“ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლი უხვად ეფინება საქართველოს” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ყველა წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, წმინდანი ცდილობს, იყოს უკეთესი დღეს, ვიდრე გუშინ და სულიერ კიბეზე ადის. „ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღე. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს. როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ვნახე ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას, თეიმურაზ, ლოცულობ ჩვენთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე.…

მეტი...

COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 4 ე.წ. მუშევანის კლასტერიდან არის

იზრდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირებული პაციენტების რიცხვი. 13 ახალი ინფიციფრებულიდან 4 ე.წ. მუშევანის კლასტერია. როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზაშვილის თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაძლოა ხვალიდან სოფელი გეტა გაიხსნას. “სტაბილურია სიტუაცია. კონტროლს ექვემდებარება მთლიანად. სოფელი გეტა სავარაუდოდ ხვალ გაიხსნება, ჩვენ გვაქვს ეპიდემიოლოგების სარეკომენდაციო წერილი გახსნაზე და მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით, დიდი ალბათობით ხვალ გეტა გაიხსნება. ვფიქრობთ, რომ თვის ბოლოსთვის მუშევანიც შესაძლებელია გაიხსნას,” – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13-ვე ფაქტი იდენტიფიცირებულია, ცნობილია ინფექციის გავრცელების წყაროები და საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს.

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში დარჩენილი ერთი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სავარაუდოდ ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. „პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ დაცალა თავისი კლინიკა. დარჩენილი ყავდათ ერთი პაციენტი, რომელსაც ნათესავები ჰყავდა ჩვენს კლინიკაში და ძალიან გვთხოვა ბატონმა ლევანმა, გვერდით დავდგომოდით, რათა ხვალიდან მულტიფუნქციურ რეჟიმში გადავიდეს კლინიკა. შესაბამისად, ეს პაციენტი ჩვენთან გადმოვიდა და აქ აგრძელებს მკურნალობს“,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

მეტი...

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 35 წლის მამაკაცი მაგლიანას დასახლებაში აიყვანეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბინების ქურდობის გამო იძებნებოდა. ის ერთ-ერთი სახლის ძარცვის მომენტში გაქცევის მცდელობის დროს დააკავეს. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს ერთი დაემატა. სულ დადასტურებულია – 864 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული – 703, გარდაიცვალა – 14.

მეტი...

“ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა „მზიურის“ სივრცე, როგორც საბავშვო სკვერი” – კარლ ჰარცელი

“ვამაყობ, რომ ევროკავშირი, ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი იყო თანამონაწილე საქმის, მომხდარიყო ცნობილი „მზიურის“ ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ახალ „მზიურად“, – ამის შესახებ „მზიურის“ განახლებული პარკის გახსნაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „მზიური“ უნიკალური სკვერია. მან მწერალ ნოდარ დუმბაძეც ისაუბრა, როგორც „მზიურის“ დაარსების იდეის ავტორზე და აღნიშნა, რომ ის ბრძენი იყო. „ნოდარ დუმბაძე იყო ძალიან ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა ეს სივრცე,  როგორც ბავშვების სკვერი. მე ვამაყობ, რომ ეს მემკვიდრეობა გრძელდება. ვიცი, მისი ოჯახის წევრები აქ არიან და მინდა, მოვისმინო მათი ფიქრები იმასთან დაკავშირებით, თუ რა განხორციელდა აქ. ჩემთვის ეს არის უნიკალური პროექტი, რადგან…

მეტი...

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება (ვიდეო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში მოწყობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საველე შტაბი. „ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. სალიკვიდაციო სამუშაოები 13 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა გააგრძელეს ტერიტორიის მონიტორინგი, ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები გათენებისთანავე განახლდა. „აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების…

მეტი...

თბილისში ერთ დღეში აფეთქებას სამი კორპუსი გადაურჩა

თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონსა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია. „სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები, საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის – 114-ის თანამშრომლებმა ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივე კორპუსში, სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა“, –…

მეტი...

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ავტომობილით 10 წლის ბავშვს დაეჯახა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი ავტომობილით 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ თავად მინისტრი ფეისბუქზე წერს. „სამწუხაროდ, საათ-ნახევრის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევი. ავტომობილით, რომელსაც მე ვმართავდი, 10 წლის ბავშვს შევეჯახე. პირადად გადავიყვანე ბავშვი საავადმყოფოში, სადაც მას ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდა. მარჯვენა ხელზე რამდენიმე ნაკაწრის გარდა არასრულწლოვანს სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გარკვეული დროის განმავლობაში ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება, შემდეგ კი სახლში გაეწერება. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიციაც“, – წერს არსენ ტოროსიანი.

მეტი...

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი მამაკაცი მათი თანამშრომელი იყო. ეროვნული ბანკი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. „ძალიან სამწუხარო ამბავი… გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა. ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ადასტურებს. საქართველოში კორონავირუსის შედეგად 14 პაციენტია გარდაცვლილი.

მეტი...