თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც თსუ-ში აცხადებენ, დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები და დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. ინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდება პისიარტესტირება და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე, გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა. მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. „აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინრეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ…

მეტი...

პარლამენტმა ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

71 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გაიმართება, სადაც დეპუტატები პროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. ხვალვე იგეგმება სესიაზე ცვლილებების გატანა. მესამე მოსმენა რედაქციული ხასიათისაა და პრინციპული ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა.

მეტი...

“იმედსი მაქვს, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, მალე ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა ექნებათ” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი გორში ვიზიტის ფარგლებში გორის ციხეზე იმყოფებოდა, სადაც გორელი კერამიკოსის გივი ტატულაშვილის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და ადგილობრივი წარმოების ღვინოები, ნატურალური წვენები და ხილის ჩიპსები დააგემოვნა. ელჩს ოფიციალური პირებიდან პირველად გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მერმა ამერიკის მიერ გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა შიდა ქართლის გუბერნატორთან. შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის „კოვიდ 19“-ის შედეგები, მთავრობის რეაგირება ამ კრიტიკულ სიტუაციაში. გამოწვევა ჯერ ბოლომდე არ გადაგვილახავს, გვიწევს ნიღბების ტარება და რეკომენდაციების დაცვა. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ ჭრილში…

მეტი...

“აუცილებელი არაა მეორე ტალღა შემოდგომაზე იყოს” – ეპიდემიოლოგი

“დღეში 5 და 10 ახალი შემთხვევა, თუ ისინი საკარანტინო ზონიდანაა და დაინფიცირების წყარო ცნობილია, საგანგაშო არაა, მაგრამ როდესაც წყარო დაუდგენელია, ეს უკვე ბეწვის ხიდზე გასვლას ნიშნავს”, – ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა. „ალბათობა იმისი, რომ შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს ნამდვილად არსებობს, ამიტომ ბეწვის ხიდზე გავდივართ. ბევრი ქვეყნის მაგალითმა აჩვენა, რომ აუცილებელი არაა მეორე ტალღა შემოდგომაზე იყო, გარკვეულ ქვეყანაში ზაფხულის პერიოდშიც დაიწყო მეორე ტალღა. მაგრამ ისინი დროულად და მომზადებულად შეხვდნენ ამ ეტაპს. მსგავსი შეიძლება ჩვენთანაც ნებისმიერ დროს დაიწყოს“, – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მეტი...

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია უძღვებოდა. სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია, განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე. ვინაიდან განსახილველ საკითხებს შორის გათვალისწინებული იყო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ და ჩასატარებელ…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე კომპენსაციის მისაღებად 132 000 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 11 ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 132 ათასი პირი, მათგან 66 660 პირმა 300 ლარიანი კომპენსაცია მიიღო. სულ გადაირიცხა 19 998 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 802 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 18 160 400 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/, სადაც…

მეტი...

გუბაზ სანიკიძე აშშ-ის საელჩოსა და ელჩს ბოდიშს უხდის

“გუშინ არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით, ეს არის ჩემი ბრალი”, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. სანიკიძე აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანს ბოდიშს უხდის. „გუშინ, „ტვ პირველზე“, ნინო ჟიჟილაშვილთან და ვახო სანაიას ეთერში, არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ბრალი. არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი, ამიტომ ბოდიში მინდა, მოვუხადო ოფიციალურად ამერიკის საელჩოსა და ქალბატონ ელჩს. მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა აშშ-ის მიმართ, საქართველოში ამერიკის საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც აგერ 30 წელია, ფაქტობრივად იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საელჩოს…

მეტი...

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში ხვალ აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს იწყება. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული…

მეტი...

“რუსეთი საქართველოს მადლობას უხდის ნიგერიიდან სამი რუსი მეზღვაურის გამოყვანისთვის” – მარია ზახაროვა

“მოსკოვი საქართველოს მადლობას უხდის ნიგერიიდან სამი რუსი მეზღვაურის გამოყვანისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატებული ჰუმანიტარული გამოცდილება კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც მოთხოვნადი იქნება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. „მსურს ვისაუბრო თბილისთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, რომლის შედეგად რუსეთის მოქალაქეები სახლში დაბრუნდნენ. ქართულ მხარეს მადლობას ვუხდით ნიგერიიდან სპეცრეისით რუსეთის სამი მოქალაქის გამოყვანისთვის. მათ კონტრაქტი ამოეწურათ, ხოლო რუსეთსა და ნიგერიას შორის ავიამიმოსვლა კი შეწყვეტილია. 7 ივნისს ისინი სპეცრეისით ლაგოსიდან თბილისში ჩაფრინდნენ, სადაც მათ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები დახვდნენ და ზემო ლარსში საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიაცილეს“, – განაცხადა მარია…

მეტი...

“სასამართლომ გაიზიარა პოზიცია, რომ არსებობს გიორგი რურუას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე” – პროკურორი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის თქმით, ბრალდების მტკიცებულებათა ერთობლიობით გიორგი რურუას მიმართ წარდგენილი  ბრალდება დასტურდება. როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების პოზიცია, რომ არსებობს გიორგი რურუას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. „დღეს დასრულდა გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხა 34 მოწმე, გამოკვლეულია სამი ობიექტის ვიდეო ჩანაწერები, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც არის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, რურუას ნერწყვის ნიმუში, ასევე მისი ტანსაცმელი. ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდების მხარე თვლის, რომ ნამდვილად დაადასტურა წარდგენილი ბრალდება. ასევე, დღეს იმსჯელა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე…

მეტი...

“სააკაშვილის გულში მუდმივად არის საქართველო და მასზე საუბარს ვერ დავუშლით” – უკრაინის ელჩი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან შეხვედრა დასრულდა. დოლგოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებული საკითხის გარდა, მხარეებმა სხვა თემებიც განიხილეს, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. „პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არასოდეს ვზღუდავთ მხოლოდ ერთი საკითხით ჩვენს დისკუსიებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე იმართება. თუნდაც ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. ასე რომ, ჩვენ სხვა ბევრი საკითხიც განვიხილეთ, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლს საკითხი. ასევე შევეხეთ დღეს მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემას, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციის საკითხს, მომავალ დახმარებასა და სხვა საკითხებს. უკრაინის პოზიციაა, რომ სააკაშვილი არ არის ოფიციალური…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუა  პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. გიორგი რურუას ადვოკატები ბრალდებულისთვის პატიმრობის შეცვლას 10 000 ლარიანი გირაოთი ითხოვდნენ. გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო დაბარებული უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა

უკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. იგორ დოლგოვი, უწყებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს. უწყებაში შესვლისას ელჩმა განაცხადა, რომ არ იცის რის გამოა დაბარებული და ამის შესახებ შეხვედრისას გაიგებს. ქართული მხარის შეფასებით, უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, რაც მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას. „ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მეტი...

როგორ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობას? – პირობები

ევროკომისია ასახელებს პირობებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ მესამე ქვეყნებმა, რომელთა მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში მოგზაურობა სურთ, მათ შორის არის საქართველოც. ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის საზღვრების გახსნა პირველი ივლისიდან დაიწყება და აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. როგორც კომისიაში განაცხადეს, აუცილებელად შეფასდება ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რამდენად მზად არის ამ სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად. „კიდევ ერთი კრიტერიუმი არის საზღვრების გახსნა ევროკავშირის მოქალაქეთათვის, ანუ თუ ჩვენ ვხსნით საზღვრებს, მაშინ ჩვენც ველოდებით, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გაიხსნება საზღვრები. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელიც არის შენგენის ზონის წევრი“, –…

მეტი...

რუსთავიდან თბილისის სპორტის სასახლის მიმართულებით მიკროავტობუსის მოძრაობა დროებით შეჩერდა

რუსთავიდან თბილისის სპორტის სასახლის მიმართულებით მიკროავტობუსების გადაადგილება შეჩერებულია. მძღოლები, კომპანია ,,ინტერტრანსისგან“ დაწესებული ყოველდღიური გადასახადის 55 ლარიდან 40 ლარამდე შემცირებას მოითხოვენ.  კომპანიის ხელმძღვანელები და ამ მარშრუტზე დასაქმებული მძღოლებს თავდაპირველად შეთანხმდნენ, რომ 85 ლარიდან ყოველდღიური გადასახადი 55 ლარამდე შემცირდებოდა. კომპანიაში დასაქმებული მძღოლების განცხადებით, მათ ამ თანხის შემცირება კიდევ მოითხოვეს, რაზეც უარი და სამუშაო პროცესის შეჩერების მითითება მიიღეს. როგორც „ინტერტრანსში“ აცხადებენ, ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან და 2 დღის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება, თუმცა მოგვიანებით მათგან აღნიშნული თანხის გადახდაზე კვლავ უარი მიიღეს.

მეტი...

„კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არა მცდელობა იმისა, რომ გადავმალოთ პოზიტივი“ – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე განხილული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებების პროექტი გათვლილია როგორც ანტიკრიზისულ გეგმებზე, ასევე მასში ასახულია ის შესაძლო ვითარება, რაც ეპიდემიის მეორე ტალღას შეიძლება მოყვეს. „ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ძალიან რთული სამუშაო ჩატარდა და წინაც რთულად სამართავი პროცესი გველოდება, რადგან სამწუხაროდ, ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ კარგია, როდესაც ასე რთულ ვითარებაში საქართველო, რომელიც სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა ფინანსური სიმწირით ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ გვაქვს გამორჩეულოად პოზიტიური შედეგი. ამ შედეგს ბოლომდე მიტანა სჭირდება, რამეთუ ისევ პანდემიის რეჟიმში ვართ.…

მეტი...

“ცალკეული მედიასაშუალებები და პოლიტიკურად მიკერძოებული პირები ცდილობენ, სპეკულაციების მიზნით, ორი განსხვავებული ხელშეკრულება დააკავშირონ” – თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყების ბიუჯეტის კორექტირების საკითხზე ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაცია ვრცელდება. სამინისტრო განმარტავს, რომ უწყების ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით მცირდება, საიდანაც აქედან 30 მილიონი ლარი უკავშირდება 2018 წელს დადებული ფრანგული პროექტის ხელშეკრულებას, რომელიც ხორციელდება „გვინდა, გამოვეხმაუროთ ცალკეული ტელევიზიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება თავდაცვის კორექტირებულ ბიუჯეტს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტით თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში თავდაცვის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით დაკორექტირდება. აქედან 30 მილიონი ლარი უკავშირდება 2018 წელს დადებული ფრანგული პროექტის ხელშეკრულებას, რომელიც ხორციელდება.…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური პირია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში” – სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად, უკრაინის წარმომადგენელია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირ ერევა. კილაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სააკაშვილი არღვევს კანონს და ჩრდილს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს. „მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის ოფიციალური პირი, ოფიციალური წარმომადგენელი და ის თავისი განცხადებებითა და ქმედებებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ამით გამოდის, რომ არღვევს კანონს და ჩრდილს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს. ოპონენტებისგან ორმაგი და ასმაგი სტანდარტები არ გვიკვირს, რადგან როცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უკრაინის…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 34 პაციენტი იმყოფება, მათგან 10 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. მისივე თქმით, მათ შორის ოთხი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. „სამედიცინო პერსონალიდან ოთხს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, გუშინ იყო პირველი შემთხვევა და დღეს ამას დაემატა სამი. მუდმივად ვაფრთხილებდით სუყველას, მათ შორის მოსახლეობასაც, კოვიდ ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენს გვერდით ცხოვრობს და არ უნდა მოვეშვათ, არ დავარღვიოთ წესები. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი შემთხვევა მოხდა, ჯერ მედპერსონალის ერთ წარმომადგენელს დაუდასტურდა და დღეს კიდევ სამი დაემატა. რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმურად ვუტარებდით „პისიარ“ ტესტირებას მთელ მედპერსონალს. ახალი დამთავრებული გვქონდა,…

მეტი...

“ჩვენ გვსურს საქართველოს დახმარება. ასე რომ, ჩემთვის ეჭვი არ არის, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება“ – აშშ – ის ელჩი

საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა კორონავირუსის კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ მასთან მუშაობით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „ჩვენ გავაკეთეთ ბევრი ინვესტიცია ერთმანეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ასაშენებლად. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პირობებში თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ საქართველოსთან მუშაობით. ეს საგანგებო მდგომარეობა აქ კარგად იყო მართული, რომ ეკონომიკის განვითარება შესაძლებელი ყოფილიყო, რაც საქართველოს სჭირდება. ჩვენ გვსურს საქართველოს დახმარება. ასე რომ, ჩემთვის ეჭვი არ არის, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი...

„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“ – კელი დეგნანი გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება, აბსურდსა და ტყუილს უწოდებს. „ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“,- განაცხადა დეგნანმა. გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ „ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს“. „20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან,…

მეტი...

„წელს აბიტურიენტები არათანაბარ პირობებში იქნებიან“ – განათლების ექსპერტი

განათლების ექსპერტი, რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ პირბადეებზე მეტად, პრობლემა წელს გამოცდების მსვლელობის დროს მაღალი ტემპერატურა იქნება  და აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში მოუწევთ ყოფნა. ” უფრო ტემპერატურის პრობლემა დადგება. გამოცდების ეროვნულ ცენტრს საკმაოდ დიდი ტვირთი აწვება იმ მხრივ, რომ გარკვეულწილად, თავისი ინსტრუმენტებით დააბალანსოს აბიტურიენტებს შორის არსებული განსხვავებები. ჩვენ დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ იმაში, რომ ეს აბიტურიენტები სხვა წლების თავიანთ მდგომარეობასთან გავათანაბროთ,”- აცხადებს რეზო აფხაზავა.

მეტი...

„ანგარიშში არ არის მითითებული რა წყაროზე დაყრდნობით გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი“ – ირაკლი სესიაშვილი

“ეჭვი, მაქვს, რომ ეს არის ვიწროპილიტიკური ინტერესების გამტარებელი ჩანაწერი და ვხედავ ლობისტების ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. სესიაშვილი აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი მხოლოდ მზაობას გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით.  ანგარიშში წერია, რომ საქართველოზე შესაბამისი ინფორმაცია ეყრდნობა ორ წყაროს და მითითებული აქვთ ორი ანგარიში. ორივე ტექსტში თავის მხრივ არის ძალიან პოზიტიური გზავნილები, არანაირი მინიშნება კრიტიკაზე არ არის. ხოლო კრიტიკულ ნაწილში წყარო აღარ არის მითითებული და ვერც იქნება. ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც არის ყველაზე მთავარი, ძალიან მაღალი ინტენსოვობისაა და ეს…

მეტი...

„ნიღბის ტარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი იარაღი, რომ პანდემიამ არ მოგვაყენოს ზიანი „ – დიმიტრი ხუნდაძე

„ნიღბის ტარება რა თქმა უნდა, სავალდებულო უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის არა დიმიტრი ხუნდაძის ან ანრი ოხანაშვილის, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი იარაღი, რომ პანდემიამ არ მიაყენოს იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე ეს შესაძლებელია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც“,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და კანონპროექტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, გაფრთხილების გამოყენების ადმინისტრირება რთულია და თანაც, პირბადის ტარების ვალდებულება რთულად შესასრულებელი არ…

მეტი...

“გთხოვთ, თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი შესაძლო ინფიცირებულად ჩათვალოთ” – ამირან გამყრელიძე

ზომების შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა აუცილებელია და კარგად უნდა დავიცვათ ბალანსი ერთი მხრივ, შემსუბუქების ნაბიჯებსა და პოლიტიკას შორის, მეორე მხრივ – მზადყოფნას შორის“, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რას გულისხმობს ეს მზადყოფნა. „მზადყოფნა ნიშნავს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება იყოს კოვიდის და დღეს, გთხოვთ, თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი ასეთად ჩათვალოთ. ოჯახის ყველა წევრი, ყველა ნაცნობი, ვისაც ექნება ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, რადგან დღეს, გრიპის ვირუსი აღარ ცირკულირებს, არის რამდენიმე რესპირატორული ვირუსი,…

მეტი...

სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც პირბადის შეძენა უჭირთ, სახელმწიფო დაეხმარება

პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, მუშავდება გარკვეული გეგმა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებს პირბადეების გადაცემის სახით შეძლებისდაგვარად დაეხმაროს. „ოდენობას და დროს მთავრობა გაასაჯაროებს. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ადამიანებს, ვისაც უჭირთ პირბადის შეძენა, სახელმწიფო დაეხმაროს,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცვლილებები პირველი მოსმენით, 73 მომხრე ხმით პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. განხილვისას დაზუსტდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და მათ ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. თუმცა, მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ. საქართველოში კორონავირუსი…

მეტი...

პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, ტემპერატურის ან სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიმართონ ექიმს, რათა COVID-19-ზე PCR-ტესტი ჩაუტარდეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე შესაბამის უწყებებს ტესტირების გაფართოება დაავალა. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა „ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციის ცირკულირებისა და ამკრძალავი ღონისძიებების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. ამ მიზნით, ყველა მოქალაქემ, მომატებული ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს 112-ს ან ოჯახის ექიმს, რათა COVID-19-ზე ლაბორატორიულად, PCR ტექნოლოგიით კვლევა ჩაუტარდეს. 11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან, 4-ის წარმომავლობა ცნობილი არ არის, რაც განსაკუთრებული სიფრთხილის საფუძველია, შესაბამისად მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას საჭირო ზომების ზედმიწევნით დაცვისკენ…

მეტი...

“სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნის კონკრეტული შედეგი ისაა, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია” – გია ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის წინა ხაზზეა უკვე დიდი ხანია. მან 2004 წლიდან კარგი დასაწყისით საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ 20 პროცენტი ოკუპირებულია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი სააკაშვილის მიერ Facebook-ზე გაკეთებულ განცხადებას. „მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის წინა ხაზზეა უკვე დიდი ხანია. მან 2004 წლიდან კარგი დასაწყისით საქართველო იქამდე მიიყვანა, რომ 20 პროცენტი ოკუპირებულია, უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსეთზეა გადაცემული, უამრავი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირია დახოცილი, ბევრი სამხედრო ბრძოლის ველზე დატოვა და აგრესორს შეატოვა. ეს არის მიშა სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნის კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა ვოლსკიმ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა,…

მეტი...

“ჩანაწერი, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის ალიანსში, დოკუმენტის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი და ხელოვნურია” – ნათია თურნავა

აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშში საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა დღეს ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს. ამასთან, როგორც მინისტრი ამბობს, ჩანაწერი, თითქოსდა „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის ალიანსში, დოკუმენტის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია ეს ეს ფრაზა, თურნავას თქმით, „ხელოვნურად არის იმპლანტირებული“. „წლიდან წლამდე ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძლიერდება და საკმაოდ მაღალ დონეზე ადის. ეჭვი მაქვს, რომ იმ ერთი ფრაზის იქით, ბევრი არც გაცნობია ამ ანალიტიკურ კვლევას, ეს არ არის ნორმატიული აქტი.…

მეტი...

სიღნაღში პოლიციამ პარკში გახვეული ახალშობილი იპოვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მიტოვებული ჩვილი იპოვეს. პარკში გახვეული ახალშობილი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანისთვის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება გულისხმობს.

მეტი...

“ირაკლი კობახიძემ აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს, შესაძლოა, ორონიულია, მაგრამ აქ სიძულვილი არ იგრძნობა” – გია ვოლკსი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ოპოზიციის ძროხასთან შედარების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება სიძულვილის ენას არ შეიცავს. ვოლსკის თქმით, განცხადება უფრო მეტად ირონიულია. „აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს – ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია. ამ შემთხვევში ვფიქრობ, რომ ხარი და წითელი ფარდაგი უფრო აგრესიული და ცუდი შედარებაა. სიძულვილი სწორედ არ არის, შეიძლება ირონიულია და ვინმემ დამამცირებლადაც მიიჩნიოს, მაგრამ სიძულვილი ნამდვილად არ იგრძნობა“, – განაცხადა ვოლსკიმ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ხარზე უფრო მეტად ძროხას ჰგავს“. მისი განცხადება ოპოზიციამ სიძულვილის ენად შეაფასა. ირაკლი კობახიძე…

მეტი...

“შეგვიძლია, სომხეთს ტესტირებაში დავეხმაროთ, დღეში 500-დან 1000 „პისიარ“ ტესტამდე ჩავუტაროთ ან დაახლოებით 10 ათასი ვაჩუქოთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება და სომხეთის დახმარების საკითხთან დაკავშირებული დეტალები გაირკვევა. „დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციით შემიძლია გითხრათ, რომ შეგვიძლია ტესტირებაში დახმარება. დღიურად 500-დან 1000 „პისიარ“ ტესტამდე შეგვიძლია ჩავუტაროთ სომხეთს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეგვიძლია ან ტესტირება ჩავატაროთ 500-დან 1000-მდე, თუ ნიმუშები გვექნება, იცით, რომ ოთხი საათის გზაა და 24 საათში შეგვიძლია პასუხი მივცეთ ან მეორე, ვაჩუქოთ დაახლოებით, 10 ათასი „პისიარ“ ტესტი“,- განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, კორონავირუსით გამოწვეულ…

მეტი...

“მთელი დოკუმენტი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომლიც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა აშშ-ს და საქართველოს შორის” – კახა კუჭავა

„მთელი დოკუმენტი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც უპრეცედენტოდ  მაღალ დონეზეა საქართველოსთან და მოუწოდებს მაქსიმალურად გაძლიერდეს და კიდევ უფრო გამყარდეს ეს ურთიერთობები. ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე ის ერთი წინადადება, რომელმაც გამოიწვა ასეთი აჟიოტაჟი, მთლიანად ამოგდებულია კონტექსტიდან და ჩემი აზრით პირდაპირ ჩანს ის სამუშაო, რომელიც გაწიეს ლობისტებმა, რომ ასეთი წინადადება მოხვედრილიყო ამ დოკუმენტში“, – ასე გამოეხმაურა 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა სტაბილურობაა და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მოკავშირეა. „ჩვენი ხელისუფლების ოპონენტების დაბალი რეიტინგი, რომელიც მათ შიდა…

მეტი...

“სირცხვილია, ვილაპარაკოთ, თითქოს „ქართული ოცნების“ ლიდერს ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ, როდესაც ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებენ” – დავით ზალკანიანი

მოწერილი მემორანდუმი, ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ, რომელიც წარმატებით შესრულდა და უფრო მეტიც, შარშან, თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმდა ახალი თანამშრომლობის მემორანდუმი და შესული ვართ ისეთი მაღალი თანამშრომლობის ფორმატებში, როგორიც არის ჩვენი სამხედროების მომზადების, გადამზადების პროგრამა და მათი თავსებადობის ნატო-ს და ამერიკულ სტანდარტებთან. ჩვენი გავიხსენოთ თუნდაც ის, რა წვლილი შეაქვს საქართველოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში და მათ შორის ავღანეთში ოპერაციებში. 32 ჯარისკაცი, ჩვენი თანამემამულე არის დაღუპული ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ჩვენი წვლილი შეტანილი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ეს მოხდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში“,- აცხადებს დავით ზალკალიანი. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით,…

მეტი...

„ქართული ოცნების ხელისუფლება არა მხოლოდ პროდასავლურია, არამედ ჩვენ უმაღლესი ხარისხის თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთბულ შტატებთან“ – გია ვოლკსი

„ქართულ ოცნებას საზოგადეობა თუ უჭერს მხარს, ერთი საგანგებო ნიშანი აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას – ეს არის არა მხოლოდ პროდასავლურობა, არამედ უმაღლესი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობისა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის ინფორმაციით საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი გარკვეულია: „რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა, რომ ეს ფრაზა, ერთი წინადადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის მთელ დანარჩენ დოკუმენტში მოცემულ კვლევასთან, დასკვნებთან, რომელიც ასევე ხაზს უსვავს თანამშრომლობის ამ მაღალ დონეს. ფაქტია ისიც, რომ შემიძლია რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც ნაცმოძრაობამ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას…

მეტი...

ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსულ მედიაში ქართველი ე.წ კანონიერი ქრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორვ გამოცემა წერს, საჩინო გეგეჭკორი, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი 70 წლის იყო. ცნო­ბი­სათ­ვის, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 502 436-მდე გა­ი­ზარ­და, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი კი 6 532-ია.

მეტი...