა ახალაია აღნიშნავს, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არის სუპერმარკეტები და მარკეტები, რომლებიც უფრო მეტად დაცულად ითვლება.  “მედიაცენტრი მთავარის” კითხვაზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი ინტოქსიკაციისგან, ხათუნა ახალაია პასუხობს: “ძალიან რთულია ადამიანებს მოუწოდო, რომ საკოლმეურნეო ბაზრობებზე პროდუქტი არ შეიძინონ. ამის კვლევა მე არ მაქვს, თუმცა მაქვს სოფლის მეურნეობის კუთხით მწარმოებლებთან შეხება და ვიცი, როგორი სქემით მოჰყავთ ერა თუ ის პროდუქცია. აქედან გამომდინარე, რისკს…

მეტი...

“ბანაობა საშიში არაა, საშიშროება დგება ხმელეთზე ანუ პლაჟზე, ან აუზზე, სადაც რუჯს იღებენ” – პაატა იმნაძე

“ბანაობა საშიში არაა, საშიშროება დგება ხმელეთზე ანუ პლაჟზე, ან აუზზე, სადაც რუჯს იღებენ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ფეკალიებიდან ვირუსის გადაცემის გზა ჯერ დადასტურებული არაა, შესაბამისად დღეისთვის უსაფრთხოდ ითვლება როგორც ზღვაში, ასევე აუზებში ბანაობა, მით უფრო აუზები იქლორება. ბანაობა საშიში არაა, საშიშროება დგება ხმელეთზე ანუ პლაჟზე, ან აუზზე, სადაც რუჯს იღებენ. ასევე რისკის ფაქტორია გასახდელები. აქ ყველა რეკომენდაცია მკაცრად გასათვალისწინებელია. ზღვაზე ბანაობაც კარგია, აუზებიც მალე გაიხსნება და მშვენიერია, მაგრამ ხმელეთზე მკაცრად მოგვიწევს რეგულაციების დაცვა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მეტი...

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ინდიკატორულ გაზომვებს 2015 წლიდან ახორციელებს. წელს, სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრამეტე ეტაპს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა საქართველოს 25 ქალაქში განისაზღვრება. აღებული სინჯები დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გაიგზავნება. შედეგების შეფასება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად ხორციელდება, ხოლო მიღებული შედეგები, უახლოეს მომავალში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge გამოქვეყნდება.

მეტი...

“ღია ბაზრობებზე, ძირს, გამონაბოლქვების გვერდით დალაგებული პროდუქცია სარისკოდ ითვლება” – ხათუნა ახალაია

“ნიტრატებისა და ნიტრიტების ჭარბი მოხმარება, ორგანიზმში იწვევს კუჭის გაღიზიანებას, თავის ტკივილის შეგრძნებას – ეს არის ის მახასიათებლები, რომელიც შეიძლება იგრძნო. ამასთან, ამ ნივთიერებებს აქვთ უნარი ჰემოგლობინთან კავშირის და აქვეითებს სისხლში ჟანგბადის გადატანას. სწორედ ეს იწვევს ანემიურ მდგომარეობას, თავის ტკივილებსა და ა.შ.”, – ამის შესახებ ეკოლოგ-ექსპერტმა, ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა პროდუქტი, რომლის რეალიზაციის დროს არაა ჰიგიენური ნორმები დაცული, საშიშია. “ვინაიდა, რეალიზაციის პროცესში, ღია ბაზრობებზე, ძირს, გზის პირას, გამონაბოლქვების გვერდით დალაგებული პროდუქცია სარისკოდ ითვლება. სარისკოა ძირხვენიანი პროდუქტები. იყენებენ ჰერბიციტებს, ბალახის საწინააღმდეგო პესტიციდს, რომელსაც ძალიან ცუდი თვისებები აქვს. ხოლო, პროდუქციაში პესტიციდის…

მეტი...

რომელია ზაფხულის სეზონზე, ინტოქსიკაციის კუთხით, ყველაზე საშიში პროდუქტი? – ეკოლოგ-ექსპერტის განმარტება

“ზაფხულის სეზონზე მოყვანის კუთხით, ყველაზე საშიში ხილიდან არის ის, რაც მიწასთანაა კავშირში. მაგალითად, მარწყვი, ნესვი, საზამთრო და ა.შ.”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ეკოლოგ-ექსპერტმა, ხათუნა ახალაიამ განაცხადა.  მისი თქმით, მიწა მიკრო-ბიოლოგიური დაბინძურების წყაროა, ხოლო ნაკელი, რომელსაც სოფლის მეურნეობაში აქტიურად იყენებენ, ხშირ შემთხვევაში, სწორად არაა დამწვარი, გაჯერებულია პათოგენებით რომელიც იწვევს სხვადასხვა ტიპის დაავადებას. “სეზონური ხილი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც უნდა მიიღოს ადამიანმა ორგანიზმის განვითარებისთვის. ზოგჯერ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ინტოქსიკაცია ხდება და ხშირად ისმევა კითხვა – საიდან და რატომ ხდება ეს პროცესი, რა პროვოცირებს ამ ინტოქსიკაციას და რა არის ძირითადი წყარო ამ დაბინძურების, ან მავნე…

მეტი...