“ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს” – ჟიჟილაშვილმა და სანაიამ “ტვ პირველი” დატოვეს

ტვ “პირველის” წამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეარხი დატოვეს. ტელეარხი მათთან ერთად დატოვეს ამავე გადაცემის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა. “მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზებზე”, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მეტი...

“ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ცოცხალი ვირუსი დედის რძეში” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება ბავშვს დედის რძით შეიძლება გადაეცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ანშუ ბანერჟიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ცოცხალი ვირუსი დედის რძეში. ამიტომაც, კორონავირუსის დედისგან შვილზე გადაცემის რისკი დადასტურებული არ არის“, – განაცხადა ანშუ ბანერჟიმ. თავის მხრივ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკხოვემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს რეკომენდაცია ის არის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ დედებს შეუძლიათ ჩვილების მკერდით კვების გაგრძელება. „ბავშვისთვის ეს უსაფრთხოა“, – დასძინა მან.

მეტი...

ქუთაისი-ზესტაფონის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა​

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მეტი...

“ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში” – ვანო მერაბიშვილი

ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, რომ არსებული ხელისუფლება გაუშვას პენსიაში. „მე ვარ ჩემს მეგობრებთან, ძმაკაცებთან. ამ ადამიანებთან მაკავშირებს მეგობრობის უამრავი წელი. ძალიან მიხარია, რომ დამხვდნენ ამაყი, ლაღი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გაიმარჯვებენ და მე მგონი, ქუთაისში იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში არის მთავარი ოპოზიციური პარტია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაამარცხოს ივანიშვილი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, ენერგია, გამოცდილება და, რაც მთავარია, ნება, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში, ქვეყანას მისცეს ნათელი მომავალი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მეტი...

ნაძალადევში, მახალდიანის ქუჩაზე, 6 კერძო სახლი დაიწვა

ნაძალადევის რაიონში, მახალდიანის ქუჩაზე,  რამდენიმე კერძო სახლი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სახლების რაოდენობა დაახლოებით 6-ია. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სადენებმა გამოიწვია. შედეგად არავინ დაშავებულა და ადამიანების გამოყვანა დროულად განხორციელდა.   ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ისინი დაზარალებულებს დაეხმარებიან და ღია ცის ქვეშ არ დატოვებენ. 

მეტი...

ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული 68 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკის ადმინისტაციაში მუშაობს. დაწესებულების კლინიკური დირექტორისთვის, მანანა ჟვანიასთვის დაინფიცირების წყარო უცნობია.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ადგილობრივი შტაბი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში კორონავირუსზე 23 ადამიანი გამოიკვლიეს, დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ მათგანს – კურსანტს აღმოაჩნდა, რომელსაც უახლოეს საათებში გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ. საერთო ჯამში კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 37 ადამიანს დაუდასტურდა, 27 გამოჯამრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

მეტი...

“თუ ოდესმე კორუფციაში მამხელთ, ერევნის ცენტრში ჩამომახრჩვეთ” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანის მთავრობის მიმართ უნდობლობის გაზრდაა. მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაუჯერონ ყალბ ინფორმაციას. ფაშინიანის განცხადებით, თუ ვინმე იტყვის, რომ მას ხელფასის გარდა კიდევ შემოსავლის სხვა წყაროები აქვს, ეს ტყუილი იქნება. „თუ ვინმე ოდესმე კორუფციაში მამხელს, მოვუწოდებ სომხეთის მოქალაქეებს, დედაქალაქის მთავარ მოედანზე ჩამომახრჩონ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მეტი...

“გამიჭირდება პროგნოზირება, ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება თუ არა” – ირაკლი სესიაშვილი

“კოვიდ 19“ არსად წასულა. სამწუხაროდ, ეს უხილავი მტერი ქვეყანაშია”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამიტომაც სიფრთხილეა საჭირო. „მოგვიწევს, ვიყოთ ფრთხილად. თავისთავად ცხადია, ეპიდემიოლოგებს, მთავრობას და შესაბამის სამსახურებს აქვთ იმის კომპეტენცია, რომ თვალყური ადევნონ პროცესის განვითარებას. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ მეტი სიფრთხილისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. კითხვაზე, ეპიდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება თუ არა, დეპუტატი პასუხობს: „გამიჭირდება რამის პროგნოზირება“.

მეტი...

თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე ორი ორსართულიანი სახლი იწვის

თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე ორი ორსართულიანი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია ათი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სახლებიდან უკვე განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.

მეტი...

“სამწუხაროდ, ვირუსი ისევ ჩვენთან არის, აწი რა იქნება, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული” – გიორგი გახარია

“ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებს. მთავრობის მეთაურის თქმით, დამსაქმებელმა კომპანიებმა უნდა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ სამუშაო ადგილებზე ვირუსის გავრცელების რისკი არ იყოს. „სამართლიანობა და ეფექტურობა ეს იყო ის გასაღები რითაც ჩვენ შევძელით ამ ვირუსთან დღემდე, ჯერჯერობით ნორმალურად გამკლავება. აწი რა იქნება ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. არაფერი არ დაგვიმარცხებია ჯერ, არაფერი ლიკვიდირებული არ არის და სამწუხაროდ ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის. უნდა მივეჩვიოთ ამასთან ცხოვრებას, მოგვიწევს ადაპტაცია.…

მეტი...

პრეზიდენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით კანონპროექტს ხელი მოაწერა

პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. აღნიშნული წესი ძალაში საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე შევა. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით. ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. ასევე, 20-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე.

მეტი...

“არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად ბოკერიასთან, უგულავასთან და სხვებთან დგომა?” – ღარიბაშვილი ბესელიას

“თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად ბოკერიასთან ერთად დგომა, უგულავასთან და სხვებთან?”– ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ქალბატონი ბესელიას კითხვა, მიქმნის თუ არა რაიმე დისკომფორტს, კონკრეტული გვარები არ დაგისახელებიათ, ზოგადად თქვით, კონკრეტული პიროვნებების ერთ გუნდში ყოფნა. ვერ გავიგე თქვენი შეკითხვა, მაგრამ მეც მაქვს იგივე შეკითხვა – თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს მაგალითად ბოკერიასთან ერთად დგომა, უგულავასთან და სხვებთან. თქვენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ უნდა მეპასუხა თქვენთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ და ჯარში წასვლის მეტი სურვილი გამოთქვან” – ირაკლი ღარიბაშვილი

“თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით. კერძოდ, ჩვენს სისტემაში 8%-ს ქალები წარმოადგენენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. „სამოქალაქო ნაწილში 51% მანდილოსანია, ხოლო მისიებში – 2.7%. სულ ახლახანს 25 მანდილოსანი ჩაეწერა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქალების მხრიდან ინტერესი მზარდია და ჩვენ ამ მიმართულებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არაა სავალდებულო, მაგრამ ვინაიდან ქალებს აქვთ პრეზენზია და ასეცაა ეს – რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის ესაა ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ქვეყნის…

მეტი...

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ ერთ მედდას დაუდასტურდა. ის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებია და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის კონტაქტია. ამ დროისთვის, შიდა ქართლში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდის სამი კონტაქტია ინფიცირებული და სამივე საავადმყოფოს თანამშრომელია.

მეტი...

სენაკში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – დაკავებულია სავარაუდოდ, რამდენიმე პირი

სენაკში, ნინოშვილის ქუჩაზე, სასტუმრო “ვერსალის” მიმდებარედ სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა დანაშაულზეა საუბარი, თუმცა არსებობს ვერსია, რომ საქმე თანხის გამოძალვას ეხება. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მეტი...

ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სუსის წარმომადგენლები, მიმდინარეობს ერთ-ერთი ავტომობილის ჩხრეკა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცოპერაციის დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ერთი ადამიანი.

მეტი...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამშობლოში დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში, უცხოეთიდან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანა, ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულებაა. „ამაში არ არის ახლა რაღაც გმირობის ტოლფასი საქციელი, ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება, დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი. ჩვენ რაც შევძელით, ის გავაკეთეთ. ვცდილობდით, მაქსიმალურად მივსულიყავით თითოეულ კონკრეტულ შემთხვევამდე, რასაც, რა თქმა უნდა, აკეთებდა პირველ როგში საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან მე ნანახი მაქვს ჩანაწერები, რა ხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის საელჩოსთან. უბრალოდ ეს უკიდურესად ემოციური იყო, ეს ყველაფერი მძიმე იყო“,- განაცხადა გიორგი…

მეტი...

თავდაცვის სამინისტრო სამხედროების წარჩინებული შვილების სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის მილიონ ლარს გამოყოფს

“ჩვენი სამხედროების წარჩინებული შვილების სწავლის საფასურის თანადაფინანსებას ვაპირებთ, ასევე, დაინიშნება მინისტრის სტიპენდიაც”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით დაახლოებით მილიონ ლარს გამოყოფენ. „ასეთი ინიციატივა მაქვს, კიდევ ერთი, განათლების მიმართულებით, ჩვენი სამხედროების წარჩინებული შვილების სწავლის საფასურის თანადაფინანსებას ვაპირებთ. ამ მიმართულებით დაახლოებით მილიონ ლარს გამოვყოფთ წელს. ასევე, სამხედროების წარჩინებულ შვილებს მინისტრის სტიპენდიაც დაენიშნებათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი...

“არ დავუშვებთ ჯარის და ჯარისკაცების პოლიტიზებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯარის პოლიტიზირების პირდაპირი მცდელობა იყო საუბარი იმაზე, თითქოს სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში, საქართველოს გმირი ჯარისკაცების ჰააგაში გასამართლება მოხდებოდა. ღარიბაშვილის თქმით, სინამდვილეში, არავითარი ნეგატიური პროცესები ამ მიმართულებით არ განვითარებულა. „ბატონი ბენაშვილის კითხვა შეეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალიან სამწუხარო, მე ვიტყოდი სამარცხვინო, სამხედრო ოფიცრებისთვის უკადრისი პრეცედენტების შექმნას, საშიში პრეცედენტების შექმნას, არ მოვერიდები მე ამის თქმას. მოგეხსენებათ ყველას, პრეზიდენტის მიმართ გაისმა არაერთი ბრალდება, ცილისწამება, დაუსაბუთებელი საუბაური იყო იმაზე, თითქოს ქალბატონი სალომეს არჩევის შემთხვევაში, მოხდებოდა ჩვენი გმირი ჯარისკაცების ჰააგაში გასამართლება.…

მეტი...

„ეს ბიუჯეტი არჩევნებზეა ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე“ – დავით ჭიჭინაძე

„ქართული ოცნების“  მთავრობამ 1200 ლაიანი დახმარების ფარგლებში 350 ათასი ადამიანი გამოგვიცხადა და 460 მილიონი ლარი,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ ბიუჯეტთან მიმართებაში უამრავი კითხვა არსებობს. „ჯერ ერთი 460 მილიონი რატომ, როდესაც 420 მილიონი გამოდის და ამას გარდა, ამ ეტაპზე მხოლოდ 90 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, რაც დაახლოებით 100 მილიონს ნიშნავს და საიდან ამხელა ცდომილება თავიდანვე? ან  როგორ აისახება ეს ყველაფერი ახალ ბიუჯეტში? ისევ 460 მილიონია ჩადებული, თუ 100 მილიონზე არიან დასული? უამრავი კითხვებია 300 ლარიან გდახმარებებზეც. მოკლედ, ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს მთავრობას პასუხის…

მეტი...

“სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ქუჩაშიც კი ნიღბებით დადიოდა ხალხი, არ გამიგია, რომ დამხრჩვალიყვნენ” – პაატა იმნაძე

ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან და არ იციან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, რადგან ის, ვინც ავად არის, ტრანსპორტში თუ ავიდა და დაახველა, სხვას არ გადასდოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ვირუსი იმიტომ გააჩერეს, რომ ქუჩაშიც კი ნიღბებით დადიოდა ხალხი. „არ გამიგია, რომ დამხრჩვალიყვნენ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მეტი...

უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს, ელენა ზელენსკის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა. „დღეს კორონავირუსზე ტესტის პასუხი მივიღე, რომელიც დადებითია. მოულოდნელი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველა წესს ვიცავთ“, – განაცხადა ელენა ზელენსკიმ. მისივე თქმით, მისი მეუღლისა და შვილების ტესტის პასუხი უარყოფითია. უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე ოჯახის წევრებისგან იზოლირებულია.

მეტი...

„საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს იმ პრიორიტეტებსა და გეგმებს, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობაში“ – ანრი ოხანაშვილი

„როგორც ჩანს, იმ კოლეგებს, რომლებიც სამწუხაროდ არიან მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლები  – „ნაციონალური მოძრაობა“  და მათთან აფილირებული კლასტერები, ჰქონდათ მოლოდინი, რომ მიიღებდნენ კონკრეტულ პასუხს იმ სპეკულაციებზე, რასაც ისინი წარმართავენ ტელე ეთერების საშუალებით. ამიტომ არ მოვიდნენ დღეს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  პარლამენტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინისტრსა და სამინისტროს მთელ გუნდს, თითოეულ ჯარისკაცს  კორონა ვირუსთან ბრძოლაში გაწეული 24-საათიანი საქმიანობისთვის. „ჩვენ გვეამაყება ჩვენი ჯარისკაცები და, შესაბამისად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად და თქვენი ხელმძღვანელობით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ…

მეტი...

„ქართულმა ჯარმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებს“ – შალვა კიკნაველიძე

უმრავლესობის წევრმა, შალვა კიკნაველიძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ თავდაცვის მინისტრს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში შესყიდვების კუთხით არსებულ დარღვევებზე ინფორმაციის გასაჯაროება სთხოვა. ქართული ოცნების დეპუტატმა  ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პანდემიის პერიოდში ქართული ჯარის საქმიანობამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად ფუნქციონირებს. „ბოლო პერიოდში ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ნაბიჯებს დგავს, როგორც თავდაცვის სისტემის, ისე ჯარისკაცების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით; იქნება ეს ინფრასტრუქტურა, შეიარაღება, თუ სხვა. რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის ქართულ ჯარს;  ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მსოფლიო უსაფრთხოებაზე და მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში. ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნით ადამიანებს,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და 843 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ასევე 6 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297 პირი. ინფორმაციისთვის, 843 ადამიანიდან 697 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 13 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

სასამართლომ გიორგი ჭანტურია სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კი, ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული გიორგი ჭანტურია წარდგენილი ორი მუხლიდან დამნაშავედ მხოლოდ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ცნო. სასამართლომ გიორგი ჭანტურიას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ მიიღო. რაც შეეხება გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილს, გიორგი ჭანტურია გამართლდა. სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 2018 წლის 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა 18 იანვარს, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 8 აგვისტოს დააკავეს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

მეტი...

„ოპოზიციის ქმედებები ე.წ. მეხუთე კოლონის საქციელია „ – გია გაჩეჩილაძე

„სიმბოლურია, რომ ე.წ. ოპოზიცია არ ესწრება დღეს სხდომას. რა თქმა უნდა, ვერც დაესწრება იმიტომ, რომ თქვენი დღევანდელი გამოსვლა მთლიანად ანგრევს მათ ნარატივს, რომლითაც ისინი მუშაობენ გარეთაც და შიგნითაც, რომ თითქოს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები არ გვყავს და შეერთებული შტატები და ნატო  არ არიან ჩვენთან დაახლოვებული“, –  განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს. გიორგი გაჩეჩილაძემ შეფასებით, ოპოზიციის ქმედებები  მეხუთე კოლონის ჩვეულებრივი საქციელია.   „ეს ასეც იქნება იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღდეგ. ყველას ახსოვს, რომ ჯერ…

მეტი...

„რა პერსპექტივა აქვს ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების შესყიდვას შემცირებული ბიუჯეტის გათვალისწინებით“ – გია ვოლსკი თავდაცვის მინისტრს

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ასპექტში იყო განხილული, იყო ფრანგული პროექტი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებისა, რომელიც უნდა შესყიდულიყო.  ახლა ეს საკითხი ჩავარდა ოპოზიციური სპექტრის ხელში. რა პერსპექტივა აქვს შესყიდვას  შემცირებული ბიუჯეტის გათვალისწინებით“,- ამ კითხვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ თავდაცვის მინისტრს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. გიორგი ვოლსკი ასევე დაინტერესდა სისტემის პარამეტრებითაც. კიდევ ერთი შეკითხვა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მინისტრს მიმართა, ჯარში კოვიდ-19-თან  დაკავშირებით დაგეგმილ და გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს ეხებოდა.​

მეტი...

სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მშენებლობა თვის ბოლოს დაიწყება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ განახლდა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი. ღარიბაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე 1000-ზე მეტ სამხედროს ექნება საშუალება, კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეიძინოს. ამასთან, სამხედროებს საშუალება ექნებათ, უპროცენტო შიდაგანვადებითაც ისარგებლონ. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ჩვენი სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტის განახლება და შესრულება. ამ პროექტით, პირველ ეტაპზე 1000-ზე მეტ სამხედროს ექნება საშუალება, შეიძინოს კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში და ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა ძვირადღირებული გარანტიებითა და პროცენტებით, არამედ უპროცენტო შიდაგანვადებით ისარგებლონ. პროექტი ხორციელდება ჩვენი კუთვნილი…

მეტი...

“აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის ახლა” – ირაკლი ღარიბაშვილი

აშშ-თან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის ახლა. ეს არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან ერთად მიმდინარე წარმატებულ პროექტს – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომლის ფარგლებში უკვე მომზადდა ექვსი ქვეითი ბატალიონი, ხოლო დარჩენილი 3 ბატალიონის აღჭურვა და მომზადება დასრულდება 2021 წლის ივლისის ბოლოს. მინისტრის განცხადებით, ამ პროექტმა სრულიად ახალ ეტაპზე გაიყვანა ქართული ჯარის მომზადების ხარისხი და ის ბევრად მაღალია, ვიდრე წინა წლებში. „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის…

მეტი...

„თუ არ დავიცავთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, ჩვენი პოზიტიური შედეგი შეიძლება სწრაფად და რადიკალურად შეიცვალოს” – დიმიტრი ხუნდაძე

„ეპიდემიოლოგიური ვითარება გლობალურად დაძაბული რჩება, პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს მთელი მსოფლიო. 7,5 მლნ-ზე მეტია უკვე დაინფიცირებული და 420 000 ადამიანია გარდაცვლილი“, – განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით,  საკმაოდ მძიმე ვითარებაა აშშ-ი, ბრაზილიაში. მეზობელი ქვეყნებიც ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ დაბინძურებულია, მაგ. რუსეთში  24 სთ-ის განმავლობაში 8700-ზე მეტი დაინფიცირებული პირია, საერთო რაოდენობა კი ნახევარ მილიონზე მეტია. გარდაცვლილთა რაოდენობამ  6500-ს გადააჭარბა. მისივე თქმით, დაძაბულია ვითარება სომხეთშიც –  ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში 566 დაინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო საერთო რაოდენობამ 15 000-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობა  კი 245-ია. „საქართველო გაცილებით პოზიტიურად გამოიყურება დანარჩენი…

მეტი...

ქორწილის, ქელეხისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებისას ფიზიკური პირები 2 000, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან

სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყენებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ, დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, პანდემიის სიტუაცია სტატისტიკურად, საერთაშორისო გამოცდილება, რეგიონში არსებული მდგომარეობა რას გვიჩვენებს, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება…

მეტი...

„ნატოს ქვეყნების შემდეგ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი კონტრიბუცია და წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში და გლობალურ უსაფრთხოებაში“ – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საამაყო განცდაა, როდესაც საქართველოს, ნატოს ქვეყნების შემდეგ, ყველაზე დიდი კონტრიბუცია და წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. „მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ნატოს ქვეყნების შემდეგ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი კონტრიბუცია და წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში და გლობალურ უსაფრთხოებაში. ეს თვითოეული ჩვენთაგანისთვის საამაყო განცდაა და მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თავდაცვის ძალებს და სამინისტროს. მე, როგორც პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, აქტიური შემხებლობა მაქვს საერთაშორისო მისიებში დაჭრილ სამხედროებთან, ჩვენს…

მეტი...

„განსაკუთრებული ხვალ ზოოპარკში არაფერი არ იქნება, ეს არის ძალიან მძიმე მომენტი ჩვენი თანამშრომლებისთვის“ – 5 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

„დავკარგეთ სამი თანამშრომელი და 300 – მდე ცხოველი, ეს დღე ძალიან მძიმეა ჩვენთვის“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. გურიელიძის ინფორმაციით დღემდე გაურკვეველია როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, იგი ერთ – ერთ შემაფერხებელ გარემოებად დაფინანსებასაც ასახელებს. „ვეცდებით ხვალ ყურადღება არ გავამახვილოთ თარიღზე, რადგან ეს ჩვენთვის, თითოეულისთის არის ალიან მძიმე გასახსენებელი. დაგვეღუპა სამი თანამშრომელი, სამასმდე ცხოველი. დღეის მდგომარეობით მოხდა ცხოველების იგივე სახეობების ნაწილის აღდგენა და დავამატეთ ახალი სახეობები, ჩვენ მოვიყვანეთ ისეთი ცხოველები, რომლებსაც სპეციალური პირობები არ სჭირდებოდა. საერთოდ ზოოპარკის მშენებლობა გრძელდება სულ და არასოდეს არ უნდა შეჩერდეს,…

მეტი...