“არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს” – ირაკლი კობახიძე

“არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე 31 ოქტომბრამდე პერიოდს, მაშინ არჩევნები ჩატარდება დეკემბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“ჯარიმები მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მთავრობა პირბადის ტარების წესს დაადგენს” – ანრი ოხანაშვილი

“პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმება მას შემდეგ დაიწყება, რაც მთავრობა შესაბამის წესს დაადგენს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წესზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და  სანქციები სავარაუდოდ, უკვე ორშაბათიდან ამოქმედდება. „საკითხი არის მარტივად. არაფერი საპანიკო არ არის და საკითხი არ დგას ისე, რომ დღეს ვინმეს დააჯარიმებენ. ზოგადად, რეკომენდაცია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის, რომ დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადე უნდა ატაროს ყველამ. რაც შეეხება სანქციებს, ლოგიკურია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული კანონი ამოქმედდა, თუმცა ამ კანონშივე არის დასკვნა გაკეთებული, რომ უნდა შემუშავდეს წესი…

მეტი...

ემზარ კვიციანმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

“ჩემო ძვირფასო პატრიოტებო, გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი”, – ამის შესახებ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეზე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ ,მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე,…

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 4 კურსანტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე კურსანტი კარანტინზე იმყოფება. საერთო ჯამში ამ დროისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 76 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 40 უკვე გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“ვერავინ ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ 2012 წლის შემდეგ რაღაც შევიძინე ამ ქვეყანაში” – გიორგი გახარია

“ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა მოსდევენ ყველაფერს,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მისი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან, შემძენთან და დეკლარაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. „მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად. თქვენ შეგიძლიათ, ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის. ვინმეს რამე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ, მოიტანეთ. რეალურად, ეს ყველაფერი არის ჭორაობა, რასაც  აკეთებთ. ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს, რეალურად, სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა მოსდევენ…

მეტი...

“თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, შევუერთდებით მეორე ტალღას” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ „კოვიდ-19“ არსად მიდის და მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ პრობლემას. „თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არ არის სწორი, შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ ის არსებული უნარ-ჩვევები, ანუ არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა შევქმნათ თავშეყრილობისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე აუცილებელი მიზეზების გარეშე. არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთაგან თავის შეკავება გვჭირდება, თორემ მეორე ტალღამდე ჩვენ მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას, მეორე ტალღა კი არ დაიწყება, გაგრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.…

მეტი...

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა

“კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ორივე შემოტანილი შემთხვევაა. „ასევე ორმა დატოვა ჩვენი ცენტრი და სულ კვლავ 38 პაციენტი მკურნალობს. ჩვენი ცენტრის სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა, ჯერჯერობით კვლავ ორი მძიმე პაციენტი გვყავს, დამატებით პროგრესირება არ ხდება. სტაბილურია უკვე სიტუაცია, ალბათ რამდენიმე დღეში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პროგნოზულად კეთილსაიმედო იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 702-ს  შეადგენს. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევა არის დადასტურებული. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 702-ს  შეადგენს. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

“არ ვიცით, რეგულაციებს რომ ავაფარებთ, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები” – რუსუდან ჯაფარიძე

“არ ვიცით, რეგულაციებს რომ ავაფარებთ, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა გიდმა და „საქართველოს გიდების ასოციაციის“ წევრმა, რუსუდან ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ რეგულაციებიდან რამდენიმე პუნქტის ამოღება მოხდა, მაგრამ ზოგიერთი წესის შესრულება, რასაც შემოღებული რეგულაციები მოითხოვს, შეუძლებელია. „ნეტავ, ტურისტი ჩამოვიდოდეს და დღეს გამოსავალი ეს არის, სხვა არაფერი. იმიტომ, რომ ჯერ მოლაპარაკება რეალურად, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს და ისიც არ ვიცით, ჩამოვლენ თუ არა, ამ რეგულაციებს რომ ავაფარებთ, შვიდნი ერთ ტრანსპორტში ვერ ჩასხდებით და ამიტომ 15-კაციანი ავტომობილი უნდა იქირაოთ-თქო. რეგულაციაში წერია, რომ მძღოლს ცალკე თერმომეტრი უნდა ჰქონდეს და…

მეტი...

გორში, კორონავირუსი “ემბავუდის” ინფიცირებული თანამშრომლის მეუღლეს დაუდასტურდა

გორში „კოვიდ 19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი დაუდასტურდა „ემბავუდის“ ინფიცირებული თანამშრომლის მეუღლეს. არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იმყოფებოდა. დღეს ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ნიმუშებს აუღებენ.

მეტი...

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 5 წელი გავიდა

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 5 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი. 13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

მეტი...